Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111536 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1162745-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1162745-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6363):

18.01.17 11:31 tolia
მაგ ღვინომდე მიდით ჯერ დარღვევის გარეშე და დაარღვიეთ ნუღარ დალევთ საერთოდ მე არასდროს არ დამილევია, უგულავათი დავიკელი პირველი დიეტა იყო რაც გამიკეთებია
18.01.17 11:17 mamagda
ლიტრი არა, 750 მლ, მარა მაინც კაი მთვრალი იქნები... მე საღამოს დავლევ, კი მომენატრა ისე
18.01.17 09:35 cqnapunaa
1ლიტრი წითელი ღვინო რო დავლიო კაი მთვრალი ვიქნები
18.01.17 07:59 mamagda
ისე, გოგოებო, შენარჩუნების დღეებში რომ წერია, ცილოვნებიო და ლობიო და წიწიბურაო, არ დაიჯეროთ, არც ერთია ცილოვანი, არც მეორე. ხორცია და რძისნაწარმი ცილოვანი და სოიოს პროდუქტი...და საერთოდ, ვიღაცას მოეხოშა და რაღაცა მიაწერა, შენარჩუნება უნდა 1500 კკალორიით მაქსიმუმ, ლობიოს დიეტურობაზე არ მსმენია და წიწიბურრა ცალკე დიეტაა, ბოლო კვირა, 2 დღის გარდა, ისედაც ცილოვანია და თითო-თითო დღე ხილია და ბოსტნეული
18.01.17 07:49 mamagda
იმ კვირაში ნახევარი კილო დავიკელი. ვნახოთ, მესამე კვირაში რას ვიზავ.იმედია, ნახევარ კილოს მაინც დავიკლებ და ბოლო კვირაში კიდევ ერთს.
18.01.17 07:15 cqnapunaa
მეც ციკლი დამემთხვა და ალბათ მაგიტო 3 ზე მეტი ვერ დავიკელი
16.01.17 16:01 mamagda
ხოო, მე ერთხელ 9 დავიკელი და ერთხელ, მგონი, ბოლო 3 დღე დავაკელი და 7 დავიკელი
16.01.17 14:01 ჩორვენი
მაგრამ ზუსტად ვიცი,რომ ათ კილომდე დავიკლებ და შენც ასე იქნები. მინიმუმ 8 -ს. 6 ამ დიეტისთვის,რაც არ უნდა ნელა ხდებოდე, ძალიან ცოტაა. მეც ასე ვარ და 2 ჯერ გაკეთბული მაქვს -10 კგ ით
16.01.17 13:37 ჩორვენი
მამაგდა , 75.500 ვარ,რომ დავიყავიწყე 78.800 ვიყავი .დილაობით ვიწონები
15.01.17 13:57 mamagda
რძის დღის მერე...
ნინო აშკარად გაგვეპარა
15.01.17 13:57 mamagda
ჩორვენი, რამდენი კილო ხარ? მე დღის მერე ვიწონები ხოლმე. ისე, მეც ციკლი დამემთხვა
15.01.17 13:06 ჩორვენი
მოკლედ, სამ კილოზე მეტი ვერ დავიკელი, პირველ კვირას ვასრულებ. შესაძლოა ციკლის ბრალია
15.01.17 08:00 cqnapunaa
იმედი მაქვს 10 კილოს მაინც დავიკლებ : ((
14.01.17 15:54 mamagda
ხო, არაუშავს, დაიკლებ უკან, მთავარია მონდომება! დღეს ავიწონე და ცოტა კიდევ დამიკლია, 4 კილომდე გამომდის. იმედია, 6-ს დავიკლებ მინიმუმ
14.01.17 09:26 cqnapunaa
მადლობა mamagda შეცნც წარმატებებს გისურვებ , მე ბევრი მაქვს დასაკლები ძალიან და არ ვაპირებ დარღვევას , ფეხი მოვიტეხე 8 თვის წინ და გადასხმებმა წამლებმა ოპერაციამ გამასუქა , 20 ან 25 კილო მინდა სასწრაფოდ :(
14.01.17 08:00 mamagda
მარტო ვარ?! დაწერეთ, გოგოებო შედეგები!
13.01.17 02:57 mamagda
8 დღეში დავიკელი 3,3კილო. მე ცუდად ვიკლებ და ეს ჩემთვის კაი შედეგია. 6 კილოს იმედი მაქვს საერთოში. ზოგი 12-ს იკლებს და კაცები ხომ საერთოდ, 20-მდე იკლებენ...აწონვას ვაპირებ შემდეგი რძის დღის მერე, მანამდე, არამგონია, კიდევ დავიკლო და ტყუილად გავიფუჭებ განწყობას. cqnapunaa, ჩორვენი, აბა, ბოლომდე მიიყვანეთ, წარმატებებს გისურვებთ!
13.01.17 02:23 cqnapunaa
მამაგდა რამდედი დაიკელი 10 დგეში?
13.01.17 02:22 cqnapunaa
4 კვირში წერია 1 კილო ჰოლანდიური ყველი უნდა ჭამოო, მე ვჭამ პაჭკებში რო არის იმას 150 გრამი დევს , სხვას ვჭამ რამეს ?
12.01.17 16:30 ჩორვენი
სამ დღეში 2 კგ და 800 დავიკელი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. იმედია, ასე გავაგრძელებ. ნუ, მთლად ასეთი ტემპით ალბათ ვერა, მაგრამ მაინც :) ერთი ისაა,რომ ნახევარზე მეტს ვერ ვჭამ , რაც დიეტაშია
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია