Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 18296 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 109452 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 540320-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 540320-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(5779):

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 ... 289
08.01.17 12:11 mamagda
მე ხომ სამშაბათს მაქს რძის დღე და მეორე დღეს ავიწონები, მანამდე ჩავიფუშები
08.01.17 12:10 mamagda
მე ვყოფ და ეგებ, არც შეიძლება.ისე, ხვალ დილით უნდა ნახო წონა, უზმოზე, ეგაა შენი წონა ერთი კვირის მერე. დღეს, სხვათა შორის, კიტრი და პომიდორიც მშვენივრად მივირთვი, ისევ საციგაოდ ვიყავით და იმისთანა მშიერი მოვედი, ერთი თეფში მოტოვებული სუპი აშკარად ვერ დამაკმაყოფილებდა
08.01.17 10:29 nino89
დღეს ავიწონე და 70.500 ვარ. ანუ 3,5 კილო დავიკელი 1 კვირაში :)
მე მგონი ძალიან კარგი შედეგია :)
08.01.17 10:28 nino89
აბცდ:წარმატებები, ხვალ ჩემი მეორე კვირა იქნება, ასე რომ დაახლოებით ერთნაირად ვიქნებით.
ხვალინდელ დღეს როგორ გადავიტან არვიცი, თან ძალიან მოთენთილი ვარ, ბევრი ჩაი უნდა დავლიო.
მაგდა: სუპის გაყოფა თუ შეიძლებოდა არვიცოდე, ეგრე ვიზამ მეც, თორე უკვე მგონია, რომ პირიქით ძალიან ცოტ-ცოტას ვჭამ და ამიტომ ვარ შეუძლოდ.
08.01.17 05:25 mamagda
ABCD, წარმატებები! მგონი, ყველას გვაქვს ეს უკვე ერთხელ მაინც გაკეთებული...
08.01.17 05:04 ABCD
გამარჯობათ გოგოებო, სხვა დიეტის ძებნას აგარ დავიწყებ და ისევ გამოცდილს გავაკეთებ, ხვალიდან ვიწყებ უგულავას... წონა ისე გამექცა რო სასწორზე ვეგარ ვდგები, ათ კილომდე მაქვს მომატებული და იმედია დავიკლებ
08.01.17 04:53 mamagda
ხო, ხანდახან წონაზე არ გეტყობა, მარა მოცულობაში კარგად იკლებ. ადრე ვაკეთებდი მე გაროხს ცალკე, მწვანილით და ხახვით, მაგრამ მბერავს და თავი დავანებე. კიტრს და პომიდორს ჭამ? მე თითქოს ორივე ძალიან მიყვარს, მაგრამ სუპის დღეს არ მინდება. საღამოს თაფლიან ჩაის ვსვავ და ვსიო. სუპს ვჭამ ერთხელ შუადღეზე და მერე ერთხელ საღამოსკენ, 5-6-სთვის
08.01.17 03:49 nino89
მე კარტოფილს და გაროხს სუპში არ ვუშვებ ცალკე ვხარშავ, გუშინ ძაან მომშივდა და საღამოს 1 ვაშლი შევჭამე,
ძალიან გამხდრად ვგრძნობ თავს უკვე :)
ავიწონები კიდე, მაინტერესებს :D
07.01.17 15:57 mamagda
კაია, ნენ, რომ გვიერთდები. ხო,ნინო, სუპის დღეს მეც სულ მშია ხოლმე. ხვალ მელოდება ეგ ბედნიერება. თან ვაშლი მადას მმატებს. მე სუპს ვიკეთებ ბევრს, ნუ მთელი კვირის დოზას, 4 კარტოფილით და ბევრი ბოსტნეულით, რაც მომხვდბა, გაყინული, უმი... კიტრს და პომიდორს ვერ ვჭამ. და ვინახავ ნახევარს შემდეგი ჯერისთვის. გაროხსაც არ ვუშვები...
07.01.17 14:51 nino89
ნენ= აბა შენ იცი, წარმატებები :)
07.01.17 14:09 nen
მეც ხვალიდან ვიწყებ.იმედია გავუძლებ. დგეს კარფურში ვიყავი და ერთი კვირის მოვიმარაგე, რომ არ დავარგვიო, იმედი მაქვს 8 კგ დავიკლებ პირველ კვირაში. წონა ბევრი მაქვს. ერთ კვირაში დავწერ შედეგს
07.01.17 13:47 nino89
ხო 3 ჯერ ვჭამ და ახლა ძალიან მშია, რა ვქნა არვიცი :D
მაგრამ გავძლებ მაინც, ძალიან მინდა გახდომა, აპრილში სამოგზაუროდ მივდივარ და მინდა კარგად გამოვიყურებოდე :) მე ვიწონები როცა მახსენდება :D
07.01.17 08:17 mamagda
კაია, ნინო. მე სადღაც 67ზე ოდნავ მეტი ვარ. აწი არ ვიწონები, თან უნდა მომივიდეს და ისედაც მეტს მაჩვენებს ეს დღეები და ტყუილად გავიფუჭებ ხასიათს. 3-ჯერ ჭამ დღეში? მე ერთ ხუთ ჯერზე ვანაწილებ, თორემ პორციაც დიდია, თითოეული და თან მერე, გვიან მომშივდება
07.01.17 07:28 nino89
დღეს მე 6 დღეა, ყველაფერი კარგად მიდის, 71 კილო ვარ :)
06.01.17 12:34 mamagda
უი, კეფირის მაგივრად მაწონი ვჭამე, მაწონი მახსოვდა... მაგრამ ცოტა ვჭამე
06.01.17 08:54 nino89
Ok vcdi aba mec, 2 dgec damrcha da meore kviras daviwyeeeb :)
06.01.17 07:54 mamagda
ხო, მე ხვალ მელოდება ეგ დღე. თუმცა, დღევანდელიც მიყვარს. იცი, რას ვშვები ხოლმე? პურს ტაფაზე ოდნავ ვაშრობ, თუ ვფხაკავ თუ რაც ქვია. მაგარი გემრიელია და უფრო ანაყრებს, თაფლთანაც, ყველთანაც და ლორთანაც
06.01.17 01:47 nino89
უი მართლა))) მე ავსტრიაში,რა ახლოს ყოფილხარ :P :)
დღევანდელი დღე ძალიან მიყვარს თაფლი და კარაქიანი პური :))))))
05.01.17 15:33 mamagda
ხო, მეც გერმანიაში ვარ. მე ახალ წელს გავაკეთე ხინკალი და საერთოდ, ეს დღეები იმდენი ვჭამე, მართლა არ მენატრება არაფერი. სუპის დღეს საღამოს სისუსტე მაქვს და მშია
05.01.17 15:26 nino89
რავიცი ნორმალურად, ჩემთან ჯერ 9 საათია, სხვა ქვეყანაში ვარ. ხვალ ხინკალი უნდა შეუკვეთოს ჩემმა მეგობარმა, მე თვალებს და ცხვირს ავიხვევ :D
მე პირიქით სუპის დღე მიყვარს, განსაკუთრებული არ მიყვარს სულ მშია :(
ვნახოთ რა იქნება, ბოლომდე მინდა გაკეთება ძაან,
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 ... 289
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია