Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 3158976-ჯერ
სხეულის მასის ინდექსი არის ორგანიზმის ქონის კოეფიციენტი: წონა/სიმაღლე2

მიღებული კოეფიციენტის მიხედვით შეიძლება ითქვას გამხდარი ხართ, მსუქანი, თუ იდეალური წონა გაქვთ.

კოეფიციენტი არის 18.5 ან ნაკლები
ძალიან გამხდარი
18.5 - 24.9ნორმალური
25.0 - 29.9მსუქანი
30.0 - ან მეტი
ძალიან მსუქანი

მასისი ინდექსი შეიძლება არ შეესაბამებოდეს რეალობას, რადგან არ ვიცით ორგანიზმში წონისა და კუნთების მასის თანაფარდობა.

მასის ინდექსის კალკულატორი:

სქესი: მამრობითი მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
ტანის ზედაპირის ფართი = 2
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ნანახია 3158976-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(50416):

23.09.14 14:23 tamtuma2
აბა ოგორ ხარტ გოგოებო დღეს რის მესამე დღეც მივაზაგლე ხვალიდან მაწონს ვიწყებ და ბედნიერი ვარ.....ეტყობა მიეცჰვია ამ რზესაც ორგანიზმი და ცოტა არ იყოს სასწორმა მაწყენინა მარა იმედია ხალდილამდე გამოასეწორებს მაგ ამბავს.............. :D ტუ არადა რა ვქნა........იმედია მაწონზე რამეს ვიზავ.........

23.09.14 12:48 საკო
dreamer552 გავითვალისწინებ.მე ჰერკულესის ფაფა მანაყრებს ძალიან.კვერცხსაც დავამატებ.უბრალოდ 12დან 7მდე სახლში არ ვარ და არ გამომდის არანაირი დიეტური საკვების მიღება და რა ვქნა არ ვიცი.ალბათან ბანანს შევჭამ ან ყავას და ჩაის მოკლედ არ ვიცი
23.09.14 12:23 dreamer552
საკო თუ მოხარშული კვერცხი არ გეჯავრება, მიიღე აუცილებლად. როგორც ხორცი მაპურებდა, ეგეთ შედეგს მაძლევს. მაგრად მოხარშული, აი გული რომ გამუქდება ისეთი. დავამსხვრიე მითი კვერცხის ალერგიულობაზე.მე ვარ თვითონ ძაან ალერგიული და ხშირ მიღებას ვერიდებოდი. ყოველდღიურად ვღებულობ 2 ცალ მაგრად მოხარშულ უმარილო კვერცხს და ძალიან მაპურებს და არანაირი ცუდი შედეგი არ მოუცია. აქ დაწერეს, გვაწყინაო, მაგრამ ესეც ინდივიდუალურია, თან სხვა რამესთან ერთად არა, ცალკე უნდა მიიღო.ექიმებმაც თქვეს არანაირი ცუდი ჩვენება არა აქვს, ოღონდ მოხარშულსო.
23.09.14 12:08 საკო
dreamer552 შენი დამსახურებაა.ასე რომ მადლობა შენ:Dჰო ვიცი რომ დიდ დროს წაიღებს მაგრამ გადაცყვეტილი მაქვს ასე გავაკეთო არსად არ მეჩქარება.გოგოებო ფეისბუქზე თუ გინდათ დამამატეთ სალომე შენგელია.ქართული ასოებით:D
23.09.14 12:05 dreamer552
საკო გაიხარე თბილი სიტყვებისთვის. დარწმუნებული ვარ გააზრებულად მოიქცევი და ისე გადახვალ სასურველ წონაში, ვერც მიხვდები. აგერ მოსწავლე მყავს ახალგაზრდა ქალია, ბიზნესმენი, ბევრი რამ გადაიტანა, მენინგიომის ოპერაცია გაიკეთა და ახლაც რაღაც პრობლემები აქვს. სწორედ ჩემი არასწორი კვების გამო გავიუბედურე თავიო. ჩემს დასთან რომ მიხვიდე გამოტენილი აქვს ხილით და ბოსტნეულით მაცივარი და უკეთესადაც არიან მისი გოგონები და თავადაც ძალიან ენერგიულიაო. მე კი საერთოდ არ ვჭამდი ასეთ მნიშვნელოვან პროდუქტებსო.(ჩემსავით((: ხნიერი არ ვარ და რამდენიმე წელში შეიძლება ისე დავუძლურდე ჩემების მოსავლელი გავხდეო. ამ ქალმაც შეიცვალა აზრი სწორ კვებაზე. გოგონებო, ვინც პატარები ხართ დაზოგეთ თავი და სწორად იკვებეთ, დიდები კი მივხვდით, მაგრამ გვენანება ის უაზროდ გატარებული წლები. ეს ადამიანს გარკვეულ დაღს ასვამს.
23.09.14 11:57 dreamer552
საკო გილოცაააავ, ძალიან კარგად ჩამოყალიბდი და არანაირად აღარ დაიზიანებ ჯანმრთელობას თუ ეგრე კვებას განაგრძობ. ხომ ხედავ ჩემო კარგო, მე ვერც მივხვდი როგორ დავიკელი, უკან რომ ვიყურები, ამდენი როგორ ვიყავითქო, ახლა ის მიკვირს. :)) არადა ხვალ გახდება ზუსტად 4 თვე, რაც ასე ვიკვებები.დავდექი ჩემს იდეალურ წონაზე. მსუბუქი წვნიანი,ხილი და ბოსტნეული მიიღე რაც შეიძლება ბევრი. რა ცუდი ადამიანი ვყოფილვარ, მე საერთოდ არ ვიღებდი((: ახლა დავაფასე ჯანმრთელობა.ხომ ვიცით რომ მავნეა, რატომ არ ვითვალისწინებთ რაა. ჭარბი შაქრის მოხმარება ქალს მალე აბერებს, გაითვალისწინეთ.ზომა და დოზა არის მთავარი.
23.09.14 11:55 საკო
dreamer552 როგორ მიყვარს შენი კომენტარები.რაღაცნაირი აზრიანი ხარ ამ დიეტებზე და ჯანსაღ კვებაზე.:D ახლა სულ სხვა თვალით ვუყურებ ჩემ წონას და დასაკლებ კილოგრამებს
23.09.14 11:49 საკო
გოგოებო მთელი 3 წელი მონო დიეტებს ვაკეთებდი მივიყვანდი ბოლომდე მერე დავიწყებდი ისევ ჭამას მერე კიდე დიეტები და საბოლოოდ ვერც ვერაფრეს ვიკლებდი ისეთს ჩემ ნერვების წყვეტად რომ ღირებულიყო ძალიან დიდი არასდროს ვყოფილვარ სულ ისე ვიცმევდი არ მეტყობოდა დიდა მაარ მე მაწუხებდა და მუდმივად მონო დიეტებზე ვიყავი.და ახლა მოვედი გონზე თუ 3 სამი წელი პუტკუნა გოგოს სტატუსით დავდივარ ახლაც მოვითმენ 3-4 თვე და ნორმალური კვებით დავიკლებ.იცით როგორ მიხარია რომ ბოლოს და ბოლოს ამ აზრზე გავჩერდი.ყველანაირი მონო დიეტა უაზრობაა მერე მაინც თავიდან იმატებ.
23.09.14 11:48 dreamer552
mamagda ორსულობა იქნება შენი ასეთი წონის ცვალებადობის მიზეზი. დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ ხშირად გამიგია ასეთი შემთხვევები. ახლობლებიც ბავშვის გაჩენის მერე დიდ წონას ებრძოდნენ. მარტო კარგად ჭამაზეც არაა რა. ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ მთავარია. სტუდენტობის პერიოდში სულ არ ვფიქრობდი ჯანმრთელობაზე, ახლა მთავარი აქცენტი იქითკენაა. ამიტომ დიეტების სულ მეშინოდა და ვერც ახლა ვერ ვაიძულე თავს. უბრალოდ ამოვიღე ის პროდუქტები, რაც ჩემზე ცუდად მოქმედებდა.
23.09.14 11:47 dreamer552
mamagda დავიშოკე გოგოოო, რომ გავიგე ზუსტად რამდენს ვღებულობდი ასე ცმუცვნით, რომ ძალიან ცუდად გავხდი. დავკარი ხელი და მეტად ამას აღარ გავაგრძელებთქო. მაქსიმუმი 1200 მიწერს ნორმას, თუ ვთქვათ ვივარჯიშე ან ფიზიკურად დავიტვირთე, უფრო მეტი დამჭირდება. ისე ლაქლაქიც ხო წვავს კალორიებს:)) გაკვეთილზე რო ჩავირთვები ხოლმე, ვეღარ მთიშავენ, ხალხს ვღლი.:)) საღამოს ვგრძნობ ხოლმე დაღლას. მაგრამ სად გაკვეთილზე ჯდომა და ლაპარაკი და სად ფიზიკური ან ვირული შრომა ხო? 3000 გამოდიოდა ეს ულაპარაკოდ. ვაიმე არ მჯერა, რომ ამას დავაღწიე თავი. მოვისროლე მზესუმზირა და მიწის თხილი. გუშინ ვუსმენდი, მზესუმზირა მცირე დოზით დასაშვებია დღეში. თხილეულიც.
23.09.14 11:27 საკო
დღეს ძირითადად კიტრზე და ხაჭოზე ვარ ერთადერთი 2 ნატეხი თეთრი შოკოლადი შევაპარე:Dასე უკეთესია არსად მეჩქარება მირჩევნია სტაბილურად და ნელა დავიკლო
23.09.14 10:58 tamtuma2
sokosail1 ლაიმას გადავაბავ ეხლა და მერე ან უგულავა ან ადვოკატი...........
23.09.14 10:55 mamagda
tamtuma2, 54-ზე გინდა ჩამოსვლა? სიმაღლეში რამდენი ხარ? ეგ შენი კომენტარი მომეწონა, უგულავა რომ გადააბი. მეც მინდა რამე გადავაბა, ნაკლებად რთული. რომ დავიკლებ კეფირით, ვიცი, მერე მომატების მეშინია.
23.09.14 10:43 mamagda
ხო, სოფო ეგ ხომ იცოდი, რომ მეორე 10 დღეში ბევრს ვერ დაიკლებდი, 2 კილოს მაინც დაიკლებ და მერე გააგრძელებ კლებას. თან სტაბილურად დაიკლებ, თუ ნელ-ნელა გადახვალ ნორმალურ კვებაზე, აღარც მოიმატებ.
23.09.14 10:39 mamagda
dreamer552, წარმატებებს გისურვებ, ალბათ კარგი ნებისყოფა გაქვს. ბევრია, ვინც იოგას მისდევს, მაგალითად და შეუძლია ზომიერად მიიღოს ის, რაც ორგანიზმს სჭირდება. მე, სამწუხაროდ, მიყვარს გემრიელად და ბლომად ჭამა, კოლას, რაც შეეხება და ლიმონათებს, ისევე, როგორც ზედმეტად ტკბილ ან ზედმეტად ცხიმიან საჭმელს, მე ისედაც არ მიყვარდა არასდროს. მზესუმზირაზე აბსოლიტურად გეთანხმები, რომ 50 გრამიანი გამონაკლისი შეიძლება 2 კვირაში ერთხელ. შოკოლადი კი ჩემტვის ისედაც მარტო შავი არსებობდა ყოველთვის, ტკბილ და დანამატებიან შოკოლადს მე ვერ ვჭამ. რაც სეეხება, თავიდან მომატებას, იმდენჯერ ვერ წარმომედგინა, 9 წელი არ ვიმატებდი, მაგალითად და მაინც მოვახერხე, ანუ არაა არავინ დაზღვეული, შეიძლება ორსულობამ, ან სიYვარულმა, ან იმედგაცრუებამ და ათასმა რამემ გამოიწვიოს ძველი მავნე ჩვევების აღდგენა. იმედია, არავის არ შეგვეხება ეს. ისე 3000 კალორიას მე ვერ ვაღწევდი ვერასდროს ისედაც, 2000-ზე მაქვს ლაპარაკი, რომელითაც ადრე მე წონას ვინარჩუნებდი და ეხლაც იმედი მაქვს, რომ მაგას მივაღწევ.
23.09.14 10:38 dreamer552
ასეთი გამონათქვამი არსებობს: არავინ იცის რას ჭამ, მაგრამ ყველა ხედავს როგორ გამოიყურები.
ჩემთვის კი მნიშვნელოვანია, მე მიხაროდეს სარკეში თავის დანახვა.რა ეგოისტი ვაააარ:))
23.09.14 10:36 dreamer552
აუ ის იყო მაგარი, დღეს შარვალს ვიზომებდი, ძაან მომეწონა და ცოტა დიდი იყო წელში. ამას რას მოვესწარი, ცეკვა-ცეკვით ძლივს ვისინჯავდი ხოლმე და ახლა ამაყად განვაცხადე აუფ, არა, დიდიათქო. :)) სხვა არ ქონდათ ზუსტად ისეთი, არადა მაგრა მომეწონა.
ნაჭრის პიჯაკი ვიყიდე მოდური და სუფთა თინეიჯერი ხარო, კომპლიმენტიც მივიღე. :)) ძალიან კარგია, როცა ახალგაზრდულად გამოიყურები ადამიანი, აბა დედაკაცის შეხედულება ნამდვილად არ მიხდებოდა. შენს თავს უნდა გაეპრანჭო ქალი, სხვა სულ არ მენაღვლება, მთავარია სარკეში ჩახედვა მე მიხაროდეს და რა მნიშვნელობა აქვს, სხვა რას იფიქრებს. შენ უქმნი შენს თავს ამაღლებულ განწყობას. შენი თავი და გონება ყოველთვის შენთანაა და აბა, სხვა როგორ. მაშ დაკლება რაღად გინდა, ვერ გავიგე, აბა რას დიეტობთ, თუ თავს პატივს სცემ, გარეგნობას დიდ ყურადღებას მიანიჭებ. ყველას მალე კლებას გისურვებთ.
23.09.14 10:24 dreamer552
mamagda მაგდა მადლობა გამოხმაურებისთვის. პირველ რიგში გილოცავ დაკლების გაგრძელებას და მალე გამომჯობინებას გისურვებ. ამ ხნის ვარ და აზრზე არ ვიყავი კალორიების შესახებ, რა ვქნა სწავლა სიბერემდეო. :))მე არ ვჭამ საერთოდ ბევრს, უბრალოდ მზესუმზირით, კოკა-კოლათი, შოკოლადით და ბეკონ-სოსის-მწვადეულით ავდიოდი 3000ზე მეტ კალორიამდე დღეში(თითქმის ყოველდღიური მენიუ სხვადასხვა დანამატით). დღეში ერთხელ ვჭამდი ერთ თავ საჭმელს, ასეთ სასუსნავს კი საჭმელს როგორ დავუძახებდი:)) არ მიმაჩნდა, რომ მზესუმზირა ან კოკა-კოლა ასეთი კალორიული იყო სერიოზულად. და ჩემი ნორმაც არ ვიცოდი, ვჭამდი ძალიან არეულად და კუჭი რა დღეში ჩავიგდე მერე. ახლა რადგან ყველაფრის ზომა-წონა ვისწავლე, არ გამიჭირდება ჩემი ნორმის დადგენა ამა თუ იმ პროდუქტთან მიმართებაში.ამიტომ არასდროს არ დამემართება გაღორება. ზოგჯერ შემწვარსაც მივიღებ და ტკბილეულსაც, მაგრამ არა ყოველდღე. სახლში გამზადებული ჯანსაღი საკვები კონტეინერით დამაქვს და ისე ვიკვებები. ხალხო გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ჩემო კარგო არანაირი ჩვეულებრივი კვების რეჟიმზე გადასვლა არ მჭირდება, რადგან მე უბრალოდ ცოტა შევამცირე დოზა ამ 4 თვეში და ავკრძალე არაჯანსაღი პროდუქტი, იმდენად მომეწონა ასე 3 საათიანი ინტერვალით ჭამა, ვერ აღვიქვამ მე თუ დიეტაზე ვიყავი, რადგან ორგანიზმს არ უშიმშილია.ველოდები როდის მომინდება შოკოლადი, ვიყიდი შავ შოკოლადს და გამოვიზოგავ. მე ასეთი ვარ ბუნებით, ღორივით არასდროს მიჭამია(უბრალოდ არაჯანსაღ და მაღალკალორიულ პროდუქტს ვეტანებოდი) და ალბათ სიცოცხლის ბოლომდეც არ გავღორდები:)) წარმატებები.
23.09.14 10:08 sokosail1
მე ადვოკატს
23.09.14 09:51 tamtuma2
sokosail1 შენ რას აკეთებ?
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია