Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 3158781-ჯერ
სხეულის მასის ინდექსი არის ორგანიზმის ქონის კოეფიციენტი: წონა/სიმაღლე2

მიღებული კოეფიციენტის მიხედვით შეიძლება ითქვას გამხდარი ხართ, მსუქანი, თუ იდეალური წონა გაქვთ.

კოეფიციენტი არის 18.5 ან ნაკლები
ძალიან გამხდარი
18.5 - 24.9ნორმალური
25.0 - 29.9მსუქანი
30.0 - ან მეტი
ძალიან მსუქანი

მასისი ინდექსი შეიძლება არ შეესაბამებოდეს რეალობას, რადგან არ ვიცით ორგანიზმში წონისა და კუნთების მასის თანაფარდობა.

მასის ინდექსის კალკულატორი:

სქესი: მამრობითი მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
ტანის ზედაპირის ფართი = 2
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ნანახია 3158781-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(50416):

01.09.14 06:51 dreamer552
Makoterine28 სრულიად გეთანხმები. მე დიეტას ვერანაირად ვერ ვიცავდი. აი სწორედ სასჯელად ვთვლიდი მეჭამა ის, რაც იქნებ სულაც არ მინდოდა. ამ კალორიების დათვლით კი მხოლოდ იმას ვჭამ რაც მომწონს, სასარგებლოა და შედეგიც მოაქვს. ეს 100 დღე ძალიან სასიამოვნოდ გავატარე. დისკომფორტიც არ მიგვრძნია და საერთოდ ვთვლი, რომ ეს არის ჯანსაღი კვება. საზიანო ამოვიღე მხოლოდ (შემწვარი, შაქარი, მარილი, ცომეული, გაზიანი) და სულ ესაა.
01.09.14 06:44 Makoterine28
dreamer552 ზუსტადდდ და რაც მთავარია დიეტა სასჯელი არ არის ის არის გზა რომელსაც ნელ ნელა გავდივარ სასურველი შედეგის მისაღებად, ისე მომწონს ჩემი გარდასახვა ჩემი სხეული რეაქცია ხალხი ამას არაფერში აღარ გავცლი, მე მაინც ყველას მოგიწოდებთ ჯანსაღათ იკვებოთ და კალორიები თვალოთ, მთელი 10 წელი აი ამ დიეტებით ვიკლავდი თავს და შედეგი 87 კილოა :( შედეგი ცოტა დააყოვნებს სამაგიეროდ მთელი ცხოვრება სასურველი წონაა :*
01.09.14 06:42 dreamer552
itato მთელი საუკუნეა ლამის დაბადებიდან ვჭამდი შოკოლადს. ერთი დღე არ ყოფილა ტკბილი არ შემეჭამოს. დღეს შესრულდა 100 დღე რაც კალორიების დიეტაზე ვარ(შედეგი -16 კილო) და არ გავკარებივარ არანაირ შოკოლადს, ტორტეულობას,მოკლედ შაქრის შემცველობა რასაც აქვს, უარვყავი. მე თავადაც გაოცებული ვარ, გონება უკვე ასეთ საკვებს შხამად აღიქვავს. მეუღლემ რამდენჯერ მოიტანა ტორტი, ტკბილი, გაზიანი სასმელები და თვალები შუბლზე ასდიოდა თავიდან, შენ და ტკბილეულზე უარს ამბობო. ხომ არის გინდა, მაგრამ დიეტაზე, რომ ხარ თავს უკრძალავ. მაგრამ ჩემს შემთხვევაში საქმეც მაგაშია, რომ აღარ მინდება.ვთვლი, რომ ესაა გონების სრულყოფა. ფსიქოლოგია დიდ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებისეულ წვრილმანებშიც კი.
01.09.14 06:34 dreamer552
Makoterine28 სწორად დაწერე ჩემო კარგო, გონება ანგარიშმიუცემლად ასრულებს მონოტონურ ქმედებას, ჩაციკლულია ერთზე, რადგან გონების პატრონი ვერ გამოდის კომფორტის ზონიდან,იმ შეგუებული უაზრო რეჟიმის ტყვეობიდან, რომელიც სინამდვილეში დისკომფორტს უქმნის მთელ მის არსებას. ვერავინ ვერ ხვდება რატომ გაექცა წონა(მათ შორის მეც).იმიტომ, რომ ჩვენი სხეულის მონა გავხდით და გონება აღარ გვემორჩილება. საკმარისია გამოფხიზლდე, გონებას მოუხმო, რომ ასე აღარ შეიძლება, მაშინვე ყველაფერი თავის ადგილას დგება.
ასე, რომ გოგოებო, დიეტას უბრალოდ არ უყუროდ, არამედ იმ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა რადგან დაისახეთ, ეს უდიდეს ნებისყოფაზე მიანიშნებს. ყოჩაღ, გოგოებო ყველამ განაგრძეთ წინსვლა და გახსოვდეთ ამით არა მარტო სხეულის ფორმებს ხვეწავთ, არამედ თქვენს ნებისყოფას გამოიმუშავებთ.
მე უკვე დარწმუნებული ვარ, რომ წონა არავითარ შემთხვევაში არ წავა ზევით, რადგან მისი მართვის სადავე უკვე ხელში მაქვს.
01.09.14 06:34 itato
მაკოტერინე28 საქმე იმაშია რომ ძან კლებადი ვარ,ესა რომ ვარღვევ ხოლმე,უბრალოდ ახალი დაწყებული მაქვს დიეტა და ვერ ავუღე ჯერ ალღო,რადგან კლებას რომ ვერ ვხედავ კარგად მერე უფრო ვღორდები.აი მაგალითად დღეს ხომ ხედავ ცოტა ხნის წინ მკაცრად ვიცავთქო,ეხლა ერთი პლეტკა შოკოლადი ვჭამე,40 გრამი ეწერა პაჭკას.ახლა თავი მეზიზღება ასე კარგი შემართებით როცა მოვდივარ მერე რატომ ვარღვევთქო.რა ვქნა მეტს აღარ შევჭამ,არც გერკულეს და აღარც შოკოლადს.ვსიო აწი დღეს წყალზე ვიქნები მარტო. :(:(:(
01.09.14 06:33 Makoterine28
nini-19 ჩემო ნინი მასეა მასეეე ეს მოდელები და მსახიობები ახალნამშობიარები ასე არიან ისე რომ ამბობენ ვგიჟდები , ეხლა რომ ვფიქრობ თუ ნორმალურად იკვებე არც ბევრს არ მოიმატებ ორსულობის დროს, მე 20 კილო მოვიმატე, რატომმმმ :))) ხინკლები პილმენები ღამე თავს მივართლებდი მშიათქო :( მოკლედ არ შეიძლება ასე რა არაააა, სტრიები მეც მაქვს გვერდებზე მგონი მაგას არაფერი შველის რაღაც კი ვნახე ოპერაცია თუ რაღაც მაგრამ არ ვიცი ზუსტად ტრუილია მალამოები და კრემები ფული არ გადაყარო,
01.09.14 06:26 nini-19
მაგრამ სტრიები კი მაქვს N რაოდენობიტ, მუცელზეც და ტეძოებზეც, ვინმემ რამე ხომ არ იცით ისე ამის მოსაცილებლად ან ტუ ხდება საერტოდ მოცილება
01.09.14 06:25 nini-19
მართალია მაკოტერინე, კი ორსულობის პერიოდში გავსუქდი მაგრამ ბავშვი უკვე ათი თვისაა და მე ისევ ახალ ნამშობიარებზე რომ ვიყავი ისე ვარ, თუმცა მუცელი არ დამრჩენია მოშვებული რადგან 7თვიანი გავაჩინე და შესაბამისად არც დიდი მუცელი მქონდა, ეხლა გამოვეკიდე წონას, აქამდე რატომ ვერ ვხვდებოდი რომ ცუდ ფორმაში ვიყავი არ ვიცი
01.09.14 06:14 Makoterine28
itato მესმის შენი ჩემო კარგო მე არანაკლებ დღეში ვიყავი გარეთ გასვლა მეზიზღებოდა თან მე მუცელი მქონდა საშინელ ვიდზე მოშვებული პატარაც აღარ ვარ ბავშვიც მყავს, არაა მასე რომ იძახიან ბავშვი გავაჩინე და ასე მეკუთვნის და ასეო არაა რა თუ თავს მიხედავ ყოველთვის მაგარ ტანზე იქნები ეგ მგონი ინიღბებიან და იგონებენ, 1 თვის ნამშობიარებს არ ეხება 6 თვის მერე ნელ ნელა შეგიძლია თავს მიხედო და იდეალურ ფორმებზე დახვიდე, ნუ წახვალ ფიტნეს ცენტრში სახლში იდეალურად მოახერხებ ყველაფერს, სამწუხაროდ გვიან მივხვდი ამას, 6 წლის ხდება ბავშვი, არ შეიძლება გაღორება , ეხლა სულ სხვა ტვინი მაქვს და სულ სხვანაირად ვიცავ დიეტას და ყველაფერს სხვანაირად აღვიქვამ, თორემ მე ისე ვიყავი ტანსაცმელი აღარ მქონდა მეზიზღებოდა დილა რომ თენდებოდა რა ჩამეცვა თან სიცხე ოფლი, მოკლედ
01.09.14 06:08 itato
მაკოტერინე 28 მე 92 კგ:(:(:( 3 კგ დავიკელი ამ კვირაში. დღეიდან გავამკაცრე.დღეს მარტო გერკულესზე ვარ და წყალზე.ჯერ არ დამიღვევია.ხვალ შოკოლადს ვფიქროობ... აუცილებლად ყოველ მიზეზ გარეშე სექტემბრის ბოლოს 80 უნდა ვიყო. 10 ოქტომბრისთვის საქართველოში მოვდივარ და 80 კილოზე რომ არ დავიდე არაფრით არ წამოვალ. ანუ დიეტაზე ვარ დამოკიდებული.როგორც კი დავინახავ სასწორზე 80 კგს მაშინვე განვუცხადებ ამათ მივდივართქო.:D:D მართლა ხუმრობის გარეშე ვამბობ,დიეტაზე ვარ დამოკიდებული როდის წამოვალ.80 კგ მინდა უეჭველი
01.09.14 06:07 Makoterine28
ხო მე არა ისე მაგრად ვხდები და ისე მიხდება სიგამხდრე ( ვის არ უხდება) და პროსტა ვერ ვხდები რატომ მივიყვანე თავი იქამდე რომ 87 კილო გამვხდარიყავი, არ ვიცი ვერ ვხვდები
01.09.14 05:56 nini-19
ხო ამიტომ ვფიქრობ რომ 67კილოს ვერ ვერასდროს ჩამოვცილდები, ან ტუ ჩამოვცილდი ვიქნები მართო ძვალი:D
01.09.14 05:56 nini-19
მე ვარ დზალიან დზვალმსხვილი, ხომ ამხელა წონა ვარ მაგრამ ქონები ნამდვილად არ მკიდია, მოკლე კაბასაც და სჰორტას მსჰვენივრად ვიცმევ, მკვრივი ტანი მაქვს
01.09.14 05:51 Makoterine28
itato მე ვარ 1.71 სიმაღლეში და 66 კილოზე პროსტა მაგარ ტანზე ვიყავი, ეხლა ჯერ ბევრი მიკლია მაგ წონამდე მაგრამ 76 კილო ვარ და აი იცი როგორ ვიდზე ვარ ძაან მსუქანია რომ ვერ იტყვიან პროსტა ნავარჯიშევი ვარ, შენ რამდენი კილო ხარ ეხლა?
01.09.14 05:34 xato77
mokled dges shindi vchame mjavea da dieturi xili iqneba :-D kide qliavi mogvitanes samsaxurshi magidaze win midevs da cocxali tavit ar vekarebi, shemjavrda :-D wina kvirashic orjer vchame da grami ar damaklebina mag dgeebshi.
01.09.14 05:33 nini-19
ვნახე სასიკვდილო დიეტა, აუ როგორ მინდა რომელიმე ესეთი მკაცრი დავიცვა, 3 იდან გადავწყვეტ რომელიმეს და გავაკეთებ აუცილებლად, როცა ვეგარ შევძლებ კი გავჩერდები თავს არ მოვიკლავ
01.09.14 04:57 nini-19
კი იტატო მართლა კაი ტანზე ვიყავი, თუმცა ძალიან გამხდარი არ ვინებოდი რათქმა უნდა
01.09.14 04:47 xato77
nini gaixare, aq yvela egre ar vart? ertmanets vbaleshikobt, ar vapireb kviramde dargvevas, ogond jer ras vaketeb ar gadamiwyvetia, dziritadad arapris chamas vapireb :-D xils albat da egaa.
01.09.14 04:37 itato
ნინი 19 163 სმ 67 კილო კაი ტანზე იყავი? მაშინ მე 170 ვარ და 70 კილოზეც კარგად ვიქნები,დღეს ძალიან მკაცრად დავიწყე დიეტა.მარტო გერკულესზე და წყალზე ვარ დღეს,დარღვევის სურვილიც არ გამჩენია ჯერ:D:D
01.09.14 04:35 tamo-tamoc
ნინი შენ თუ იცი მითხარი რა სიმაღლე რითი გავიზომო,სანტიმეტრით გავიზომე ერტხელ და მითხრეს ეგ იტყუებაო
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია