Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 3158149-ჯერ
სხეულის მასის ინდექსი არის ორგანიზმის ქონის კოეფიციენტი: წონა/სიმაღლე2

მიღებული კოეფიციენტის მიხედვით შეიძლება ითქვას გამხდარი ხართ, მსუქანი, თუ იდეალური წონა გაქვთ.

კოეფიციენტი არის 18.5 ან ნაკლები
ძალიან გამხდარი
18.5 - 24.9ნორმალური
25.0 - 29.9მსუქანი
30.0 - ან მეტი
ძალიან მსუქანი

მასისი ინდექსი შეიძლება არ შეესაბამებოდეს რეალობას, რადგან არ ვიცით ორგანიზმში წონისა და კუნთების მასის თანაფარდობა.

მასის ინდექსის კალკულატორი:

სქესი: მამრობითი მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
ტანის ზედაპირის ფართი = 2
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ნანახია 3158149-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(50416):

20.08.14 13:06 xato77
dreamer552 ასაკთან მიმართებაში მეც არ ვგრძნობ თავს დიდად, უბრალოდ წონა მტანჯავს ჩემთვის, უფრო ხალისიანი ვიქნებოდი ეს პრობლემა რომ არ მქონდეს, თუმცა არც ესე ვარ ცუდი :DDDDDDD ხანდახან მინდა ცემი ასაკის შესაფერისად მოვიქცე მაგრამ არ გამომდის, ახალგაზრდობაში ჩარჩენილს ვგავარ :)))
20.08.14 13:02 xato77
ruska26 კი დავიწყე დღეს შოკოლადი კარგად ვარ ამ საღამოს, შუადღისას კი წამომიარეს ცოტა, რავი მე ყავის გარეშე არ შემიძლია საერთოდ ცხოვრება და ვსვავ თუ არ გიყვარს არაა აუცილებელი :)
20.08.14 12:57 ruska26
გოგოებო როგორ ხართ?მამაგადაააა რას შვები?ხათო დაიწყე შოკოლადი?შოკოლადთან ერთად ყავა აუცილებელია?
20.08.14 12:55 dreamer552
mamagda არაა საიდუმლო:)) 40-ს მივუკაკუნე და თავი თინეიჯერი მგონია:)) ადამიანი სულ ძიებაში უნდა იყოს, მე არ ვფიქრობ რომ ასაკში ვარ. მაგრამ მყოლია 25 წლის მოსწავლე, რომელიც მოხუცივით აზროვნებდა და სიცოცხლე ეზარებოდა. შინაგანად თავს როგორც გრძნობ, იმდენი წლის ხარ ჩემი აზრით. გონება სულ უნდა ვამუშაოთ და ვმართოთ სხეული, რათა დიდხანს გვემსახურონ.
20.08.14 12:50 xato77
dreamer552 ყველაფერს ვცდი სანამ ნერვები მეყოფა, გაიხარე ჩემო კარგო :)))
20.08.14 12:48 dreamer552
xato77 აი ზუსტად ეგრე ვიყავი ბოლო დროს, ჭირიანივით ვერიდებოდი სარკეში ჩახედვას. არასწორია ასეთი მოქმედება. შეიყვარე თავი,უთხარი ლამაზი სიტყვები, წაახალისე, მიზნები ჩემო კარგო. არ თქვა დრო არ მაქვსო. გამონახე დრო, აჩუქე შენს თავს ლამაზი წუთები.
20.08.14 12:41 xato77
dreamer552 ხო მაგრამ არ გამომდის, ხშირად კვებას ვერ ვახერხებ, სითხის მიღებაც მინდა მაგრამ ვერ ვსვავ, თავს ძალას ვატან რომ წყალი ვსვა მაგრამ მაინც მინიმუმამდე გამომდის დალევა, აი თუ ვჭამე მერე კი იცოცხლე საღამოს წყლის დალევით ვიჭყიპებოდი :D თუ არ ვჭამ არც მწყურდება და უბრალოდ ძალით ვსვავ, არა რაც ვდიეტობ რომც ვანებებ თავს მადლობა უფალს იმდენს არ ვიმატებ რამდენიც ვიყავი, ეგრე რომ ყოფილიყო ამ წონაზე არ ჩამოვიდოდი, უბრალოდ შიგადაშიგ ვდიეტობ სანამ ნერვები მყოფნის და ვანებებ მერე მალევე, თუ ვიყოჩაღე და მალევე გადავაბი რამე მკაცრი დიეტა კი არის შედეგი თუ დიდხანს გამიგრძელდა ჩვეულებრივი ჭამა ნუ ცოტა მსუბუქათ რა თქმა უნდა, მერე კი ვიმატებ ლამის ნახევარს და მერე კი ვატორმუზებ დიეტებით, მაგრამ მართლა დამღალა სამი თვეა ვეღარ ჩამოვცდი 92 მდე ცამოვალ და ავდივარ 95 მდე და ასე ვწვალობ და დამღალააააა, ეხლაც ერთს ვცდი და უნდა ჩამოვიდე ნამდვილად 92-ზე დაბლა თორემ გავაფრენ :D
20.08.14 12:37 mamagda
ხო, 39 მართლა "ინდაურის წონაა", მაგრამ თავადაც აღნიშნე, რომ ჩიყვის გამო. ანუ მართლა იღებს მონაწილეობას ჩიყვი წონის ცვლილებაში, ექიმებს კი რატომღაც არ უნდათ ამის გააშკარავება.
ისე 51, სულ რომ 155 იყო, მაინც ნორმალური წონაა, და რამდენის ხარ ასაკით თუ საიდუმლო არაა?
20.08.14 12:34 xato77
dreamer552 არადა ყველა ოტახში სარკე მაქვს თითქმის და რომ მოვკრავდი ხოლმე ჩემ თავს რას გავხარ თქო ვამბობდი ან რას ვგავართქო, ნუ ერთიდაიგივეა :D ბოლოს ერთი დიდი სარკე გავაჩუქეთ რომ ნაკლებთ შემეხედა ჩემი თავისთვის :DDD ოღონდ მართლა :D არვიცი როდემდე გავუძლებ კიდევ
20.08.14 12:34 dreamer552
xato77 დიდი შეცდომაა ასე ფიქრი, ჯერ საკმაოდ დავიკლებ და მერე გადავალ სწორ კვებაზე. სინამდვილეში დრო გადის და იგივე წრეზე ტრიალებ, გიბრუნდება შიმშილობის შემდეგ ის წონა რაც დაიკელი და შეიძლება მეტიც. ყოველდღე მიიღე ნორმა, დღეში რამდენჯერმე ასე 4 ჯერ. 200 გრამზე მეტი არ მიიღო ერთ ჯერზე. შუალედებში ბევრი სითხე. ცხიმი, შაქარი, მარილი და შემწვარი ამოიღე.არ არსებობს შედეგი არ გქონდეს.
20.08.14 12:28 dreamer552
mamagda დაბალი ვარ.66 კილოზე 100 კილოიანი ვჩანდი. მაგრამ ჩიყვის დროს 39ზე რომ ჩამოვიდა წონა სიკვდილის ფორმულას ვგავდი. :))
20.08.14 12:26 mamagda
მე რეალურად ვეპყრობი(უკვე) მაგ საკითხს. 56 კილო დამხატავდა, მაგრამ დამაბერებდა. 58-60 კილო მაკმაყოფილებს და შემიძლია თავი კარგად მოვიყვანო ფორმაში(მე საკმაოდ ბევრს ვმოძრაობ, სამსახურის გამოც და ისედაც, სულ, როგორც ბებიაჩემი იტყოდა"ტყეში ვარ გავარდნილი". კიდევ კარატეზეც დავდივარ, მიყვარს ყველანაირი ჯგუფური სპორტი, ძრომიალი, სიარული. ვერ ვიტან აერობიკას და სირბილს და ველოსიპედებს და ბილიკებს და კომპანიას, მყავს ველოსიპედი და ჩემს ბიჭებთან(დიდ და პატარა) ერთად დიდი სიამუვნებით ვაწყობ ტურებს. მაგრამ ეტყობა საკმარისად მაინც არ ვმოძრაობ, არადა მართლა არ ვჭამ ბევრს...
20.08.14 12:25 dreamer552
xato77 ჩემო კარგო ეგ არასოდეს თქვა ასაკში ვარო. დავიჯერო 70ის ხარ? ეხლა გეტვი ერთ რამეს მე კერძო სპეციალისტი ვარ და ახლახან მყავდა 70 წელს მიტანებული ქალბატონი, რომელსაც სალაპარაკო ენას ვასწავლიდი. იცი რა ყელმოღერებული ქალია? და რა ხალისიანი? შენ ხარ ახალგაზრდა, შარმიანი, განათლებული მანდილოსანი.თან ცხოვრების მეგზური არ გყავს. ესეც კიდევ ერთი მიზეზი, რიც გამოც უნდა შეიტანო ცვლილებები ჩენს ყოველდღიურობაში. მაგრამ მისთვის, ვინმესთვის კი არა შენი თავისთვის. სარკეში უნდა ჩაიხედო და უთხრა თავს, რომ გიყვარს შენი ყოველი უჯრედი და რომ იზრუნებ და გაუფრთხილდები მას. შეიყვარე შენი თავი ხათო, არ დასაჯო, შეაქე პატარა შედეგისთვისაც კი.
20.08.14 12:19 mamagda
ჩემი მინიმუმი 53 იყო, და ყველამ რას გავხარო, (მე კი მომწონდა, ისე)
20.08.14 12:17 mamagda
dreamer552, შენ ეხლა რა წონა გაქვს? სიმაღლეში რამდენი ხარ, 39-ი ვიყავიო, ჩემი და 48-აა და მაგრად გამხდარია.
20.08.14 12:17 xato77
mamagda არვიცი მასეთი კვებით თუ დავიკლებ , ერთი თვე თითქმის ეგრე ვიყავი ხულიგანკას რჩევა ნამდვილად გავითვალისწინე კარგიც იყო არ ვიმატებდი მაგრამ მე დაკლება მინდა ჯერ მინდა 80 კილო მაინც გავხდე როგორმე, და მერე როგორღა გამეპარება წონა არვიცი, თავს მოვიკლავ ალბათ, ვცადოთ ყველაფერი ვცადოთ რაც იქნება, ან რა მნიშვნელობა აქვს ვინ რას ვცდით, ნამდვილად მართლა მეხმარება აქ შემოსვლა და ამ დიეტა ჯის დამსახურებაა და თქვენი კომენტარების რომ ასე ჩამოვედი ამ წონამდე მაინც, მე აქ ვარ ჯერჯერობით და ასე უნდა ვიჯახირო :D კიდევ არ მიწყინონ იმ წონის გოგოებმა რომლებიც 55 და უფრო ნაკლებები არიან და მიკვირს რომ იკლავენ დიეტებით თავს, ნუთუ ისეთი რა დაბალი უნდა იყო რომ 50 და გინდა 55 კილო ებევრებათ.
20.08.14 12:11 dreamer552
xato77 მეც თითქმის იგივე ცხოვრების წესი მაქვს და ეგ მაინტერესებდა. მასწავლებელი ვარ და მჯდომარე ცხოვრების სტილი მაქვს. ერთი ადგილიდან გადავდივარ მეორეზე ვზივარ, მესამეზე ვზივარ და სახლში მოსული ისეთი დაღლილი ვგრძნობ თავს ყავის მოდუღებაც კი არ შემეძლო. ეს წარსულში დარჩა. და იმედია მალე შენც ასეთი ენერგიული გახდები. ადგილამდე ოღონდ ფეხით არ მევლო და კარებთან ვაჩერებინებდი მანქანას. ახლა მომეხსნა ეს ტვირთი. შემიძლია კილომეტრები გავიარო და არ დავიღალო. სწავლა რომ დაიწყება, ჩემს თავს ჩავაგონე წავიღო მომზადებული სასარგებლო სადილი, ისეთი გზაშიც რომ იჭმევა და არავითარ შემთხვევაში არ მივიღო საზიანო პროდუქტი.
გეტყვი, რომ საკმაოდ მსუნაგი ადამიანი ვარ. პატარა არ ვარ ასაკით და საკმაოდ ძნელია შეცვალო კვების ჩვევა, რასაც წლებია იღებ. მაგრამ მოინდომე ჩემო ლამაზო, უთხარი შენს თავს, რომ სურპრიზს მოუწყობ, თუკი პირობას შეასრულებ. ყველაზე მთავარი თავის თავისთვის მიცემული პირობაა. შენ ხომ ისედაც ლამაზი ხარ შინაგანად და დაეხმარე შენს თავს რაც არაა შენი მოგაცილოს უმტკივნეულოდ.
როგორ? მე ვჭამდი განუზომელი რაოდენობით ტკბილეულს, მზესუმზირას, კოკა-კოლას ვსვამდი ლიტრობით დღეში და მწვადი აუცილებლად, ბეკონი და შემწვარ-მოხრაკული. დღეში ავდიოდი 3000 კალორიამდე, როცა 1000 კალორიაზე ვხედავ, რომ კარგად ვარ დანაყრებული. მთელი ეს თვეებია ვიღებ 700-800 კალორიას, რომ შევქმნა დეფიციტი.
თუ მე რომელიც ვაცხადებ, რომ საკმაოდ მიყვარს ტკბილეული და ხორცეული და მეც ვფიქრობდი, რომ ამის გარეშე ვერ გავძლებდი, შენ რატომ ვერ შეძლებ ჩემო კარგო.
ხათო არ იშიმშილო. დათვალე კალორიები. მე ყოველდღე ვიკლებ ამ ხნის განმავლობაში და განვაგრძობ კლებას, რადგან ზღვარს არ გადავდივარ. მოიკრიბე ძალღონე. გთხოვ არ იშიმშილო. არაა ძნელი ხალხო ამ კალორიების დათვლა. დღიურს ვაწარმოებ და რამდენ პროდუქტს ვღებულობ იცი დღეში?
მაგალითისთვის ერთ დღეს დავწერ.
2 კვერცხი 150, ბანანი 130, შავი ქლიავი 80, რძე 50, ორცხობილა 120, სოკოს წვნიანი 60, ყველი 110--- სულ 700 კალორია. დღის განმავლობაში ცალ-ცალკე ვჭამ და შუალედებში ვიღებ სითხეს, უშაქრო ჩაი, ყავა, წყალი. ძნელია რამდენიმე პროდუქტის დათვლა? თან ცოტა ხანში ზეპირად ისწავლი რას რამდენი კალორია აქვს. მერწმუნე ე ს მ ე თ ო დ ი მ უ შ ა ო ბ ს. ათასი რამ გადავიკითხე და ვუყურე ქართულად, რუსულად, ინგლისურად და ყველა კალორიების დიეტას ანუ სწორ კვებას გვირჩევს. ეს არაა ჩემი აღმოჩენა.ჩემს მოსწავლესაც ვურჩიე და გადარეულია, როგორ მომიწესრიგდა ჯანმრთელობა და წონაშიც დავიკელიო, ძალიან გახარებულია.
ცოტაოდენი ფეხით იარე, გინდაც 15-20 წუთი. გახსოვდეს არაფერია შენს თავზე მნიშვნელოვანი.ყველანაირად ვეცდები გვერდში დაგიდგე. არაფერია შეუძლებელი,იოცნებე და მიზანი დასახე. რეალურად დაინახე შენი თავი იმ კაბაში ან შარვალში, რომელშიც იადეალურად იქნები და მიყევი მიზნის განხორციელებას ჯანსაღი კვებით და არავითარ შემთხვევაში თავის გვემით, დასჯით და შიმშილობით.
რამდენი დავწერე, იმედია თავი არ შეგაწყინე:))
20.08.14 12:09 mamagda
მე მართლა გირჩევდი, სწორედ იკვებო, ანუ თუ ეხლა სადღაც 90 კილო ხარ , დღიური საკვების რაოდენობა შენთვის 1800-2000 კილოკალორიაა(შეიძლება მეტიც), შეგიძლია, დილით ერთი-ორი გემრიელი ნაჭერი პური ჭამო ძეხვით, ან ჯემით, მერე ვთქვათ ბანანი, მერე, რახან 6-თვის მოდიხარ , ერთი ნორმალური(ეცადე, ნაკლებად ცხიმიანი) ულუფა საჭმელი, და საღამოს რამე ბოსტნეული ან მაწონი. გარანტას გაძლევ, რომ შენ თვეში 4 კილოს დაიკლებ, მარტო ასე კვებით. მე, ალბათ 2-ს, (მინუს მესამედი ულუფა ყველაფრიასა)მაგრამ ვინ მომცა მაგის ნერვები...
თუ გიდა, 8 სექტემბრიდან ერთადად ვცადოთ.
20.08.14 12:01 xato77
mamagda მეც ეგრე ვარ უკვე მეორე წელია ვჯახირობ, თუმცა გადაბმულად არა ესე ერტი კვირა თუ გავაკეთებ მერე ორი სამი თვე შეიძლება არც დავიცვა რამე დიეტა და ცოტას ისევ ვიმატებ, მე სამწუხაროდ, არ ვარ გათხოვილი, და ორსულობის გულისთვის არ მომიმატებია, ჯდომა მიწევდა სულ და მიწევს და ეგ მასუქებს, სასწორზე იშვიათად ვდგებოდი ახალგაზრდობაშიც ყოველთვის მცხვენოდა, მაგრამ როცა ავწონილვარ ვიცი რომ საგანგაშო არ ვყოფილვარ, ნუ ბოლოს 62 კილომდე ვიყავი, ეგ ახალგაზრდობაში, მერე როგორ გაიპარა ჩემი წონა არ ვიცი, ნელნელა ვიმატებდი და უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევდი, თუმჩა მუდმივად კომპლექსი მაწუხებდა, არადა ერთიანად მსუქანი ვარ რამე ან თეძო მქონდეს დიდი ან ფეხები უფრო მსუქანი არა ერთიანად ვარ გასუქებული, ბოლოს უკვე გასუქებულს კი არა გასიებულს უფრო ვგავდი :D თავი მეზიზღებოდა, ეხლაც ეგრევა ჯერჯერობით, თუმცა თამარიონის თქმისა არ იყოს ჩემზე საშინლად მსუქნებს ვხედავ რომლებსაც არანაირი სიმსუქნის კომპლექსი არ აქვს, ცო ცოტა მძვალ მსხვილიც ვარ რა, არვიცი უკვე ასაკში მყოფი ვარ და გულიც მწყდება ბევრ რამეზე, რომ ამ სიმსუქნის კომპლექსმა ბევრ რამეზე უარი მათქმევინა, აზრზე ხართ ანუ 60-62 კილოდან როგორ ავედი 116 კილომდე ვერც მივხვდი, ერთი ერთზე მაქვს მომატებული.
20.08.14 11:59 mamagda
ხათო, შენ პრობლემაზე წამიკითხია, წიგნი მაქვს (და არა ერთი) სწორ კვებაზე და წონასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ბმი, ანუ მასის ინდექსი როცა გადააჭარბებს 28-ს, ცხიმის უჯრედებს უნარი აქვთ 2-ად დაიყონ და ბაძავენ წინა ცხიმის უჯრედებს და ცდილობენ, გაივსნონ, ყველაფრით, რასაც აძლევენ. მაგ შემთხვევაში უნდა გადააჩვიო, გადააწყო ორგანიზმი დახარჯვის და არა დაზოგვის რეჟიმზე, თუ მოახერხე, ორმაგად იკლებ. ესე წერია ჩემი დუკანის დიეტის წიგნში, ხოდა რაც დაკვირვებული ვარ ხორციან ქალებს, მართლაც ესეა, თითქმის არ ჭამენ და მაინც ყველაფერს იმატებენ. ანუ უნდა იკვებო საკმარისად და ჯანმრთელად, განსაკუთრებით, როცა ოდესღაც ძალიან მაღალი წონა გქონდა, რომ ორგანიზმი მოატყუო
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია