Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111536 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1162757-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1162757-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6363):

08.10.16 01:55 laliko lalikuna
გოგოებოო ვისაც გაქვთ გამოცდილება მიტხარით რა.ორსულობის დროს შეიზლება გავაკეტო ეს დიეტა?5 კილო მოვიმატე ერთ თვეში.ტუ რაგაც არ მოვიფიკრე გამექცევა წონა ძალიაან
07.10.16 14:57 duka_duki
სამი კვირა მოვრჩი მინუს 9.900
07.10.16 14:32 shxvartala
მარი შეგვიძლია ხვალიდან გავამხნევოთ ერთმანეთი
07.10.16 10:44 mmaarriii
გამარჯობა ბავშვებო, მოკლედ ხვალ ვიწყებ ამ დიეტას კომენტარებიდან გამომდინარე დიდი იმედი მაქვს რომ მეც თქვენსავით გავბედნიერდები და დავიკლებ როგორც ეს ბევრმა თქვენგანმა შეძლო, ვინც ეს ვერ შეძლო იმედს ნუ დაკარგავთ, რასაც გულით მოინდომებთ იმას აუცილებლად შეძლებთ და მერე კი დატკბით ტქვენი მიღწეული მიზნით, გისურვებთ წარმატებებს. :*
07.10.16 10:42 shxvartala
ხვალიდან ვიწყებ გოგოებო.... და ვნახოთ რა გამომივააა
05.10.16 06:47 lasha1205
Sachmelebshi (bulionshi,supshi) marili sheidzleba??
04.10.16 09:31 TAMO 29
1
პირველი კვირის მეორე დღე საერთოდ არ გამიჭირდა უბრალოდ მაინტერესებს დღის განმავლობაში შემიძლია ყავა (უშაქრო) რძით რომ მივიღო ?
02.10.16 17:38 lasha1205
Gamarjobat, shegidzliat amixsnat tu rogor gavaketo es bulioni ? Gmadlobt winaswar
02.10.16 07:15 anamana
ბოლო კვირაში სულ ვერ დავიკელი მე. პირველ სამ კვირაში დავიკელი 7 კილო. ეს შენარჩუნებს დღეეები არ აკლებს ცოტა. კიდე? თუ იცით.
02.10.16 07:13 anamana
შენარჩუნების დღეებში არ იკლებ საერთოდ?
02.10.16 05:21 naniko25
-2.2 მეექვსე დილაა.
01.10.16 04:05 duka_duki
მესამე კვირის მეორე დილა მინუს 8.100
01.10.16 03:22 saceri
დავიწყეე დღეს <3 1 ოქტომბერია და წინ მაქვს 28 დღე, აუცილებლად უნდა ჩამოვიდე 70 კგ-ზე. აბა წარმატებები ყველას
29.09.16 10:09 naniko25
ვინმეს 1 და 4 კვირა გადაუბია?
27.09.16 08:39 naniko25
1დღე ყოჩაღად მოვიქეცი და ძალიან მიხარია რაც მთავარი იყო გადავლახე და აღარ გამიჭირდება.რუსულ ვარიანტში წერია რომ დაწყების წინ აუცილებელია კუჭ-ნაწლავის გაწმენდა და ქართულში რატო არ უწერიათ ვერ გავიგე. :-( არ ვიცოდი. რუსული უფრო ინფორმაციულია :-(
27.09.16 08:38 naniko25
1დღე ყოჩაღად მოვიქეცი და ძალიან მიხარია რაც მთავარი იყო გადავლახე და აღარ გამიჭირდება.რუსულ ვარიანტში წერია რომ დაწყების წინ აუცილებელია კუჭ-ნაწლავის გაწმენდა და ქართულში რატო არ უწერიათ ვერ გავიგე. :-)
27.09.16 08:25 naniko25
1დღე ყოჩაღად მოვიქეცი და ძალიან მიხარია რაც მთავარი იყო გადავლახე და აღარ გამიჭირდება.
27.09.16 02:09 Tamaraa
გამარჯობათ გოგოებო:**მოკლედ დავიწყე ბოლო კვირა დიდი იმედით რო 2-3 კილოს მაინც დავილებ))და რა მაინტერესებს ვინმეს გადაგიბიათ ეს დიეტა? ანუ თავიდან რო დავიწყო ისევ შედეგი ექნება? ხოარ გამოგიცდიათ ვინმეს
26.09.16 07:34 naniko25
ninia1990 მე ეხლა ვარ 68, შენ რამდენი ხარ? კარგია ერთმანეთს შევეხმიანოთ ხოლმე.
26.09.16 06:24 ninia1990
მეც დღეს დავიწყე naniko25 რამდენი კილო ხარ???
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია