Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 3156369-ჯერ
სხეულის მასის ინდექსი არის ორგანიზმის ქონის კოეფიციენტი: წონა/სიმაღლე2

მიღებული კოეფიციენტის მიხედვით შეიძლება ითქვას გამხდარი ხართ, მსუქანი, თუ იდეალური წონა გაქვთ.

კოეფიციენტი არის 18.5 ან ნაკლები
ძალიან გამხდარი
18.5 - 24.9ნორმალური
25.0 - 29.9მსუქანი
30.0 - ან მეტი
ძალიან მსუქანი

მასისი ინდექსი შეიძლება არ შეესაბამებოდეს რეალობას, რადგან არ ვიცით ორგანიზმში წონისა და კუნთების მასის თანაფარდობა.

მასის ინდექსის კალკულატორი:

სქესი: მამრობითი მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
ტანის ზედაპირის ფართი = 2
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ნანახია 3156369-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(50416):

29.06.14 07:20 xato77
Qeti kargad var, wina kvirashi chemeburat vdietobdi bostneulze viyavi anu salatebze upurod cota marilit da dzmrit da 2 kilo movikeli, ase unda gavagrdzelo is kvirac da vnaxav rogori shedegi meqneba, tu isev 2 an 3 kilo davikeli gavagrdzeleb. Warmatebebi.
29.06.14 03:54 Qeti***
ხათო როგორ ხარ ? გოგოებო როგორ ხართ აბა ? რა ხდება თქვენთან ?დაწერეთ დიეტა ჯერ არ დამიწყია მაგრამ არც ბევრს ვჭამ ძალიან. იმედია მალე დავიწყებ.
28.06.14 05:34 bleck
დიეტას რომ დავასრულებ აუცილებლად გადავალ სწორ კვებაზე ეხლა კდიე ასე რომ ვიკვებო ამის დრო არმაქ.

აქ ვიღაც იყო შოკოლადზე და შემოგერღვა რომ აგარ ჩანხარ? :)))
28.06.14 03:40 mariamme
huliganka შენ გაიხარე ასე რო გვაზლევ რჩევებს :))) :*
28.06.14 02:42 huliganka
mariamme, მაგ ყველაფერს მეტი ბოსტნეული დაურთე, და ერთსა და იმავე დროს ჭამე, სვი წყალი და დაიკლებ ათასპროცენტიანი :* ხილზე მეტი ბოსტნეული ჭამე
28.06.14 02:00 huliganka
ხათო, ჯერ ერთი რა დამღლის თუ ქალი ხარ :D :D მეორეც, საქეიფოდ მიდიხარ და უნდა იქეიფო, რას ამბობ შენ, სულ ვინ იქნება სალათებზე. შაბათ-კვირას მეგობრებთან ერთად ვსკდები ხოლმე, აბა ახლა თავი თუ ვიტანჯე, არც გახდომა მინდა მასეთი, არც კარგი ტანი. მეორეც, ჰორმონების ბრალი არის კი, ეგ აშკარაა, მაგრამ არ შეგაშინოს მაგან, შენს ხელში არ არიან? დილით, 5 წუთით ადრე ადექი და შეჭამე რამე, ეს ერთი დამიჯერე მხოლოდ, ცუდად გაგხდის? მაინც შეჭამე. რაც ყველაზე მეტად გიყვარს, ის შეჭამე, და ცოტა ხანში მიეჩვევი, ეგაა ჰორმონების მოწესრიგება, ჩადგებიან ნელ-ნელა რიტმში და ვსე, გააკეთებენ თავის საქმეს. 5 წუთი სულ შენი თავისთვის, დღეში ერთხელ ჭამა იცი რას ნიშნავს? ჩათვალე ორმაგად იმდენ კალორიას იღებ, ვიდრე რეალურად. ასეა აწყობილი ეს სხეული და ჰე, რა ვქნათ ახლა, არ ემორჩილები მის მოთხოვნებს და ნერვებს უშლი? ის იმით გპასუხობს, რომ გასუქებს და უფრო გიშლის ნერვებს :D :D რატომ არ ჭამ მეტჯერ? უბრალოდ, გეშინია არ მოიმატო, მეტი რომ ჭამო. არადა, პირიქითაა. ეგ ყველაფერი უკვე გაკეთებული მაქვს მე, და ამდენი უკუშედექით და ჩემით რაღაცების გადაწყვეტით უფრო ვსუქდებოდი ნერვებიც უფრო მეშლებოდა, ვშიმშილობდი.. ეგაა ცხოვრება? :D :D სულ მეშინოდა, 5ჯერ თუ ვჭამე რა გამახდენს მეთქი, ჰოდა ერთმა მეგობარმა დიეტოლოგის რჩევით დაიწყო ასე კვება, მე კი ისევ ჩემით ვდიეტობდი. ის ყელაფერს ჭამდა, მე - არაფერს. ჰოოოდა, ერთ თვეში, ის აშკარად გახდა, მე კი ისევ იმხელა ვიყავი. თან ის თითქმის არ მოძრაობს, დევს მთელი დღე და მაინც გახდა. და ამან გადამაწყვეტინა მეც, შემესწავლა სწორი კვება (დიეტოლოგი ბოლომდე არასოდეს გეუბნება ყველაფერს, ეშმაკები არიან, კლიენტას არ კარგავენ), მარა ინტერნეტი აქ არ მქონდა? ყველა, ბორმენტალი თუ ნებისმიერი პროგრამა ერთსა იმავეს ქადაგებს, უბრალოდ, ფულს რო იხდი, მერე უფრო პასუხისმგებლობით ეკიდები :D და თან პარალელურად დავიწყე დიეტა, და შედეგმაც არ დააყოვნა.
ყოველთვის არის რაღაც შემოსავლელი გზა. შენს თავს მეტი დრო დაუთმე, და ისიც არ დააყოვნებს შედეგს.
ან ვთქვათ, დღეს ძალიან დაარღვიე, მეორე დღეს არ იშიმშილო, უარესია, ჩვეულებრივ გააგრძელე. აი, მანქანაში ჩაასხი უვარგისი საწვავი, მეორე დღეს რომ არაფერი ჩაასხა, ივლის? გააგრძელე მერე ჩვეულებრივ. ხათო, ყველა იკლებს, უკლებლივ ყველა. მხოლოდ შიგნიდან უნდა მიხედო ამ საქმეს. მითუმეტეს, თუ დიდი წონა გაქვს, მეტი საკვები გჭირდება, მეტი ენერგია, მერე წონის კლებასთან ერთად, შეამცირებ საკვებს. ჩვენ თვითნებურად ვწყვეტთ, როგორ ვიკვებოთ ვერ ვერკვევით და მერე იწყება პრობლემებიც. რასაც აქ წერენ, ყველაფერი მაქვს უკვე გაკეთებული, ასე რომ, კარგად ვიცი, რა ძნელია, გვგონია, შიმშილით მალევე გავხდებით. განა მაგდენი წონა ერთ და ორ თვეში მოიმატე? დრო სჭირდება მომატებას, და უფრო მეტი დრო გახდომას. ერთი წელიც დაგჭირდეს თუნდაც, განა არ ღირს ამდენი ლოდინი, რო მერე ამოისუნთქო?
მიეცი შენს თავს პირობა, რომ დილით რამეს შეჭამ, წაიღე და გზაში ჭამე ბატონო, ოღონდ ჭამე!!!!!!!!!!!!!!!! :D :D
27.06.14 14:30 ttamo
გოგოებო ნანუკას ახალი დიეტა გიცდიათ?3 დღე გრეჩიხა,3 დღე ქათმის ფილე და 3 დღე ხილი.5-7 კილომდე იკლებ და ინარჩუნებო რამოდენიმე ვიცი რო კარგი შედეგი აქვთ.დღეს მეოთხე დღეზე ვარ ნამდვილად ვგრძნობ უკვე სიმსუბუქეს,ორჯერ ვაპირებ გაკეთებას. huliganka მშურს შენი ყველაზე მაგარი მართლა სწორი კვებაა რამდენჯერ დავიწყე ერთ კვირაზე მეტი ვერ გავქაჩე რა.
27.06.14 14:26 xato77
huliganka ხო უეჭველი მასე ვიზამ, ვეცდები შიგადაშიგ ხორცი და თევზი მივიღო მოხარშული, ეგ მეც ვიფიქრე წაკითხული მაქვს ბევრგან რომ აუცილებეიცაა თევზი და ხორცი, აი დილით კი რა მოგახსენო ვიღვიძებ თუ არა გარბენაზე ვარ, ჩაცმას და მოწესრიგებას ძვლივს ვასწრებ და კიდევ ხანდახან შემიჭამია დილით რამე და მერე მთელი დღე დისკონფორტს განვიცდი, და საერთოდაც ისეც სანამ ასე დიეტობას შევუდგებოდი რომ ვჭამდი ყოველთვის ჭამის მერე ცუდ ხასიათზე ვდგებოდი, რომ ვთქვა ბევრს ვჭამდითქო ეგრე არაა, მაგრამ ერთი პერიოდი ისეც მჭირდა საჭმლეს რომ დავინახავდი სუფრაზე, ანუ სადმე სუფრაზე რომ მოვხვდებოდი და საჭმელს დავინახავდი, თვალით ვძღებოდი და უკვე სუფრასტან დამჯდარი კაი მაძღარივით ვიყავი, აი ეგეთი ავადმYოფობა დამჩემდა ამ წელიწადნახევრის წინ და უფრო მაგან გადამაწყვეტინა ეს საშინლად ზედმეტი კილოგრამების მოშორება, საერთოდაც შიმშილი არ მიჭირს და ცოტა ჭამა მაკმაყოფილებს მაგრამ ალბათ რამე ჰორმონების ბრალიცაა საშინლად მომატებული ვარ უკვე წლებია, თითქმის ერთი ერთზე მაქვს მომატებული და მადლობა ღმერთს, ბოლობოლო თავს ძალა დავატანე და რაღაც ნაწილი კილოგრამების დავიკელი, 24 კილო მაქვს დაკლებული და წარმოიდგინე ვინც ყოველდღე მხედავს და არ იციან რომ დიეტაზე ვარ, ვერც მამჩნევენ, მაგრამ ეგაცაა უცებ ხომ არ დამიკლია და ალბათ იმიტომ, არადა მე უკვე ისე მსუბუქად ვგრძნობ თავს, ჩემი თავი გამხდარი მგონია :D მითუმეტეს ამ ბოლოს უკვე ბოლო ბოლო ჩამოვცდი საშინელ კილოგრამებს, თუმცა ჯერ კიდევ იმდენის დაკლება მინდა რომ არაუშავს წონაზე ვიყო დაალბათ მეტს აღარც შევეცდები, იმიტომ რომ არც ასაკით ვარ პატარა და ალბათ მთლად იმ წონაზეც ვერც დავალ რამდენიც ვიყავი ოდესღაც, ხედავ რა საშინლად დიდი ვარ :))) უჰ რამდენი ვწერე მგონი მოგაბეზრე თავი :DDD გაიხარე მართლა, შენ კომენტარებს კი ვკითხულობდი რომ წერდი სწორად და ჯანმრთელად იკვებეთო და თავს ნუ იკლავთო მაგრამ, სხვანაირად ვერ ვიკლებდი და ცოტა არ იყოს ვღიზიანდებოდი :DDD მაგრამ ნაწილობრივ იმიტომ გადავწყვიტე ეს კვირაა ბოსტნეულზე ყოფნა და მასეთებზე და უყურებ ერთი იმ თვეშიც ეგრე გავაგრძელებ და აუცილებლად გაგაგებინებ რამეს თუ დავიკლებ, იმედია დავიკლებ ასეთი კვებით, ნუ ხანდახან გამონაკლისებს დავუშვებ ხან დაბადების დღეა და რამე, აი მაგალითად ხვალ მიწევს საქეიფოდ წასვლა და უკვე მენანება რომ უნდა დავარღვიო ცოტა, ისეთ ახლობელტან მივდივარ რომ არ გამოდის უბრალოთ, ტორემ ამ ბოლო დროს ბევრ რამეზე ვთქვი უარი და არც მწყდება გული იმიტომ რომ უკვე მეც ვხედავ შედეგს, სანამ ბოლომდე წაიკითხავ ალბათ დაიღლები, მაგრამ რა ვქნა უნდა დამეწერა :D გაიხარე და წარმატებები :*
27.06.14 13:32 mariamme
გოგოებოო დავიღალე ამ დიეტებით და ესე ვჭამ უკვე დილით გერკულესი, შუადღეს ქათმის ხორცი და კიტრი პამიდორი და საღამოს მაწონი ან კვერცხი და ხილი ცოტა და ხოარ გამასუქებს? თუ მეშველება და დამაკლებინებს ცოტას? :)))
27.06.14 13:16 huliganka
ხათო, პირველ რიგში ის, რომ არ გაგიჭირდება, ჭამე შე კაცო, შიმშილობა უფრო ძნელი არაა? :D სალათები კაია, ძმარიც გადასარევი, მაგრამ შეურიე ცოტა ხორცი, დამიჯერე. თევზი და რაც დავწერე მანდ. ცოტ-ცოტა შეურიე. სალატები გადასარევია, უბრალოდ არ ეყოფა ორგანიზმს. მაგრამ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ: დილით ჭამა, ლოგინიდან გამოძრომა და ჭამა 15 წუთზე მეტს არ წაგართმევს. ბევრი იძახის, არ შემიძლია, ვერ ვჭამ, და ა.შ. აბა ერთხელ ჭამე ძალით, მეორედ, და მესამედ თვითონვე მიცუნცულდები მაცივართან :D :D როცა მოგიწესრიგდება ყველაფერი, აღარ აკრიფავ არაფერს. ერთი დამავიწყდა, კარტოფილს მაინცდამაინც ნუ მიეძალები, კომბოსტო კი ჭამე, რამდენიც ჩაგეტევა, კიტრი.
მეიცა, არაფერი დამავიწყდეს. ბრინჯი, ოღონდ შავი თუ ყავისფერი, ნუ თეთრი არა. აზიელები ბრინჯის მეტს არაფერს ჭამენ, და მსუქანი ჩინელი თუ გინახავს, გაფიცებ დედას, მანახე მეც :D :D იმდენი დეტალი არსებობს, ახლა მაგის დაცვას რო მივყვეთ, სხვა აღარაფერი უნდა ვაკეთოთ. მაგ: ხორცი, კვერცხი, ყველი არ უნდა ჭამო პურთან და კარტოფილთან ერთად, საზამთროს და ნესვს სხვა ხილი არ უნდა დააყოლო და ასეთი ბოდვები, მაგას ვინ დაიცავს.
გაარძელე სალატები და ნუ ჩქარობ, ზუსტად ახლა გაქვს დაკლებული ნორმალურად, კი არადა, ცოტა მეტიც :D მოთმინება იქონიე და მიყევი ასე, და შედეგიც არ დააყოვნებს. დაარწმუნებული უნდა იყო, ვინც ჭამს ჯანმრთელად, გამორიცხულია არ დაიკლოს წონაში. შეუდექი საქმეს ამ ტალღაზე და არ შემიძლია და ვერ ვიზამ დაივიწყე.
მე დესკტოპზე ფონად ვაყენებ ციფრს, რამდენი წონაც მაქვს მიზნად, ვთქვათ მინდა ჩამოსვლა 60 კგ-ზე, დესკტოპზე რიცხვი 60 არის გამოჭიმული :D მერე 59 და ა.შ. :D :D
27.06.14 12:44 xato77
huliganka მოკლედ შენი რჩევები მოვიკოპირე და ხანდახან გადავხედავ ხოლმე, როცა უკვე ძალიან დეპრესია დამეწყება და გაძლება გამიჭირდება :)) წარმატებებიიი შენც.
27.06.14 12:31 xato77
huliganka გაიხარე კარგი რჩევაა ნამდვილად, უბრალოდ შეძლება უნდა ამ ყველაფერს და დრო, მე ორჯერ იშვიათად ვჭამ, მხოლოდ საღამოს სახლში მოსვლის მერე, 6-დან 7 საათამდე, ეხლა ეგრე ვცდილობ ყოველ შემთხვევაში ეს კვირაა მხოლოდ ბოსტნეულის სალათებზე ვარ პურის გარეშე, ცოტა მარილთან ერთად ძმარს ვუშვები რავი, მგონი ეგ ცუდი არაა, ცოტას ვიღებ ამ ყველაფერს ოღონდ ეგააა რომ მხოლოდ საღამოს 7 საათამდე და 5 დღე დასრულდა და 2 კილო მაქვს დაკლებული მეტი არა, მე კიდევ მეტი მინდა და უფრო სწრაფად, მაგრამ ისეც გადავიწვი უკვე სწრაფ და მკაცრ დიეტებს რომ ვაკეთებ კი ვიკლებ მაგალითად 6 დღე თუ გავაკეთე 6 კილოს უეჭველი ვიკლებ მაგრამ მერე რომ ვანებებ თავს 2-3 კილოს ეგრევე ვიმატებ და ჯამში გამომდის 3 კილო დაკლებული, მერე ისევ რომ ვიწყებ ისევ ხელახლა რომ მიწევს იმ აკრეფილი კილოგრამების დაკლება ეგ მეზარება და ნერვებზეც მშლის მაგრად, თუმცა საბოლოო ჯამში წელიწად ნახევარია რაც ვდიეტობ და 24 კილო მოვიკელი ასე დაკლება მომატებით, ოღონდ ამ წელიწად ნახევრის განმავლოვაში მგონი აპრილის ბოლოდანაა რომ უფრო ხშირად დავიწყე დიეტის კეთება და აღარ მინდა მივატოვო და თვეების მერე ვაკეთო, ტორემ წელიწად ნახევრის პერიოდში ერთი კვირა მკაცრად რომ ვდიეტობდი მერე ორი სამო და დაჯე უფრო დიდხანსაც ვერ ვაბავდი თავს რომ ისევ დამეწყო მკაცრი დიეტები, ნუ ასე წვალებით დავიკელი 24 კილო დღევანდელი დღის ჩათვლით, ისე შენ როგორ ფიქრობ აი რაც მოგწერე დასაწყისში, მაგალიტად სალატები რომ ვჭამო რაღაც გარკვეული პერიოდი უპუროდ მგონი ცუდი არ უნდა იყოს და გავაგრძელო? ჯანსაღ და სწორ კვებათ ითვლება მგონი, მე ისედაც მოლო პერიოდში თითქმის შავ პურს ვჭამდი, ნუ არვიცი რა რასაც მე ვჯახირობდი ასე ერთი დაწერით ახსნაც ძნელია, მგონი მიმიხვდი ჩემ საცოდაობას :DDDD ეს ერთი კვირაა გადავწყვიტე სალათებზე ყოფნა და ეგრეც ვარ ჯერჯერობით, მაგრამ ეგაა 2 კილო დავიკელი მხოლოდ და ცოტა არ იყოს არ მაკმაყოფილებს :D ვაიიიი მე რამდენი ვწერე და მგონი რა აბდაუდებიც, იმედია გაიგებ რა დავწერეეეეეეეე :DDD და კიდევ მადლობა რომ ასე შეწუხდი.
27.06.14 10:31 huliganka
ხათო, ბევრი ადამიანი პრობლემაა სამწუხაროდ, ასე ძაიან ცოტას თუ აქვს აწყობილი გრაფიკი. მე ენი გრაფიკი არ ვიცი, მაგრამ დილით უეჭველი შეძლებ საუზმობას, რომ ადგები, მალევე, მაქსიმუმ 45 წუთის განმავლობაში. უნდა ეცადო მიიღო რძე, კვერცხი, ან მუსლი იყიდება, მარცვლებია რა, ხილის ჩირთან ერთად, აი ეს რძესთან ან მაწონთან არაჩვეულებრივია დილით. კალორიულია, კი ბატონო, მაგრამ დილით ყველაზე კარგად მაგას ითვისებს ორგანიზმი, არაა მძიმე, ანაყრებს და ენერგიას გაძლევს, ერთი საშუალო თეფში. ეს უპირველესი ბერკეტი - საუზმე.
შემდეგ უკვე თუ ძალიან დატვირთული ხარ, ეცადე თითო იოგურტი მაინც, ან რამე ხილი, ან ბოსტნეული, რამე ცოტა მიაწოდე ორგანიზმს, რათა საჭმლის მომნელებელი სისტემა არ მოდუნდეს. აი ყველაზე კალორიულს რასაც ჭამ, დღის პირველ ნახევარში ჭამე, რომ მერე მოასწრო დაწვა. უბრალოდ 2ჯერ მაინც ხო ახერხებ ჭამას დღეში, ადექი და ჩააკვეხე სადმე რამე ბოსტნეული, ჩაიგდე ჩანთაში 2 ცალი კიტრი ბოლო-ბოლო :D :D
ხილის წვენები გამორიცხე კატეგორიულად, გაზიანზე აღარ მავს საუბარი, სადაც წაეწევი, და როგორც მოახრეხებ, ისე ჭამე. და წყალი უნდა სვა უპირობოდ.
ახლა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ძილი. მე დაახლ. 2ჯერ 3ჯერ მეღვიძებოდა ღამით, ჰოდა ახლა ვიპოვე, თაფლი ცხელ წყალში გახსნილი დაწოლამდე 30 წუთით ადრე დალიეთო, მთვრალივით მძინავს ეს ორი ღამეა :D არ ასუქებს ესენი, არ სეგეშინდეს, პირიქით, მოგიწესრიგებს ყველაფრს.
მთავარი პრნციპი რა გაქვს ანუ:
საუზმობა კარგად
ბევრი წყალი
ბოსტნეული და ცოტა ხილიც
შეძლებისდაგვარად მოძრაობა
ცვალე საკვები მუდმივად, თუ ამის საშუალება გაქვს, ყოველდღე ერთსა იმავეს ნუ შეჭამ
ნუ შეჭამ ძველ საკვებს, ტყულია, რომ ნაკლებად ასუქებს, ყველაფერი ძველი (პური, მარცვლეული, ხილის ჩირი) ორმაგ კალორიულობას იძენს.
არ გაეკარო სწრაფი კვების საკვებს.
ჭამე ბევრი გაროხი ერქვა ადრე იყო ხოლმე, ლტოლვილებს აჭმევდნენ, ყვითელი მარცვლებია, დამავიწყდა სხვანაირადაც ქვია რაღაც, არის ბაზრობაზე. ეგ არის არაჩვეულებრივი რამ.
მწვანეც ჩაიც მიახმარე ამ ყველაფერს.
ახლა რატომ უნდა დათვალო კალორიები. ყველას თავისი პარამეტებიდან გამომდინარე სხვადასხვა რაოდენობის კალორია სჭირდება. იმისათვის, რათა სისტემატიურად და ჯანმრთელად დაიწყო კლება, კვირაში უნდა მიიღო 3500 კალორიით ნაკლები, ვიდრე გჭირდება. ეს გაკლებინებს კვირაში 1 ფუნტს (600 გრამს). თუმცა დიდი წონა უფრო მეტს იკლებს. როცა იცი, შენმა ორანიზმმა რამდენი უნდა მიიღოს, და შენ ზუსტად აკლებ იმდენს, რომ კვირაში 1 ფუნტი დაიკლო, ეს მათემატიკური გათვლაა, გამორიცხულია არ დაიკლო, შეუძლებელია უბრალოდ. როცა ჯანსაღად ჭამ მითუმეტეს. თუმცა, თუ გინდა კვირაში 1 კილო, 2 კილო დაიკლო, ორმაგად და სამმაგად შეზღუდავ იმ კალორიებს, და მოგცემს სასურველ შედეგს, უბრალოდ ეგ არაა რეკომენდირებული, რადგან არაჯანსაღია.
http://www.freedieting.com/tools/calorie_calculator.htm
აქ გამოითვლით კალორიებს, რამდენი გჭირდება დღიურად, და იოგა.გე არის მგონი ქართული საიტი, სადაც საჭმელების კალორიულობას ნახულობენ როგორც ვიცი, თუ არადა, უცხოენოვანი მილიონია, გუგლში ჩაწერე ნებისმიერი საკვები და ამოგიგდებს.
დღის პირველ ნახევარში უნდა ჭამო კარგად, რომ მერე დაწვა, და საღამოს, როცა აღარაფერს აკეთებ, ცოტა უნდა ჭამო, რათა არ გაგიჯდეს ისევ.
ნურსად გეჩქარებათ, მაინც ამდენი თვეებია დიეტაზე ხართ, და 3-4 თვეც გაძელით და თუნდაც მეტი, თუ იცით, რომ შედეგი გარდაუვალია.
კიდე ბევრის დაწერა მინდა, მარა ძაან დიდია ეს უკვე :D :დ :დ: დ

27.06.14 10:17 bleck
Vaih me germaniam gamasuqa aba katastropulad magram chemi brali iyo arafers viklebdi, rejimic is3ti mqonda veruwyobdi x2ls verasdros.
Mamagda ramdenime tveshi mec gadmovbargdebi germanishi vgijdebi germaniaze dzaan miyvars
27.06.14 09:10 xato77
huliganka rac mamagdam gkitxa mec mindoda mekitxa, da kargia rom bolobolo daaxloebit ki ara da titqmis dawvrilebit axseni, martali xar, swori kveba egaa da janmrteli rac dawere, magram tu cxovrebis wesi ar gvadzlevs sashvalebas rom dgeshi otxjer vchamot, rogor moviqcet, me egre var, yovelshemtxvevashi :-)
27.06.14 08:25 Niiiiiiii
აიიიი ზუსტია :))))))
10 დღეა ენდოკრონოლოგის დიეტაზევარ (თIტკმის ყველაფერს ვჭამ ოგონდ ძUსტად ერტიდაიგივე დროს ) . Dავიკელი მხოლოდ 1.200 ვიცი რომ ასე ჯობია,მაგრამ მე Mალე მინდა :/
27.06.14 07:45 huliganka
მამაგდა, ხორცი ყოველდღე 150 გრამი აუცილებელია,განსაკუთრებით ქათმის ხორცი,რათქმაუნდა უცხიმო და კანის გარეშე,არცერთ გრამ ქოლესტერინს არ შეიცავს. ეს არის პროტეინის წყარო, ურომლისოდაც ორგანიზმი ნულია. კიდე ბოსტნეული და ხილი გეცოდინება რათქმაუნდა,თევზიც ყოველდღე. ვიცი ახლა,ყოველდღე ასე გამოწერილად ჭამა ძნელია,მარა უნდა ვეცადოთ, რაც გვაქვს, ჯანმრთელად მივირთვათ, და ნუ შევწვავთ და გავჭყუპავთ მარილით და შაქრით. ცომეულის გამორიცხვაც არაა სასურველი, უბრალოდ შავი პური ჭამე, თეთრი არა, შაქარს კი ისედაც შეიცავს ყველაფერი და არაა აუცილებელი. შენი სიმაღლიდან, ასაკიდან და წონიდან გამომდინარე, შეიძლება იმაზე ნაკლებს ჭამ, ვიდრე ეს რეალურად სჭირდება ორგნაზიმს. ამ შემთხვევაში ვერ იღებ შედეგს, რადგან ძალიანაც რომ გქონდეს ნივთიერებათა ცვლა მოწესრიგებული, თუ ენერგია არ ექნა ორგანიზმს, ვერ დაწვავს ცხიმებს. ამიტომაა აუცილებელი გაარკვიო შენი დღიური კალორიების რაოდენობა. ადრე ვითვლიდი და ახლა აღარ მჭირდება, თვალით ვხვდები უკვე. ასე რომ, მალევე ამუღამებ და სულ სასწორს არ იქნები გადამკვდარი.
ბევრი წყალი აუცილებელია, ოღონდ ჭამის დროს არა, მანამდე და ჭამის მერე უნდა დალიო.
საღამოს ბოსტენულით და ხილით შემოიფარგლე, მაგრამ ხილს მაინცდამაინც ბევრს ნუ შეჭამ, უფრო ბოსტნეული.

და ყველაზე მთავარი, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს ჭამა. ეს აუცილებელზე აუცილებელია. პლუს დღეში მინიმუმ 4ჯერ ჭამა, 5ჯერ უკეთესია.
და ასევე, დილით კარგად საუზმობა მთელი დღის სამყოფ ენერგიას გაძლევს. არცერთ შემთხვევაში არ უნდა გადაახტე რომელიმე ჭამას, არ გამოტოვო, თორემ ორგანიზმი ეგრევე სიგნალს იღებს, რომ შიმშილობს და მაშინვე ცხიმების გადანახვას იწყებს. მთელი მიღებული საკვები, კუნთებში ენერგიის სახით კი აღარ გადანაწილდება, ყველას ცხიმებად ჩაილაგებს, და მერე გარედან ჩვენ აღარ მოგვწონს და უარესად ვშიმშილობთ, ის კიდე ერთ ცალი ვაშლიდანაც გამოწურავს იმ შაქარს და ცხიმებად შეინახავს. შიმშილის დროს ხომ უენერგიოდ ხარ, თუმცა ვცოცხლობთ მაინც. რატომ? ერთი ნამცეციც კი უკვე ინსტიქტურად მიდის ცხიმებად და ენერგიის ადგილი ცარიელია კუნთებში. ანუ შიმშილი და არასკამარისი საკვები არის თავის მოტყუება, კარგავ სითხეს, გგონია იკლებ, რეალურად იავადმყოფებ ორგანიზმს.
ბევრი ვიცი შეშუპებულა დიეტების დროს. რატომ? შიმშლის დროს ორგანიზმი განიცდის სტრესს, ამ დროს ჰორმონი კორტიზოლი აქტიურდება და აფუებს ორგანიზმს, რადგან ექსტრა ენერგიას გამომუშავებს. ამას გარდა კიდე სხვა ჰორმონებიც ირღვევა (აღად დავწვრილმადები უფრო) და ხარ მინგრეულ-მონგრეული, განერვიულებული, მაინც მსუქანი, უგემური საჭმელი, უძილობა, და ამის გამო მეტაბოლიზმის ნულია თავისთავად.
ამიტომ, ჭამეთ 4-5ჯერ, დილით ადრე აუცილებლად, როგორც კი ადგებით, ყველაფერი მოხარშული და არა შემწვარი, თითო კოვზი ზეითუნის ზეთი დღეში, სხვა ზეთი არაჯანმრთელია, რძე, ხაჭო, შავი პური, თევზი, ხორცი, კვერცხი, სვი წყალი. მორჩა და გათავდა.
ეს მხოლოდ გახდომა არაა, ეს ყველა დაავადებასთან ბრძოლაა, რადგანაც, რასაც ჭამ, ის ხარ ადამიანი ფიზიკურად.
ე ბიჯო, რამდენი ვწერე.
27.06.14 07:04 mamagda
რაც შეეხება ხორცს, მე მაინცდამაინც არ მიყვარს და თან არაჯანმრთელცხიმებს შეიცავს და ხოლესტერინსაც წევს, თუმცა გეთანხმები, ნორმალური ზომით ალბათ ჯანმრთელიცაა და გამიგია, რომ გასახდომადაც მშვენიერი საშუალებაა
27.06.14 07:02 mamagda
ხულიგანკა, ანუ შენ რას ჭამ და რას გვირჩევ, ბოლომდე ვერ გავიგე. რაც შეეხება წონას, მე სულ ნორმალურ წონას მიჩვენებს, მაგრამ ის, რომ 4-5 კილო რომ მოვიმატო, მაინც ნორმალურ წონას მიჩვენებს, სულაც არ მამშვიდებს. რაც შეეხება სწორ კვებას, ორგანიზმს აქვს რაღაც წონა, რომლის შენარჩუნებაც ზედმეტი დიეტების გარეშეც შეუძლია, ჩემთვის ეს წონა ამჯერად 65 კილოა, უბრალოდ მე ჩემი თავი 65 კილოზე არ მომწონს. 30 წლამდე 58-60 კილო იყო. არსებობს 2 გამოსავალი: ან მუდმივად წონასთან ბრძოლა, ან მოგწონდეს შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ, მითუმეტეს თუ ჯანმრთელი წონა გაქვს. შენ თუ სხვა გამოსავალს იცნობ, მაშინ, გთხოვ, დეტალურად დაწერო რას გულისხმობ. მადლობა წინასწარ.
27.06.14 06:28 huliganka
მამაგდა, ხორცის ამოღება რაციონიდან ძალიან არასწორია, დამიჯერე. სპორტსმენის მენიუში პირველ რიგში ეს წერია. ახლა უკვე ამოვისუნთქე, რადგან ჩემი ინდექსი ნორმალურს გაუთანაბრდა, უბრალოდ, ბევრი ვიწვალე მაგისთვის, სანამ აზრზე მოვიდოდი. ახლა კი არ მეშინაი წამის, რადგან ბოლო დროს ავურ-დავურიე, ყველაზ ემავნებელს საჭმელებს ვჭამდი, სასწორმა კი ნაკლები წონა მიჩვენა, რადგან ნივთიერებათა ცვლა მაქვს მოწესრიგებული. ასე რომ, აწი აღარ მომიწევს მუდმივი კონტროლი, უბრალოდ სისტემის მოწესრიგებაა მთავარი, და ყოველდღე მწვადებს თუ არ შევჭამთ, კვირაში ორჯერაც გვეყოფა.
სამთვიანი ლოდინი კი ნამდვილად ღირდა ამისთვის.
ყველას უკლებლივ გისურვებთ წარმატებებს და არცერთ ზედმეტ გრამს :*
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია