Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111536 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1162750-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1162750-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6363):

02.02.17 07:10 mamagda
ცქნაფუნა, ძალიან მაინტერესებს შენი საბოლოო შედეგი, არ დაგავიწყდეს დაწერა. მე კალორიებს ვითვლი დღეიდან, ცოტა ბევრი მომივიდა გუშინწინ და გუშინაც, თუმცა ცილების ფარგლებში გუშინ. მოკლედ, ერთი დიეტა კიდევ დამჭირდება 2-3 კილოს დასაკლებად მე, მაგრამ საერთოში მაინც კმაყოფილი ვარ, 6 კილოზე მოვრჩი საბოლოოდ, ღვინის და ყველის დღე არ მომიხდა...
02.02.17 03:05 cqnapunaa
თEკლა. დაკონსერვებულ ბარდას ვჭამდი მე ) სოფო მთავარია არ დაარღვიო და დაიკლებ 3 კვირაში 8 კილომეე მაქვს დაკლებული ) ახლა მეოთხე კვირაზე ვარ . თეკლა ჰოლანდიური ყველი იყიდება ასაწონი 22 ლარი ღირს 1KG. მაგრამ მე სანამ ამას გავიგებდი პაჭკებში რომ არის ფირფიტები მაგას ვჭამდი
01.02.17 15:42 ssooppoo
გამარჯობათ გოგოებო, ორსულობის მერე ძალიან გავსუქდი სახლში რომ დავჯექი და ეხლა მინდა დავიწყო ეს დიეტა 15 კილო მაქვს დასაკლები. აქ რაც კომენტარები წავიკითხე ყველას გაქვთ შედეგი და იმედია მეც დავიკლებ.
31.01.17 14:34 tekla7
მოხარშული ბარდა კიდევ რომელს ყიდულობთ ?
დაკონსერვებული არ შეიძლება ალბათ ?
31.01.17 14:28 tekla7
ყველს რომელს ჭამთ ვერ მივხვდი დამიწერეთ სახელი გტხოვთ :(
31.01.17 07:51 gio123
პირველ დღეს რო წერია 1 ლიტრი რძე მთელი დღე ეგ რას ნიშნავს ანუ საუზმეზე და საიდილზე ნახევარ ნახევარი ლიტრი უნდა დავლიოო?
30.01.17 09:10 tekla7
mamagda მადლობა
:)
30.01.17 09:09 mamagda
კი, დაიკლებ. ეს დიეტა საოცრებაა, მე ყველლაფერი მასუქებს, მარა ამდენი საჭმელი შედის შიგნით და მაინც ვიკლებ...
30.01.17 09:01 tekla7
პური მასუქებს და დავიკლებ მაინც?
30.01.17 08:58 tekla7
არ ვარ ნადიეტარი. იყოს 7 მერე კიდე გავაგრდძელებ :)
მადლობა
30.01.17 08:36 mamagda
თეკლა, არ ვარ მაღალი, სადღაც 164. მაგრამ შეჩვეულია ჩემი ორგანიზმი დიეტებს, სულ დიეტაზე ვარ და ცუდად ვილებ. 10 კილოს, მგონია, რომ ვერ დაგაკლებინებს, მაგრამ მინიმუმ 7-ს დაიკლებ, თუ ძალიან ნადიეტარი არ ხარ. თუმცა, 10-იც არაა გამორიცხული
30.01.17 06:58 tekla7
mamagda სიმაგლე რამდენი გაქ ?
30.01.17 06:55 mamagda
ბიჭები კარგად იკლებენ. გილოცავთ კარგ შედებებს ნიკა და ცქნაფუნა!
30.01.17 06:50 nika123321
ამ დიეტით 19 კილო დავიკელი პარასკევს მოვრჩი
30.01.17 06:17 cqnapunaa
მე 7.300 დავიკელიიიი )) 18 დღეა ))
30.01.17 05:48 tekla7
გამარჯობათ, ვარ 1.68 60 კილო 10 კილო მინდა დავიკლო და რას მირჩევთ ეს დიეტა დამაკლებინებს? თუ მარტო დიდ წონაზე მოქმედებს კარგად?
30.01.17 03:25 mamagda
მე დღეს ბოლო დღე მაქვს. 62,8 ვარ, დავიწყე 69.3-ით
ანუ ზუსტად 6,5 კილო მაქვს დაკლებული.ერტ კილო ყველს, მგონი,ვერ შევჭამ. ნახევარს კი მოვერიე გუშინწინ..ესეიგი, აქამდე დავიკელი 2,8 კილო დაახლოებით პირველ კვირას, მერე 2 კვირაში სადღაც 1,5 კილო და მერე ბოლო კვირას 2,2 კილო. კმაყოფილი ვარ, დაახლოებით ეგრეც ვიანგარიშე, რომ სადღაც 6-ს და 7-ს შორის დავიკლებდი...
30.01.17 00:56 ჩორვენი
მეოთხე კვირა დაიწყო და 6 კილომდე დავიკელი
29.01.17 12:50 ჯესიკა
მეორე კირა დავიწყე, ჯერ არ ვიწონები. ალბათ 3 კგ მექნება დაკლებული.
მსუბუქად ვგრძნობ თავს.
ცოტა დარღვევები მქონდა ძაან უმნიშვნეკლო მაგრამ მაინც
ვაგრძელებ უფრო მეტი შემართებით
ვფიქრობ პირველი 3 კვირა 4-ჯერ გავაკეთო რადგან პირველ კვირას ცოტას ვარღვევდი
29.01.17 05:33 mamagda
მე ბოლოს წინა დღე მაქვს. 6,5 კილოს ვუმიზნებ, სადღაც, და კმაყოფილი ვარ
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია