Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 19947 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111269 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 774636-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 774636-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6283):

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 ... 315
05.05.20 08:08 Saliiooo
აქამდე თქვენს კომენტარებს ვადევნებდი თვალს და ახლა პირველად ვწერ. პირველ კვირაში 4.500კგ დავიკელი. მეორეში 1კგ. მეორე კვირამ ცოტა კი გამიცრუა იმედები, მაგრამ არ ვბებდები. დღეს დავიწყე მესამე კვირა და იმედია კარგ შედეგს დავდებ. წარმატებებს გისურვებთ ყველას.
05.05.20 08:06 Saliiooo
გამარჯობათ
04.05.20 21:46 Salome g
პირველ კვირას 3.200 მეორე კვირა გაჩერდა გრამი არ მომიკლია მაგრამ.არ ვარღვევ.არ დაარღვიოთ თქვენც
04.05.20 18:46 სს
gamarjoba dges gavida 1 kvira da minus 7 kg...yvelas organizmi infividualuria pirveli kviris mere megobarma saertod ver daiklo mara shemdeg or kvirashi daiklo bevri...ar daargviot aucileblad iqneba shedegi
04.05.20 15:51 Naniko7505
Ori dgis win 700 grami mqonda daklebuli.dilas aviwone da 1.150 maqvs moklebuli srul ert kvirashi.cotaa namdvilad tumca ar vnebdebi
03.05.20 12:30 Salome g
გოგოებო არ დანებდეთ ამ დიეტამ ნელნელა იცის კლება ფორმებს ცვლის,ჩემი გამოცდილებით გეუბნებით,ბოლომდე მიიყვანეთ და მიაღწევთ შედეგს
03.05.20 09:48 Naniko7505
დიეტის პირველი კვირა დღეს დავამთავრე და 700 გრამი მაქვს დაკლებული.ჩემი მიზანი 7 კილოა იმედია დიეტის ბოლოსაც ასეთი იმედგაცრუებული არ დავრჩები.არ ვარღვევ.წარმატებები
03.05.20 07:51 Naniko7505
გამარჯობათ გოგონებო
03.05.20 07:50 Naniko7505
გამარჯობათ გოგონებო
02.05.20 17:49 Qeti317
Gამარჯობატ გოგოებო,დგეს ერტი კვირა სჰემისრულდა Dა დავიკელი 2:300 მგონი ცოტაა:( მაგრამ რადგან დაიდზრა ცონა Uკვე მიხარია:)))) წარმატებები ყველას Gოგოებო ერტმანეტს მოტივაცია Mივცეტ არ Dაგვეზაროს: ეხლა მეორე Kვირაზე Gადავდივარ დროტა გამვალობასჰი შHეგეხმიანებიტ
02.05.20 08:12 ლალუკა
Dilamshvidobisa.bostneuli supi gaakete gadamowure da mxolos wveni miirtvi.bostneuli sheinaxe da momdevno dges ro gaqvs bostneulis dge mashin miirt i.me ese vaketeb.
02.05.20 05:24 ნიტა
გამარჯობა გოგოებო
01.05.20 20:16 ნინი1410
მოგესალმებით. მოკლედ მინდა ამ დიეტის გაკეთება მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე . ბულიონი ბოსტნეულის და მწვანილის გარეშე როგორ გავაკეთო? მხოლოდ ხორცის ნახარში? მადლობა
01.05.20 19:23 ketokk
გოგოებო გამარჯობაᲗ, მოკლედ ვაპირებ დაწყებას და უბრალოდ ვერ გავიგე და იქნენ ამიხსნაᲗ 1. ბოსტნეულის სუპი აუცილებელია?
2. ᲨენარᲩუნების დᲦეები როდის უნდა გავაკეᲗოᲗ , როცა მᲗლიანად მოვრᲩებიᲗ დიეტას??? Თუ როდის ხდება იქნებ ამიხსნაᲗ?
30.04.20 07:52 Salome g
მოგესალმებით ყველას 1 კვირის წინ დავიწყე კლება -2.6 ,შეიძლება ცოტა მოგეჩვენოთ მაგრამ წლების წინ იგივენაირად დავიწყე და თვის ბოლოს -7 ვიყავი ბოლო კვირა ვერ დავიცავი თორემ ალბათ უკეთესი შედეგი მექნებოდა(მოვიწამლე),წარმატებებს და ნებიაყოფას გისურვებთ ყველას❤
28.04.20 12:51 ლალუკა
Amas plius vgebulob mwvane chais.limintan ertad.cxels.da gingeric ro daumato kargi iqneba albat.
28.04.20 12:46 ლალუკა
Es kitxva mec mawixebda.am dietis shemdeg shekruloba mawuxebs.anu realuria.vfiqrobdi sinamaqis chai davlio yovel game.torem gausazlisia
28.04.20 10:56 ლ.ვ
სალამი :)
ხირითადად ქალბატონები აქტოურობა.
მე მოვრჩი მთლიან ციკლს და ეხლა შენარჩუნების დღეებზე ვარ. წიწიბურაზე პირველი 2 დღე.
-13 კილოგრამი წავიდა ჯერჯერობით. (192 სმ, წონა 103 გკ .)
დასაკლები დამრჩა სულ რაღაც 8 კილო.
ეს დიეტა როგორც გინდა სრულფასოვნად აკეთო მაინც იწვევს შეკრულიბას და რთულად ცხოველქმედების პროცესს.
შესაბამისად გლიცერილის სანთელს გირჩევთ თუ 3,4 დღე არ გქონიათ მოქმედება.
ერთ რამეს დავამატებ
მე დიეტასთან ერთად 3 პატარა დანამატს ვაკეთებს რაც შედეგს უფრო აჩქარებს.
1. ყოველ დილას 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და ჩაწურული ლიმონი დაახლოებით პატარა ლიმონის 1/3.
2. ძილის წინ 1/3 ლიმონი და მარილის კოვზის მოცულობის გატარებული ან დაბლენდერებული ჯინჯერი (ჯანჯაფილი) , 1 ჭიქა წყალში არეული.
მაღალი წნევის მქონე თუ ხართ მარიკის კოვზი გაანახევრეთ, რადგან ჯინჯერი იწვევს წნევის ოდნავ აწევას და ორგანიზმის შეხურებას.
3. მსუბუქი სტეპ ან აერობიკა უთუბზე 20-25 წუთი საღამოს, ბოლო ჭამიდან 1 საათში. ძააან მსუბუქი ფაქტიურად უბრალო მოძრაობებია რაც აუმჯობესებს ნივთ. ცვლას

ჯინჯერი იდეალურია ცხიმის სწრაფი წვისთბის.

მოხარული ვიქნები თუ ჩემი რჩევებით და გამოცდილებით დაგეხმარებით.

28.04.20 09:59 sofaa
გოგოებო, თევზს თუ ჭამთ და რომელს?
28.04.20 07:27 ლალუკა
დილამსვიდობისააათ.აბა როგორ ხართ.მიირთვით რძიანი ყავა და თაფლიანო შაბი პური? მე ეხლა მივირთვი.წარმატებები
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 ... 315
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია