Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 18478 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 109805 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 586027-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 586027-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(5956):

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 ... 298
30.01.18 06:00 კუჭმაჭი
გამარჯობა მეგობრებო,

უკვე მეორედ დავიცავი ეს დიეტა და ერთი კილოც კი ვერ დავიკელი, რამაც ძალიან დამაეჭვა. ჩავიტარე გამოკვლევები, თუმცა საეჭვო არაფერი აღმომაჩნდა. ამის შემდეგ გადავწყვიტე კარგად გამომეძია თუ რაში იყო საქმე. ჩემმა შოკისმომგვრელმა აღმოჩენამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - აღმოჩნდა რომ ეს დიეტა დიეტოლოგ დარიკო ნემსაძისა და ერთერთი ევროპული ყველის დისტრიბუტორი კომპანიის მზაკვრული ჩანაფიქრია და რეალურად მხოლოდ ყველის გაყიდვას ემსახურება. აბა დათვალეთ რა დაგიჯდათ ჰოლანდიური ყველი და შემდეგ გადაამრავლეთ იმ ადამანების რაოდენობაზე, ვისაც ეს დიეტაა აქვს დაცული.
წარმატებები!
29.01.18 08:17 damski-kaprizi
დღეს მე5 დღეა.. არ ვიწონები ხუთშაბათს გავიგებ ერთი კვირის შედეგს.. დღევანდელი დღე ცილოვანი იყო.. ძალიან მაგარი დღეა.. დილით ბლომად თაფლიან კარაქიანი პური შუადღესაც კარგად დავნაყრდი. პრინციპში ყველა ჭამა მანაყრებს უბრალოდ ბოსტნეულის დღეებში 4 საათში მაგრად მშივდება.. :(
დღეს მივედი სპორტ დარბაზში სარბენ ბილიკზე ვირბენ თქო, მაგრამ მოკლედ ტრენერმა ტვინი გაბურღა და დამტვრეული მოვედი სახლში ზეგ კიდევ მივალ და ვნახოთ ორი მისვლით კვირის ბოლოს რა შედეგი დაიდება.. 5 კილოს იმედი მაქვს ... ვარღვევ დიეტას ცოტ ცოტას და იმედი მაქვს ვარჯიში გამომიყვანს მდგომარეობიდან..
28.01.18 01:13 damski-kaprizi
დღეს მე4 დღე იქნება.. გუშინ ისე გამიჭირდა ლამის შემომერღვა... წამცდა ხელი.. რამოდენიმე ლუკმა გავიბოთავე .. მაგრამ არ ვთვლი, რომ ჩავთვალო მოტივაციას დავკარგავ.. :D

საღამოს წინასწარ მომარაგებული კიტრი ისეთი ნაგავი იყო.. ურნაში გადავუძახე და სალათის ფურცელი ვჭამე.. პამიდორიც 2 დღეში დალპა მაცივარში და არ ვარგოდა, მაგის მაგივრად მწვანე ბულგარული შევჭამე ერთი... მოკლედ საღამოს ძალიან გამიჭირდა..

დღეს ვნახოთ..
27.01.18 00:03 damski-kaprizi
Salosalo777
პური ბევრი მეჩვენება.. ან უნდა გავანახევრო ან დიეტური უნდა ვიყიდო ლიტვურის თორემ ეს მემგონი შეღებილია..იმიტომაც ვერ დაიკლებ..
26.01.18 12:27 Salosalo777
დღეს პირველი კვირა დავასრულე და 2.500 მაქვს მხოლოდ დაკლებული((
26.01.18 10:10 damski-kaprizi
დღეს ჩემთვის უკვე მეორე დღე ჩამთავრდა.. 100გრამი პური 4 ნაჭერი გამოდის.. ხოდა კარგად გამოკვებილი ვარ მოკლედ დღეს.. დილით თაფლიანი კარაქიანი პური მივირთვი(ამდენს სხვა დროს არ ვჭამ, მაგრამ დღეს რა მომივიდა არ ვიცი).. ბოლო ნამცეცამდე შევჭამე ჩემდა გასაოცრად... შუადღეს რასაც ქვია ვეღარ ვსუნთქავდი ისე ჩავიტენე..
აი ხვალინდელი დღე მაფიქრებს ნეტავ როგორ გავუქაჩავ უპუროდ.. ვნახოთ.. მეც მაინტერესებს..
25.01.18 16:10 Naniko38
დახ მეც ვიწყებ ხვალ და გავამხნეოთ ეთმანეთი. სტიმული იქნება ჩემთვის:))
25.01.18 00:29 damski-kaprizi
გამარჯობათ .. არ ვიცი ძველებიდან ხარ თუ არა ისევ ვინმე. მე2 ბავშვი გავაჩინე ამასობაში და ისევ აქტუალურია წონის დაკლება ოღონდ ამჯერად უკვე 92 კილოს მიარტყა ისარი სასწორმა... და გუშინ საბოლოოდ გადავწყვიტე რომ უნდა დამეწყო ისევ უგულავა...ბევრი ბოდიალის მერე მაინც ამ დიეტას მოვადდექი... დუკანიც ვცადე მაგრამ არ გამომივიდა .. მირჩევნია განსაზღვრული მქონდეს რა და რამდენი უნდა ვჭამო თორემ ისე ვერ ვარეგულირებ თავად.. ძალიან ვიღლები ისედაც იმდენი საქმეა ახლა მთელი დღე იფიქრე ცილოვანი რა ვჭამოო.. თან სულ მშიოდა და სულ ჭამაზე ვფიქრობდი :(...
დღეს მოვიმარჯვე რძით ფინჯანი .... ვინმე ხომ არ იწყებთ ხვალ ან დღეს?
23.01.18 08:44 mamagda
მარტო ორი კვირა გავაკეთე. ძაან შევაჩვიე თავი ამ დიეტას და აღარ მაკლებინებს.
19.01.18 03:45 Salosalo777
ხვალიდან ვიწყებ ამ დიეტას და მაინნტერესებს ბულიონი როგორ მოვამზადო უყბელაფროოთ?
17.01.18 17:22 tamari- mari
Gamarjoba, meeqvse dgeze gadavdivar. Ori kvira vapireb gavaketo da shemdeg bostneulze gadavide 6 kvirit... me mxolod ori kvira vikleb xolme, shemdeg vegar. Shedegs davwer erti kvirisas. Warmatebas da nebisyofas gisurvebt
16.01.18 03:57 mamagda
უი, რა კაია, ვიღაცეები შემომიერთდნენ...ნატაშკინა, რამდენი კილო ხარ? მანამდე დიეტაზე ხომ არ იყავი? მეც ცოტას ვიკლებ, მაგრამ არც რთულია და არც მაღალი წონა არ მაქვს... ნუ მე მიღირს. სტაბილურად ვიკლებ. თან სხვა დიეტებითაც ცუდად ვიკლებ, ისედაც და მერე უკან ვკრიბავ დამშეულზე ყველაფერს. წარმატებები, გოგოებო!
15.01.18 10:16 თამო თ
დღეს დავიწყე მეც და ვნახოთ რას ვიზამ
15.01.18 05:17 ხატია-ხატია
მეც დავიწტე და იმედია ბოლომდე დავიცავ.
14.01.18 13:13 Natashkina
Gamarjobat, gogoebo. 1 kvira davicavi es dieta da mxolod 1.5 kg davikeli:-( zedmiwevnit vicavdi, magram amaod...
11.01.18 03:52 mamagda
მარტო ვარ? ამყევით ეხლა!
62-ზე ჩამოვედი 3 დღეში. ვაშაააა!
09.01.18 08:25 mamagda
დავიწყე მე ისევ. სადღაც 63,5 მაქვს საწყისი წონა. ნუ მეორე დღე მაქვს და 62.5 ვარ. დიიდი იმედი მაქვს, 6-იანს ჩამოვცდები.
22.12.17 11:50 Xatia*dato
Mainteresebs ugulavas dietis dros cota marili tu sheizleba .pamidors ver vcham umarilod
22.12.17 03:21 san
ვაშლი მომგონი მოვ**ან მე, კუჭი დამიბრიდა რაცხაები მტკივა მუცელში. ისე 3 კვირაში 7 კილო დავიკელი:დ
20.12.17 14:30 ვინცხა
რამდენჯერმე მაქვს ეს დიეტა დაცული. არასდროს მეოთხე კვირა არ გამიკეთებია.უბრალოდ ვაგრძელებდი.იმდენად ვეჩვევი ცოტა ჭამას, რომ ჩემთვის საკმარისია. მთავარია რაიმე გარემოებამ არ შეგიშალოს ხელი, დაბადების დღეები, დღესასწაულები... ერთი სიტყვით რეჟიმიდან თუ ამოვარდი, მერე ძნელია მიბრუნება.
მეოთხე კვირის მენიუ ჩემთვის ძალიან მიუღებელი აღმოჩნდა.დღეს მეოთხე კვირის მესამე დღეა და მუცელი მტკივა(კიტრი და პომიდორის დღე) .სრულად ვერც-ერთ პროდუქტს ვერ ვჭამ. 1,5 კგ ხორციდა 1 კგ-ც ვერ შევჭამე. ვერც კიტრი და პომიდორს მოვერიე 1,5 კგ-ს.

ერთი სიტყვით , როგორც ვფიქრობდი, ისეა . დიეტა კარგია, ოღონს მე-4 კვირის გარეშე. გაგრძელებე შეგიძლიათ. შეგიძლიათ ხორცის დღეებში გამოიჩინოთ იმპროვიზაცია და სხვადასხვა უცხიმო ხორცი მიირთვათ, მოხარშული ან გრილზე შემწვარი. ან თევზით ჩააანაცვლოთ. ასე, რომ დიეტა კარგია.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 ... 298
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია