Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 18723 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 110189 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 674949-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 674949-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6017):

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 ... 301
20.12.17 14:30 ვინცხა
რამდენჯერმე მაქვს ეს დიეტა დაცული. არასდროს მეოთხე კვირა არ გამიკეთებია.უბრალოდ ვაგრძელებდი.იმდენად ვეჩვევი ცოტა ჭამას, რომ ჩემთვის საკმარისია. მთავარია რაიმე გარემოებამ არ შეგიშალოს ხელი, დაბადების დღეები, დღესასწაულები... ერთი სიტყვით რეჟიმიდან თუ ამოვარდი, მერე ძნელია მიბრუნება.
მეოთხე კვირის მენიუ ჩემთვის ძალიან მიუღებელი აღმოჩნდა.დღეს მეოთხე კვირის მესამე დღეა და მუცელი მტკივა(კიტრი და პომიდორის დღე) .სრულად ვერც-ერთ პროდუქტს ვერ ვჭამ. 1,5 კგ ხორციდა 1 კგ-ც ვერ შევჭამე. ვერც კიტრი და პომიდორს მოვერიე 1,5 კგ-ს.

ერთი სიტყვით , როგორც ვფიქრობდი, ისეა . დიეტა კარგია, ოღონს მე-4 კვირის გარეშე. გაგრძელებე შეგიძლიათ. შეგიძლიათ ხორცის დღეებში გამოიჩინოთ იმპროვიზაცია და სხვადასხვა უცხიმო ხორცი მიირთვათ, მოხარშული ან გრილზე შემწვარი. ან თევზით ჩააანაცვლოთ. ასე, რომ დიეტა კარგია.
15.12.17 09:49 მარიამი მარიამი
მესამე კვირის ბოლო. დავიკელი 0.5 კგ. .ანუ მეორე -მესამე კვირას დავიკელი ჯამში 2 კგ. დავიწყე მეოთხე კვირა
13.12.17 09:02 მარიამი მარიამი
დიეტა რო დავიწყე 91 კგ ვიყავი. პირველ კვირას დავიკელი 5 კგ, მეორე კვირას 1.5კგ. ეხლა ვასრულებ მესამე კვირას და ვნახოთ რამნდენს დავიკლებ. წერია რო მეორე მესამე კვირას არ იკლებ და მე დავიკელი, ალბათ ვარჯიშის გამო.
10.12.17 04:16 mamagda
ხო, ეგ, ვინცხა, ვინცხამ მიაწერა, ადრე არ ეწერა, ერთი 7 წლის წინ. ისე, ცოტა თავშეკავება კია საჭირო, რათქმაუნდა დიეტის მერე
08.12.17 08:15 ვინცხა
დიეტის რუსულ ვარიანტში წონის შენარჩუნების დღეები ვერ ვნახე. თუ ვინმემ იცის ამიხსნას ეს საერთოდ რა არის? დიეტას რომ დავამთავრებთ მერე? ესეიგი უფრო მკაცრ დიეტაზე გადავდივართ?
07.12.17 09:19 მარიამი მარიამი
ამ დიეტის დროს დღეში ერთჯერ ან ორჯერ ვსვავ უშაქრო ნალექიან ყავას, დაბალი წნევის გამო. არა მგონია ამით რამეს ვარღვევდე, პირველად არ ვსვავდი და წნევა დამეცა .
დიეტის დროს ვჭამ ყველაფერს უშაქროს და უმარილოს.
07.12.17 09:08 მარიამი მარიამი
გამარჯობათ! მესამედ ვაკეთებ ამ დიეტას, ბოლოს გავაკეთე 7 წლის წინ,დავიკელი 13კგ. ეს დიეტა კარგია იმით, რო დარწმუნებით ვიცი, რო პირველ კვირას დავიკლებ 5 კგ, რა თქმა უნდა თუ დავიცავ ზუსტად, პროდუქტის ჩანაცვლებას არ ვაკეთებ ,პირიქით ბევრი რამე ამოვიღე და საერთოდ არ ვჭამ . (ყველი, ბულიონი, ლორი) . ცოტა წყალს ვსვავ, ეს ამ დიეტას უხდება. ვვარჯიშობ.
მაინტერესებს ერთი რამ : შეიძლება თუ არა რო მესამე კვირის მენიუს მაგივრად ეგრევე მეოთხე რთული კვირა გავაკეთო, იმიტომ რომ მეოთხე კვირას ყველაზე მეტს იკლებ წერია და ვინც იცით ან გაგიკეთებიათ მომწერეთ რა.
შენარჩუნების დღეები აუცილებლად უნდა გაკეთდეს არა?წინასწარ მადლობა, წარმატებები ყველას.
01.12.17 16:19 bkrsulik
შეეცადეთ 6 საათის მერე არაფერი არ მიიღოთ. ბოლო კვება 6 საათამდე.
01.12.17 16:16 bkrsulik
99 კგ - 12 კგ 3 კვირაში და 3 დღეში. ბოლო კვირას 3 ჯერ ჯერობით სამ დღეში - 3 კგ
01.12.17 15:07 san
გოგოებო სალამ! დღეს დავიწყე ეს დიეტა, დავამთავრე პირველი დღე და ცოტა გამიჭირდა მაგრამ არვნებდები. 90 კილო ვარ და რავიცი მინდა რო დავიკლო რადა ბიჭები უფრო იკლებენო კომენტარები გავჩითე და მართალია? დამაიმედეთ ცოტა, და კიდე ის ჰოლანდიური ყველი რო არვჭამო და ჩვეულებრივი უმარილო ყველი ან სულგუნი რო მივირთვა არ მოსულა? და შენარჩუნების დღეები ვერმივხვდი ამიხსენით რა, პირველად ვარ დიეტაზე ამ ზაფხულში მოვიმატე 12 კილო.
29.11.17 11:08 eluska
გამარჯობაა
ახალი ვარ და წარმატებები მისურვეთ :)
დღეს 4 დღე მაქვს და ჯერ ვერაფერს ვერ ვგრძნობ :(
66 კილო ვარ და 53 მინდა
29.11.17 03:27 shorena23
მე ხვალიდან დავიწყებ იმედია დავიკლებ 61კგ ვარ 51 სმ და მინდა 50 გკ-ზე ცჰამოვიდე
28.11.17 06:45 ვინცხა
გუშინ დავიწყეეს ეს დიეტა. 10 წლისწინ გავაკეთე და აც კმაყოფილი დავრჩიძალიან. საქმე იმაშია, რომ ამას დიეტას კი ვერ დავარქმევ, ეს უფრო არის კვების სწორი რეჟიმი. საკვები მრავალფეროვანია და საკმარისი. მეტი არც უნდა ჭამო. 10 წლის წინ ერთმანეთის მიყოლებით გავაკეთე რამდენიმე დიეტა. მახსოვს, რომ დავიწყე ლომიძის დიეტით და დავამთავრე უგულავას დიეტით. 27 კილო დავიკელი 5 თვეში. ოღონდ უნდა აღვნიშნო, რომ მე მ-4 კვირის მენიუს არ ვაკეთებ და უბრალოდ ვაგრძელებ წინა კვირეების მიხედვით. დიეტის შემდეგ ისე მივეჩვიე ამ დრეჟიმს რომ კარგა ხანს ვაგრძელებდი, ოღონდ მენიუში ცვლილებები შემქონდა. 2 წელის განმავლობაში შევინარჩუნე წონა. შემდეგ ნელ-ნელა მოვიმატე,მაგრამ წონაზე(102 კგ) არასდროს ავსულვარ. ახლა ვნახოთ რა შედეგი მექნება,ვარ 64 წლის , 162 სმ სიმაღლე და 92 კგ. იმედია მეყოფა ნებისყოფა და 75 კილომდე ჩამოვალ. ყველას გისურვებთ წარმატებებს.
27.11.17 08:14 marusa1
2 კვირაში 1.300 კგ დავიკელი
27.11.17 03:59 tikuuna
მე დავიწყე წინა კვირას და შაბათს შემომერღვა. 1 კილო დავიკელი 5 დღეში, მაგრამ ავკრიფე ამ ორ დღეში. დღეს თავიდან დავიწყე, 67 კილო ვარ და მინდა 60ზე ძალიან, ახალ წლამდე. ვინ დაიწყეთ დღეს?
26.11.17 06:31 ninucaa 13
დღეს დავიწყე ეს დიეტა, ვარ 74 კგ და მინდა 60 ;)))
მგონი უნდა ჩამოვიდე შენარჩუნების დღეებიანად თუ გავაკეთებ.
ვინმე არ იცავთ ?
26.11.17 06:29 tekla-26
აუ, მეორე კვირიდან მეწყება საოცარი დემოტივაცია..ორჯერ დავიწყე და ორჯერვე ესე დამემართა, პირველ კვირაში ვიკლებ 5-7 კილომდე, მერე საერტოდ ერთ გრამსაც ვერა, პირიქით, მგონი მოვიმატე..შემდეგი ორი კვირას ვერანაირად ვერ ვქაჩავ, ვერ შევიგნე რო ცოტა ნებისყოფა უნდა გამოვიმუშავო´))
26.11.17 06:27 anushkebiii
აუ, მეორე კვირიდან მეწყება საოცარი დემოტივაცია..ორჯერ დავიწყე და ორჯერვე ესე დამემართა, პირველ კვირაში ვიკლებ 5-7 კილომდე, მერე საერტოდ ერთ გრამსაც ვერა, პირიქით, მგონი მოვიმატე..შემდეგი ორი კვირას ვერანაირად ვერ ვქაჩავ, ვერ შევიგნე რო ცოტა ნებისყოფა უნდა გამოვიმუშავო´))
26.11.17 06:26 nucaa29
n n n რამდენი კოლგრამი იყავი როცა დაიწყე?
26.11.17 06:23 soppka
ბოსტნეულის წვნიანი როგორ მოვამზადო?კომბოსტო,სტაფილო ბულგარული, კარტოფილი,ჭარხალი და მწვანილები არა?
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 ... 301
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია