Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 3158725-ჯერ
სხეულის მასის ინდექსი არის ორგანიზმის ქონის კოეფიციენტი: წონა/სიმაღლე2

მიღებული კოეფიციენტის მიხედვით შეიძლება ითქვას გამხდარი ხართ, მსუქანი, თუ იდეალური წონა გაქვთ.

კოეფიციენტი არის 18.5 ან ნაკლები
ძალიან გამხდარი
18.5 - 24.9ნორმალური
25.0 - 29.9მსუქანი
30.0 - ან მეტი
ძალიან მსუქანი

მასისი ინდექსი შეიძლება არ შეესაბამებოდეს რეალობას, რადგან არ ვიცით ორგანიზმში წონისა და კუნთების მასის თანაფარდობა.

მასის ინდექსის კალკულატორი:

სქესი: მამრობითი მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
ტანის ზედაპირის ფართი = 2
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ნანახია 3158725-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(50416):

29.08.14 15:22 dreamer552
Makoterine28 აუ ქათმის სალათის რეცეპტში ეწერა 200 გრამ ფილეზე 150 გრამი მაიონეზი. დავიშოკე.იცი რამდენია 150? 1000ზე მეტი გამოდის კალორია და ჩაილაგებ კარგად ქონებს :)) მე 50 გრამი გავუკეთე 800 გრამ ქათმის ფილეს და ძალიან გემრიელიც გამოვიდა და დაბალკალორიულიც. რა უაზრო რეცეპტებია გაგიჟდები.
29.08.14 15:15 dreamer552
xato77 თან დედაჩემის ამოყვანილი იმერული ყველი მაქვს ორი თავი სპეციალურად ჩემთვის უმარილოდ გააკეთა, გამომიგზავნა და ასე მიდევს. რომ არ გაფუჭებულიყო მარილწყალში ჩავდე, მაგრამ არ ვეკარები, რადგან 300 გრამში რამდენი კალორიაცაა, იმის მაგივრად დღეში 5 სხვადასსხვა პროდუქტის სახეობა მოდის და კარგად მაპურებს. წარმოიდგინე იმერული 300 გრამი 720, მეგრული-780 კალორია და უცხოური საერთოდ ბომბია. მგონი 300 გრამი-1200 კალორია იქნება. მე კიდე სულ 700 კალორიას ვღებულობ დღეში. აი რაში მეხმარება კალორიების ცოდნა, ვიცი რომელი პროდუქტია ჩვენი მტერი:)) და ან ცოტას ვღებულობ, ან საერთოდ არ ვჭამ.
29.08.14 15:04 Makoterine28
ისე მაიონეზი რა ცუდი რამე გოგოებო აზრზე ხართ?
29.08.14 15:01 xato77
itato 93 თუ ხარ ეხლა და ხვალე 92 გიჩვენა კარგია, მეც ვერ ვიკავებდი გემრიელი საჭმელებისგან თავს და რამდენი დღე გადამიდია მაგისთვის :D მაგრამ ეხლა ერთი კვირაა სახლში ისეთი რამეებია რაც შაშინლად მიყვარს მაგრამ არ მივკარებივარ და მაგარიც მიკვირს, გაუძელი ცოტა, ნუ შეჭამ ეგეთ კალორიულებს, აუფ მეც მაგრად მიყვარს მაკარონი ყველანაირად და ყველიანიც და საერთოდ ყვალი მეც მიყვარს dreamer552 მეც მაგრამ მიყვარს ყველი და უნდა მოვერიდო ეგრე ძალიან ჭამას რომ დავიწყებ? აუუუ არადა შემეძლო ყველზე და პურზე გადამეტანა დღეები და სულ არ მინდა სხვა რამე,ესეიგი უნდა დავკმაყოფილდე ერთი ნაჭერით, ჯანდაბას მთავარია მერე აღარ მოვიმატო და არაა აუცილებეი ჭამაზე ვიფიქრო, რა არის ეს რა, როდის უნდა მივხვდეთ რომ ჭამა გაძღომისთვის არაა მოგონილი :D
29.08.14 15:01 Makoterine28
dreamer552 28 წლის ვარ და პირველად დავიცყე ვარჯიში მართლა მრხვენია სად ვიყავი აქამდე, თან დილი 9 დან 6 მდე სულ ვზივარ სამსახურში, ცონაშიც ხომ სტიმული მაქვს კლების დროს და ისედაც სხეული მომყვება და ძალიან მომწონს ლამაზი ფორმები, შემომიერთდი გამიხარდებაა თავიდან ჭირს დროის მხრივ გამონახვა მაგრამ მერე უარს ვერ იტყვი ისეთი მაგარია შედეგს რომ ხედავ, ვთვლი რომ ძალიან დიდი გზა გავიარე სტრესის მხრივ მაგრამ ეხლა ვიცი რომ სწორ გზას ვადგავარ და ძალიან მომწონს ჭამის და დიეტის ეს მეთოდი
29.08.14 14:52 dreamer552
nini-19 მეც ძალიან მიყვარდა, მაგრამ როცა წარმოვიდგენ, რომ ენერგიად კი არა ქონებად გარდაიქმნება, მადა მეკარგება. :)) 200 გრამს თუ იმყოფინებ, კიდე არა უშავს. მე თუ მკითხავ არაფერი არ უნდა აუკრძალო თავს, ზომა და წონა თუ გესმის არავითარ შემთხვევაში არ მოიმატებ.
29.08.14 14:47 nini-19
Vaime yveliani makaroni ise miyvars exla rom damanaxa ver shemakavebs vera sulieri ise shevchamdi :-D
29.08.14 14:44 dreamer552
itato კი ყველიანი მაკარონი საშინლად კალორიულია მართლა. 200 გრამი-500 კალორიაა. დაახლოებით ზაკუსკის თეფში არც ისე გადავსებული.ძალიან მიყვარს ყველი და სახლში ყოველთვისაა, მაგრამ აღარ ვჭამ. ერთ საშუალო ნაჭერს 100 გრამიანს აქვს 240 კალორია. და 300 გრამს ისე ვჭამდი ხოლმე, როგორც არაფერი.
შიმშილს თუ ვერ იკავებ სოკოს წვნიანი ან ქათმის ფილის სალათა გაიკეთეთ, ჰერკულესს ვიხარშავ დილით 40გრამს, სულ 120 კალორია აქვს და მთელი დღე გაპურებს. ბევრი პროდუქტია დაბალკალორიული, რომელიც არ შეგიშლის ხელს წონის დაკლებაში. წვნიანებს ყოველთვის ვიწუნებდი და ცხვირს ვიბზუებდი, არადა ძალიან აუცილებელია და ძალიან დაბალკალორიული.
29.08.14 14:36 nini-19
Aekro muceli xerxemalze :-D vai mee rodis gatendeba rom chavcecxlo is sosisi :-D
29.08.14 14:28 itato
ხათო ბრავო შენ მაგარი გოგო ხარ გილოცავ მთელი გულით და სულით,მე დღეს მთელი დღე ორ ცალ კვერცხძე ვიყავი და ამ საღამოს ჭირი ჩემს თავს ყველიანი მაკარონი ვჭამე რაც ასუქებს.93 ვარ ზუსტად ანუ ხვალ ისევ 92ს მიჩვენებს და ხვალ უეჭველი კოქტეილს გავაკეთებ.90. 9 მაინც დამიწეროს პირველში სასწორმა რა მოხდებაა,:(:( Xათო შენმა კომენტარმა კიდე უფრო სტიმული მომცა. რა მჭირს არ ვიცი,განა მშია? არ მშია ხოლმე,უბრალოდ მინდა ვჭამო:D ძალიან კლებადი ვარ, უბრალოდ ვარღვევ თორე რომ არ ვარღვევდე რა დიეტაც არ უნდა დავიცვა დღეში 800 გრამს ვიკლებ ხოლმე,ზოგჯერ ერთსაც კი. ასე მგონია რომ არ ვჭამო მოვკვდებითქო... პირველამდე რაც იქნება იქნება ვნახოთ სანამდეც დავალ და მერე გრეჩიხას დავიწყებ პირველიდან.აბა რა ვქნა?:(:(
29.08.14 14:10 dreamer552
Makoterine28 ვარჯიში არის საუკეთესო ცხოვრების რეჟიმი, მეტს უკეთეს ვერ ინატრებს და გააკეთებს ადამიანი და თუ ამას სწორ კვებასაც დაუმატებ, ჩათვალე, რომ იდეალური ცხოვრების სტილი გაქვს. ყოჩაღ შენ, რომ ნებისყოფა გქონია და სისტემატურად ვარჯიშობ უკვე. ბავშვობაში მქონდა გიმნასტური ვარჯიშების წიგნი. იყავ მუდამ მოხდენილი და ლამაზი. თვეში ერთხელ დავიწყებდი, ვივარჯიშებდი, ვანებებდი.არადა, როგორ მინდოდა რომ მოქნილი სხეული მქონოდა. ნებისყოფა არის ყველაფერი. იქნებ ახლა მაინც შევძლო კვირაში ორჯერ ვარჯიში. ვარჯიში აუცილებელია, რადგან საოფისე სამუშაო ან ისეთი პროფესია, რომელიც უძრავ რეჟიმს ითხოვს, არის ორგანიზმისთვის საზიანო.
ძალიან მიხარია შენი შედეგები და ასე გააგრძელე. იქნებ მეც შემოგიერთდე და ვარჯიშებით დავკავდე.
29.08.14 13:07 Makoterine28
dreamer 552 გამეცინა მეც ზუსტად მასე ვითვლი დღეებს, ვთვლი რომ ცხოვრებაში საუკეთესო რამეს მივაგენი, ყველაზე დიდი წარმატებაა ჩემის აზრით
29.08.14 13:04 Makoterine28
გამარჯობათ გოგოებო, dreamer 552 ზუსტად მასე ვარ მე ადრე დავპოსტე კიდეც ძალიან დავიღალე ამ სამდღიანი დიეტებითთქო ათასჯერ მეტს ვიმატებდი, ზუსტად 45 დღეა ჯანსაღი კვებით ვიკვებები დარბაზში ვვარჯიშობ და 10 კილო დავიკელი, ეხლა ძალიან ნელა მიდის კლება სამაგიეროდ გაღორება არ მჭირს არაფერი ვაფშე არ მინდენა და იდეალური ფორმებს ვუახლოვდები ვარჯიშით, 77 კილო ვარ ეხლა და 22 კილო მაქვს კიდე დასაკლები
29.08.14 12:38 xato77
nini-19 მაგან არ შეგაშინოს ეგრე იცის ხოლმე საღამოობით რამდენჯერმე რომ ვიწონებით, დილით ნაკლები იქნები :*
29.08.14 12:37 xato77
dreamer552 გაიხარე ჩემო კარგო, უეჭველი ეგრე ვიზამ და ეგრე ვაპირებ ერთი 10 კილოც დავიკლო და მერე მე ვიცი, არც პატარა წონა არ მაქვს რომ თავი გავიგიჟო და ძაან გახდომა მოვინდომო და არც ადრე ვყოფილვარ ტანწერწეტა, მაგრამ ბოლოს ნამეტანი მოვიმატე, თითქმის ერთი ერთზე და ძვლივს ჭკუაზე მოვედი ცოტა დაგვიანებით მაგრამ მაინც ხომ მოვედი ჭკუაზე დაა აწი რა უნდა მოხდეს რომ ზევით წავიდეს ჩემი წონა, აი ისე მინდა რთი ათი კილოს დაკლება კიდევ და იმედი მაქვს უმოკლეს დროში დავიკლებ და მერე მეც ერთი სული მაქვს ისე ვიკვებო რომ საჭმელს მხოლოდ გემო გავუგო და არა გავძღე, თუმცა არც ძაან გადაძღომამდე ვჭამდი მაგრამ ეტყობა მაინც იმაზე მეტს ვიღებდი რაც უნდა მიმეღო, დიდი მადლობა და გაიხარეეეეეე :*
29.08.14 12:28 dreamer552
xato77 დარწმუნებული ვარ, რომ მალე მიაღწევ სასურველ შედეგს. მეც ბოლოსღა მივხვდი, რომ ყველაფერი ზომაზე და დოზაზეა დამოკიდებული. კალორიების თვლა მეხმარება, რომ გავიგო რა რაოდენობის ენერგიას ვხარჯავ და ვიღებ, რომ არ მოხდეს გადაჭარბება. თუ გეძნელება დათვლა, არც ეგაა პრობლემა. როცა ცოტა კიდე დაიკლებ მაგ შიმშილობით და კვებაზე გადახვალ, ცოტ-ცოტა რაოდენობით მიიღე ყველაფერი. ანუ ადრე გაიხსენე რა რაოდენობას ჭამდი ერთ ჯერზე, მიიღე იმის ნახევარი. ვიცი, რომ ამას თავადაც კარგად გაართმევ თავს ჩემო ლამაზო. უბრალოდ შიმშილობით უფრო მალე ფერთხავ ზედმეტ კილოებს და ასე უფრო გეადვილება. აბა მალე მენახე შენს სასურველ წონაზე ხათო. გოგოებო მოთმინებას და გამძლეობას გისურვებთ.
29.08.14 12:26 nini-19
Chemi imedi gqondes xato arc shen mimatovo tore wasulia chemi saqme, nu kvira dges ar vtvli, au xato am sagamos isev 80 michvena, tumca wyali vsvi ai dzalian bevri da magis gamo, xoda sagamos chama agar shevchame, xval isev 78 ze unda davbrunde :-D
29.08.14 12:19 xato77
nini-19 ნინი აბა შენ იცი არ შემარცხვინო და არ მიღალატო, მაგარი გოგო ხარ და აუცილებლად შეძლებ, აუ მართლა სად დაიკარგა ეს ხალხი, გიო სადაა ნეტა?
29.08.14 12:16 xato77
dreamer552 ძალიან კარგია და გილოცავ შენც, მაგრამ არ გამომდის ეგეთი კვებით კლება, მე ხომ ვიცი ჩემი ორგანიზმის ამბავი, ცუდი ჭამის რეჟიმი მქონდა და მოვიმატე სასტიკად და სანამ უკვე ძალიან არ შემაწუხა ვერ მივხვდი, ასე სასწრაფოდ იმიტომ მინდა რომ დავიკლო სხვანაირად არ გამომდის, თუმცა არც მალე დაკლება გამომდის, ცოტაც მინდა კიდევ, ნუ 80 მაინც გავხდე და მერე მეც ეგრე ვაპირებ რომ ცოტცოტა მივიღო ყველაფერი, ნამდვილად ეგრე ვაპირებ და არა გაღორებას და ყველაფრის ერთბაშად ანაზღაურებას, რა უნდა მოხდეს რომ წონა არ ვაკონტროლო, კალორიების გამოთვლა ცოტა გამიჭირდება მაგრამ დაახლოებით უკვე ხომ ვიცი რა არის ჯანსაღი საკვები და გავაკეთევ ეგრე, თუ მერე ცოტცოტას მოვიკლებ ხომ კარგი თუ არა და აღარ მოვიმატებ მაინც, ორი თვის წინ ეგრე ვიყავი დაახლოებით ერთი თვე ნუ სალათებზე და მოხარშულებზე ცოტას ვიღებდი ყველაფერს, ხორცსაც თევზსაც რა თქმა უნდა მოხარშულებს, სალათებს და არ მომიმათია მაგრამ ვერც დავიკელი, ალბათ სადღაც დაახლოებით ერთ თვემდე ვაკეთე და 2 კილო და ვიკელი, აი ცოტას კიდევ რომ მოვიშორებ ასეთი მკაცრი რეჟიმით მერე ისე დავიწყებ ჭამას და საკმარისიც იქნება თვეში ორი კილო დავიკლო, წარმატებებიიი და მადლობა :)))
29.08.14 12:10 nini-19
Xochag xato ai mondomebaa mtavari tore shimshilobasac udzlebs kaci, vaime mec ise gaxarebuli var ro ravi, tan sheni warmatebac mixaria, kviras.bevri mainc ar chamo rom bevri ar moimati, an mdugare wyali daayole rom ar shegerfos, mikvirs es sami dge rom daurgvevlad gavdzeli :-D xval sosisi unda vchamo dzalian menatreba, cotas shevcham ogond da shevxedav tu momcems shedegs
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია