Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111536 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1162753-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1162753-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6363):

29.01.17 04:39 mamagda
მიდი, ცადე, ჩორვენი. რამდენი დაიკელი და მერამდენე დღეზე ხარ?
28.01.17 16:54 ჩორვენი
ვინმეს, მიგიყოლებიათ ეს დიეტა? არ მეყოფა დაკლებული კილოგრამები და რა გავაკეთო ვერ ვხვდები. ისე ვარ მოტივირებული ერთ თვესაც გავქაჩავდი
27.01.17 07:45 cqnapunaa
მადლომა MAMAGDA
27.01.17 06:50 mamagda
ბოლო კვირის მეოთხე დღე მაქვს და ამ კვირაში 2 კილომდე დავიკელი უკვე. 1-იც მინდააა
26.01.17 17:23 ჯესიკა
როგორ მიხარია პოზიტიური პოსტები.

ისე მე შიმშილის გრძნობა ძაან შემიმცირდა.

მე ცოტა დავარღვიე, გუშინ ლანჩზე დამპატიჟეს და ძალიან ცოტა სალათი ვჭამე, მხოლოდ ძალიან ცოტა სალათის ფურცლები ცოტა ყველით. არა და მეოთხე დღე იყო, თუმცა იმით დავაბალანსე რომ სადილზე რაც უნდა მეჭამა ამოვიღე.
სასწორი არ მაქვს არ ვიწონები ხშირად თან ჯერ მეხუთე დღეს დღეს :) ბოლოს ავიწონები.

26.01.17 16:17 ჩორვენი
გამარჯობა, გოგოებო . ვიყავი 79 და ვარ 73.700. მესამე კვირა მიდის. მიუხედავაად იმისა,რომ პარასკევს დავარღვიე, თანაც გვარიანად, ალკოჰოლით და საჭმელით (ქეიფით მოკლედ ) შაბათიცმივაყოლე მსუბუქი კვებით და კვირიდან გავაგრძელე, მაინც მაქვს შედეგი და ვიკლებ სტაბილურად. მოკლედ, ჩემი რჩევაა, გააგრძელეთ და არ დანებდეთ :) კიდევ 10-13 კგ ს დაკლება მინდა და უკვე ვფიქრობ იმაზე, მეორე წრეზე წავიდე,თუ რაიმეთი შევცვალო. გამიზიარეთ, თქვენი გამოცდილება
26.01.17 15:13 mamagda
cqnapunaa, გილცავ, მაგარია!
26.01.17 14:20 cqnapunaa
გოგოებო მე მესამე კვირის პირველ დღეზე ვარ დღეს ავიწონე და 6კილომდე მაქვს დაკლებული ანუ მეორე კვირას რაგაც მაინც დავიკელი. წარმატებები ყველას )
26.01.17 08:44 mamagda
69 ვიყავი
26.01.17 06:43 mari1989
mamagda რამდენი კილო იყავი დიეტის დაწყებამდე?
26.01.17 06:38 mamagda
Doddy, ოლომდე მიიყვანე! მე ბოლოში დავიწყე ისევ კლება და პირველად მეც 9 კილო დავიკელი. 7 კილოს იმედი მაქვს
26.01.17 06:25 Doddy
მოგესალმებით :) მეორედ ვაკეთებ ამ დიეტას, 3 წლის წინ 9 კილო დავიკელი. ახლა პირველი კვირის მეოთხე დღეზე ვარ და 2 კილო დავიკელი, 65 ვიყავი რომ დავიწყე. წარმატებები ყველას!
25.01.17 06:29 mamagda
ბოლო კვირის მეორე დღე, ცოტა დამეძრა წონა, 63,6 ვარ. ერთი კილოც რომ დავიკლო, არ ვარ უკმაყოფილო. ორი ვაბშე დაგლიჯავს
23.01.17 20:56 ჯესიკა
mamagda
გაიხარე
ცოტა სუსტად ვგრძნობ თავს, თავბრუ მეხვევა. გამოსვლის 2ან 3 დღეში :)
23.01.17 12:33 mamagda
მაგარია, მარი! ჯესიკა, წარმატებები!
23.01.17 10:18 mari1989
me6 dge da minus 4kg.mshvenieriaa nervebic uketes dgeshi maqvs
23.01.17 09:55 ჯესიკა
mamagda
15 კგ მინდა დავიკლო ჯამში , ცოტა ადამიანად რომ ვირძნო თავი :)
23.01.17 09:51 mamagda
ჯესიკა, ადრე 9 კილო დავიკელი, ეხლა ცუდად ვიკლებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენც ცუდად დაიკლეტ, მე მთელი ცხოვრება დიეტაზე ვარ, მგონი...
23.01.17 09:34 ჯესიკა
Mamagda
რამდენი დაიკელი ამ დროში?
მეორე დღე მაქვს, ნეტა რას ვიზამ :))
ვოცნებობ უკვე გახდომაზე
ერთი პერიოდი სრულიად უმოტივაციოდ ვიყავი და დაკიდებული მქონდა, ახლა ვფიქრობ შევიცვალო
23.01.17 07:10 cqnapunaa
მე ღიპი მივარდება უკვე და ჭკუაზე არ ვაარრ :D
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია