Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111536 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1162752-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1162752-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6363):

03.08.16 05:36 Sofi.sofi
Pirvel dges tomatis wveni rogor unda davlio?
03.08.16 05:17 lika@@
ორშაბათს დავიწყე და ვარ 72.18 კგ.იმედია დავიკლებ
02.08.16 16:26 Sophii
გამარჯობა გოგოებო აქ დიდი ხანია აღარ დამიპოსტავს. მოკლედ 2 კცირაში მივდივარ ზღვაზე და მჭირდება რო რაც შეიძლება სწწრაფად დავიკლო :დ არ მაინტერესებს მერე მოვიმატებ თუ არა :დ მირჩიეთ რამე სასწრაფოდ.
31.07.16 00:57 tamara22
დილით ავიწონე, 8კგ მაქ Dაკლებული მესამე კვირა მთავრდება დღეს..

თქვენ რას შვებით :) ?

ბოლო კვირაში იმედი მაქვს დავიკლებ კიდევ
26.07.16 10:19 setu
გოგოებო რვა დღეში ოთხი კილო დვიკელი და მომდევნო სამ კვირაში დავიკებ კიდევ რვას? ეხლა 68ვარ
24.07.16 07:03 tamara22
როგორ ხართ? ხვალ მინდა ავიწონო მაინტერესებს 2კვირის შედეგი :/

თან უკვე გული მიწუხს ხვალინდელ რძეზე...




22.07.16 08:15 tamara22
2 ატმის და ფორთოხლის ნაცვლად იგივე წონის საზამთრო რომ ვჭამო შეიძლება ????
22.07.16 06:08 tamara22
როგორ ხართ? ამ კვირაში მგონი არაფერი არ დამიკლია :(

არც მე არ მინდა მესამე კვირა და პირდაპირ მეოთხეზე რომ გადავიდე ნეტავ რა მოხდება :)

კილონახევარი ქათმის მუღამი მაქ :D და ერთი ბოთლი წითელი ღვინის :D


ჰოლანდიურ ყველს ვერ ვჭამ, ან მე ვყიდულობ უგემოვნოს ან არვიცი რაა :(((
21.07.16 06:50 gavxdebigavxdebi
გოგოებო, დღეს მე-11 დღეა და ისევ იმ წონაზე ვარ როგორც მერვე დღეს. ანუ პირველ კვირაში მხოლოდ ერთი კილო დავიკელი. ვიზუალურად კი უფრო მეტი მეტყობა მაგრამ რა ვქნა არ ვიცი, გაძლება ხო უნდა? მეც იგივეს გკითხავთ რაც კესომ, ეს კვირა რომ ჩავამთავრო და მერე ბოლო კვირა მივაბა აარა? ანუ მესამე კვირა რომ გამოვტოვო რა იქნება? ვინმეს გაგიკეთებიათ ეგრე?
21.07.16 05:43 keso.m
გოგოებო მე ერთი წლის წინ 3 კვირაში 7 კილო დავიკელი, თუმცა უფრო მეტი მეტყობოდა. გადავწყვიტე ორშაბათ დღეს არ დაველოდო და დილიდან ენერგიულად ვსვამ რძეს :D გამოცდილებო ამ დიეტისა, თქვენთან კითხვა მაქვს :D მოკლედ, მხოლოდ პირველი და ბოლო კვირა რომ გავაკეთო, როგორ ფიქრობთ, რა შედეგი მექნება? შარშან 7 კილო რომ დავიკელი, აქედან 5 კილომდე პირველი კვირის შედეგი იყო. დანარჩენი თითო კვირაში თითო კილოს ვკარგავდი მხოლოდ :D რას აღარ მივედ, მოვედე, ვიფიქრე, ვუღალატებ ამ ჩემს უგულავასთქო, მაგრამ მისდამი ჩემმა სიყვარულმა ორგულობას სძლია. სხვა დიეტებთან არაფერი გამომდის. ვერც კი ვეფლირტავები მათ :D სტიმული მჭირდება და ცხიმის დიდი რაოდენობით დაწვა. ცოტა ვარჯიშიც რომ მივაშველო ვითომ რამე დაშავდება?
19.07.16 09:40 tamara22
setu

ქათამს რაშიც მოხარშავ ის წვენია ბულიონი :) ცოტა უგემურია მარილის გარეშე მაგრამ მაინც კარგია შიმშილის ფონზე :)))

აუ მეც მინდა ბოლო კვირაში 13 კილო <3

წყალი ძალიან ცოტა რამდენია ?? 3 ჭიქას მინიმუმ ვსვავ წყალს პლიუს ყავა 2 ჭიქა....
19.07.16 09:12 თამრი
გუშინ იმდენი წყალი დვალიეეე ,ძალიან ცხელოდა და ვერ მოვითმინე ესაა ყველაზე ძნელი ამ დიეტაში,თუმცა ერთი გოგო წერდა წყალს ჩვეულებრივად ვსამდი მაგრამ მაინც დავიკელიო , დღეს ძაან ცოტა დავლიე იმიტომ რომ სუპის დღეა.აი მეორე დღე რომ არის მანდ ყველს ჭამ ხორცს და გაწყურებს:(((
19.07.16 09:03 Natinatia5
49 მდე ვიყავი და მეტი ვერ დავიკელი ბიძაჩემმა დაიკლო პირველ კვირაში 5 კილო და ბოლო კვირაში 13 ეტყობა წონას გააჩნია
19.07.16 08:38 setu
ბულიონი როგორ უნდა გავკეთო? მითხარით რა გთხოვთ
19.07.16 08:09 tamara22
Natinatia5

3კვირაში დაიკელი მარტო 2 კილო ??


დღეს 9-ე დღე მაქვს და შუადღეს ყველი ვერ ვჭამე ძაან დიდი ულუფა გამოვიდა ხორცი ბულიონი პური და ჰოლ.ყველი და იმედია ცუდი არაფერი მიქნია :(
19.07.16 07:56 Natinatia5
დღეს დავიწყე მეოთხე კვირა ამ სამი კვირის მანძილზე დავიკელი 2 კილომდე მაგდენი არც . ეხლა ვარ 47 კილო და როგორ ფიქრობთ დავუკლებ 5 კილოს თუ არ მქონდეს მაგის იმედი ?
18.07.16 11:58 gavxdebigavxdebi
არა, დამთავრების დროს არა :) წარმატებები
18.07.16 09:26 NATIAA@
Dges daviwye pirvelad da dges mimtavrdeba kritikuli dgec da imedia did gavlenas ar moaxdens
18.07.16 08:45 gavxdebigavxdebi
და ასევე ციკლის დროს მგონი ვაფშე ვერ იკლებ და მერე ერთიანად იკლებო, როგორც ამბობენ.
18.07.16 08:43 gavxdebigavxdebi
ნათია, კი, ციკლის წინაპერიოდში და დასაწყისში ორი-სამი კილოთი მეტი ხარ. ეს ცნობილი ფაქტია.
tamara22 ნებისყოფა შეინარჩუნე! :)))
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია