სიახლეები | დიეტები | სხეულის მასის ინდექსი | პროდუქტის შემადგენლობა | ფორუმი | კალკულატორები | მოგვწერეთ |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სტატისტიკა
ბოლო კომენტარები
|
ნანახია 156085-ჯერ
მსგავსი დიეტები:
ეს დიეტა გრძელდება 1 კვირა და იკლებთ 5–8 კგ–ს
ამ დიეტის დროს არ შეიძლება მიიღოთ: ალკოჰოლი, პური, ლიმონათი და გაზიანი სასმელი ()დიეტურიც კი) შეგიძლიათ დალიოთ მხოლოდ ჩაი, ყავა, ნატურალური ხილის/ბოსტნეულის წვენი (სარის გარეშე), უცხიმო რძე, მაგრამ, ყველას ჯობია მინერალური წყალი. არ შეიძლება არაფერი ცხიმში შემწვარი. ხორცის მაგივრად შეგიძლიათ მიირთვათ ქათმის ხორცი ან თევზი კანის გარეშე. რაც უფრო მეტ ბორშს შეჭამთ, მით უფრო გახდებით. ყოველდღე უნდა მიირთვათ ბორშჩი რამდენიც გნებავთ, რომელიც მზადდება შემდეგნაირად: 6 ხახვი, 2–3 პომიდორი, 1 დიდი კომბოსტო, 2 ბულგარული წიწაკა, მწვანილს წვრილად დავჭრით დავასხათ იმდენი წყალი რომ დაიფაროს (ან ბულიონი). როცა ადუღდება დავამატოთ ხახვის სუპის კუბიკი ან პაკეტი (ბულიონის შემთხვევაში არ ვამატებთ) და ვხარშავთ სანამ არ მოიხარშება ბოსტნეული. შეაგემეთ მარილით, პილპილით, წიწაკით, მწვანილით... დღე 1 მიირთვით ბორშჩი და ხილი გარდა ბანანის, საზამთროსი და ნესვისა. დალიეთ ჩაი ან დაბალგაზიანი მინერალური წყალი დღე 2 მიირთვით ბორშჩი, ბოსტნეული (ცოცხლად თუ მოხარშული ან დაკონსერვებული) ლიბიოს, ბარდის და სიმინდის გარდა. საღამოს მიირთვით გამომცხვარი კარტოფილი მარგარინით. დღე 3 მიირთვით ბორშჩი, ხილი და ბოსტნეული კართოფილის გარდა. ამ დღის ბოლოს თქვენ უკვე უნდა ჰქონდეთ დაკლებული 2–3 კგ. დღე 4 მიირთვით ბორშჩი, 3 ბანანი, უცხიმო რძე და დაბალგაზიანი მინერალური წყალი. ბანანი და რძე შეიცავს ბევრ ნახშირწყალს, კალორიას, პროტეინებს და კალციუმს, რომელიცთქვენს ორგანიზმს სჭირდება ტკბილეულობის მადის დასაქვეითებლად. დღე 5 მიირთვით ბორშჩი, 500გრ ხორცი, 5–6 პომიდორი, 6–8 ჭიქა დაბალგაზიანი მინერალური წყალი. დღე 6 მიირთვით ბორშჩი, ხორცი და მწვანე ბოსტნეული რამდენსაც შეძლებთ. დღე 7 მიირთვით ბორშჩი, ყავისფერი ბრინჯი, ხილი და ბოსტნეული. ამ დღის ბოლოს თქვენ დაკლებული უნდა გქონდეთ 5–8 კგ თუკი თქვენ დაიკლეით 6–7 კგ, მაშინ უნდა დაისვენოთ 7 დღე ვიდრე გააგრძელებთ ამ დიეტას. თუკი თქვენ ზუსტად შეასრულეთ ეს დიეტა, მაშინ დაკლებული გექნებათ 5–8 კგ. ამ დიეტის გამეორება შეგიძლიათ იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგინდებათ, სანამ არ ჩამოხვალთ თქვენთვის სასურველ წონამდე. ნანახია 156085-ჯერ
კომენტარის დამატება:კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.კომენტარები(275):
|