Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 19685 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 110744 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 628203-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 628203-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6141):

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 ... 308
09.10.19 06:09 ende
მე-4 და მე5 დღის გადადაცვლება თუ შეიძლება
07.10.19 14:46 ende
მოგესალმებით,
ბოსტნეულის და მწვანილის გარეშე, როგორ აკეთებთ ბულიონს? (მარილის მიღება თუ შეიძლება)
05.10.19 10:10 სალიომე
Weria isedac rom meore mesame kvirashi ar iklebto
04.10.19 07:37 tamotamo5
ეს დიეტა მგონი ბიჭებისთვის ან ვისაც ბევრი ჭარბი წონა აქვს იმათთვისაა კარგი, მესამე კვირაზე ვარ და მეორე მესამე კვირა წონას ვინარჩუნებ და არ ვიკლებ საერთოდ... კი ამბობენ რომ მეოთხე კვირას იკლებო მაგრამ არვიციი... ველოდები აბა მეოთხე კვირას
04.10.19 05:43 სალიომე
Anu zustad ertad vaketebt, 30shi daviwye mec, ramdeni wlis xsr da ra wonidan daiwye
01.10.19 11:21 ბერიქალი
მე ვაკეთებ....30სექტემბრიდან....და ერთად დავამარცხოთ....
30.09.19 06:35 სალიომე
Salami, vinme aketebt exla am dietas? Dgeidan viwyeb, 115kilo
28.09.19 06:54 tamotamo5
ყავას მეც რძის გარეშე ვსვამ ხოლმე, მაგრამ პირველ დღეს გაგიჭირდება... იქნებ მაწონით ცადო ჩანაცვლება რომ არ იყო მშიერი მთელი დღე. ან კარფურში შეიძლება იპოვო სხვა ტიპის რძე, ქოქოსის ან სოიოს, თუ ძროხის რძეს ვერ სვამ
27.09.19 13:32 ქეთევან მწარიაშვილი
ამ დიეტის დაწყებას ვფიქრობ და პრობლემა რძეშია რადგან არ მიყვარს და სუნზეც ცუდად ვხდები? არ შეიძლება სხვა რამით რომ ჩავანაცვლო?თან ყავაც რძით არის? :(
25.09.19 15:03 tamotamo5
მეორე კვირაზე ვარ, ვინმე აკეთებთ? შემომიერთდით @diet40days
03.09.19 06:50 tamotamo5
ბულიონს როგორ აკეთებთ ბოსტნეულის გარეშე??
24.08.19 09:36 Anni2000
ვინმე აკეთებთ ამჟამად? :დ
01.08.19 09:51 ketarrrrr
უკაცრავად იქნებ ვინმემ მიპასუხოთ 100 გრამი ყველი და 100 გრამი პური ძალიან ბევრია და მაინც ამდენი მივიღო უბრალოდ რო შევამცირო?
30.07.19 10:32 Konstanca
გამარჯობათ მაინტერესებს კიტრი პომიდვრის სალათზე მწვანილი და ხახვი თუ შეილება და შავი პურს რომელს მირთმევთ ლიტვურის გარდა შეილება სხვა ?
20.07.19 08:25 tamisko
ირშაბათიან ვიწყებ 25 კგ მაქვს ზუსტად ამ დიეტით დაკლებული 2 თვეში , 10 იც მოვიშორო და ეგაააა
17.07.19 15:53 ragadaan
რაც შეეხება სტრიებს - ველედას აქვს სტრიების ზეთი და ძაან კაია.ოღონდ წითელ და ახლად გაჩენილ სტრიებს ეხმარება იმ შემთხვევაში თუ დღეში ორჯერ მაინც შეიზილავთ კარგად. თეთრ სტრიას ასე ამრტივად ვერ უშველით და მასინ კორექცია უნდა გაიკეთოთ ლაზერით მოიშოროთ ან რამე.და ცელულიტის პრობლემაც ექნება აქ ხალხს - ეგეც ველედას არყის ხის ზეთი დღეში ორჯერ მე მაგათ ვხმარობ და კმაყო ვარ. იყიდება ჯი პი სი.ში
17.07.19 15:50 ragadaan
და კიდე ნუ არღვევთ რა ბლინ შეგრცხვეთ ბოლო ბოლო და მიეცით მაგალითი ერტმანეთს. და ისა, ბულიონის კუბიკს ვიყენებ მეც და რავი კითხვები თუ გაქვთ გამოუშვით.გუდ ლაქ.ჩაო
17.07.19 15:45 ragadaan
მერე: ჰოლანდიური ყველი აუცილებლად ჰოლანდიაში წარმოებული არ უნდა იყოს )) ანუ ყვითელი ყველი გაუდა ან ედამი შეგიძლიათ მიირთვათ იყიდება ჩვეულებრივად კარფურსა და სხვა მაღაზიებში.მერე - გირჩევთ ნუ აიწონებით დიეტის ბოლო დღემდე (იასნია დასაწყისში ნახეთ რამდენი ხართ) და ნუ შეიქმნით სასწაულ მოლოდინებს.ამ დიეტით იკლებთ სტაბილურად ნელა მშვიდად და იმენა ცხიმები გეწვებათ. მერე კიდე რო წერთ დღეს ვიწყებ დიეტასო და დავწერ შედეგსო, ის ხალხი სად ქრებით ? ანუ ასე ჩვეულებრივად იკიდებთ თავმოყვარეობას და ერთ ეკლერზე ან 5 ხინკალზე ცვლით საკაიფო ფორმებს? არ გრცხვენიათ ? მიიყვანეტ რა ბოლომდე დაწყებული
17.07.19 15:42 ragadaan
კაი.დავიწყოთ იმით რო რომ წერია 15 დან 20 კილომდე იკლებთო არ გულისხმობენ რომ 60 კგ იანი ხალხიც ამდენივეს დაიკლებთ ასე რომ იი მირტი სიმი კილიგრიმი დივიკილი იმ დიიტით ხალხი ცოტა დაფიქრდით, ეს დიეტა გათვლილი იყო იმ დროისთვის შეილება 100 კგ ან მეტ კგ მყოფ ადამიანზე. ასე რომ პირველ კვირაში რომ 2 და 3 კგ იკლებთ ოკ არის. მერე - ზოგადად ძაან კაი დიეტაა იკლებთ ნელ-ნელა და სტაბილურად.მაქვს ეს დიეტა გაკეთებული 2 ჯერ ახლა მესამედ ვარ და რაც შემეძლო (მთლიანობასი 7-8 კგ დავიკელი)
20.06.19 12:13 ორშაბათიდანვიწყებ
მე ამ დიეტით დავიკელი 8 კილო
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 ... 308
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია