Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111536 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1162751-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1162751-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6363):

15.09.16 09:29 Tamaraa
არა მგონია კარგი აზრი იყოს ორსულობაში დიეტა ((((უბრალოდ ცომეული, ტკბილეული და ღამე ჭამა შეზღუდე.
15.09.16 05:24 laliko lalikuna
ორულობის პირველ თვეებში ეს დიეტა სჰეიზლება ნეტავ?თუ იცით მომცერეთ რა.ზოგადად დიეტები არ შეიზლება ორსულობის Dროს ვიცი.
11.09.16 10:56 Tamaraa
მეც ვაგრძელებ მამგდა.ხოარ აიწონე კიდე? დღეს დილის მონაცემებით 2.6 მაქ დაკლებული.ანუ 5 დღეში.არ ვარღვევ საერთოდ და აღარც ავიწონები სანამ არ დავამთავრებ)))
11.09.16 06:48 mamagda
მე ვაგრძელებ, დარღვევების გარეშე
08.09.16 15:11 mamagda
ანი, 2,200 დავიკელი, მარა რთულად ვიკლებ და ყოფილა შემთხვევა, ამ დიეტით, სულ ვერ დამიკლია და 3 დღეში, მშვენიერია, რათქმაუნდა.
ხო, მეც სულ ვმაზოხისტობ და დავიკლებ, რის ვაი ვაგლახით ჩავალ 65-ზე და ეგრევე აკრეფვას ვიწყებ. უფ, დავიტანჟე, გაზაფხულიდან მოყოლებული ასე ვუტრიალებ
08.09.16 15:07 Tamaraa
მამგდა სუპერ შედეგია,თან 4 დღეზე ხარ ხო? მაზოხისტურების ხსენება აღარ მინდა.ერთი თვის წინ გავაკეთე 10 დღე ყავიანი მაწონი, 7 კილო დავიკელი და ზუსტდ ორ კვირაში ავკრიფე ისევ ის წონა))ტყუილად მოვიკალი თავი მშიერი )))) მიყვარს ეს დიეტა არ მშია და ვიკლებ.....
08.09.16 06:26 ani86
რამდენი დაიკელი ?
08.09.16 06:19 mamagda
ვერ გავძელი აუწონავად. 66,8... მაგრად გამეხარდა, არ ველოდი...ეხლა ორშაბათს და სამშაბათს ავიწონები.სხვათაშორის არ მიჭირს
პირიქით, მსიამუვნებს, რომ ცოტას ვჭამ. შიმშილიც არაა თან. მომნატრებია... სულ მაზოხისტურებს ვაკეთებ და რასაც დავიკლებ, უკან ვინაზღაურებ
07.09.16 17:32 Tamaraa
მამგდა არაა!!! აქ ვარ ორი თვე)) უეჭველი უნდა მოვიშორო ეს 10 კილო:::დდ შენ რას შვები ხოარ გიჭირს
07.09.16 15:42 mamagda
თამარა, შენც წახვედი?
07.09.16 03:03 mamagda
მე 69-ით დავიწყე. ნუ სავარაუდოდ, საშუალოდ 68 ვარ, მარა, ორშაბათ დილით 69 ვიყავი. ნუ ფაქტიურად ერთი წონა გვაქვს, ვნახოთ, რას ვიზავთ.
07.09.16 02:22 Tamaraa
71.8 ვიყავი რო დავიწყე ერთ კვირაში ავიწონები, მაინტერესებს თუ მექნება ისეთი შედეგი როგორც ადრე.მეც ეგრე ბულიონს ამოვაგდებ.შენ რამდენი ხარ?
06.09.16 12:04 mamagda
მე არ ვჭამ. არც ადრე მიჭამია. ეგ კიარადა კიტრი და პომიდორიც ისე მბერავს საღამოს, სულ ხო არ ამოვაგდოთქო, ვფიქრობ, ან ერთერთს შევჭამ. რამდენი ხარ, თამარა? მეც კი მინდა 10 კილო, მაგრამ ამ ეტაპზე გამიჭირდება, დანარჩენი - გაზაფხულზე
06.09.16 11:34 Tamaraa
ეს ბულიონი როარ ვჭამო საერთოდ ხელს შემიშლის ნეტა კლებაში?
06.09.16 11:30 Tamaraa
mamagda 2 წელია არ გამიკეთებია ეს დიეტა და მეც ვფიქრობ რო ეხლაც დავიკლებ)))თან მინდა რო 2 ჯერ გადავაბა,10 კილო მაქვს დასაკლები.შენ კარგად მახსოვხარ ძველი დროიდან
06.09.16 07:32 mamagda
აბა, თამარა, არ შეწყვიტო. მე პირველად 9 დავიკელი, მერე, მგონი, 7. და ერთი-ორჯერ ვცადე და 1 კვირაში 1 კილოზე მეტი არ მქონდა დაკლებული და შევწყვიტე. რატომღაც, მგონია, რომ ეხლა კარგად დავიკლებ.კარგად იქნება, 5 კილო რომ დავიკლო საერთო ჯამში, მაგრამ მე 4 კვირა ერთიდაიგივეს ვაკეთებ, ბოლო კვირა არ მომწონს და არც მიხდება
06.09.16 05:04 Tamaraa
გამარჯობათ გოგოებო.მოკლედ დღეს დავიწყე ეს დიეტა. 9 კილო დავიკელი წინა გაკეთებაზე.წარმატებებიი
05.09.16 10:57 mamagda
მე დღეს დავიწყე, 5 დღე ვცდი, 2-ჯერ კარგად დამაკლებინა და დანარჩენ ცდებზე-ვერ. ვნახოთ, რას ვიზავ
01.09.16 18:43 laliko lalikuna
ხვალ დილით ვიწყებ.იმედია კარგ შედეგს დავდეებ,წარმატებები ყველაას
01.09.16 14:37 ninela ninela ninela
დღეს დავიწყე.... ვინმე შემომიერთდება?
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია