Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111536 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1162756-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1162756-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6363):

12.01.17 15:35 mamagda
ალპური რომელია, წასასმელი არ შეიძლება, სხვა - სულერთია
12.01.17 12:16 Ninna7777
გამარჯობაათ.. მე ცოტა გამოუცდელი ვარ დიეტებში.... უკვე მეოთხე დღეს ვამთავრებ და რაღაც უნდა გკითხოთ ჰოლანდიური ყველის მაგივრად ვჭამ ალპურ ყვეელს.... ძალიან დიდი ცვლილებაააა ვინმე დამეხმარეთ რა
12.01.17 09:56 mamagda
მე-10 დღეა დღეს. მგონი, ყველა გაიფანტა ჩემს გარდა. თითქოს იმდენი იწყებდა და... ნინო, აბა, შენ რას შვები?
12.01.17 07:29 cqnapunaa
მადლობა :* რამდენი ხანია ამ დიეტაზე ხარ ?
12.01.17 06:13 mamagda
ხორცის ნახარშია ბულიონი.ისე, პაკეტის ხორცის ბულიონები, მგონი, საქათველოშიც იყიდება და ის შეგიძლია პირდაპირ გახსნა წყალში. მე სულ არ ვსვავ თუ ვჭამ ბულიონს...
11.01.17 11:44 cqnapunaa
გამარჯობა , ხვალიდან ვიწყებ ამ დიეტას .მაინტერესებს ბულიონს როგორ აკეტებტ?
11.01.17 11:07 mamagda
აბა, გოგოებო, აკეთებთ თუ დაიშალეთ? მე მეცხრე დრე მაქვს დღეს. 9 დღეა სულ მშია...
10.01.17 15:22 mamagda
მე ასე მგონია, რომ რც სითხეზე წერია, არაა მართალი. მეც, საღამოოით 2 ჭიქა ჩაის ვსვავ და დღის განმავლობაში 4 უნალექო ყავას
10.01.17 15:20 mamagda
უფ, გადავგორე დღევანდელი დღე, როგორც იქნა. კი გამიჭირდა, ისე... რით ვერ შევეჩვიე, ვერ ვხვდები. წინა ჯერზე ისე გამიადვილდა...
10.01.17 10:17 nino89
კი, კარგად მიდის ყველაფერი, უბრალოდ რძის დღე გამოვტოვე, ანუ მაგ დღის გარეშე ვაკეთებ, ძაან თავბრუ მეხვეოდა ორშაბათს და ვერ შევძელი. სხვა მხრივ არ დამირღვევია, ვფიქრობ თუ ასე გავაგრძელებ 65 მდე უნდა ჩამოვიდე. უბრალოდ ჩაის ვსვამ ხოლმე ბევრს და ხო წერია არ შეიძლებო
10.01.17 06:45 mamagda
რაც მეტი ვიქნებით, მით უფრო ხალისიანად გავაკეთებთ
10.01.17 05:42 tikuna:)))
გამარჯობათ მეგობრებო! მეც ჩავეწერე ტქვენს რიგებში უკვე მესამე დგეა, აშკარად ვგრდზნობ რო უკვე დავიკელი, მაგრამ არ ვიწონები კვირის ბოლომდე... წარმატებები ველას...
10.01.17 04:00 m@z@i@a
5 წლის წინ გავაკეთე ეს დიეტა ბოლომდე. 78დან 65 კილოზე ჩამოვედი. მერე სხვა მონო დიეტებით 59 ვიყავი .რამდენიმე წელი ვინარჩუნებდი, მაგრამ წინა ახალი წლიდან რო დავიწყე ვეღარ გავაჩერე პირი და ისევ ავკრიფე
10.01.17 03:33 mamagda
ჩორვენი, 10 კილო უნდა დაიკლო,თუ ჯერ არ გაგიკეთებია ეს დიეტა და ბევრი არ გიდიეტია
10.01.17 03:31 mamagda
ერთ კვირაში 2,4 კილო. 66.9 ვარ. აწი, იმედი მაქვს, კვირაში 1 კილოს დავიკლებ. ნინო, ხომ კარგად იქცევი?
10.01.17 01:19 Sofi.sofi
Wesit kargad unda daikloo
09.01.17 15:38 ჩორვენი
დღეს პირველი დღე მქონდა , 79 კილო ვარ. ამ წონით რამდენს დავიკლებ დაახლოებით?
09.01.17 11:16 mamagda
m@z@i@a, მაგარია! ეხ, მეც რო ეგრე ვიკლებდე, უკვე მინუსებში ვიქნებოდი... ხვალ ავიწონები, მარა არ მგონია, 2 კილოზე მეტი მქონდეს დაკლებული ერთ კვირაში.
09.01.17 04:47 mamagda
მშვენიერი შედეგია,ნინო!
09.01.17 04:44 m@z@i@a
მოგესალმებით ყველას. ნებისყოფას და წარმატებას გისურვებთ. დღეს მეოთხე დღეა და -3 კილო დილას ავიწონე. კვირის ბოლომდე 2 კილოს დავიკლებ კიდევ იმედია. 73 ვიყავი, 70 ვარ დღს
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია