Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 3158850-ჯერ
სხეულის მასის ინდექსი არის ორგანიზმის ქონის კოეფიციენტი: წონა/სიმაღლე2

მიღებული კოეფიციენტის მიხედვით შეიძლება ითქვას გამხდარი ხართ, მსუქანი, თუ იდეალური წონა გაქვთ.

კოეფიციენტი არის 18.5 ან ნაკლები
ძალიან გამხდარი
18.5 - 24.9ნორმალური
25.0 - 29.9მსუქანი
30.0 - ან მეტი
ძალიან მსუქანი

მასისი ინდექსი შეიძლება არ შეესაბამებოდეს რეალობას, რადგან არ ვიცით ორგანიზმში წონისა და კუნთების მასის თანაფარდობა.

მასის ინდექსის კალკულატორი:

სქესი: მამრობითი მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
ტანის ზედაპირის ფართი = 2
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ნანახია 3158850-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(50416):

11.09.14 06:14 dreamer552
xato77 გულით მინდა მიაღწიო შენს სასურველ წონას ხათო და ყველა აქ მყოფს ვუსურვებ იგივეს. აი რაც წეღან დავწერე. ჩემთვის სარგებლიანი აღმოჩნდა ეს დიეტა, შენთვის არა. და ვისაც როგორ დაცდილი, ის გააკეთოს, მთავარია გადაბმულად არ იშიმშილო ხათო.
11.09.14 06:12 dreamer552
xato77 ზუსტად მიმიხვდი ხათო, ერთმანეთისგან თუ საჭიროა კრიტიკაც უნდა მივიღოთ,თუ გვეკუთვნის. ყველა განსხვავებულები ვართ და ყველას ჩვენი აზრი და შეხედულება გვაქვს. მე ან შენ შეიძლება ერთმანეთს რამე ვურჩიოთ და არა ვუბრძანოთ. მე ასე მეადვილა, შენ ასე, მას კიდე სხვანაირად. ყველა იდეალურ მორგებაზეა. მე რამაც მარგო, შენ შეიძლება გაწყინოს და ეს რა სანერვიულოა, არ მესმის. ამავე საიტზე გამოვთვალე და ზუსტად ისე ვიკვებები, როგორც დიეტოლოგები და ექიმები გვირჩევენ. დაახლოებით 5 კილომდე ვიკლებდი თვეში, სამივე თვეს ერთნაირი კლება მქონდა, არანაირი მატება და ბოლო კილოგრამებზე შემცირდა,რაც არაა უჩვეულო. რამე არასწორად რომ მეკეთებინა, მერწმუნე 110 დღე ვერ გაუძლებდა ორგანიზმი.
11.09.14 06:09 xato77
rac shemexeba me raxmelac viyavi rac dietoba daviwye kaloriebis tvlit cxovrebis bolomdec ki ver chamovidodi am wonamdec :-D
11.09.14 06:06 mamagda
აქაც წერია, 1400 შეიძლება ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ ესაა, კალორიების თვლის პრინციპი. ხოდა ცოტა ვარჯიში. მე, 2-ჯერ კვირაში ვვარჯიშობ, მგონი, კუნთების მასა კარგი მაქვს და ალბათ 3 კილოთი ნაკლები ვიქნებოდი, რომ არ მქონდეს(კუნთი ქონზე მძიმეა).რათქმაუნდა, ყველა სხვადასხვანაირად იკლებს, ყველას სხვადასხვა რეჟიმი აქვს და ყველას სხვადასხვა მონელების სისტემა. სწორედ იმიტომ, რომ ჩემი ნივთიერებათა ცვლა შენელებულია მუდმივად შიმშილით, მე იოლად ვიმატებ და რთულად ვიკლებ. ხათო, ნინი, მაგიტომ ვამბობ ხოლმე, თქვენ მაინცდამაინც ნუ გაამკაცრებთ-მეთქი.თორემ მერე წესრიგში ჩაჯდომას დიდი ხანი უნდა. იმიტომ მომწონს ხულიგანკას რჩევები, რომ მან მოახერხა მუდმივი შიმშილიდან კალორიების თვლაზე გადასვლა. ეგაა ჩემი მიზანიც. ისე უგულავას დიეტას კაი ბლომად კალორიები აქვს, მაგიტომ ვირჩევ, რომ შიმშილი არ გამომივიდეს.
11.09.14 06:05 dreamer552
mamagda კიდე რაღაც ვერ შეამჩნიე, ეგ ზოგადად და კონკრეტულად კი:


თუკი თქვენ ხართ 25 წლის ქალი, 60 კგ და ძირითადად მუშაობთ ოფისში, მაშინ თქვენ დღეში გჭირდებათ:
2050–570=1480 კკალ.
შესაბამისად დღეში ამ რაოდენობაზე მეტს თუ მიიღებთ – გასუქდებით, ხოლო ნაკლებს თუ მიიღებთ – გახდებით

36-45 წელი
50 კილო
1660
პასიური ცხოვრების წესი- -480
1660-480 = 1180
1180 ესაა ჩემთვის შენარჩუნება.
ამაზე ნაკლებს თუ მივიღებ გავხდები, თუ მეტს- მოვიმატებ.
ისწავლეთ სწორად დათვლა თქვენზე მორგებული და არა ზოგადად მსჯელობა.

http://dieta.ge/?i=98
11.09.14 05:59 lana.86-60
მოკლე მე დაიწყე ის 14 დღიანი. სულ არ მშია..:)ვნხოთ აბ ერთი..რა შედეგით დავმთავრებ:)ერთ კვირაში დავდებ შედეგს..თუ მანმდე გვუძელი და არ აიწნეე:))
11.09.14 05:57 xato77
gogoebo aq ra xdeba? gadavikitxe yvela komentari :-D dreamer sheni natqvamidan namdvilad momwons rom gvirchev magram maincdamainc chemsavit moiqecito ar ambob. da rom gvbaleshikob.
11.09.14 05:56 mamagda
"იმისათვის რომ კვირაში დაიკლოთ 0.5კგ, ყოველდღე კალორიების მოხმარება უნდა შეამციროთ დაახლოებით 500 კკალორიით.
მაგრამ დღეში 1400 კკალ (ქალებისთვის) და 1800 კკალ (კაცებისთვის) – ამაზე ნაკლების მიღება არ შეიძლება, რადგან ორგანიზმი დაიწყებს შიმშილს და გადავა ენერგიის მოხმარების საგანგებო რეჟიმში, რაც გულისხმობს იმას რომ ნივთიერებათა ცვლა შენელდება და ორგანიზმი შეეცდება რაც შეიძლება ძნელად დახარჯოს ყოველი გრამი ცხიმი, შესაბამისად წონის დაგდება უფრო გაგიძნელდებათ.
ჯობია დაიკლოთ ნელა და სტაბილურად."
11.09.14 05:47 mamagda
აბა როგორ მიგდიტ დიეტების საქმე? ხათო, ხომ უძლებ?
11.09.14 05:46 dreamer552
აქვე ამ საიტზე წერია რამდენი უნდა მივიღო შენარჩუნებისთვის-1180. ამას გამოკლებული 500 გამოდის 700. რომ დამეკლო უნდა მიმეღო 700 კალორია, რასაც მართლა ვიღებდი. ყველაფერი აჟურშია. :))
11.09.14 05:27 dreamer552
lana.86-60 რა ბედნიერია ის, ვისაც ვარჯიში და სირბილი არ ეზარება. ჯანსაღ კვებასთან ერთად ეგეც აუცილებელია. სწორად აღნიშნე, ორგანიზმზე უნდა იზრუნო და არა სხვადასხა დიეტებით აწვალო და გამოფიტო.უნდა მოუსმინო რამ აწყინა, და შეეცადო სასარგებლო საკვები მიაწოდო. თავად გკარნახობს რა უნდა,თუ დააკვირდები. რამდენჯერ ბოლო ლუკმები შემიჭამია, რადგან გონება მკარნახობს, რომ საკმარისი რაოდენობა მიიღო ორგანიზმმა. თავი უნდა გიყვარდეს და არ უნდა დასაჯო.
11.09.14 05:21 lana.86-60
და ყველაზე ცუდი ის არის რომ ეს ყველაფერი ვიცი და მე არ ვითვალისწინებ..:((მე ახლა მჩირდებ სწრაფი შედეგი(ვიც აას ვინანებ როგორც იმ ლიმნიან წყალს:D))მაგრამ ახლა ოგონდ ცოტათი მივუახლოვდე იმ შედეფს რაც დასახული მაქვს ჩემზე ბედნუერი არავინ იქნება..მერე რღაცს მოვიფიქრებ..მაგარამ ჯანსაღი ცხოვრების წესს რასაც მე ვუყურებ ჩემი დეიდაშვილი რსაკეთებს:))))მე იმის 1/4 ვერ გვაკეთებ.ძაან რთულია ძალიან.ჩემთვის გნსაუთრებით.ისე ფპგებო დეტა ვრჯიშის გრეშე ფიტნესია გარეშე წარმოუდგენელია:((მრტო იკვებო სწორად საკმარისი არ არის..:(
11.09.14 05:15 lana.86-60
ხო ძალიან მავნებელია..განსაკუთრებით სითხეებს რომ სვამთ გადაბმულად კვირაობით.ლიმნიან წყალს არაყს დარაგაცაებს რომ ურევენ..გასტრიტის პირველი ხელაშემწყობია..მე მაგალითად მითხრეს ლიმონი ჩაწურე ტბილ წყალში და დილაობით დალიეო..მერე ჩამეო.2 კვირა მასე ვკეათევდი და ახლა წყლული მაქვს...ნე მეშინია მასეთი დიეტები..ვინც აკეთებს ვუზიარებ ჩემს შეცდომს.ყველაფერი ვიცი ჯნსაღი კვების შესახებ..დეიდაშვილი მთელი ცხოვრება რაც მხსოვს სულ ჯანსაღ ცხოვრებსეწევა.არც სიმსუქნისკენ არ აეის მიდრეკილი საერთოდ..ყველაფერს მიზიარებს.აბსოლიტურად..ყველა დღე დარბის ზამთარ ზაფხულ 6 საათზე..ეს გამჯდარია მასში უკვე..მე რამ უნდა ამაყენოს ახლა ზათარში და მარბენინოს იმ სცივეში.თან ისეთი ტანი რომ მკონდეს როგორიც დეიდაშილს აქვს...რა ამყენებს...ჯანსაღი კვება ეს აის ჩემი აზრით ორგანიძმზე ზრუნვე..ჯანმრთელობის გაუმჯობესება..და თან +წონის კლება.როგორც გამოვიყურება ადმიანი შეიძლება იმსჯელო მის ჯამრთელობაზე.
11.09.14 04:59 dreamer552
ყველაზე მაგარი რაც ამ კალორიების თვლიდან ვისწავლე, ესაა გონებით სხეულის კონტროლი. თუ ამას მიაღწევთ, არასდროს მოიმატებთ არცერთ გრამს, რამე გარემო პირებობის ცვლილებების გარდა.
11.09.14 04:57 dreamer552
mamagda საერთოდ ეს კალორიების დიეტა უფრო სხვა მიზეზის გამო დავიწყე. კუჭი მაწუხებდა ძალიან, სპაზმები მქონდა და ყველგან სადაც რას მივწვდი ან ვუყურებდი ამ თემაზე, ამბობდნენ, რომ შემწვარი, ტკბილეული და გაზიანი არის საზიანო კუჭისთვისო. მე ჩემი მიზეზი მაქვს რატომ არ მივირთმევ შემწვარს ან გადამუშავებულ ხორცს და თან წონაშიც დამაკლებინა. და საერთოდ არანაირი ტკივილი არ მაწუხებს რა დღიდანაც ასე კვება დავიწყე.
11.09.14 04:53 dreamer552
lana.86-60 გეთანხმები. ერთჯერადი კვება ძალიან მავნებელია.
11.09.14 04:51 dreamer552
mamagda რატო ნერვიულობ, ხომ გითხარი ყველას თავისი არჩევანი და უფლება გვაქვს და რა უფლება მაქვს შენ გითხრა არ ჭამო, თორემ გასუქდებიტქო?ჩვენი ნებაა როგორ ვმართავთ ჩვენს ცხოვრებას და მერე აღარ ვიწუწუნოთ რატომ ვიმატებთ ჩემო კარგო. არც მე ვიკლებ ჯეკ-დენიელს(მაგარი კალორიულია):)) ხანდახან უნდა გაიჯეჯილო, მერე ვინ გითხრა არაო. მაგრამ ეს ყოველდღიურობაში არ უნდა გადაგეზარდოს.
11.09.14 04:47 dreamer552
sokosail1 ეგ წერია ეგრე ყველგან და ზეპირი მსჯელობაა, მაგრამ მე 700 იმიტომ ვიღებდი, რომ დამეკლო, 1200 შენარჩუნებაა ჩემთვის.
11.09.14 04:46 mamagda
მე მიყვარს გემრიელად და ნორმალურად ჭამა და იმედი მაქვს, რომ როცა ოდესღაც რესტორანში ვთქვათ ერთ პიცას შევჭამ, რომელსაც აქვს 1000-მდე კალორია( წიგნი მაქვს კალორიების და ყველაფერზე ვკითხულობ რას რამდენი აქვს), ან შემწვარს რამეს, ან თუნდაც ხინკალს,იმაზე არ ვიფიქრებ, რომ ღორობაში ჩამეთვლება და "ჩემი ნორმა არ ვიცი", ისეთი ცხოვრების დედაც ვატირე, თავს თუ არასდროს არაფრის უფლება მივეცი. ხოდა ვატარე 2 კვირა კარგი დრო, მოვიმატე 2 კილო, ეხლა დავიკლებ. გავაჩინე მშვენიერი ბიჭი, მოვიმატე 30 კილო, დავიკელი იქედან 25. იმედია, მივაღწევ იმას, რომ ჩემი თავი მომწონდეს, თორემ ყოველთვის რესტორანში ვიჯდე და 2 ლუკმით დავკმაყოფილდე, ნამდვილად არ მინდა.
11.09.14 04:45 lana.86-60
ყველა ინდივიდუალურად იკლებს..მთვრია მივუდგეთ სწორად...საერთოდ ჯანსაღი კვება არის როცა დღის განმვლობაში მიიღებ ცილებს ცხიმებს ნახშშირწყლებს მინერალებს და ვიტამინევს...უნდა მიირთვა საკვები 3 საათის ინტერვალით.
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია