სიახლეები | დიეტები | სხეულის მასის ინდექსი | პროდუქტის შემადგენლობა | ფორუმი | კალკულატორები | მოგვწერეთ |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სტატისტიკა
ბოლო კომენტარები
|
ნანახია 33143-ჯერ
მსგავსი დიეტები:
1ლი დღე
დილა 0,5 ჭიქა უცხიმო კეფირში ჩავასხათ ½ გრეიფრუტი (წვენი) + 8 სუფრის კოვზი სიმინდის ჭოხები + 2 სუფრის კოვზი გაყიმული მარწყვი. შუადღე 150 გრ კართოფილი, 100 გრ გახეხილი სტაფილო. დაამატეთ კვერცხი, მოაყარეთ მარილი, შეწვით 1 სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთში და დააჭერით 1 პომიდორი., 100 გრ ქამა სოკო, შეწვით. საღამო 1 ხახვი შეწვით 1 სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთში, დაამატეთ 30 გრ წიწიბურა,125 გრ. ბოსტნეულის ბულიონი, მოხარშეთ 15 წთ. გადმოიღეთ და დაამატეთ დაჭრილი შაშხი - 30 გრ. მე-2 დღე დილა 1 სუფრის კოვზი შვრიის ბურღული, მშრალი ხილი და ნიგოზი, 4 სუფრის კოვზი სიმინდის ან ბრინჯის ფქვილი, 1 ჩაის კოვზი გოგრა და მზესუმზირა. 1/2 ჭიქა კეფირში ჩადეთ სუფრის კოვზი გაყინულ მარწყვი და მოასხით სალათას. შუადღე 100 გრ. ქათმის მკერდი შეწვით 1 სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთში, დაამატეთ ლიმონის წვენი და 100 გრ. სოკო, 1 მოხარშული დაჭრილი კართოფილი, 100 გრ. კომბოსტო, 2 სუფრის კოვზი მწვანე ცერცვი, 1 სტაფილო, ლობიო, დაასხით 4 სუფრის კოვზი წვნიანი და მოშუშეთ 7 წთ. საღამო 150 გრ. დაჭრილი კომბოსტო, დაასხით 1-2 წთ. მარილიანი ადუღებული წყალი, 100 გრ. დაჭრილი ქაშაყი, 1 გახეხილი სტაფილო, 1 დაჭრილი ვაშლი. სოუზი: 1 სუფრის კოვზი მაიონეზი, 1/2 ჭიქა მაწონი, 1 ჩაის კოვზი მდოგვი, 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი. მე-3 დღე დილა 1 ნაჭერი ჭვავის პურზე წაუსვით არამწარე მდოგვი, ზემოდან დაადეთ ახალი კიტრის რგოლები, 40 გრ. შაშხი, 1 შემწვარი კვერცხი უცხიმოდ, მოაყარეთ ხახვი ან ოხრახუში. შუადღე 1 მცირე ზომის ყვავილოვანი კომბოსტო, მოშუშეთ 15 წთ., 3 პომიდორი დამდუღრეთ, მოაცილეთ გარეკანი და დაჭერით. 1 პატარა სტაფილო გახეხეთ. მოწვით ხახვი, დაამატეთ სტაფილო და პომიდორი, მოშუშეთ 10 წთ. ბოსტნეულის ბულიონში. პიურესმაგვარ მასას დაამატეთ პილპილი. მოახით კომბოსტოს. საღამო დაჭერით 1 პომიდორი, 1 ტკბილი წიწაკა, 30 გრ. შაშხი. 100 გრ. დაჭრილი უმარილო ბრინზა კუბიკებად, შეკაზმეთ ლიმონის წვენისა და პილპილის ნარევით. შევურიოთ 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი, 3 სუფრის კოვზი წვნიანი. მოასხით სალათათა. მე-4 დღე დილა 125 გრ უცხიმო ხაჭო შევურიოთ 1/2 ლიმონის და 50 გრ. ბანანის წვენში. გააწყეთ სიროფის წვეთებით და იმბირით (ჭანჯაფილი). შეალამაზეთ ანანასით ან მარწყვით. მოაყარეთ მოხალული მზესუმზირა. შუადღე 1 პომიდორი დაჭყლიტეთ. დაანაწილეთ და შეურიეთ ორცხობილას და პურს, დაჭრილ ხახვთან ერთად, 1/2 ჩაის კოვზი მდოგვი, 1 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი. დაამატეთ კვერცხის გულის 1/2 მასას, გააწყეთ იგი პილპილით, მუსკატის კაკლით და წვნიანით. დააფარშეთ პომდორს და გამოაცხეთ. გააცხელეთ 1 ჩაის კოვზი ზეთი და შეურიეთ ნიორი, 1 ჩაის კოვზი მზესუმზირა და 100 გრ. მოხარშული კართოფილი. საღამო დაჭერით 100 გრ. ქაშაყი, 1/2 მსხალი დაჭერით ნაწილებად, 40 გრ ყველი. მოამზადეთ მწნილი 1/2 ჩაის კოვზის ლინონის წვენის, 2 ჩაის კოვზი წვნიანისა, 1/2 ჩაის კოვზი ზეთისა და პილპილისაგან. დაასხით ქასაყს, მოაყარეთ ყველი. მსხლის ნახევარი გააწყეთ 1/2 ჩაის კოვზი შემწვარი მზესუმზირით. მე-5 დღე დილა 1/8 ლ. უცხიმო რძე აადუღეთ, ჩაყარეთ 30 გრ. ხორბალი, მოხარშეთ 10 წთ. შეამცირეთ ცეცხლი და გააჩერეთ ცეცხლზე 10 წთ. აურიეთ 2 სუფრის კოვზი მალინა, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი სიროფი. შუადღე 30 გრ. წვრილი ლობიო მოხარშეთ 1/4 ლ. ბოსტნეულის ბულიონში. 150 გრ. დაჭრილი კომბოსტო, მოშუშეთ 15 წთ. 100 გრ. ქათმის გული. დაჭერით წვრილად მწვანილის 2 კონა, დაამატეთ წვნიანში და მოშუშეთ 10 წთ. დაჭრილი 1 პომიდორი ჩადეთ წვნიანში და მოხარშეთ კიდევ 5 წთ. მოაყარეთ პილპილი. საღამო აიღეთ 2 პომიდორი, 1 მათგანი გაჭერით შუაზე. გამოიღეთ სირბილე, დააქუცმაცეთ და შეურიეთ 100 გრ. გახეხილ ბოლოკს, 1 სუფრის კოვზ მაიონეზს და 10 გრ. ნიგოზს. დააფარშეთ მთლიანი პომიდორი, დაფარეთ ზემოდან. აიღეთ1 კვერცხი და გული გახსენით 1 სუფრის კოვზ მინერალურ წყალში, მარილით, მუსკატის კაკლით და პილპილით. ნარევი გადმოასხით ტაფაზე და მოწვით. ამლეტით დააფარშეთ პომიდორის მეორე ნახევარი, მოაყარეთ მწვანე ხახვი. გააწყეთ 1 ჭვავის პურის ნაჭრით. მე-6 დღე დილა 3 სუფრის კოვზი შვრია შეურიეთс 1/2 ვაშლს, ფორთოხლის ნაჭრეებს. დაასხით 2 სუფრის კოვზი კეფირი, მოაყარეთ 1 ჩაის კოვზი მზესუმზირა. შუადღე 125 გრ. თევზის ფილე დაამარილეთ ლიმონის წვენში. 1 ხახვი და 1 ნაჭერი წიწაკა მოშუშეთ 1 სუფრის კოვზ ზეთში 3 წთ. დაამატეთ 2 სუფრის კოვზი მინერალური წყალი, 2 სუფრის კოვზი რძე, მარილი. ფილე დაჭერით, დადეთ ბოსტნეულზე, მოშუშეთ 8-10 წთ. მოაყარეთ მწვანილი. საღამო ხახვის წვნიანი ფრანგულად 1 მცირე ზომის ხახვი და 1 კბილი ნიორი მოშუშეთ 2 ჩაის კოვზ ზეთში.. ჩააწყეთ ცერცვში, დაასხით წყალი, დაამატეთ 1/2 ჭიქა თეთრი ღვინო, ზემოდან დაადეთ ცომი, მოაყარეთ ყველი და გამოაცხეთ. წახემსება სალათა 1 სტაფილო, 1 ფორთოხალი, 1 ჩაის კოვზი მზესუმზირა, 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი. მე-7 დღე დილით გაჭერით 1 მსხალი ორ ნაწილად, აიღეთ 1 სუფრის კოვზი ხაჭო, 2 სუფრის კოვზი რძე, მცირე რაოდენობით შაქრის ფხვნილი, имбирь. დაფარეთ მსხალი. გააწყეთ 50 გრ. გამომშრალი თეთრი პურით. შუადღე 1 მცირე ზომის ყაბახი შეწვით 1 ჩაის კოვზ მცენარეულ ზეთში. მოათავსეთ ტაფაზე, მოაყარეთ მარილი, შეურიეთ 1 კვერცხი, 5 სუფრის კოვზი რძე, 1 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი, დაასხით ბოსტნეულზე. გამოაცხეთ. ვახშამი თევზის სალათა დაჭერით 50 გრ. თევზი და ხახვი კუბიკებად. შეწვით თევზი, ხახვი და 50 გრ. კრევეტკი 1 ჩაის კოვზ მცენარეული ზეთში. დაამატეთ 3 სუფრის კოვზი წყალი, ლიმონის წვენი და მოშუშეთ 6 წთ. ამოიღეთ თევზი და ბულიონში ჩადეთ ხახვი, დაამატეთ ძმარი, ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი, მოხარშეთ 2 წთ. გადმოიღეთ თევზი მწვანილის სალათიან თეფშზე. მოასხით სოუსი. წახემსება ხილი -100 გრ. მე-8 დღე დილა თაფლიანი კეფირი 1 ჭიქა კეფირში ჩაასხით 1 ჩაის კოვზი თაფლი, დაამატეთ იმბირი. პურზე წაუსვით 1 ჩაის კოვზი ხაჭო, ზემოდან ვაშლის ნაჭრეები. შუადღე დაჭერით თევზი, დაამატეთ 1 ხახვი, მოშუშეთ 5 წუთი 1 ჩაის კოვზ ზეთში. დაამატეთ 1 სუფრის კოვზი არაჟანი, 1 სუფრის კოვზი დაფქული ორცხობილა. მოაყარეთ გახეხილი ყველი (1 ჩაის კოვზი) და გამოაცხეთ. გააწყეთ მწვანილის სალათით. საღამო ამლეტი 1 წიწაკა და 1 ხახვი მოშუშეთ 8-10 წთ. გააწყეთ 1 სუფრის კოვზი ნაწურით და მწვანილით. გააკეთეთ ამლეტი 2 კვერცხისა და 2 სუფრის კოვზი წყლით, 1 სუფრის კოვზი ფქვილით. შეწვით 1 ჩაის კოვზ ზეთში ორივე მხრიდან. გადმოიღეთ თეფშზე. ერთ ნახევარზე მოათავსეთ ბოსტნეული და დაახურეთ მეორეს. წახემსება გრეიფრუტი და 1 სუფრის კოვზი ხაჭო. ნანახია 33143-ჯერ
კომენტარის დამატება:კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.კომენტარები(11):
|