Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111536 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1162761-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1162761-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6363):

05.08.17 06:59 pianino
ჩემი შედეგი ასეთია 12 დღე მინუს 2,7 კგ. ისე უფრო მეტის დაკლება კი მინდოდა. მაგრამ მაინც ვაგრძელებ.
05.08.17 06:55 pianino
წონის შენარჩუნებას ასე ვაპირებ - 6 ის მერე არ შევჭამ, ან თუ შევჭამ 18 საათი გადათვალეთ ბოლო ჭამიდან. ეს მეთოდი კარგად მუშაობს. შუალედებში წყალი და უშაქრო სითხეები მიიღეთ. წლების განმავლობაში დაგროვოლი / გამოცდილი მეთოდებია საკუთარ თავზე.
05.08.17 06:50 pianino
დიეტის სიძვირეს რაც შეეხება: 100 გრამ ჰოლანდიურ ყველს - 2,60 ლარად ვყიდულობ ორნაბიჯში თან ვაჭრევინებ, ასევე 100 გრამ შაშხსაც სადღაც მასე. ერთი პატარა კეფირი 2 საღამო მყოფნის, შუალედებში საყინულეში ვინახავ.სადღაც 1,80 ღირის მგონი. სხვა რა დარჩა- შავი პური 0,6 თეთრი ღირს, კიტრი და პამიდორიც არ არის უსაშველოდ ძვირი, ისედაც ხომ ვყიდულობთ, მითუმეტეს ეხლა სეზონია. მე ვთვლი რომ არ არის ძვირი.
05.08.17 06:43 pianino
ნიკა ოკს- რამდენია თქვენი საწყისი წონა?
როგორც ვატყობს ჭარბწონიანები შედარებით ბევრს იკლებენ ვიდრე 70 გკ მდე წონის ადამიანები.
05.08.17 06:40 pianino
ქეთის - მეც მასე ვარ 6 წლის წინ ვიცავდი ამ დიეტას, თან მხოლოდ 3 კვირა , მეოთხე კვირა აღარ დამჭირდა და 12 კგ დავიკელი, მაგრამ მაშინ სენადეს ნაყენს ვსვამდი და მაგანაც შემიწყო ხელი. ეხლა 12 დღეს ამ დიეტაზე ვარ და 3 კგ. დავიკელი. მაგრამ მესამე კვირის ბოლოს მაქვს იმედი რომ ერთბაშად დავაგდებ წონას. თუმცა, ბევრს წყლას ვსვამ, ვფიქრობ ამიტომ არ მაქვს დიდი კლება.
04.08.17 02:33 mamonti
Nikaok მშვენიერი შედეგია. ნეტა თვეში დამაკლებინა მაგდენი :D :D
mamagda დუკანი არ გამახსენო :დ მაგ ერთ კვირიანით ვერაფერი დავიკელი.. მერე სრული დიეტა დავიწყე - შეტევა 10 დღე გავაკეთე, მერე კიდე თვენახევარი ვიცავდი იმის იმედით რომ აქამდე რახან ვერ დავიკელი - მერე ერთიანად დავიკლებთქო.. საბოლოო შედეგი - თვენახევარში -2 კილო და საგრძნობლად გადიდებული ორივე თირკმელი :D
kketa - არა, ლობიო ან წიწიბურა (როგორც მახსოვს ესეა)
03.08.17 16:46 Nikaok
თქვენი აზრით კარგი შედეგია 2 კვირის პირობაზე?
03.08.17 09:11 mamagda
მე, პირადად, მეორე და მესამე კვირაშიც, პირველად რომ გავაკეთე, 1,5-2 კილო დავიკელი. ბიჭები უკეთ იკლებენ ამ დიეტით.
mamonti, როგორ მიხარია, ჩემნაირებს რომ ვხვდები... მეც მასე ვარ ზუსტად, ნუ ადრე დავიკელი 8-9 კილო ერთხელ ამ უგულავათი, პირველი ორსულობის მერე და მეოორე ორსულობის მერე 4 კილო სულ. ეხლა 1 კვირიან დუკანზე ვარ, მესამე დღეზე და 1 კილოც არ მაქვს ჯერ დაკლებული, მგონი.
03.08.17 01:36 kketa
წონის შენარჩუნების დღეებში პირველი ორი დღე ცილები უნდა მივიღო და წიწიბურა? ვერ მივხვდი
03.08.17 01:34 kketa
ვაგრძელებ თავდადებით, მადლობა გამხნევებისთვის იმედია 7მაინც გამომივა ჯამში, უბრალოდ მეშინია ამ ორი კვირის განმავლობაში გრამები მაინც თუ არ ჩამოვიდა სტიმული არ დამეკარგოს:(:(
02.08.17 15:16 Nikaok
კაროჩე მესამე კვირა დღეს დავიწყე და 6.500 მაქვს მოკლებული. დაჟე ცოტა დავარღვიე 1 ნაჭერი საზამთროთი და 1 ნაჭერი მსხლით. მეორე კვირა თითქმის სულ მშიერი ვიყავი აღარ მშივდებოდა და ძალით ვჩამდი ორგამიზმს ცოტა ენერგია რომიეღო)))) როგორც ვატყობ 15 კგ-მდე უეჭველი უნდა მოვიკლო )) წარმატებები ყველას, ბოლოს დავწერ შედეგს.
02.08.17 14:58 mamonti
kketa,
მე პირადად შენარჩუნების დღეებიც გავაკეთე და საბოლოო ჯამში 4 კილო დავიკელი.. (ზოგადად ძალიან რთულად ვიკლებ.. დუკანით თვენახევარში მხოლოდ 2 კილო დავიკელი... ) შენ მაინც არ დაარღვიო - დაკლებით აუცილებლად დაიკლებ
02.08.17 10:05 Ekaterine)
5-6 kilos rom daiklwb mteli zafxuli mag adis zustad dakleba, aba 5 dgeshi rom 5s ikleb mag dakleba araa sitxe gamodis da ara qoni
02.08.17 09:04 mamagda
Kეტა, წესით 7-9 კილო უნდა დაიკლო, თუ ძლიან ხშირად არ აკეთებ დიეტებს და ზუსტად აკეთებ
02.08.17 08:30 kketa
გამარჯობა, 1.69 ვარ სიმაღლეში და 69 კილო, დღეს მაქვს დიეტის მეშვიდე დღე და მხოლოდ 2 კილო მაქვს დაკლებული:( მეორე და მესამე კვირაში თუ ვერ დავიკელი მთელი ზაფხული 5-6 კილოს დაკლების გამო უნდა ვიყო დიეტაზე? ვისაც დაგიცავთ იქნებ მითხრათ მსგავსი სიტუაცია თუ გქონიათ?!
31.07.17 12:49 Taso102
Ki namdvilad
31.07.17 07:16 Ekaterine)
უი.ცუდი ძალიან,დაკლება ადვილია შენარჩუნებაა ძნრლიი
30.07.17 15:15 Taso102
Dukanze viyavi 20dxis shemdeg tirkmeli amtkivda da shevcyvite,daklebuli mqonda 8kilo,magram isev movimste ramodenime dxeshi
30.07.17 14:28 Ekaterine)
შედეგი აუცილებლად გექნება, თან კარგი <3 წარმატებებკ
30.07.17 14:09 Taso102
გოგონები და ბიჭები,თქვენი დახმარება მჭირდება.ვარ 102კგ,მინდა დავიცვა ეს დიეტა და რას ნირჩევთ,მექნება შედეგი
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია