Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 3207221-ჯერ
სხეულის მასის ინდექსი არის ორგანიზმის ქონის კოეფიციენტი: წონა/სიმაღლე2

მიღებული კოეფიციენტის მიხედვით შეიძლება ითქვას გამხდარი ხართ, მსუქანი, თუ იდეალური წონა გაქვთ.

კოეფიციენტი არის 18.5 ან ნაკლები
ძალიან გამხდარი
18.5 - 24.9ნორმალური
25.0 - 29.9მსუქანი
30.0 - ან მეტი
ძალიან მსუქანი

მასისი ინდექსი შეიძლება არ შეესაბამებოდეს რეალობას, რადგან არ ვიცით ორგანიზმში წონისა და კუნთების მასის თანაფარდობა.

მასის ინდექსის კალკულატორი:

სქესი: მამრობითი მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
ტანის ზედაპირის ფართი = 2
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ნანახია 3207221-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(50416):

08.10.16 09:08 mamagda
მე გითვალთვალებთ, ეგებ და მოვიდე დიეტობანას ხასიათზე...
08.10.16 01:23 sesiliaa
Lიააა მეც მოვიმატე თავიდან ისევ და 81 82 კილო ვარ ალბათ :) ანუ ერთი წონა გვაქვს.... კი დოლინა ძაან კარგი ა გოგოები აკთებდნენ ხშირად და კმაყოფილები იყვნენ.
Mარიკა ძალიან კარგი რომ ჩვენი კომები გეხმარება.... წერე აქ ბევრი....
როცა არაჯანი არ გენდომება მაწონი გააკეთეარც ეგ არის პრობლემა.
Mთავრია წიიიიინ გოგოებოოოო წიიიიიინ მიზნებიკენ :)
07.10.16 11:28 ■მარიკა■
გოგოებო არაჟანმა მუცლის არეში ტკივილები იცის?ვერ ვინართები ისე ვარ.გულის რევის შეგრძნებაც მაქვს.ეხლა ვაპირებ წავიდე და დავწვე. ხვალ მაწონით რომ ჩავანაცვლო შეიძლება? ვინც გამოცდილი ხართ. არაჟანმა ცუდად იმოქმედა. ან ხვალ შევხედავ როგორ ვიქნები 3 დღე ადამიანი ჩამოკიდებული გაძლებს. და თუ ხვალაც ვერ ვიყავი კარგად მაწვნით შევცვლი.
07.10.16 08:49 mamagda
ვა, აქ სიცოცხლე ბრუნდება, მგონი...
07.10.16 08:35 lia28
marika martali gitxra seailiam shen advilad daikleb patara xar da arc orsuloba gaq gadatanili.me 83 kilo var.da 30 unda daviklo.5 oqtombets daiwyo chemi dzveli formebis dabruneba.ase rom ar gabedo dargveva da depresia win win wiiiiiiiiiiin.
07.10.16 08:33 lia28
sesilia dukaanis dieta daviwye.raa ityvi ar varga?mesame dgea.ert kvirashi aviwonebi anu roca pirvel fazas movrchebi.shen cotaga gaqvs dasaklebi me gushin win 83 kilo viyavi.
07.10.16 05:07 ■მარიკა■
ვაიმრ გოგოებო დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.არ მეგონა ნამდვილად თუ ასეთი მხარში უდგებოდით ყველას.
ნეტავ ადრე დამეძებნა ეს საიტი და დავრეგისტრირებულიყავი.
დღეს დილით მარკეტში ვიყავი და კეფირი ვერ ვნახე. სულ აირანებს მთავაზობდნენ.კეფირს საღამოს მივიღებთო ვისაც ქონდა ვადაგასული იყო. უცებ ტვინში გამიელვა აზრზმა რომ ხვალიდან დამეწყო დავიმშვიდე თავი რომ არავის არ ქონდათ და უცებ შევტოკტი. არაჟანი ვიყიდე:) არაუშავს არაჯანის დიეტა იქნება თუ კეფირის. მთავარია დავიწყო.

სახლში მოვედი და თქვენი ასეთი კომენტარები დამხვდააა. კიდევ კარგი სხვა რამე რომ არ ვიყიდე ან სასუსნავი ან ფენოვანი.რომ დამერღვია და მერე წამეკიხა თქვენი კომენტარები ისეთ დეპრესიაში ჩავვარდებოდი რომ. ვერ აგიხსნით სიტყვებით.
მოკლედ მოვრჩი ამ ცუდების წერას.
დღეს დიდი დღეა როგორც იტყვიან. 7 ოქტომბერიდან დაიწყო ჩემი გარდასახვა:)))
07.10.16 03:16 sesiliaa
Mარიკა მაგის ახდენას მხოლო მონდომებადა შემართება უნდა. 97 კილო ვიყავი და შევძელი 70 კილომდე ჩამოსვლა. შე უფრო ა გაგიჭირდებ ბავშვები არ გყავს რო უმზადო და აჭამო შენი ხელით.
Mოინდომე და შეძლეებ. Yველა მაგისთვის ვართ აქ და შენი ნაწერი არავისგაუკვირდება დაცინვაზე ლაარაკიც ზედმეტია...
წერე აქ ხშირად და აოუშვი გულიდან ის რასაც სხვასვერ გიზიარებ.....
Gილოცავ რომ დაიწყე!!!!!!!!!!!!
Lია შენ წიწიბურა გააკეთე მე ბრინჯს ვაკეთებ... მარტო არ ხარ.... მე ვარ შენი მეწყვილე
07.10.16 03:09 lia28
ადრე ამ ჯგუფშინვიყავი წიწიბურას დიეტა გამაკეთებიმა mamagda ასე ეწერა გოგომ ძაააან მაგარი გოგო იყო.ალბათ აღარ არის საიტზე.ნეტა ეხლაც მანახა ვინმე ვინც ჩემთან ერთად გააკეთებს .მჭირდება მეწყვილე.
07.10.16 03:02 lia28
მარიკა მეც 30 კილოს დაკლება მიმდა და მე დუკანის დიეტა დავოწყე დავწეროთ ხოლმე ჩვენი შედეგები.თუ გინდა ერთ ჯგუფს გეტყვი იქ შემოდი ფეისბუქზე მოდიეტეები ვართ.სულ დიდ წონიანები.გინდა?
06.10.16 19:21 Icando
მარიკა, გული მეტკინა ძალიან შენი ნაწერი რომ წავიკითხე, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ნაცნობი და ახლო სიტუაციაა ჩემთვისაც, აბა შენ იცი წარმატებას გისურვებ 30 კილოს დაკლებას ნამდვილად შეძლებ შენი გეგმით, ძალია გგულშემატკივრობ და გაგვაგებინე შენი ამბები.
06.10.16 17:17 ■მარიკა■
გეგმა შევიმუშავე.
1. კეფირის დიეტა
2. სალომე გოგიაშვილის დიეტა (6 კვირა)
3. ადვოკატის დიეტა.



ნელ ნელა ძილსაც დავარეგულირებ.
8 საათი დავიძინებ.
და არა საღამოს 9 დან დილის 8 მდე.
1 ნოემბრიდან ფიტეს ცენტრში ჩავეწერები სამსახურის მერე რომ ვიარო
და აი დარწმუნებული ვარ ჩამოვალ 90 დან 60. აი დარწმუნებული ვარ.
ოქტომბრის ბოლოს უნდა ვიყო 80
ნოემბრის ბოლოს 70
დეკემბრის ბოლოს 60
მე ამას შევძლებ.
ვაიმე ხვალ რომ გავიღვიძებ ღმერთით თავს ტანწერწერტად არ მივიჩნევ როგორც მჩვევია და ჯერ არ დაწყებულ დიეტას არ მივარღვევ:)ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. მაგრამ სახუმაროდ არ მაქვს საქმე ნამდვილად. წინ დიდი 3 თვე მელის.ნუ თითქმის 3 თვე

წარმატებები თქვენ გოგოებო ყველას ვინც დიეტაზე ხართ და ვინც არა თქვენც წარმაყებები და მალე გადაწყვიტეთ სანამ 90 კილომდე ახვალთ და წარმატებები მეეეე...
აბა ჩვენ ვიცით.


06.10.16 16:02 ■მარიკა■
ხო კიდევ ყოველ დილით ვარ დიეტაზე ყოველ დილით სამსახურში თუ მივდივარ(საღამოს რა თქმა ვარღვევ უკვე მეტროში რომ ვჯდები და სახლში მოვდივარ იქედან ვფიქრობ რა ვჭამო რომ მივალ სახლში) შაბათსა და კვირას კი სამსახურში არ დავდივარ ვისვენებ
მაგ დროს სახლში ვარ და შაბათ კვირას დილას ვიწყებ ისე როგორც ვითომ 50 კგ ვარ. არაფერი არ მაწუხებს არც წონა არაფერი.
ფუ მეზიზღება საკუთარი თავი ამოს გამო და ყველაფრის გამოც.
06.10.16 15:53 ■მარიკა■
დავიღალე სიმსუქნით ბოლოს რომ ავიწონე, 3 დღის წინ 90 კილო ვიყავი. მას შემდეგ გაძლიერებულ კვებაზე ვარ. არ გამიკვირდება 92 კგ რომ ვიყო. ჩავჯექი სახლში. სამსახურში წასვლას ვერ ვიტან. ვერ ვიტან რომ მხვდებიან და მეუბნებიან დედააააა მარიკა რამხელა გახდი..რა ამბავიააა. და ამ დროს სახეზე ავხურდები ხოლმე და არ ვიცი რა ვთქვა მარტო ვიღიმი და თავს ვუქნებ ხო გავსუქდი მეთქი. და ამას ერთვის საშინელი კითხვაა მერე რატოოოო??? ამ დროს ენას ვყლაპავ.საღამოს სამსახურიდან სახლში მივდივარ თუ არა ვჭამ გაუაზრებლად რომ საშინელი დღე დავივიწყო.სულ სახლში მინდა ყოფნა. არავისთან კონტაქტი აღარ მინდა. სამსახური რომ არა ალბად სახლში ჩავიკეტებოდი.არ მინდა არც მეგობრები და არავინ.არსად დავდივარ და სხვისი მოსვლაც აღარ მიხარია იმიტომ რომ სულ ერთი და იგივე კითხვები და ჩემს თავზე ვბრაზობ რატომ არ დამაქ ეს გულის მომკლავი კითხვები გონებამდე რატომ არ ვიაზრებ და რატომ ვკვლავ მას საჭმლით როცა შეიძლება დავჯდე დიეტაზე და შევიცვალო? დავკარგე ადამიანის ფორმა. დეიდაჩემი მეუბნება ხშირად 40 წლის ვარ 2 შვილი მყავს და მე ვცდილობ ფორმაში ვიყო და შენ რა მოგივიდაო. ამ დროს არ მკითხოთ რა მემართება. აღუწერელი რამ მეწყება. მინდა გავვარდე ოთახში და ჩავიკეტო და ვჭამო. ჭამა მავიწყებს ყველაფერს. 25 წლის ვარ და ავტოტრანსპორტში მეუბნებიან დაბრძანდით ქალბატონოო.მეშინია სულ მალე ადგილს დამითმობენ იმიტომ რომ ორსულად ვეგონები. თუ ყველაფერი დილით ხდება სამსახურის წასვლამდე მთელი დღე ცუდად ვარ. თუ საღამოს ხდება ცოტას ვნერვიულობ იმიტომ რომ ვიცი მალე სახლში მივალ გქვიზრომ ამ საშინელ ტანსაცმელს ჩავიცვამ ხალათს შევჭამ რაც კი შხვდება და და დავწვები 9 ზე ვუყურებ რაიმე კინოს ან ინტერნეტში წამოწოლილი ვათვალიერებ გოგონების სურათებს რომლებმაც დაიკლეს წონაში და მშურს მათი.მშურს ამომძღარი მუცლით.მაგრამ მაინც ვაგრძელებ ჭამას ყველაფერი მკოდია იმიტომ რომ სახლში ვარ იმიტომ რომ ღამეა. ძილი და ჭამა მიყვარს ძაან.დილით კი...აი როგორ აგიხსნა გულზე რომ ნემსივით გესობოდესთ აი ისე არ მინდა წავლა.25 წლის ვარ და შეყვარებულიც არ მყავს. ყველა ჩემი მეგობარი ამ ასაკში დათხოვდა მე კი... ჩაცმაც არ ვიცი.ან რა უნდა ჩავიცვა და მოვიხდინო.ისე მომწონს პუტკუნა მოწესრიგებულ გოგოებს რომ ლამაზად აცვიათ მოწესრიგებული თმები იხდენენ ყველაფერს.მაგრამ მე მასე ვერასდროს ვიქნები.ჯერ ერთი მასე რომ მოვიხდინო ჩემი თავი უნდა მიყვარდეს და როგორიც ვარ ისეთი მივიღო მე კი არც ასეთი მარიკა მიყვარს და არ მივიღებ არასდროს. გამოსასწორებლადაც კი არაფერს ვაკეთებ.არც იქეთ ვარ არც აქეთ. გაჭედილში ვარ. რაც გავსუქდი სულ კაბებს ვიცვამ სულ მოსაცმელებს და კი ვგავარ 40 წლის ქალს.დედაჩემზე დიდი ვარ
ის 78 კგ მე 90:((((რა ვქნა როგორ შემოვუძახო თავს.რა მემართება იცით გაორებასავით ვარ. ღამე მეწყება ეს შემოტევები დეპრესიული კითხვები,ოღონდ მაძღარ კუჭზე.
დილით ვითომც არაფერი ისე ვარ ვითომ ავდექი ტანწერწეტა არაფერი რომ არ მაწუხებს ერთი სადარდებელი რომ მაქვს რა ვჭამო??
ღამითაც მეღვიძება და თავს საშინლად ვგრძნობ რა გავაკეთო რა ვქნა თავი ხელში როგორ ავიყვანო.10 000 სჯერ მაინც მაქვს დაწყებული დიეტა. მაგრამ ამაოდ.


გოგოებო ალბად თავი შეგაწყიმეთ მაგრამ ამას იმიტომ ვწერ რომ ხვალ დილით ვნახო.გავიხსენო თუ რა მაწუხებს და კეთილი ვინებო დავიწყო დიეტა.

კმარა ჭამა და სხვების დადანაშაულება რომ მსუქანი ხარ. უამრავი შანსი გაუშვი ხელიდან რომ უკეთესი ყოფილიყავი. ამიერიდან შენ იცი.

პირობას ვდებ რომ არ გავეკარები არც ტკბილს. არც ცომეულს. არც გაზიანს.არც შაქარს. არც შემწვარ მოხრაკულს.

ხვალიდან ვიწყებ კეფირის დიეტას(ყველა მეუბნება კარგი არისო და ორგანიზმს არ ვნებსო).შევეცდები რომ არ დავარღვიო.შესვენების დღეებში ვიკვებო მხოლოდ მოხარშულებით.
ვაკეთებ 31 დეკემბრის ჩათვლით. ვფიცავ ყველაფერს რაც ამ ქვეყნად ძვირფასია ჩემთვის. შევიცვლები და უკეთესი გავხდები.


გოგოებო არ დამცინოთ რა:) ეს მჭირდებოდა მე. მეღიარებინა. რაც მაწუხებდა. ის მართალია ყველა თავის თავის ფსიქოლოგი არისო.
მემგონი ასეთი და ამდენი პრობლემა ერთად მარტო მე მაქვს.
02.10.16 13:59 sesiliaa
თამოო საკუთარი თავის იმედი Yოველთვუს უნდა გქონდეს!!!!!
Mე დღეს ადვოკატი დავიწყე
02.10.16 04:24 тамо
ან ბრინჯის დიეტას დავიწყებ. ჯერ არაფერი მიჭამია.:)
02.10.16 04:21 тамо
sesiliaa ძალიან დიდი მადლობა იმედი მომეცი.მე ძალიან უიმედო ადამიანი ვარ.
შენ რა დიეტაზე ხარ ეხლა?მე დღეიდან ალბად დოლინას დავიწყებ ან მარტო მაწონს.ვნახოთ
02.10.16 01:16 sesiliaa
რა თქმა უნდა რეალურია. Mოინდონე და მიაგწევ....
Lია მონო დიეტის შენარჩუნებაა ძნელი თორე ძაან კარგია.....
01.10.16 20:00 тамо
tu organizmistvis saSiSia netav? me vici rom tveshi 8 kg normaluria klebistvi.tu shecdomit vici:)
01.10.16 20:00 тамо
gogoebo ra mainteresebs icit? zalian gtxovt mitxarit 3 tveshi 28 kg realuria? tundac 25? var 90 kg da 31 dekembers minda viyo 62-65 rogor fiqrobt realuria?? 168 sm var
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია