Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111536 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1162743-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1162743-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6363):

06.01.17 07:54 mamagda
ხო, მე ხვალ მელოდება ეგ დღე. თუმცა, დღევანდელიც მიყვარს. იცი, რას ვშვები ხოლმე? პურს ტაფაზე ოდნავ ვაშრობ, თუ ვფხაკავ თუ რაც ქვია. მაგარი გემრიელია და უფრო ანაყრებს, თაფლთანაც, ყველთანაც და ლორთანაც
06.01.17 01:47 nino89
უი მართლა))) მე ავსტრიაში,რა ახლოს ყოფილხარ :P :)
დღევანდელი დღე ძალიან მიყვარს თაფლი და კარაქიანი პური :))))))
05.01.17 15:33 mamagda
ხო, მეც გერმანიაში ვარ. მე ახალ წელს გავაკეთე ხინკალი და საერთოდ, ეს დღეები იმდენი ვჭამე, მართლა არ მენატრება არაფერი. სუპის დღეს საღამოს სისუსტე მაქვს და მშია
05.01.17 15:26 nino89
რავიცი ნორმალურად, ჩემთან ჯერ 9 საათია, სხვა ქვეყანაში ვარ. ხვალ ხინკალი უნდა შეუკვეთოს ჩემმა მეგობარმა, მე თვალებს და ცხვირს ავიხვევ :D
მე პირიქით სუპის დღე მიყვარს, განსაკუთრებული არ მიყვარს სულ მშია :(
ვნახოთ რა იქნება, ბოლომდე მინდა გაკეთება ძაან,
05.01.17 11:45 mamagda
ეს სუპის დღე არ მიყვარს. თუმცა, სუპი მესიამუვნა ციგაობის მერე... რაღაცნაირად მაინც მშიერი ვარ და კიტრი და პომიდორი ისედაც არ მინდა.ყველი მიხარია ხვალ. შენ როგორ გადაიტანე დღევანდელოი დღე, ნინო?! იცანდო, შემოგვიერთდი?
05.01.17 09:37 nino89
მაგდა: ოკ, კარგად გაერთეთ :)
05.01.17 07:58 mamagda
მე სადღაც 163-165 ვარ. ხო, კიტრი და პომიდორი მეც არ მინდა დღეს- სუპს შევჭამ მეორედ, ნახევარი ულუპა ვჭამე ჯერ და ერთი ვაშლი. ისევ საციგაოდ ვაპირებ ბავშვების წაყვანას და ენერგიასაც კარგად დავხარჯავ
05.01.17 05:57 nino89
Magda: ara putkunac ar var magram yvelas sxvadasxva wona unda. Dilit aviwone da 71 var. Cota tavbru mexveva dges, gushin kitri da pomidori ver vchame saertod da sheidzleba magitom. Tan cudad mdzinavs sul dietaze tu var
Shen ramdeni xar simagleshi?
Icando: shen ramdeni kilos dakleba ginda? Kaia ro shemogviertdi
05.01.17 05:31 Icando
ავიწონე და 61.5 ვარ, წარმატებები ყველას
04.01.17 16:44 mamagda
ვა, ნინო, რა კარგი სიმაღლე გაქვს, არც ეხლა იქნები პუნტულა... მეც საბოლოოდ 58 მინდა, მაგრამ წელს 62-იც მაკმაყოფილებს. დღეს მეც ჯერ საციგაოდ ვიყავი, მერე სტუმრად და თუ გადავიტანდი დღეს აღარ მჯეროდა. ნუ 2-3 დღეში კარგად შევევჩვევი და აღარ გამიჭირდება
04.01.17 09:51 Icando
პრივეტ გოგოებო, გადავწყვიტე რო ხვალიდანვე დავიწყო, ანუ ხვალ ხო ხუთშაბათია და უწევს განსაკუთრებულის დღე და მეც მაგას გავაკეთებ... ორშაბათიდან კი დავიწყებ ჩვეულებრივად :)))) ხვალ დავდებ საწყის წონას, წარმატებები ყველას
04.01.17 09:44 nino89
Ara ra unda shemomechamos, dges ukv vigrdzeni ro davikeli, 71 kg mainc viknebi. Aviwonebi ro mival da davwer :) dzaan minda 60 an 58
176 var
04.01.17 09:42 nino89
Magda: ho mgoni araferi dashavdeba. Axla saxlshi mivdivar da rodis shevch erti suli maqvs ))) tan chemi megobari modis dges stumrad da marto imas unda gavuketo sachmeli, imedia arar shemomechmeba :D
04.01.17 06:34 mamagda
მე ბულიონს სულ არ ვსვავ
04.01.17 05:49 mamagda
კარგად, ნინო. მგონი, სერიოზულად დავიწყე. თან არ ვჩქარობ და რაც იქნება, იქნება. ოთხშაბათობით ვაპირებ აწონვას.
03.01.17 16:28 nino89
ბულიონს: გალინა ბლანკას ვხსნი მე წყალში და იმას ვსვამ. ხანდახან კი მოვხარშავ ქათამს მაგრამ სულ არ მაქვს მაგის დრო. თაფლიც არამგონია ნატურალური იყოს ჩემი თაფლი, იმედია ბევრი არაფერი დაშავდება.
სხვა არაფერს არ ვცვლი
03.01.17 16:26 nino89
იკანდო: ორშაბათიდან დაიწყე შენ, ერთი კვირით ჩამოვრჩებით არაუშავს.
მეორე დღე დავასრულე დღეს,ხვალ ავიწონები აბა და დავწერ, ზუსტად არვიცი რამდენი ვიყავი დაწყების წინ :( დაახლოებით 74 ან 73.
მაგდა: როგორ ჩაიარა პირველმა დღემ? მე ძაან არ გამიჭირდა, იმიტომ, რომ ძალიან მოვიმატე და გაბრაზებული ვარ :D რამდენი ხანი მეყოფა ეს გაბრაზება ჯერ არვიცი :D იმედია ერთი თვე
03.01.17 15:40 mamagda
იცანდო, ორშაბათს შემოგვიერთდი. მე რამდენი ორშაბათს დავგეგმე, იმდენი რაღაცა გამოჩნდა და გადამედო
03.01.17 15:19 Icando
Gogoebo mec minda am dietis dawyeba, magram shua kviridan araa, orshanatidan daviwyot raaa....
03.01.17 14:37 mamagda
დღეს დავიწყე. მეც ერთხელ 9 კილო მაქვს ამით დაკლებული, ერთხელ -7. ერთიორჯერ კი გავიჭედე 2 კილოზე და ვსიო - მერე, ოდესღაც თავი დავანებე. მეც 70-ს ვუკაკუნებ და დროზე უნდა ვუშველო თავს. გაზაფხულამდე 63 მინდა რომ გავიმყარო რამენაირად. მაშინ, თუ გინდა, ერთად ვაკეთოთ და გავამხნევოთ ერთმანეთი, ნინო89!
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია