Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111536 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1162742-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1162742-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6363):

07.11.16 02:14 pupik
დღეს დაიწყო მე 4ე კვირა,3კვირაში მაქვს დაკლებული 8.500 3-ე კვირაში სადაც არუნდა დამეკლო კიდევ 1.100 მოვიკელი,ძალიანაინტერესებს 4-ე კვირა რამდენს დამაკლებინებს
03.11.16 14:52 n n n
2dgea da ukve nervebi agar myofnos@@@
03.11.16 14:07 pupik
დიდი მადლობა❤️
03.11.16 05:13 lokokina lokokina
pupik
მე როგორ ვაკეთებდი გეტყვი.
2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)-აქ ვჭამდი მოხარშულ წიწიბურას ზეთის გარეშე მხოლოდ ცოტა მარილით.
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე-აქ სტაფილოს, კიტრს და პამიდორს,და ძალიან ცოტა მოხარშულ კარტოფილს. მარილს ასევე მცირე რაოდენობით ვღებულობდი.

5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი-აქ მხოლოდ წყალში და მარილში მოხარშულ ბრინჯს რამდენსაც მინდოდა ვღებულობდი. ხილიდან ლეღვის და ბანანის გარდა ყველაფერს ვჭამდი.შოკოლად სულ შავს 80% ვყიდულობდი და ნახევარ ფილას ვჭამდი დღის განმავლობაში.
03.11.16 02:56 pupik
მე მაინც სხვა დიეტა უნდა გაბაკეტო მერე
03.11.16 02:51 anushkebi888
PUPIK მადლობა, თან ვვარჯიშობ ყოველ მეორე დღეს ფიტნეს სტუდიოში, 15კგ მინიმუმ უნდა დავიკლო და დავიკლებ კიდეც ესე მგონია..წავიკითხე რომ ეს შენარჩუნების დღეები ძაან ეფექტურია და გააკეთე აუცილებლად! წარმატებები :)
02.11.16 15:32 pupik
ანუშკა ოჩაღ გააგრძელე მაგარი გოგო ხარ
02.11.16 15:31 pupik
ლოკოკინა დიდი მადლობა,მაგრ ეგ წავიკითხე მაგალითად პირველ 2დღეს რა უნდა ჭამო ვერ ვხვდები კაი გრეჩიხა და ლობიო როგორ ?შეკმაზული ანუ ზეთიანი?ყველი შეიძლება?ცილოვანი წერია მაგას ვერ ვხვდები
02.11.16 08:49 lokokina lokokina
pupik გამარჯობა!
შენარჩუნებზე ჭამ ამ რაციონს
2 დღეები 2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

მე პირადად ამ პერიოდში შემეტყო მთელი დიეტის შედეგი. არ გამისაზღვრავს რაოდენობები ოღონდ ვცდილობდი დღეში სამჯერ მეჭამა.
02.11.16 07:32 anushkebi888
4 დღეში, 4 კილო დავიკელი, დავფრინავ სიხარულით )) ჭამა ძააან მაგარი რამეა , მაგრამ ეს შეგრძნებაც არაა ცუდი, რომ დღითიდღე ლამაზდები..წარმატებები ყველას!!!!
01.11.16 17:58 pupik
ძალიან მაინტერესებს ვინმეს თუ გაგიკეთებიათ შენარჩუნების დღეები ან რაუნდა ვჭამო შენარჩუნების დღეებში,აქ რა იგულისხმება?
01.11.16 02:28 TAMO 29
anushkebi888 არა მეორე კრუგზე კიარ წავედი 3 კვირის მაგივრად 6 კვირას ვაკეთებ და განსხვავებული კვირა იქნება მე- 7 დე
31.10.16 18:45 pupik
ერთ რჩEვას მოგცემთაიწონეტ ამ დიეტაშI კვირაშI ერთXელ მე ირშAბათOბით ვიწონები
31.10.16 11:00 anushkebi888
მე 94 ით დავიწყე და მესამე დღეა დღეს, ხვალ წესით 90 უნდა ვიყო
31.10.16 10:24 pupik
დიდი წონა მაქვს,ზუსტ შEდეგს გწერთ მოტივაციისთVის
31.10.16 08:34 anushkebi888
თAMO29 ანუ მეორე კრუგზე წახვედი?
31.10.16 07:34 TAMO 29
მე-5 კვირა დაიწყო დღეს რაც ამ დიეტას ვაკეთებ ანუ განსხვავებულ კვირას ვიწყებ მე -7 კვირიდან შედეგს აუცილებლად დავწერ წარმატებები ყველას
31.10.16 03:14 anushkebi888
ანუ ორ კვირაში 8 კილომდე? ძაან მაგარია და რამდენი Kილო ხარ? Mე დიდი ვარ 94 და კიდე მეტს დავიკლებ ალბათ, მადლობა
31.10.16 01:40 pupik
ამ კვირაშI ანუ მეორე კვირაშI დავიკელი კიდევ 3კილო
30.10.16 09:11 lokokina lokokina
გამარჯობა!
მაინტერესებს ამ დიეტის შემდეგ წონის შენარჩუნება როგორ მოახერხეთ? დასრულების შემდეგ მალე ხომ არ იმატე? მსგავსი ხომ არავის შეგმთხვევიათ?
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია