Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 20107 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111415 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 871762-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 871762-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6321):

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 ... 317
27.04.20 16:01 ლალუკა
გაგიმარჯოთ.წარმატებები ყველას.ამ დიეტას მესამედ ვაკეთებ და რა დიდი სიამოვნებით.პირველ კვირას 5 კილო დავიკელი.და თან რაგაც რაგაცეენს ვარგვევ სულ.დგეს ისევ დავიწყე.მხოლოდ რძეზე ვარ.იმედია მივაღწევ 4 კვირამდე.
27.04.20 13:39 irina84
რა მაგარია, 3 კილო საქმეა! ისე გამახარე!! დღეს რძე ცოტა არ იყოს გამიჭირდა
27.04.20 13:38 irina84
რა მაგარია, 3 კილო საქმეა! ისე გამახარე!! დღეს რძე ცოტა არ იყოს გამიჭირდა
27.04.20 13:16 NatoNato87
დილამშვიდობის, როგორც დაგპირდით, მეორე ორშაბათის წონა შევიმოწმე, 3 კგ დამიკლია, კარანტინის პირობებში სრული უძრაობის გათვალისწინებით, მშვენიერი შედეგი მაქვს. გამარჯობა ირინა, თქვენობით საუბარი არაა საჭირო, აქ ყველა თანასწორები ვართ ქონებთან ბრძოლაში :) მიხარია, რომ ერთად ვაკეთებთ დიეტას. პირველი დღე ცოტა რთულია, მაგრამ ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადაიტანო. უკვე დამთავრებული გექნება დღე, ჩემთან ჯერ დილაა. რძიანი ყავა ჩავამთავრე და მუშაობას ვიწყებ. შემართება რომ არ დავკარგო, გუშინ საღამოს კაბები დავათვალიერე და ყოველ დაკლებულ 10 კილოგრამზე საკუთარ თავს დავაჯილდოვებ. ჩემი დანგრწული ფსიქოლოგია ტორტებით დაჯილდოვებაზეა დაპროგრამებული, ცუდად ვარ ტორტი, კარგად ვარ ტორტი, ჩვეულებრივად ვარ-ტორტი, ხასიატზე მოსასვლელად. ჰოდა, ახლა სხვა წახალისებებს უნდა მივეჩვიო. კარანტინი რომ დასრულდება, ფიზიკურადაც უფრო აქტიური ვიქნები, ჩემი ნავიჯების აპლიკაციის მიხედვით ნორმალურ სამუშაო დღეს 7500-8000 ნაბიჯს დავდივარ. ახლა ალბათ 100 ნაბიჯს, საწოლიდან მაგიდამდე და მაგიდიდან სამზარეულიმდე დღეში სამჯერ :) ისე უკეთესიცაა, დასაწყისში ნაკლებად დავიმშევი და იოლად მივეჩვევი ახალ მეიუს. და ბოლოს, დილაობით შევამჩნიე ე.წ. keto breath მაქვს, რაც იმას ნიშნავს ცხიმების დაწვაზე გადავსულვარ, როგორც კი მიეჩვევა ორგანიზმი ახალ რეჟიმს ესეც გაქრება. ამ დიეტით პარალელურად 16 საათიანი შიმშილიც გამომდის (intermittent fasting) გამომდის, დიეტის დაცვის გარეშეც ძალიან ბევრი სარგებლობა აქვს: ქოლესტერინის დონეს ამცირებს, ანთებით პროცესებს აქრობს და რაც მთავარია სისხლში შაქრის თანაბარ დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს. მიხარია ეს ერთი კვირა რომ ჩავამთავრე, ვეჩვევი ნელ-ნელა. ყველას წარმატებები, დიდი გამძლეობა და ნებისყოფა! ირინა, შენ განსაკუთრებულად. გახსოვდეს, რომ პირველ დღეზე ძნელი არცერთი დღეა, და პირველ კვირაზე ძნელი არცერთი კვირა, არ მოდუნდე, ამაზე მეტად აღარ გაგიჭირდება. დროებით
27.04.20 08:41 irina84
NatoNato87მგონია რომ საკუთარ თავზე ვწერდი, რამხელა სტიმული ხართ ჩემთვის! მე დღეს დავიწყე, არ ჩამოუვარდები თქვენს კილოგრამებს( რომელსაც მალე დაანარცხებთ) 106 კგ ვარ. მოდი ერთმანეთს ვიგულშემატკივროთ და მივაღწიოთ საწადელ მიზანს ერთხელ და სამუდამოდ!!!!
26.04.20 15:12 NatoNato87
მოგესალმებით ყველას,
ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ ამ დიეტაზე. 20 აპრილს დავიწყე, დღეს პირველ კვირას ვამთავრებ. 120 კილოგრამი ვარ, ბოლო სამი წელია ვიმატებ წონაში. 173 სანტიმეტრი მაქვს სიმაღლე. თითქმის ყველას კომენტარი წავიკითხე. ძალიან ყოჩაღები ხართ, თითოეული თქვენგანი მოტივაციას მაძლევს. ალბათ რამდენიმე თვის გადაბმა მომიწევს. წავიკითხე, არაა რეკომენდებულიო. რაციონალიზება გამომდის, მაგრამ 120 კილოგრამი წონის ტარება უფრო ცუდი უნდა იყოს, ასე დავასკვენი. ალბათ ჩემი მიზნებიც დაგაინტერესებთ. უამბიციურესი წამოწყება მაქვს, 20 სექტემბრამდე 68 კილოგრამზე უნდა ჩამოვიდე. ბევრი დრო არ მაქვს, მხოლოდ ხუთი თვე და დასაკლები 52 კილოგრამი, ლამის ახლანდელი წონის 45 %. -14,-12,-10,-8,-8. ასე გავთვალე თქვენი კომენტარების მიხედვით. დიეტაში მოცემული საკვების გარდა ვიტამინების კომპლექს ვიღებ, რომელშიც D3, с, ბიოტინი, თეამინი, ნიაცინი, B6, B12, პანტოტენიკი, ფოლის მჟავა, რიბოფლავინი შედის. კალციუმის ნაკლებობად არ უნდა იწვევდეს ეს დიეტა, რძის პროდუქტები მრავლადაა შეტანილი. ომეგა 3-ის მიღებას დიეტის ფარგლებში ვახერხებ, სელის ზეთს ვუმატებ სუპს და 100 გრამი პროტეინი ვცდილობ ორაგული იყოს უმეტეს შემთხვევაში, ოღონდ არა ფერმაში გაზრდილი, რომელშიც არასასურველი ნივთიერებები ნაკლებადაა. აქ ხშირად ახსენებდნენ კუჭის მოქმედებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რაც ამ დიეტის შემადგენლობიდან გამომდინარე ნაკლებად უნდა წამოიჭრას, თუ პროდუქტების გამოტოვებას და ჩანაცვლებას ავერიდებით. აქ უამრავი პრობიოტიკი და უჯრედისია, რაც კუჭნაწლავის ბაქტერიებისათვის პირიქით სასარგებლოა. მაგალითად, რძე არაპასტერიზებული და ცხიმგამოუცლელი უნდა იყოს, პური აუცილებლად მთლიანი მარცვლის ფქვილისგან დამზადებული, ყველი გაუდა ან ედამი, მაღალცხიმიანი და არა თეთრი, ტომატის წვენი ნატურალური პომიდვისგან გამოწურული, უნდა მივირთვათ კეფირი არომატიზატორების გარეშე და არავითარ შემთხვევაში ჩავანაცვლოთ იოგურტით, თუმცა მაწონი კარგი ალტერნატივა იქნება თუ კუჭის მაღალმჟავიანობას არ უჩივით. რაც შეეხება ბულიონს, მისი მიღება აუცილებელია, რაც მთავარია, ბულიონში გულისხმობენ ხორცისა და ძვლის ნახარშს, რომელიც პროტეინებს და კოლაგენს შეიცავს და ორგანიზმს ეხმარება მინერალებით შევსებაში, სახსრების ფუნქციის აღდგენაში, კუჭნაწლავის მიკროფლორის გაუმჯობესებაში. ბევრმა თქვენგანმა ახსენა გონების დაბინდვა და სისუსტე, დიეტის ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში ეს პრობლემები არ უნდა შეგექმნათ. ვაპირებ ორშაბათობით ავიწონო ხოლმე და ანგარიშგებასაც ჩაგანარებთ ყოველ ორშაბათს. ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს და განსაკუთრებით უნდა მოვინდომო, რომ დიეტის გეგმას ზედმიწევნით მივყვე. კითხვა გაგიჩნდებათ, აქამდე როგორ მიიყვანე საქმეო. არ მკითხოთ, მეც არ ვიცი, არ მიფიქრია საკუთარ თავზე, ყველაფერში ვხარჯავდი ნებისყოფას და ენერგიას გარეგნობის გარდა. ახლა თავის მართლებას აზრი არ აქვს, ყველაფრის მიუხედავად არ უნდა მიმეშვა წონა, მაგრამ გამოვასწორებ ამ რამდენიმე თვეში. წარმატებებს გისურვებთ ყველას. გამიხარდება, თუ იაქტიურებთ და საკუთარ გამოცდილებას, სირთულეებს და პროგრესს გაგვიზიარებთ, მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს. დროებით.
25.04.20 18:07 ლ.ვ
სალამი მომხმარებლებს.
ჭარბწონიანი არ ვარ მაგრამ ამ დიეტას ხშირად ვაკეთებს როცა 10-15 კილოგრამის დაკლება მსურს.
ეს დიეტა კაცის ორგანიზმისთვის შესანიშნავია.
ქალებს ვისაც ჭარბი წონა აწუხებს იკლებს 7-10 კილომდე.
კაცი უფრო მეტს. მე მაგალითად 10 ზე ნაკლები არასდროს დამიკლია. სასურველია თუ წონის შენარჩუნების დღეებს გააკეთებთ.
1 და 4 კვირას იკლებ საგრძნობლად.
ეხლა 28 დღეზე ვარ და -11 კილოგრამია შედეგი.
მეოთხედ ვაკეთებ ბოლო 3 წელში.
წარმატებები ყველას :*
24.04.20 17:18 Emy
გამარჯობა! შეგიძლიათ მითხრათ რომელი ასაკიდან არის რეკომენდირებული ამ დიეტის მოხმარება?
21.04.20 17:26 Teoteona
გაამრჯობა. დღეს დავიწყე დიეტა და ვნახოთ რამდენს დავიკლებ. წარმატებები მეც და თქვენც☺️☺️
16.04.20 20:20 nini.k
quokka ძალიან დიდი მადლობა ამოვიწერე რეცეპტი, თქვენც ასევე წარმატებას გისურვებთ.
15.04.20 17:34 quokka
NINI.K
მე ასე ვამზადებ: პატარა ხახვს ერთ სუფრის კოვზ ზეთში ვშუშავ, ვუმატებ ერთ დაჭრილ პამიდორს, ვასხავ წყალს და ვამატებ ბოსტნეულს (წიწაკა, სტაფილო, 2 კარტოფილი, ხან ბარდასაც და ვანაწილებ ორივე ბოსტნეულის დღეზე, გააჩნია პოციის რაოდენობას). ბორშიც გამიკეთებია ხან სუპის ნაცვლად, ხორცის და მარილის გარეშე. :) წარმატებები ;)
15.04.20 17:17 nini.k
გოგოებო შეგიძლიათ გამიზიაროთ სუპს როგორ ამზადებთ? მადლობა წინასწარ და წარმატებები :)
15.04.20 10:45 quokka
ანია, წარმატებები :)
15.04.20 08:57 ანია
ქოუკა ერთად შეუდგეთ რა))ჩემი შვილიც იწყებს დღეს))დაწერე შედეგები გთხოვ
15.04.20 07:38 quokka
ძალიან კარგი დიეტაა, ყოველ გაკეთებაზე მინიმუმ 10 კილოს ვიკლებ მე. დღეს დავიწყე ისევ და იმედია კარგად ჩაივლის ყველაფერი. პირველი დღე მეზარება ძალიან
15.04.20 07:34 quokka
ძალიან კარგი დიეტაა, ყოველ გაკეთებაზე მინიმუმ 10 კილოს ვიკლებ მე. დღეს დავიწყე ისევ და იმედია კარგად ჩაივლის ყველაფერი. პირველი დღე მეზარება ძალიან
15.04.20 06:11 nini.k
13.04 დავიწყე ეს ამის გაკეთება მანამდე ბორშის დიეტა გავაკეთე და რამოდენიმე დღე შევისვენე და გოგოებო სუპში მარილს საერტოდ არ უშვებით?
14.04.20 20:47 talia
ანია> მოტივაცია მოძებნე და ნერვები აღარ გაგახენდება:)
14.04.20 19:13 ანია
თათია ვცდილობ მაგრამ ნერვი შეიწირა
14.04.20 11:03 talia
ანია> ორგანიზმზეა დამოკიდებული ზოგს გვიან აქვს შედეგი მე მაგალითად მეორე კვირაზე რომ გადავედი ერთიანად მქონდა შედეგი ძირითადათ ეგრე ხდება მერე აქვს ერთიანი შედეგი ამ დიეტის ჩვეული ამბავია ეს ამიტომ გააგრძელე ზაფხული მოდის :)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 ... 317
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია