Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111536 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1162740-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1162740-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6363):

28.08.16 07:40 ninomargo
გამარჯობა გოგოებო.. დიდი ხანია არ შემოვსულვარ.. ისევ აქტიური გახდომა მიმდინარეობს:D.. მე კიდევ 53-დან 79-ე ვარ ასული 4 წელიწადში.. ახლა დავიწყე და იმედია დავიკლებ. 47 კილოზე მინდა ჩამოსვლა 3 თვეში.. დიდი წონა მაქვს და მინიმუმ 10 კილოს იმედი მაქვს. ძალიან მონდომებული ვარ, ტკბილზე და საერთოდ არაფერზე რეაქცია არ მაქვს. ჩემი ქმრის ოცნება მინდა ავასრულო, თორემ ჩემი თავი ჯანდაბას, მივეჩვიე ამ წონას.
25.08.16 10:27 chubby
მორჩა, დავიწყე! 21 წლის ვარ,1.65 სმ,62კგ. მინდა 5-7 კილოს დაკლება, აუცილებლად უნდა მივიყვანო ბოლომდე :X
22.08.16 09:14 nuciko20
>>>>>>>> http://gaxdoma.ge <<<<<<<<

დიეტების ყველაზე დიდი ბაზა საქართველოში! აუცილებლად ნახეთ...!
19.08.16 04:38 Sofi.sofi
Meore kvirashi cota avurie kefiris magivrad vashli vchame da sxva dgeebshi cota xili,imedia shedegi meqneba,dges mesame kviris pirveli dgea
18.08.16 02:00 Sofi.sofi
Ar mgonia xilma gagvasuqos,piriqit
16.08.16 03:46 lika@@@
ორი კვირის შედეგი:-6.58 (საზამთროთი ვარღვევ თითქმის ყოველ დღე)
16.08.16 02:03 Sofi.sofi
Meore kviris mexute dgea dges,cota davargvie xilo vchame sxva dges da moxarshuli simindi,gushin sagamos aviwone da 5 kilo maqvs daklebuli
12.08.16 16:53 katusiaa
აქამდე არ ავწონილვარ უკვე 4 დღე გავიდა , 78,5 კგ ვარ :(( იმედია მოვიკლებ :)
09.08.16 06:41 Niiiiiiii
პირველ კვირაშIმვინ რამდენი დაიკელით?
09.08.16 04:07 lika@@
ერთი კვირის შედეგი:67.2 ზე ჩამოვედი 72.18 დან
08.08.16 13:00 Sofi.sofi
4 დღე დავამთავრე დღეს,იმედია ჩავალ ბოლომდე
08.08.16 12:36 tamara22
katusiaa

მე დავიწყე დღეს ისევ :)
07.08.16 15:41 katusiaa
მე ვიწყებ ხვალიდან ვინ შემოიერთდება?
07.08.16 15:41 katusiaa
მე ვიწყებ ხვალიდან ვინ შემოიერთდება?
07.08.16 11:58 tamara22
ესეიგი დავამთავრე 4კვრა დღეს... ბოლო კვირა ვერ დავიცავი კარგად.. წყალს ვსვამდი ბევრს... და გვიან მიწევდა ჭამა.. მთლიანობაში დავიკელი 9 კილო :) ანუ ბოლო კვირაში მარტო 1 კილო :))) ა ხო კიდევ გაზიან სასმელიც დავლიერ ამდენჯერმე ბოლო კვირაში ..


ხვალიდან მინდა თავიდან დავიწყო დიეტა .. ვნახოთ...
07.08.16 02:40 Dred92
ბოლი კვირაზე ვარ 1.5კგ ხორცი ცოტა ტყემლით ვჭამ :d, საბოლოო ჯამში ზოგი რამე ამოვაკელი გრამობას არ ვიცავდი ხან 80 ვჭამდი ხან 200 გრამს. კეფირი არ დამილევია, არც ბოსტნეულის სუპი და ჰოლნდირუ ყველი შევცვალე ჩვეულებრივ უმარილო იმერულზე და მაინც 11 კილო დავიკელი უკვე
06.08.16 14:50 Sofi.sofi
Uwyloba dzan dznelia :(
03.08.16 12:37 Sofi.sofi
Zeg viwyeb imedia davikleb
03.08.16 05:48 Sofi.sofi
Ragaceebi ro amovaklo neta ar eqneba shedegi,magalitad yveli da tafli
03.08.16 05:40 lika@@
Sofi.sofi მე არ დამილევია მარტო რძე დავლიე
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია