Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111536 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1162759-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1162759-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6363):

05.12.16 08:38 elene992
მეოთხე კვირის პირველი დღეა. დღეს მეხუთე ვაშლის მერე ვაშლიც შემძულდა, ეს დიეტაც და ექვსი წლის წინანდელი ჯინსის შარვალიც, რომლის ჩატევა-არჩატევა განსაზღვრავს ჩემს დაკლება-მომატებას. :D :D :D
03.12.16 14:10 qeti333
ეს დიეტაც საკმაოდ ეფექტურია თუ ზუსტად დაიცავთ,მე კარგად დავიკელი ამ დიეტით,ეხლა ბავშვი მყავს ბუნებრივ კვებაზე თორე ამ დიეტას დავიცავდი,წიწიბურას დიეტა ვამჯობინე ამჯერად
03.12.16 09:58 elene992
მეოცე დღე დასრულდა.
01.12.16 10:00 elene992
n n n ყოჩაღ, შენ. მესამე კვირის მეოთხე დღე მაქვს დღეს, ამ კვირაში არ დამიკლია საერთოდ.
01.12.16 10:00 elene992
Nike კონსერვებზე ალერგია მაქვს და მუდმივად სახლში მოხარშვა მიწევს. წვნიანს როგორ აკეთებ შენ?
30.11.16 14:32 n n n
8kilodavikeli bolomse davicavi
30.11.16 10:56 Nike
elene992 რატო ხარშავ ბარდას? ქილებში ხო მოხარშული იყიდება?
ხვალ მე-3 დღე მაქვს და მაინტერესებს ბარდა რო წვნიანში ვუქნა არ შეიძლება? თუ აუცილებლად ცალკე უნდა ვჭამო?
30.11.16 04:08 elene992
მე-17 დღე. ამ ბარდის ხარშვა გადამიყოლებს. )))
29.11.16 12:07 Nike
გამარჯობა. პირველი დღე წარმატებით დავასრულე. ^_^
მაინტერესებს მცირე რაოდენობის მარილს დასაშვებია?

28.11.16 11:26 n n n
27 დღე მიილია გემრიელ საჭმელს მონატრებული
28.11.16 09:44 elene992
15 დღე. როგორც იქნა. დასრულებამდე აღარ ვიწონები. 62 ვარ.
28.11.16 06:17 mamagda
ვიწყებ დღეიდან. დიდი იმედები არ მაქვს, მარა რას ვკარგავ... 4 კილოც რო დავიკლო, ბედნიერი ვიქნები
27.11.16 14:03
Magalitad holandiuri yvel an rame ro ver vishovo da saertod ro gamovtovo sheidzleba? (Arafrit chavanacvlo)
26.11.16 09:09 n n n
25 დღეც თითქმის მიილია)
25.11.16 13:06 n n n
ეს დღეც დამთავრდა როგორც იქნა მგონი არაავინ აგარ შემომრჩა აქ მარტო დავრჩი მარა ჯიუტად დავიცავ ბოლომდე სულ რამოდენიმე დღე დამრჩა 13))))) ამაში შენარჩუნების დღეებიც შედის)
25.11.16 06:07 n n n
ვეღარ ვძლებ(((((((
24.11.16 12:44 n n n
22დღე -6.700
მგონი ძაან ცოტაა
24.11.16 10:17 n n n
ბისაკოდილი ან პიკოლაქსი ან დუფალაკის სიროფი
24.11.16 06:16 elene992
მეორე კვირის მეოთხე დღეა. ნელა ვიკლებ, მაგრამ სახეზე და ფეხებზე შედეგს ნამდვილად ვხედავ.
24.11.16 06:10 elene992
n n n, რომელ წამლებს, შეგიძლია დაწერო?
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია