Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 3158918-ჯერ
სხეულის მასის ინდექსი არის ორგანიზმის ქონის კოეფიციენტი: წონა/სიმაღლე2

მიღებული კოეფიციენტის მიხედვით შეიძლება ითქვას გამხდარი ხართ, მსუქანი, თუ იდეალური წონა გაქვთ.

კოეფიციენტი არის 18.5 ან ნაკლები
ძალიან გამხდარი
18.5 - 24.9ნორმალური
25.0 - 29.9მსუქანი
30.0 - ან მეტი
ძალიან მსუქანი

მასისი ინდექსი შეიძლება არ შეესაბამებოდეს რეალობას, რადგან არ ვიცით ორგანიზმში წონისა და კუნთების მასის თანაფარდობა.

მასის ინდექსის კალკულატორი:

სქესი: მამრობითი მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
ტანის ზედაპირის ფართი = 2
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ნანახია 3158918-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(50416):

19.09.14 10:30 dreamer552
mamagda კი თუ ქალი ანორექსიამდე მივიდა, მართლა დიდი რისკია, მაგრამ მაგის პრობლემა არ მაქვს,რადგან შიმშილით არასდროს მიშიმშილია, ვერ ვიტან, ალბათ ცუდად გავხდებოდი.
19.09.14 10:27 mamagda
ყველაფერს თავისი დრო აქვს. მე, მაგალითად ჩემი სულ არ დამიგეგმია და თავსაც საფუძვლიანად ვიცავდი. მაგრამ ღმერთის დიდი მადლობელი ვარ, რომ ესე გადაწყდა ჩემი ამბავი. მეორეზე უარს არ ვიტყოდი და რაღაც თავს იკავებს ჩვენთან მოსვლაზე. ხოდა მაგაზე მითხრეს, მუდმივი დიეტის ბრალიაო. მერე ჩავუღრმავდი საკითხს და მართლაც მასე ყოფილა( მარტო ნორმალური წონის შემთხვევაში, 27-მასის ინდექსის მერე პირიქითაც შეიძლება იყოს).
19.09.14 10:20 mamagda
ხო, მეც ჰორმონალურზე ვფიქრობ. ისე ბავშვი თუ გინდა, მაინცდამაინც დიეტა არ ღირს, მე გავერკვიე მაგაში. ანუ რაღაც ცხიმისფენა უნდა გქონდესო მუცელზე, სასურველიაო.
19.09.14 10:11 dreamer552
mamagda არა სამწუხაროდ, მამაგდა. ადრე ვიმკურნალეთ და ყველაფერი ნორმაშიაო და ახლა ისევ უნდა მივიდეთ. უფლის ნებაა ალბათ, არ ვიცი ჩემო კარგო.
19.09.14 10:09 dreamer552
mamagda არაა გამორიცხული ჰორმონალური იყოს.ცვლილებები შეაქვს და გარეგნულად ვერ ვგებულობთ. ცუდია მარილზე მოთხოვნა. ერთი მწიკვი ეგ არის დღიური ნორმა,თუ მაგასაც არ მიიღებთ უფრო კარგიაო.მაგასაც ვერასდროს ვიფიქრებდი უმარილო კერძებს თუ შევეჩვეოდი. ისე ვჭამ, რომ თითქოს მარილი აყრია. ვერაფრით ვერ გავიგე, ასე ადვილად როგორ შეეჩვია ჩემი ორგანიზმი დიდ ცვლილებებს, ანუ რასაც მთელი ცხოვრება ვღებულობდი, სულ ამოვიღე ლამის.ნელ-ნელა შეაცოტავე აბა მარილის მიღება.
19.09.14 10:07 mamagda
შენ ბავშვები გყავს?
19.09.14 10:02 mamagda
ერთი ფაქტია, რომ ორსულობაში უსასტიკესად მოვიმატე, თუმცა ბევრს არ ვჭამდი მაინცდამაინც. მერე, საკმაოდ მარტივად დავიკელი და თითქოს ყველაფერი რიგზე იყო და ეხლა, სადღაც 1 წელია, რომ ეგ პრობლემა შემექმნა, არადა თითქოს განსაკუთრებულად არასდროს არაფერი შემიცვლია. იმდენი ორსულობის ტესტი მაქვს გაკეთებული, რადგანაც სულ მომატებას ორსულობას ვუკავშირებ... შეიძლება რამე ჰორმონალურია. კიდევ მარილზე მაქვს სასტიკი მოთხოვნა, მაგასაც დავაკვირდი. ანუ ფაქტიურად მლაშეს ვჭამ... მოკლედ ვცდილობ, ცოტა მარილს მოვუკლო.
19.09.14 09:57 dreamer552
mamagda ადრე საფერავს მივირთმევდი ხოლმე ვახშამზე, ძალიან მომწონდა. ახლა ჯეკ დენიელსმა მომხიბლა თავისი არომატით. :)) ზოგჯერ ერთ ან ორ ჭიქას ვაგემოვნებ ხოლმე. დათრობა არ მიყვარს, აი კარგ ხასიათზე რო მოგიყვანს ეგაა კარგი.არც კაცი მომწონს ძაან გადამწვარი, ქალს მითუფრო არ უხდება.
19.09.14 09:51 dreamer552
mamagda თუ სურვილი აქვს ადამიანს რამე ახალი სცადოს, კიდეც უნდა გააკეთოს, ამის მომხრე ვარ.(თუ დრო და ფინანსები გიწყობს ხელს, რატომაც არა) ყველაზე ძალიან კი გარეთ ბირჟაზე ჭორაობის მეტს და თამაშის მეტს რომ არაფერს აკეთებენ ეგ მეჯავრება. აქტიური შემოქმედებაში უნდა იყოს ადამიანი და არა უსაქმურ ლაზღანდარობაში.
19.09.14 09:47 dreamer552
mamagda ყველა კომენტარი ყურადღებით მაქვს წაკითხული და რამდენადაც მახსოვს შენი კვების რეჟიმი, აბსოლიტურად სწორად იკვები და უკმაყოფილებას რომ გამოხატავდი, ვერ ვიკლებო, მართლა მიკვირდა.თან აქტიურობა მეტი გაქვს და შენში არ უნდა იყოს ჩემო კარგო პრობლემა. ისე მეც შეფუთვაზე რაც აწერია იმის მიხედვით ვანგარიშობ და ვინ იცის, რამდენად სიმართლეა. რძის ნაწარმს ხაჭოს, რძეს მაწონს ან 0%იანს ვიღებ ან ძაან დაბალპროცენტიანს და გვაქვს კი სხვა გზა,რომ არ მივიღოთ? რა ვიცი, აბა რა გითხრა. რუსეთში ასე ატყუებენ ხალხს თურმე დაბალკალორიული ტორტებიო და რომ შეადარეს, არანაირი დაბალკალორიული არ აღმოჩნდა, ჩვეულებრივი რაოდენობა იყო კალორიების, როგორც საკონდიტრო ნაწარმს შეეფერება.მწარმოებლის ნამუსზეა დამოკიდებული. ან უნდა აიღო და ყველაფერი საკუთარი ხელით დაამზადო.
19.09.14 09:40 mamagda
კარატე მართლა მაგარი რამეა, დედაჩემმა ჯერ მაგრად დამცინა, მაგრამ ეხლა იმასაც კი ხიბლავს. ხო, გერმანიას ეგა აქვს კარგი, რომ ყველა ასაკში შეგიძლია რამე ახალი ცადო, თუ შენი თავის დაფინანსება არ გეზარება.
19.09.14 09:38 mamagda
ხო, მეც ეჭვი მაქვს, რომ რაღაცა ისეთი მასუქებს, რაც ეჭვის ქვეშ არ მყავს. მაგალითად უცხიმო რძე. შეიძლება არასწორედაა მონაცემები დაწერილი. ან ღვინო(ხშირად ვსვავ 1-2 ჭიქას), კი აწერია, რომ მშრალია, მაგრამ შეიძლება შაქრითაა დამზადებული. ან მართლაც გენშეცვლილი პროდუქტი. იმიტომ, რომ წესით 2000 კალორიას მაინც უნდა ვხარჯავდე მინიმუმ დღეში და მაქსიმუმ 1800 ვიღებ და მაინც ვიმატებ. ეხლა საერთოდ, 12 დღეა 600-800 კალორიას ვიღებ და რეაქცია არა მაქვს. მოკლედ სასწაული ვარ თავად.
19.09.14 09:37 dreamer552
mamagda რა ბედნიერი ყოფილხარ, ყოჩაღ რა. როგორი შეგრძნებაა სულ მაინტერესებდა,სხეულს უმაღლეს დონეზე რომ ფლობ, მსუბუქი ნაბიჯები გაქვს უფრო და ალბათ განწყობასაც გიმაღლებს. ვერასდროს ვერ გამოვნახე დრო, რომ მევლო. აერობიკაც მიტაცებდა, მაგრამ კარატე რაღაც ბავშვობის მოგონებებთან ასოცირდება და სხვა დატვირთვა აქვს:)) კარგი გოგო ხარ, რომ სპორტს მისდევ მამაგდა.
19.09.14 09:33 mamagda
ხო, კარატე მეც ამ მოხუცებულობაში დავიწყე. სტაფილოსფერ ქამარზე მივედი და ლურჯი მაინც მაქვს გეგმაში. კატები ვიცი რამოდენიმე და ნიჭიც მქონია, თურმე. მთელი ოჯახი დავდივართ სხვადასხვა კურსებზე. ჩემი ქმარი არნისზე დადის, ჯოხებით კარატეა, ფილიპინური, ისაც მაგარი ლამაზია. მეც ვაპირებდი, მაგრამ ერთხელ ვუყურე ნამდვილ ბრძოლას როგორ დაულეწეს ერტმანეთს ცხვირ-პირი და გადავიფიქრე. ამიტომ, განსაკუთრებით საოცარია, რომ წონის პრობლემა მაქვს. თუმცა, კარატეზე ბევრია მძიმეწონიანი...
19.09.14 09:32 dreamer552
mamagda უფრო გენმოდიფიცირებული საკვები ხომ არ მატებს წონას? გერმანიაშია ჩემი ყოფილი მოსწავლე, 2 წელია წასულია და რომ ვნახე ისეთი გასუქებული იყო, წუწუნებდა საჭმელს არაფრის გემო არ აქვსო.მერე როგორღაც შეძლო დარეგულირება და დაიკლო წვალებით, ბოლოს რომ ვნახეთ ერთმანეთი და მე კალორიებზე ვართქო ვუთხარი, თურმე ისიც ეგრე ყოფილა:)).
19.09.14 09:27 mamagda
ისე ქართველები სულააც არ ვართ ისეთი ბევრისმჭამელები, მე თუ მკითხავ, ევროპაში გაცილებით მეტს ჭამენ და თან უფრო ცხიმიანებს. ეტყობათ კიდეც, საშუალო წონა გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში
19.09.14 09:27 dreamer552
meider(gio) გიო ჩვენი ტრადიციული კერძები ყველა მაღალკალორიულია და როგორ გინდა ყველაფერზე უარი თქვა ადამიანმა, ძალიან ძნელია. მწვადი, ხინკალი, ხაჭაპური და ნებისმიერი რაც გინდა დაასახელო ყველა სასტიკად კალორიულია. ყველი და პური, ახალი ცხელ-ცხელი შოთი თუ ლავაში და იმერული ჭყლინტი ან მეგრული სულგუნი. პირდაპირ ქონებში მიდის. მეც ტრადიციული ქართული მამაპაპური საჭმელების მოყვარული ვარ, მაგრამ ბოლო დროს მივხვდი, რაც გარგებს და რამდენიც გარგებს ზომა თავად უნდა დაადგინო, თუ თავი გიყვარს ადამიანს. ზოგი რამ ავკრძალე და აღარც მინდება.
დავაცალოთ გონებას მართოს სხეული და არა მუცელმა გვმართოს ჩვენ.
19.09.14 09:20 meider(gio)
https://www.youtube.com/watch?v=jST8k3GsKNk
დიეტის 7 დღე :DDDDD
19.09.14 09:19 dreamer552
მამაგდა რა მაგარია კარატეზე დადიხარ? ვგიჟდები ისე მიყვარს სპორტის ეგ სახეობა და ილეთები კარგად იცი? რამდენიმე გაკვეთილი ვიარე სკოლაში უშუზე(ვაიმე ეს საუკუნის წინ იყო) და სხვაგან გადაიტანეს სკოლიდან და ვეღარ ვიარე, არადა ძალიან მიყვარს. ამ სიბერის დროს იქნებ დავკავდე მეც:)) სპორტით. მეუღლემ აქაოდა დაიკელიო ჰაერში გაბურთავებო, მერევა უკვე და თავს უნდა ვუშველო:)) როგორ უხარია ვერ წარმოიდგენ, არადა ამ გაზაფხულზე მაგაზე მეტი ვიყავი და რომ მეჯაჯგურა და ძვრა ვერ მიყო:)), გადაირია, რა ხდებაო. თავად ახლა 63 კილოა.
19.09.14 09:12 meider(gio)
dreamer552- "მუცელღმერთობა" აი ეგ არის მართლაც რომ ჩვენი პრობლემა :( ზოგი სასმელს ეტანება და იმით ისივებს თავს და მე არ ვეკარები და ყველაფერი მასუქებს :| არ აქვს მნიშვნელობა საჭმელს წუნია არასდროს ვყოპილვარ ყველი და პურიც კი სიამოვნებაა ჩემთვის, ყველაზე დიდი პრობლემა აქ მედიცინაა მე რო საკვები ესე მერგება დავიჯერო მაგის გამოსწორება არ შეიძლება თუნდაც ავიღოთ გასახდომი ან მადის დამაქვეითებელი პრეპარატები.
უკუჩვენებას იმიტომ იწვევს რომ იყიდება იაფი რაც ღირს, ძვირიანს ამაზონიდან ხო არ გამოიწერ ბოლოს და ბოლოს სირცხვილია საქართველოში ჭარბწონიანობას არავინ ებრძვის პირიქით ხელს თუ შეუწყობენ ათასი ტყუილ-ტყუილი რეკლამებით დიეტური კოლა და ჯანდაბას ნერვები დამაწყდა :D
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია