Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 286034-ჯერ
მსგავსი დიეტები:
1 დღე: 500 გრ არაჟანი ,მაწონი ან კეფირი
2 დღე: იგივე რაც 1 დღეს
3 დღე: იგივე რაც 1 დღეს
4 დღე: ნებისმიერი ერთი ბოსტნეული ( კიტრი , კარტოფილი , პომიდორი...) განუსაზღვრელი რაოდენობით.
5 დღე: იგივე რაც 1 დღეს
6 დღე : იგივე რაც 1 დღეს
7 დღე: ნებისმიერი ერთი რომელიმე ხილი( ვაშლი, ატამი, საზამთრო..) განუსაზგვრელი რაოდენობით
8 დღე: იგივე რაც 1 დღეს
9 დღე : იგივე რაც 1 დღეს


დიეტა რეკომენდირებულია ექიმების მიერ, წარმატების ფორმულა ერთგვაროვანი საჭმლის მიღებაშია, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებას და სწრაფ კლებას.


ამ დიეტით დაიკლებთ მინიმუმ 6 კილოს, მაქს 10

ტუ კუჭის მოქმედებასთან პრობლემები გაქვტ ან შეგექმნებათ, ყოველდღე 1 ლ ნაბეღლავი დალიეთ


გისურვებთ წარმატებას!!!

marita
ნანახია 286034-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(2870):

05.06.16 06:15 ani86
გოგოებო რას მირჩევთ ბოსტნეულიდან? კიტრის გარდა
05.06.16 06:13 მარიკა.
უფრო სწორად თვის ბოლოს შევადარებ.ეს არაჯნის დიეტა 3 ჯერ უნდა გადავაბა.მერე შევადარებ ვნახოთ:)
05.06.16 06:11 მარიკა.
აუცილებლად უნდა გავხდე...დავიბრუნო საკუთარი თავი.
konjaria მეც საკუთარი თავში არ ვარ დარწმუნებული და ეს ყველაფერი ჩემი წონიდან გამომდინარე...ძალიან ბევრი რამე შემიძლია სწავლითაც და მუშაობითაც...როგორც ყველა მეუბნება ჭკუა მიჭრის:) მაგრამ რად გინდა თუ ვიზუალოთ ჩემს თავს არ ვგავარ და ვგავარ 45 წლის ქალს და ვიცვამ შესაბამისათაც. სჯობს გამხდარი ვიყო და უსწავლელი. ეხლა გამოვიღე 3 დარვალი რომლებიც სანამ გავსუქდებოდი ქამრით ვატარებდი და ეხლა მუხლის ზემოთ არ ამომდის ყველაფერს ვფიცავარ.წარმოგიდგენიათ...დანარჩენი ყველაფერი გადავყარე ამ 3 შარვლის გარდა...ამ შარვლებში როგორც ადრე ვიყავი ის ფორმა უნდა დავიბრუნო.

სურათიც გადავიღე. და ამ არაჟნის დიეტას რომ გავაკეთებ უნდა შევადარო.
05.06.16 05:30 amerika
მარიკა.შენი და გოგონების კომენტარები წაავიკითხე და მეც შენს გვერდით ვარ იმედია მეც და შენც გამოგვივა ყველაფერი და სასურველ წონას მივაგწევთ მე ნებისყოფა ძაან ძლიერი მაქვს უბრალოდ თავიდან დაწყება მიჭირს უკვე ორი თვე ,,ვიწყებ,, და ვეღარ დავიწყე გუსინ მეზობელს ვთხოვე სასწორი ავიწონე და მეთქი ვსოოო დროა უკვე
05.06.16 04:59 მარიკა.
mamonti მეც ეგ ვიფიქრე მაგრამ ეხლა რადგან ეს დავიწყე ამას მივყვები თორემ ადვოკატი რომ თავში ჩამიჯდეს დღეს უეჭველი დავარღვევ იმ იმედით რომ ხვალ ადვოკატს ვიწყებ.დღეს რომ დავარღვიო ხვალ არ დავიწყებ ვიცი..
ღმერთო როგორ შევიცანი ჩემი თავი უკვე.:)
05.06.16 03:51 konjaria
სამწუხაროდ მემგონი ჩემი კომენტარი არ გამოჩნდა ,მაქვს ყველაზე დიდი პრობლემა არ მჯერა საკუთარი თავიის... მაგრამ ეს დიეტა პატიოსნად უნდა ჩავამთავრო
05.06.16 03:48 konjaria
გამარჯობათ გოგოებო❤️მოკლედ ვარ ძAლიან დიდი ,92.300
05.06.16 03:45 mamonti
მარიკა.
ყოჩაღ, ეგრე გააგრძელე :) ისე შეგიძლია ადვოკატის ან უგულავას დიეტა გააკეთო, ხანგრზლივი დიეტა თან კარგად გაგახდუნებს და რაც მთავარია კვების რეჟიმში ჩაგაყენებს ;)
05.06.16 03:20 მარიკა.
გოგოებოო თქვენ არ იცით რა ძალა შემმატეთ.წარმოუდგენელი.თქვენს კომენტარს ვკითხულობ და ვტირივარ.:(ეს ის სიტყვებია რაც მე მჭირდებოდა და რაც მე ძალას მომცემტა.მართლა რაღაც უმდა გავაკეთო.უნდა ვიღონო რომ შევიცვალო. ცხოვრება გავიუმჯობესო. მორჩა და დამთავრდა. მე ეს უნდა გავაკეთო,უნდა შევძლო.რამდენი გეგმა მაქვს რამდენი მიზანი,როცა ვჭამ ყველაფერი იმსხვრევა
ან ჭამას რომ დავაპირებ ესეთი განცდა მაქვს ვჭამო არ ვჭამო, ვჭამო არ ვჭამო? ერთი ხვალიდან დავიწყებ უფრო შემართებით....უხ როგორ ვბრაზობ ჩემს თავზე როგორ:((( მაგ დროს ყველაფერი იმსხვრევა ყველა ჩემი მიზანი.
ეს გვერდი უნდა დავხურო ერთხელ და საამუდამოდ.მორჩა.
მე დიეტაზე ვარ
დიეტაზე ვიქნები სანამ სასურველ ფორმას არ მივიღებ და ადამიანს არ დავემსგავსები.არც ტორტი მინდა და არც არაფერი.აი ზუსტად მასე უნდა გავაკეთო როს ჩამა რომ მომინდება სასწორზე უნდა დავდგე დაა რეალურად შევხედო ჩემს პრობლემას და არა გაფიქრებით ერთი რა მერე 90 კგ 10 დღეში დავიკლებ 10 კილოს ან ნებისმიერ დროს როცა მომინდება მაშინ დავიწყებ დიეტას....ვერ ვიტან მაგის გამო ჩემს თავს.არასდროს არ ვყოფილვარ მჭამელი სულ გამხდარი ვიყავი.აბიტურიენტობის შემდეგ კი მივდივარ პლიუსებში.

გოგოებო დიდი მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის..:*:*:*ეხლა ერთი სული მაქვს როდის წავალ მარკეტში და ამოვარბენინებ არაჟანს:)

(ღმერთო მიმაყვანინე ეს დიეტა ბოლომდე)

05.06.16 01:09 mamonti
მარიკა.
პირველ რიგში დამშვიდდი და ვინც შენ გიჟად ჩაგთვლის თვითონაა გიჟი, თანაც რაში გაინტერესებს განუვითარებელი არსებების აზრი?
ნინის სრულიად ვეთანხმები. მთავარია შენ გადაწყვიტო რომ გახდომა გინდა და მერე აუცილებლად გახდები.. ამბობ კიევურ ტორტზე უარი ვერ ვთქვიო, მე ასეთი მიდგომა მაქვს- დიეტაზე ვარ და არ დავარღვევ არავითარ შემთხვევაში, რაც შეეხება ტკბილეულობას და ტორტებს- რომ გავხდები მერეც შემიძლია ჭამა ზომიერების ფარგლებში, 90-იანების გაჭირვება ხომ არაა- არ გაგიჭირდება შოვნა :)) აი გახდომას კი დრო სჭირდება , თანაც დიეტას რომ არღვევ მერე წყალში გეყრება მთელი შრომა და თავიდან უნდა დაიწყო..
მე პირადად 4 აპრილიდან ვარ დიეტაზე, 60 კილო ვიყავი და ეს ჩემი წონის მაქსიმუმია (158 ვარ სიმაღლეში), მართალია უმრავლესობა მეუბნებოდა რომ გახდომა არ მჭირდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ქართველები შურიანები ვართ და ხშირად ახლობლებიც კი ვერ ვაცნობიერებთ ამას. სხვების ნუგეში გვიყვარს, ეს გვაბედნიერებს.. მე დღეს უკვე 53 კილო ვარ, მაგრამ დიეტას ისევ ვაგრძელებ (ჩემს წონაზე მინდა დაბრუნება -47 კილო).. არ მაინტერესებს არავის აზრი, რომ თურმე ტყუილად ვიკლავ თავს, მეტი გახდომა არ მჭირდება და ა.შ. მეც ღიმილით ვურჩევ ყველას რომ რახან ასე მოსწონთ სიმსუქნე- თავად გასუქდნენ :))
ხო, რაც მთავარია, ამ პერიოდის განმავლობაში ჩემს სახლშიც მინიმუმ 3-4 დიდი სუფრა გაიშალა და საჭმელებს მეც ვამზადებდი და მინიმუმ 7 დაბადების დღეზე ვიყავი და წყლის მეტი არაფერი დამილევია :D და ამდენი ხალხი რომ მაძალებდა "ჭამე, ჭამეო" მე უფრო ძალა მემატებოდა და არ დამირღვევია დიეტა :))
შენ კარგი გოგო ხარ და არ ღირს ერთი ნაჭერი კიევური ტორტის გამო ყოველ დილით გულნატკენი წახვიდე სამსახურში, ტორტი არსად გაგექცევა ;) მე ყოველ დღე, შემოვალ აქ და მოგიკითხავ ხოლმე და შენი იმედი მაქვს- ვიცი რომ მე და ნინის რომ დაგვპირდები არ დაარღვევ :) წარმატებები და შედეგები დაწერე ხოლმე ;)
პ.ს მაპატიეთ ამდენი რომ ვიბოდიალე :D
04.06.16 16:58 ნინი5656
მე გეტყვი როგორ დავიწყე დიეტა, გურმანი არასოდეს ვყოფილვარ თუმცა ცომეული მაბედნიერებდა :D ერთ დღესაც სასწორზე დავდექი , თან ამასობაში დიდი სუფრა იშლება სახლში ჩემთან, და იმდენად გავბრაზდი საკუთარ თავზე რომ არ ვჭამე იმ საღამოს, სუფრას გავერიდე... 1 თვის მერე უკვე სუფრებზე ჩვეულებრივ ვჯდებოდი და ვჭამდი დოეტურს თუ რამე იყო რათქმაუნდა , ან ვამბობდი.. ცოტა ხნის წინ ვჭამე და მივირთმევ ცოტა ხანშითქო :დ მერე ნასვამ ხალხს ავოწყდებოდა რომ ცარიელი თეფში იყო შემს წინ და ასე გაგრძელდა. მოგეხსენებათ როცა იციან რო დიეტაზე ხარ სულ რაღაცას გახარბებენ ან გაძალებენ ( ან ჩვენ გვეჩვენება ასე ) ახლა უკვე ტორტზე გული არ მიმდის, და არ ხაჭაპური მაგიჟებს. ვუყურებ ისე როგორც ჩემს მტერს რომელსაც უნდა ერთი დიდი კალორიების გროვა ვიყო.
04.06.16 16:52 ნინი5656
და კიდევ , სამსახურში შეგიძლია საჭმელი წაიგო როცა დიეტაზე ხარ, და გეცოდინება რომ სახლში მისვლისას აღარ შეჭამ
04.06.16 16:46 ნინი5656
Gამარჯობა მარიკა, პირველ რიგში არ ვფიქრობ რომ გიჟი ხარ, მეც ეგ მჭირდა რაც შენ.. მთავარია საკუთარი თავის რწმენა. მეც ბევრი მცდელობა მქონდა სანამ ჩემს მეორე ნინის არ ვუთხარი რომ დავამარცხებდი. და აი შენს წინაშეა გოგო რომელმაც 2 თვეში დაიკლო 14 კილო, დღემდე ვიბრძვი უკეთესობისვის და ყოველთვის ვიქნები ამ ბრძოლაში და ამისთვის მზად ვარ. როცა დიეტა დავიწყე ( უკვე საბოლოოდ) საკუთარი თავი შემიყვარდა, ყოველი დილა სიხარულის მომტანი იყო ჩემთვის რადგან ვიყავი მინუს რაღაც...კილო ან გრამი მარა ეს ძალას მაძლევდა. მთავარიის არის რომ გინდოდეს გახდე უკეთესი ვიდრე ხარ, როცა ხარ 90 კილო შეიძლება შენ მოგწონდეს შენი თავი, მაშინ დოეტის დაცვაც არაა საჭირო გკიდია რასიტყვის სხვა. მაგრამ როცაბშენ გძულს ეგეთი შენი თავი , რაღაცუნდა გააკეთო რო აიმაღლო თვითშეფასება. არ მჯერა,რომ არ შეგიძლია გაუმკლავდე დიეტას, ან სწორ კვებას, ყველას აქვს ამის ძალა, მთავარია იპოვო ის ნაწილი შენში რომელიც გაგაძლიერებს. რაც მთავარია ამოვიღოთ ლექსიკონიდან სიტყვა ხვალ, ან ორშაბათს.. ეს ნდა მოხდეს დღეს! და საბოლოოდ. და ეს უნდა გააკეთო საკუთარი თავისთვის.აშკარაა რომ წონა გიშლის ხელს განვითარებაში, კამოპლექსებს, მაშინ როცა ცხოვრება გამოწვევებით არის სავსე, მითუმეტეს ჩვენს ასაკში. უნდაიფიქრო მომავალზეც, გაიაზრე რა იქნება 2 თვეში ან 3,4 თვეში როცა შეუდგები დღეს საკუთარ თავზე ზრუნვას , რა იქნება მერე ? მერე იქნები უფროლამაზი, უფრო იღბლიანი, უფრო თავდაჯერებული, და შენ ამბობ რომ ამას გირჩევია კიევური ტორტი? არამცდაარამც!! შენ შეგიძლია იყო უკეთესი ( იმიტომ რომ ახლა ა. მოგწონს საკუთარი თავი) გააკეთე შენი თავისთვის ის , რასაც შენი ერთი ნაწილი ძალიან გთხოვს... და მერწმუნე, მეორე ნაწილი სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩება და სულ ცოტა დროის მერე დაგნებდება კიდეც
04.06.16 16:21 მარიკა.
gogoebo dgeodan ver davieye.kievuri torti vchame :(jandaba raa:(
xvalidan ueWveli viwyeb ai ueWveli.es torti tan sagamos vwame:( rogor vnanob.gasaskdomeli var:(((((mZuls Cemi Tavi:((( mezizgeba.roca vcham araferze ar vfiqrob arc 90 kg ar mawuxebs da araferi.roca chavWgebi vegar vitan chems tavs...zafxulia da me isev jaketit davdivar garet:( Sarvali ar Camicmia 4 wrlia. arc vigebebi arc tnebs viketeb wesivrad.sarkeshi ar viyurebi.tu viyurebi Cems Tavs veubnebi ra Zroxa xar marika tqo.amaze saertod meshleba nervebi da ufro vCam.rogor mombezrda erti da ogivr yvelaferi samsaxuri mteli dge uchmeloba dagamos chaskdoba da 8 saatze zili. yvela dge erti da igive.arada 25 wlis var da piradi cxovrebac ar gamaCnia am wonos gamo.arsad davdivar.arc sadaqalostan arc megobrebtan.sul saxlshi var.mrcxvenia garet gasvlis.imis ufro ra Cavicva rom gavide:(((davigale davigale da mainc ar vjdebi dietaze.yvela dge samsaxurshi wasvlis dros dietaze var.sagamos movdivar tu ara arc maxsovs rais doeta ris dieta.mivaskdebi sachmels xamivit. tan bevrs vcham gaskdomamde rom im imdenit xvalidan uechveli dietaze viqnebi metqi...mokled es problemebi maqvs me:( xval mteli dge saxlshi var da vaidzuleb tavs rom ar davarRvio da ar gadavuxvio. xandaxan dzaan meshinia gaorebasavit mWirs.ert marikas unda rom gaxdes meore marika ki sashualebas ar adzlevs:((( giji ar gegonoT gulwrfelad vwer.
gmerto mome gamdzleoba rom ertxel da samudamod gavxde da agar viyo sxvisi salaparako:(
04.06.16 15:02 Ana chiteishvili
კარტოფილს არ გირჩევ .სახამებელს შეიცავს და ძან კალორიულია
04.06.16 14:25 ნინი5656
მე კიტრს დავიწყებ
04.06.16 14:12 ani86
ნინი5656 კარტოფილს ვფიქრობ რავი
04.06.16 14:05 ნინი5656
რომელ ბოსტნეულს იწყებ ? თუ შერეულად
04.06.16 13:18 ani86
ხო 1 დღის გაძლებას რაღა უნდა :დ
04.06.16 13:07 ნინი5656
ანი86 გამძლეობას გისურვებ :D
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია