Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 3159150-ჯერ
სხეულის მასის ინდექსი არის ორგანიზმის ქონის კოეფიციენტი: წონა/სიმაღლე2

მიღებული კოეფიციენტის მიხედვით შეიძლება ითქვას გამხდარი ხართ, მსუქანი, თუ იდეალური წონა გაქვთ.

კოეფიციენტი არის 18.5 ან ნაკლები
ძალიან გამხდარი
18.5 - 24.9ნორმალური
25.0 - 29.9მსუქანი
30.0 - ან მეტი
ძალიან მსუქანი

მასისი ინდექსი შეიძლება არ შეესაბამებოდეს რეალობას, რადგან არ ვიცით ორგანიზმში წონისა და კუნთების მასის თანაფარდობა.

მასის ინდექსის კალკულატორი:

სქესი: მამრობითი მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
ტანის ზედაპირის ფართი = 2
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ნანახია 3159150-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(50416):

30.09.14 13:37 xato77
itato ხო და ხვალიდანვე შეუდექი იცოდე, 92-ზე როდემდე უნდა იბუქსაო, მე ეხლა ერტი სული მაქვს ჩამოვიდე 86-მდე ამ შაბათისთვის და როგორღა უნდა გავღორდე არვიცი
30.09.14 13:32 itato
:D:D:D:D ხო ხათო რა ჯანდაბამ მაჭამაა ან სად ჯანდაბაში წაეთრენ ესენიც ვერ დაეტიენ სახლში? ჭამას ქალო ვინ დამიშლის გაგიჟდი? მაგრამ რომ იციან ვდიეტობ არ მინდა იფიქრონ რა უნებისყოფოაო,ახლა ამას რავა გავამხელ ვჭამეთქო თორე ჩემს უფროს უბედური ენა აქვს და მომშლის ნერვებზეე...:D:D ისე სამი კილო რა არის მაგრამ სახეზე დამეტყო ძალიან,ლოყები შემივარდა:D ნეტა ხომ არ მოვკვდები?:D:Dვსიო ხვალ გრეჩიხაზე ვიქნები.....მორჩა...მე გრეჩიხა მაკლებიებს.......
30.09.14 13:21 xato77
itato გამაცინე ცოტა არ იყოს :D ისე ვეცი თითქოს ვინმე მიშლის ჭამასო, აი წინა კვირაში მე ვიყავი ეგრე, კაი რა ბავშვს ნუ დაიფიცებ მაგრამ პირობა დადე რომ დაიცავ კარგად, მერე ერთი რომ აურევს აქ ყველას გვეტაკება ხოლმე რაღაც და ეგაც საკმარისია პასუხისმგებლობისთვის
30.09.14 13:10 itato
პრივეტ გოგონებოო....წავიკითხე კომები და ხათო ძალიან მიხარია რომ გახარებული ხარ...მასე გააგრძელე კიდე არ დაიგრუზოოო იცოდე..მე დღეს მთელი დღე კოქტეილზე ვარ,მთელი დღე 92.8 ვარ გრამიც არ მომაკლდა,მაგრამ მე ღამე მაკლდება წონა უფრო და ნუ კმაყოფილი ვიქნებოდი ამ საღამოს ორი ნაჭერი თაფლიანი პური რომ არ მეჭამა.... სუფთა ღორი ვარ....გამლანზღეეეთ და იქნებ აღარ დამემართოს ასე..... ისეთებზე გამიძლია და ამ საღამოს რამ გადამრია..... ყველა წავიდნენ სადღაც ეხლა და მარტო დავრჩი სახლში და ვეცი უცებ,თითქოს ისინი მიშლიდნენ ჭამას და ეხლა მოსწრებაზე ვიყავი გეგონებოდათ.....აი გეფიცებით არ მშიოდა მაგრამ მაინც ვჭამე...ეს სუფთა ღორობაა აბა რა არის? 93.2 ვარ:(:(:( ჩაიც დალეული მაქვს და კიდე იმის იმედად ვარ რომ დილას ისევ 92 დამიწერს..... რა ვქნაააა ვსიო ხვალ გრეჩიხას ვაკეთებ შვილს გეფიცები არ დავარღვევ.....შაბათს 89 უნდა ვიყო...აი თქვენ ხართ მოწმე რომ ჩემი მონატრებული შვილი დავიფიცე და ნამდვილად არ დავარღვევ.-..გრეჩიხაზე ვიქნები ხვალ და წყლის მაგიერ კოქტეილს დავლევ....... ძან ცუდ ხასიათზე არ ვარ ისე რადგან მხოლოდ ორი ნაჭერი პური ვჭამე და მძიმედ არ ვარ რადგან მთელი დღის ნაშიმშილები ვარ....
30.09.14 13:07 Qeti***
არვიცი გრეჩიხა და მაწონი მაქვს გაკეთებული ცუდი არ იყო მაგრამ მაშინ არ მახსოვს არ ვიწონებოდი რამდნეი დავიკელი არ ვიცი.ახლა ბრინჯზეც წავიკითხე და კმაყოფილები არიან რავიცი დავიბენი ასე ვიცი რა უფ. ხათო მეც გამხდარი ვიყავი ახლა რომ ვფიქრობ და სულ დეპრესიაში ვიყავი და ვდარდობდი მსუქანი ვარ თქო საშინელებაა ნეტავ მეაზროვნა ნორმალურად რა.. კარგია ახლა უკვე აღარ გეკუთვნის ის წონა და ვეღარ იტანს ტანი,მეც ასე ვარ რომ ვიმატებ თითქოს კანში ვერ ვეტევი არარის ჩემი:D:D აი წინაზე ვიყავი 70მდე მგონი ვზომავ ხოლმე ჩემს თავს, 4-5დღეა ვჭამ და დღეს რომ ავიწონე 72და ნახევარი ვიყავი ნუ რაღა დღესაც ვჭამე და ხვალ 73ვიქნები.მოკლედ ასეა გადავწყვეტ რა უნდა დავიწყო როცა დავიწყებ გეტყვით :D:P:*:*:*
30.09.14 12:43 xato77
Qeti*** რომელიმე შენ რომელიც გამოცდილი გაქვს და ნაკლებათ საზიანოა ის დაიწყე, მე ადრე არასოდეს მქონია პრობლემა წონაზე რავი გამხდარი არ ვყოფილვარ მაგრამ ამხელა არასოდეს ახალგაზრდობაში სად რაც 60-62 კილო მახსოვს თუმცა თავი მსუქანი კი მეგონა მაგრამ დიეტა არასოდეს დამიცვია, მე ორი წელია რაც ეს საიტი ვნახე და იმის მერე ჩაუჯექი დიეტებს :D ისიც კი არ ვიცი ასე საშინლად და ქრონიკულად მსუქანი როდის გავხდი, ბოლოს მართლა შემაწუხა სიმსუქნემ, ვგრძნობდი რომ მალე ვიღლებოდი ცოტა სიარულზეც, თან ხომ პატარაც არ ვარ, ეხლა კი თითქოს დავფრინავ :D წინა კვირაში კი რომ გავძეხი ისევ საშინლად ვიგრძენი თავი :D და ეგ მაწუხებდა უფრო :D
30.09.14 12:23 Qeti***
ხახა ხათუშკი მართალი ხარ ასე რომ ღმერთით ისე მეშინია ვიძახი ხოლმე შვილზე პრობლემა არ მქონდეს,უკვე მეხუთე წელი მოდის დიეტები რაც დავიწყე ცოტა არაა.. მეც სულ ვიძახდი არაფერი მაწუხებს ასე იყო მაგრამ ეს ორი წელი პრობლემები მომიგროვდა, ალერგია გამიჩნდა ქრონიკული კოქტეილის ბრალია თუ რა არვიცი ღვიძლი გამიღიზიანდა.ამიტომ ახლა ვფიქრო აღარ დავლიო ეს კოქტეილი და სხვა რამეს მივეჩვიო უფ მეც ეგრე ვფიქრობ დამაკლებინა ერთი 5კგ და მერე მეც 6მდე შევჭამ ეგრეც დავიკლებ თუ ვიაქტიურე იქნებ მერე ვივარჯიშო ვნახოთ.რას მირჩევ ახლა დავიწყო გრეჩიხა მაწონით?
30.09.14 12:18 xato77
Qeti*** ქეთი ჯერ შენ პატარა ხარ და რა უნდა გჭირდეს :დ ისე მეც სულ მაგას ვიძახი ერთადერთი მე წონის პრობლემა მაწუხებს მადლობა ღმერთ ჯერჯერობიტ სხვა მხრივ არაფერი და ექიმთან რომ მივიდე დარწმუნებული ვარ რაც არ მაწუხებს იმაზეც მეტყვის გაწუხებსო და ასე რომ არც მე მინდა წასვლა :D სანამ ვფიქრობ რომ არაფერი მაწუხებს არ მინდა :D ნუ მგონი ეგ წონის პრობლემაც არარ არის მგონი საგანგაშო იმდენად :D მე ასე ვთვლი ცოტა ხომ არ არის 26 კილოს მოშორება :D უფ 85-ზე რომ ვიყავი უფრო მეტი გამომდიოდა მოშორებული მაგრამ რომ ავკრიფე ეხლა ნაკლები ცოტა :D ხოოოოოდა ცოტას კიდევ თუ მოვიცილებ კარგი იქნება :D
30.09.14 12:13 Qeti***
გოგოებო გთხოვთ არ დაიზაროთ და მომწერეთ რომ გადაწყვტო მალე. ესე გრეჩიხა რომ გავაკეთო მაწონთან ერთად როგორ ფიქრობთ ესეთი შედეგი იექნება ხომ კარგი რას იტყვით. ისევ იმ ორ კვირიან ეფექტურ დიეტას ვუმიზნებ...
30.09.14 12:11 Qeti***
მოკლედ წავიკითხე იმდენი დაგიწერიათ გოგოებო:* მიხარია ხათო შენი ამბავი ყოჩაღ ასეც ვიცოდი მეც ასე მემართება ხოლმე.მაგდა და ნინი თვქვენც კარგად დაგკლიათ კარგია ბრინჯს ადრე ვაკეთებდი ყავის ჭიქით ვხარშავდი და მაწონის გარეშე ვჭამდი და კი ვიკლებდი მაგრამ რაღაც მაწონთან ერთად მეეჭვება,თანაც ერთ ქილას არ ვუკეთებდი გრეჩიხასაც როცა ვაკეთებდი ნახევარი ქილა ვყოფდი. ეს კალორიების დათვლა მაგარია აბა რა მაგდა როგორი განათლებული ხარ ამ საკითხში რა კარგია მომოწნს რომ გისმენ უნდა ვიცოდეთ რაც პრობლემა გვაქვს. მე ექიმთან ვერც წავალ ალბათ ათასი რამე მჭირს მეშინია. მოკლედ ვერ გადამიწყვეტია გოგოებო ხვალიდან ვსე აუცილებლად უნდა დავიწყო და რა დავიწყო ვფიქრობ რას შევძლებ იქნებ მომეხმაროთ არჩევანში არ დაიზაროთ:*
30.09.14 11:55 xato77
nini-19 ნინი გრეჩიხასთან უფრო გემრიელია მაწონი :D აი ბრინჯთან მე არ გამისინჯია არასოდეს
30.09.14 11:49 nini-19
Magda dzalian cotas vushvebi xarshvis dros, ogond ise cotas rom arc ki etyoba, umarilo ufro wavida mawonze tore arc shevchamdi umarilos, erti suli maqvs xval rodis gatendeba rom shevchamo :-D grechixa ar maqvs nachami mawontan ertad da mainteresebs misi gemoc, am dgeebshi erti dge magas shevcham
30.09.14 11:45 dreamer552
Makoterine28 ყოჩაღ, ძალიან ძლიერი გოგო ხარ. პურზე მეც ვაფრენდი და რამდენი წელი იმის გულისთვის ვერ ვეკარებოდი, რომ მერე კუჭზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენდა და კრუნჩხვებში მაგდებდა ერთი ნაჭერიც კი. გამოსავალი პურის შემცვლელია, არც გამძიმებს და თავის მოვალეობას ასრულებს.

რაც შეეხება ვინმეს რამე ურჩიო ჩემო კარგო, სისულელეა. ჩვენ ვწერთ ჩვენს საკუთარ თავზე რაც გამოვცადეთ რეალობას და თუ უნდათ გაითვალისწინებენ. მე მხოლოდ ჩემს პირად მოსაზრებას ვამბობ, თორემ ეს თითოეულის გადასაწყვეტია, როგორ მოეპყრობა საკუთარ თავს.

ადამიანი სანამ თავად არ მივა იმ დასკვნამდე თუ რა სახის კვება ესაჭიროება,მანამდე არაფერი გამოვა, სხვის ნათქვამს არ იჯერებენ. არა უშავს, იმედია როცა მივლენ სწორ დასკვნამდე, რომ შიმშილი ან არასწორი კვება(ეს უკანასკნელი მე მეხებოდა) პირდაპირ უკავშირდება ბევრ დაავადებას, რადგან ამ დროს უამრავ
სასარგებლო და აუცილებელ ვიტამინებსა თუ მინერალებზე ამბობენ უარს, მანამდე სერიოზულად არ დაიავადმყოფებენ თავს.
პირადად ჩემები არ ითვალისწინებენ ჩემს ნათქვამს. დედაჩემი უჩივის სისუსტეს.ვეუბნები შენს ასაკში კი არაა საქმე,(ასაკიანიც არაა) არამედ იკვებები ძალიან არასრულფასოვნად და ენერგიაც იმიტომ გაქვს ნული.არა ,მე სად შემიძლია ჯანსაღ კვებას მივდიო, იმდენი საქმე მაქვს მთელი დღე, საწოლამდე ძლივს ვაღწევო(რამდენიმე წელია სოფელში გადავიდა დედ-მამა საცხოვრებლად). კი მარა რძის ნაწარმი, კვერცხი, ბოსტნეული, ამაზე მეტი რაღა ჯანსაღი საკვები გინდა(თან შენი მოყვანილი) უბრალოდ არ იკეთებს მოხარშულებს, შაქარს და ცხიმიანს არ ანებებს თავს, არ გვაქვს საშუალება ჯანსაღად კვებისო. არადა რო დავიანგარიშე იმ უმაღლესი ხარისხის ხორცეულ-ბეკონ-ტკბილეულ-ტორტეულში იმხელა თანხას ვისვრიდი, ახლა მისი მესამედიც არ მეხარჯება. არ უნდა დიდი თანხები ჯანსაღად კვებას, გონების მობილიზება და ნებისყოფის გამომუშავება სჭირდება ამ საქმეს. შენ გინდა, რომ გარშემომყოფები კარგად და ჯანმრთელად იყვნენ, მაგრამ შენს კეთილ ნებაზე არაა თურმე. დავეხმაროთ ერთმანეთს და გავამხნევოთ. ჯანმრთელობაა აუცილებელი წინაპირობა სრულფასოვან ადამიანად რომ ვიგრძნოთ თავი. ყველას წარმატებები.
30.09.14 11:41 xato77
sokosail1 აბა წეღან 78 მიჩვენებსო დაწერე, მერამდენე დღეა მაინც მე 6 დღე გამიცერდა და შევეშვი თუმცა შენსავით ეგეთი დიეტა რომ დამეწყო არ მივანებებდი უფრო ასე რომ მიიყვანე ბოლომდე, როგორ იქნება რომ მეტი არ დაიკლო
30.09.14 11:19 sokosail1
ხო 76 ვარ უკვე არც მახსობს მერამდენე დღეა
30.09.14 11:11 xato77
meider(gio) გიო შენც გამოგვეხმაურე არ დაიკარგო და წვალება არ ცაყარო წყალში, შემოგვიერთდი, ხო აი ასეთი ცუდი რამე დამემართა წონასტან მიმართებაში :D
30.09.14 11:09 xato77
sokosail1 სანამ შენი კომენტარი ბოლომდე ჩავიკითხე კინარამ მოწერა დავიწყე, ჯიბრში ჩავუდგებიო რომ დაწერე მეთქი ჩემსავით არ დაეწყოს მეთქი, მაგრამ კარგია კარგ აზრს ადგახარ, სოფო 76-ზე არ იყავი? თუ რამდენი გაკლდა? აი ეგ მაცოფებს ხოლმე მე
30.09.14 11:03 xato77
mamagda წავიკითხე თქვენი დაწერილი კალორიებზე, მართლა მინდა მერე მეც დავიწყო ეგრე და ის მაინც მეცოდინება რომ მთელი დიეტის და შიმშილის დროს არ ვიფიქრებ ვაიმე ამას როდის შევჭამთქო, მაგრამ ნებისყოფა უნდა ალბათ მაგარი, მაინც ვერ ვხდები ძალიან თქვე ალბათ ვისაც გაგიკეთებიათ უკვე გამომუშავებული გაქვთ რას რამდენი კალორია აქვს, ისეთ რამეს ვჭამ თქო რომ ვთქვა ეგრეც არაა, ეგაა საღამოს მიწევს დაახლოებით ჭამა ამ დროს როცა ვჭამ წლებია უკვე ასე ვარ, ექვსის მერე ვარ სახლში და რაც არ უნდა ვჭამო რა თქმა უნდა მერგება, შემწვარ რამეებს ხშირადაც არ ვჭამ, შემწვარი კართოფილი რამდენი ხანია არ მიჭამია, თეთრ პურსაც ძალიან იშვიათად, ან თითქმის არ ვჭამ, რაღაც დიეტური თუ შვრიის პურები რომ არის თუ ქატოსი, რავი მაგას ვყიდულობ ხოლმე და თეთრი პური აღარც მინდება საერთოდ, ძალიან იშვიათად თუ შოთი ვიყიდოთ ისეც სახლში მაგრამ წინა კვირაში აი ეგ ვჭამე კარგად გემრიელად კაი ქარხნულ ყველთან ერთად, ყველი მიყვარს უზომოდ :D უჰ რამდენს ვწერ :D მაგრამ მაინც ვერ ვამბობ იმას რისი თქმაც მინდა, ერთი ეგა რომ თუ საქეიფოდ ვარ მაშინ არ ვიკლებ არაფერს, რა ვქნა მაგის გულისტვის ღირს მომატება ხანდახან და მერე წონის კონტროლი, რას იტყვი შენ მაინც ვიცი რომ არ ხარ წინააღმდეგი :D
30.09.14 11:01 sokosail1
როგორ ხარტ ლამაზებო?მე 4 კვერცხი ვჭამე და ვაშლის მეოტხედი და სასწორი 78 მიჩვენებს .ახლა გავგიჟდე თუ რა ვქნა ა?ავდგები და მეც ჯიბრში ჩაიუდგები ჩემ ორგანიზმს და ჯინაზე არ დავარღვევ.ვნახოყ ერტი რა გამოვა.თან იმხელა სუფრაზე ვარ და წყალს ვწრუპავ
30.09.14 10:53 mamagda
მე დავაკვირდები, კიდევ დავიკლებ თუ არა, ხვალამდე. ტუ აღარ დავიკელი სასურველად, კეფირს გავაგრძელებ. სულ მესინია, რომ ასე გემრიელად რომ ვწამ, ვერ დავიკლებ. წიწიბურის გამოცდილება მაქვს და ალბათ იმიტომ...
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია