Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 3158931-ჯერ
სხეულის მასის ინდექსი არის ორგანიზმის ქონის კოეფიციენტი: წონა/სიმაღლე2

მიღებული კოეფიციენტის მიხედვით შეიძლება ითქვას გამხდარი ხართ, მსუქანი, თუ იდეალური წონა გაქვთ.

კოეფიციენტი არის 18.5 ან ნაკლები
ძალიან გამხდარი
18.5 - 24.9ნორმალური
25.0 - 29.9მსუქანი
30.0 - ან მეტი
ძალიან მსუქანი

მასისი ინდექსი შეიძლება არ შეესაბამებოდეს რეალობას, რადგან არ ვიცით ორგანიზმში წონისა და კუნთების მასის თანაფარდობა.

მასის ინდექსის კალკულატორი:

სქესი: მამრობითი მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
ტანის ზედაპირის ფართი = 2
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ნანახია 3158931-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(50416):

20.09.14 13:39 dreamer552
xato77 ხათო არანაირი დარღვევა არაა, თუ ქათამი უცხიმო იყო, კანგაცლილი და მოხარშული დიეტური გამოდის, კიტრი კი პირიქით კლებას უწყობს ხელს. არ იდარდო, უფრო სწორედ, რამეს რომ შეჭამ დანაშაულის გრძნობა არ უნდა გაგიჩნდეს, თორე სტრესს განიცდი და არ ვარგა. ცოტა და ზომიერად, აი ჩემი დევიზი. :)) ჩემი ერთი ულუფა არ აღემატება 200 გრამს,ასე ვიკვებები ეს თვეები და ენერგიაც მომემატა და სიცოცხლის ხალისიც. ამას თუ მიაღწევ, ძალიან ადვილია მთელი დღე ისე გაატარო, რომ არ გიწევს შიმშილი. 4ჯერ ან 5 ჯერ პატარა პორციებით კვება ყოფილა მთავარი და მე კი მხოლოდ ღამე ვჭამდი ერთიანად.
20.09.14 13:24 dreamer552
nucacoo მოვა, თან ძალიან მალე ჩემო კარგო. მე ვერც კი ვიგრძენი დროის გასვლა,აზრზე ხარ 4 თვე გავიდა და მივაღწიე მიზანს უწვალებლად. ძირითადი აქცენტი გააკეთე მიზანზე(ამა და ამ დროს ვიქნები ამდენი) და არა კლების მეტობა-ნაკლებობაზე და უფრო გაგიადვილდება.
20.09.14 13:17 nucacoo
Xato77, ჩემი დიეტა ამ საიტზე ვერ ვნახე და თუ შეძლებ და იპოვი დამილინკე რა :)) იქაური კომენტარები მაინტერესებს :))
20.09.14 13:10 nucacoo
Dreamer552, სასურველ წონას რომ მივაღწევ ალბათ მეც თავისუფლად ავიწონები, როდის მოვა ეგ დროოოო, ერთი სული მაქვს.. :))
20.09.14 13:09 xato77
nucacoo აბა რა მეც ეს მაძლებინებს, არვიცი ეს საიტი რომ არ არსებობდეს თუ შევძლებდი ამდენს :D წარმატებებიი
20.09.14 13:08 nucacoo
Xato77, 78 კილოზე გრამებით მეტი ვიყავი, ორშაბათს ავიწონები და დავდებ შედეგს აქ აუცილებლად... თქვენ დიდი სტიმული ხართ ჩემთვის, ხშირად შემოვდივარ ხოლმე უკვე აქ და თქვენს კომენტარებს ვკითხულობ ხოლმე, მიხარია როცა ბედნიერები ხართ საკუთარი მიღწევებით... :)
20.09.14 12:22 xato77
Qeti*** ქეთი არ გინდა სხვა რამე ცადო? ეგ მაწონი ერთხელ ადრე ვცადე და უსაშინლესი გემო ქონდა ჩემთვის და სურვილიც არ მაქვს ეგ გავაკეთო, სულ რომ ვიცოდე მარტო ეგ დამაკლებინებდა, სხვა რამე ცადე, ეგ მაწონიც ხომ მაგარი მკაცრია და შეგიძლია გაძლება და ცადე სხვა მკაცრი გინდაც ეგ 10 დღიანი კარგია და ერთი დიეტაა 7 დღიანი აქ დიეტებში არ წერია მაგრამ მაგრად მომწონს მე 7 დღეში 7 კილო დამაკლებინა, ყველას ერთნაირად ალბათ არ დააკლებინებს მაგრამ 5 კილოს მაინც უეჭველი დაიკლებ, შენ მგონი დიდი წონაც არ ხარ, ოღონდ ეგ არის რომ მაგ დიეტაში დღე გამოშვებით მხოლოდ წყალი უნდა მიიღო დიდი რაოდენობით და თუ გაუძლებ ცადე, ლინკს დავდებ თუ დაინტერესდები, თუმცა წინა კომენტარებში ერთმა გოგომ დადო და ცაყევი ცოტა ძველ კომენტარებს და ნახავ, მაგარი შედეგიანია და წესით უნდა გაუძლო სადაც მაგ საშინელ მაწონს უძლებ
20.09.14 12:00 Qeti***
კარგი გოგოები ხართ მაგრად მიდიხართ მე მაწონი ორი დღე გავაკეთე და დღეს მესამე დღე იყო ვეღარ შევძელი გამეგრძელებინა საშუინლად მასუსტებს სტროგი დიეტა. ახლა ვფიქრობ ბოსტნეულის ხომ არ გავაკეთო?ის ათ დღიანი. ვნახოთ რას ვიზამ ხვალ..წარმატებები გოგოებო ღმერთი თქვენსკენ:*
20.09.14 11:51 xato77
dreamer552 სამსახურიდან რომ მოვედი ეგრევე ავიწონე 84.8 მიჩვენა, მაგრამ მერე ცოტა ვჭამე ნუ ერთი კიტრი და ქათმის თეთრი ხორცი, ერთი პატარა ნაჭერი :დ ოღონდ ძალიან მომინდა აჯიკა და მაგასთან ერთად ვჭამე მეპატიება ცოტა დარღვევა 13 დღე დაურღვევლად ვაკეთებ და ცოტა გავანებივრე თავი თან სახლში გაკეთებული გემრიელი აჯიკა, მაგიჟებდა სუნი რომ მოდიოდა და დღეს გავთამამდი, მეტი აღარ განმეორდება ჯერჯერობით, და ისე სამწუხაროთ ცოტა მეტი მიჩვენა ეხლა, მაგრამ რომც არაფერს ვჭამდი ისეთს საღამოს მაინც მეტს მიჩვენებს სულ, ხვალე ალბათ ჩვეულებრივ ისევ 85 ვიქნები :D ალბათ ცოტახანს გაჩერდა კლება და ხომ წავა ოდესღაც? ისე მივეჩვიე რომ აღარ მინდა არაფერი, მთავარია სავილუკმო რომ ცუდად არ გავხდე და არ წავიქცე სადმე, მაგარი შეგრძნებაა რომ იკლებ და უახლოვდები ნორმალურ წონას, თუმცა მე ნორმალურ წონამდე შორს ვარ მაგრამ 70 კილო დამაკმაყოფილებს ნამდვილად, მაგრამ 70 რომ გავხდები მერე ალბათ კიდევ მომინდება, ვაიმე ჭკუაზე არ ვაააარ :D გაიხარეთ გოგოებოოოო
20.09.14 11:37 dreamer552
xato77 ხათო რამდენიც გინდა იწუწუნე,ოღონდ არ დაარღვიო:)) ხო მაინც მიდის კლება და მეც ძალიან მიხარია შენს გამო.
20.09.14 11:34 dreamer552
nucacoo სანამ არ მივუახლოვდი ჩემს სასურველ წონას, სასწორს არ ვყიდულობდი. ასე 3 კვირაში ერთხელ ვიწონიდი, და როგორც ზეპირად ვანგარიშობდი, ზუსტად იმას აჩვენებდა ხოლმე. იმიტომ, რომ სტაბილურად ერთნაირად ვიკლებდი. ახლა ყოველ დილას ვიწონები და აღარ მეშინია სასწორის:))
20.09.14 11:30 xato77
nucacoo ხვალე ამთავრებ მაგ შვიდ დღიანს? აუ როგორ მაინტერესებს რამდენს დაიკლებ, აუცილებლად დადე შედეგი, წარმატებები, მე მაგ დიეტამ ზუსტად 7 კილო დამაკლებინა, თუ ზუსტად ასრულებდი უეჭველი უნდა დაიკლო, რამდენი იყავი რომ დაიწყე?
20.09.14 11:28 xato77
აბა როგორ ხართ გოგოებო? მაგდა მართალი ხარ საყვედური გვეკუთვნის ამდენი დავიკელით მოკლე დროში და კიდევ და კიდევ მეტი გვინდა ეგრე სად არის :D მე უკვე მივეჩვიე რომ ჩემი ორგანიძმი აწი ასე ბევრს ვერ დაიკლებს ასე გადაბმულად რომ ვაკეთებ მაგრამ კმაყოფილი ვარ დიდი, მცხვენოდა ჩემ წონას არ ვამხელდი, თუმცა გამხელა რათ მინდოდა არ მეტყობოდა რამხელა ვიყავი? :DDDDD ეხლა კი აღარ, უბედნიერესად ვგძნობ თავს ამ თვის ბოლომდე 5 კილოს თუ არა 3-ს ხომ დავიკლებ და დანარჩენს იმ თვეში მივხედავ, ისეთი შემართება მაქვს აღარ გავჩერდები მგონია, უეჭველი 70-ზე უნდა ჩამოვიდე სულ 15 კილომდე მინდა და ვიცი შევძლებ სადაც ამდენი შევძელი არც ეს უნდა გამიჭირდეს, წარმატებები ყველას გოგოებო და გაძლეობას გისურვებთ
20.09.14 10:11 nucacoo
კარგია სახლში სასწორი რომ არ მაქვს, თორემ ალბათ დღეში მილიონჯერ ავიწონებოდი... ხვალ ვამთავრებ 7 დღიან დიეტას და ორშაბათს ავიწონები, ვნახოთ რა შედეგი მექნება... სიმსუბუქეს აშკარად ვგრძნობ, მაგრამ ვნახოთ...
20.09.14 08:05 mamagda
dreamer552
მადლობა, კარგია, ვიცნობ მაგ გრძნობას, ბევრი რომ მქონდა მომატებული და რომ დავიკელი, მახსოვს, რა ბედნიერება იყო. არა, უნდა დავიკლო. ორშაბათიდან ნამდვილად ვიკლებ, მგონი, იმდენად მეშინია, რომ ვერ დავიკლებ, რომ თვითონ ვჭედავ წონას. წავედი ეხლა და ორშაბათს გიერთდებით ისევ! აბა წარმატებები, გოგოებო!
20.09.14 07:53 dreamer552
გოგოებო როგორ ხართ? ხათო, ნინი მშვენივრად იკლებთ,არ დაარღვიოთ. მეცინება 300 გრამზე რომ წუწუნებთ, ანუ 1 კილო გინდათ დღეში. მე ვიკლებდი ყოველდღე სტაბილურად 170 გრამს ზუსტად 3 თვე და უბედნიერესი ვიყავი. ყოველდღე 300 გრამი კი არც დამსიზმრებია. ბოლო ერთი თვეა 80 გრამი გამოდის დაკლება დაახლოებით დღეში ბოლო კილოებზე. აზრზე ხართ, რამდენს იკლებთ. აბა თქვენ იცით არ დანებდეთ.
ვაიმე ხალხო რა ბედნიერებაა, ბავშვობაში დავბრუნდი, აღარ მჯერა რომ ასე მსუბუქად ვარ, დავფრინავ მართლა. დღეს ის ჯინსი მეცვა ორი ხელის დადებაზე ვერ მიმყავდა წელთან შარშანწინ და ახლა მძვრებოდა ლამის. რამდენი წელია ამ წონაზე არ ვყოფილვარ. 66დან 48მდე ჩამოვედი გრამები მიკლია.გოგოებო თქვენც მინდა ასეთი აღმაფრენა იგრძნოთ მალე. მამაგდა
ნებისყოფას და გამძლეობას გისურვებ, გონება რასაც გიკარნახებს ის დიეტა მოირგე, არაფერს შეუშინდე.
20.09.14 07:48 mamagda
2 დღე წიწიბურაზე და 10 დღე უგულავაზე ვიყავი და 1,5 კილო დავიკელი მხოლოდ პირველ 3 დღეში და ეგ იყო, გავბრაზდი და თავი დავანებე. 500 გრამიც კიდევ რომ დამეკლო, გავაგრძელებდი, მარა ბოლო დღეს 200 გრამით მეტი მაჩვენა დაჟე...
20.09.14 07:46 mamagda
შენ რამდენი ხარ?
20.09.14 07:45 mamagda
სადღაც 66, სასწორზე გაბრააზებული ვარ და "ნივიჟუს ვურტყავ", 6 თვის წინ 57-ზე ჩამოვედი და მერე ორმაგად მოვიმატე... მაგრამ სიგარეტს დავანებე თავი და ალბათ მაგის გამოც
20.09.14 07:37 salomika
mamagda,,,ცჰემი ოცნებაა 60 კილო ვიყო ქალო რამდენი ხარ ეხლა?
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია