Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 542105-ჯერ
მსგავსი დიეტები:
ძალიან ეფექტური დიეტა! ოღონდ რამდენად გაძლებათ,არ ვიცი. ცოტა ცუდი გემო აქვს :) მაგრამ მადას გაკარგვინებთ!
ე.ი. ერთ ქილა მაწონში 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი და 1 სუფრის კოვზი პელე აურიეთ,დღეში 3ჯერ გადაანაწილეთ და მიირთვით:)აი,მე ძალიან,ძალიან დავიკელი. ბოლოს, უკვე ძვალი და ტყავი ვიყავი :D
სულ რაღაც 7 დღე დავიცავი.მეტი ვერ გავძელი :)) თან ხილიც და ბოსტნეულიც შეგიძლიათ მიირთვათ.

მე სტაფილოს ვჭამდი და ვაშლს :) ბორჯომსაც თუ დალევთ,კარგი იქნება!
 შედეგი მართლაც ძალიან დიდია! 1 კვირაში თქვენ თვითონ ნახავთ:)

afrodite-venera
ნანახია 542105-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(4616):

21.08.10 20:27 ani25
ანუ, ერთ დღეს დავიწყეთ და ორივეს 5კგ გვინდა. რამდენი ხანი აპირებ? მე რამდენიც გავქაჩავ მაქსიმუმად. გამიარა კუჭის ტკივილმა, მარა ხვალ რა დალევს იმას გული მისკდება. ნახევარი დავტოვე, მარა გავუძლებ :D
ხვალ 12მდე წყალს დავლევ, და მერე 12-3-6ზე ისევ ის ნარევი. მინდა 5კგ დაკლებააა. მალი, შენ მუცელი გინდა თუ ტანს ქვევით? მე უფრო ტანს ქვევით ფეხებზე
21.08.10 20:01 mal
მე დგეს კარგად ვარ.. ნარევი სამად გავყავი და სამჯერ დავლიე ბოლომდე.. სხვათაშორის თავიდან მეთქი ეს რა არის თქოო .. მარა მერე მივეჩვიე და არ გამჭირვებია..
მე 52 კილო ვარ და მეც 5 კილოს დაკლება მინდა.. ვნახავ სადამდე გავძლებ.. ეხლა დავლიენ ნაბეღლავი.. 2 სტაფილო ვჭამე დღის განმავლობასჰი და ერთი ცალი ვაშლი.. ცოტა კუჭი მეც მტკივ.. მაგრამ იმედია გავუძლებ..
21.08.10 19:52 ani25
ისე ის ნარევი ბოლომდე ვერ შევჭამე, ხვალისთვის დავტოვე ნახევარი და იმედია ჩავამთავრებ. ერთ ჭამაზე 5-6კოვზს ვჭამ. იმედია საკმარისია.
21.08.10 19:51 ani25
მალი, შენც წარმატებები. დღეს მე მაგალითად ზამთრო და კიტრი ვჭამე, მარა ცოტა კუჭი მტკივა. ხვალ ვაპირებ 2 მოხარშული კარტოფილი, ჩავაჭრი კიტრს და სალატის ფურცლებს და მაგას შევჭამ. დაბალკალორიულია და ასევე სალათის ასოციაციაა. შენ რამდენის დაკლება გინდა? მე 5კგ:) იმედია კარგად დავიკლებ ამ 10 დღეში.
21.08.10 19:45 taamoo
მალ საზამთრო,ვაშლი,სტაფილო და კიტრი კარგია ორგანიზმისათვის...ამიტო შეგიძლია რამდენიც გინდა იმდენი ჭამო ....ნაბეღლავიც დალიე რამდენიც გინდა..კუჭის მოქმედებას უწყობს ხელს მაგრამ გაზგასული ჯობია...ისე ძალიან ბევრ ხილს ნუ შეჭამ..არ მოგამატებიებს მაგრამ კუჭი არ დაგიპატარავდება და დიეტას რომ დაამთავრებ თავის გაკონტროლებას ვეღარ შეძლებ..ამიტო ხილი ცოტ ცოტა ჭამე და ხშირად....
21.08.10 19:32 mal
ანიი წარმატებები აბაა.. :))) და მე პასუხს არავინ გამცემს :(
21.08.10 19:27 ani25
გოგოებო, საშინლად ვერ ვიტან ამ ნარევს, ეგრე გულის რევა მეწყება, მარა უნდა ავიტანო როგორმე. ეს 3 დღე უეჭველი გავაკეტებ, მერე ალბათ 2 დღე დავისვენებ მარა მაინც დიეტურად ვჭამ და მერე ისევ 3 დღე ალბათ. რაც შემიძლია მაქსიმალურად ბევრს გავაკეთებ. იმედია ეს გულისრევის შეგრძნება გამივლის. დღემ კარგად ჩაიარა 7ზე საზამტრო ვჭამე და ბევრი სითხე მივიღე, რომ ორგანიზმი ჩაეწმინდა. მიხარია, რომ აქტიურობთ და ერთმანეთს ამხნევებთ. ხვალ დაბადების დღეზე მივდივარ, მარა გამოვაცხადე რომ მოწამლული ვარ და არაფერს ვჭამ, ასე რომ არაა პრობლემა. არ დანებდეთ.
21.08.10 19:25 mal
ლიზი სე ყოჩაღ შენ.. და ხილი რამდენიც მინდა იმდენი შემიძლია ვჭამოო?.. და ნაბეღლავიც რამდენიც მინდა იმდენი შემიძლია დავლიოო?..
21.08.10 19:24 lizi20
მე ვიდრე 65 კილომდე არ ჩამოვალ არ გავჩერდები... ანუ კიდევ 8 კილო მინდაააააააააააააააააააა
21.08.10 19:06 mal
აუუ ეს დიეტა დღეს დავიწყე და აიი არ ვიცი...ტავს ვგრდზნობ ჯერჯერობით კარგად.. დავლიე უკვე მაწონი გავათავე და ხილის ჭამა ხო შეიძლება... ქლიავიი ვჭამეე და სტაფილოს მეც ვჭამ.. და არ ვიცი.. თავს მსუბუქად ვგრძობ... :))
21.08.10 18:56 sopi
გოგონებო შემოგიერთდეთ? :)
21.08.10 18:45 lizi20
ეს დიეტა ყველაზე მაგარია, რაც აქამდე გამიკეთებია. ზაფხულის დასაწყისიდან ვცდილობ ჩამოვიგდო ხორცები, რა არ გავაკეთე, მაგრამ მაქსიმუმ 2 კილო. ერთი კვირის წინ დავიწყე ეს დიეტა, 3 დღე გავაკეთე, მერე 2 დღე შევისვენე, ახლა ისევ დიეტის მესამე დღეზე ვარ და ამ ერთ კვირაში 5 კილო დავიკელი, თან ის 2 დღე რაღაცეებიც ვჭამე. 78 ვიყავი და ახლა 73 კილო ვარ და ძალიან მიხარია. საერთო ჯამში მთელი ზაფხულის განმავლობაში უკვე 12 კილო დავიკელი. 85 დან 73-ზე ჩამოვედი
21.08.10 18:30 irma-3
გოგოებო ყველაპერი მიღწევადია დამიჯერეთ ......ასე რომ მოთმინებით შეუდეგით პიგურაზე ზრუნვას
21.08.10 18:18 msukana:(
ძალიან მინდა ამ დიეტის გაკეტება მაგრამ ეხლა მარხვაა და მარხვის შემდეგ აუცილებლად გავაკეთებ ... სიმაღლეში ვარ 170 და 74 კილო ვარ ამჯამად ყველა მეუბნება რო სიმაღლე გაქ და მალავს ამ სიმსუქნესო მარა მე ვხვდები რო ძალიან გავსუქდი და უკვე დეპრესია მაქ თვეებია უკვე სარკეში ჩახედვაც არ მინდა და მაღაზიებში სიარული ხო მითუმეტეს ვხვდები რო ჩემ თავში ჩავიკეტე და გარეთ გასვლაც არ მინდა (( რო ვთქვათ ბევრს არ ვწამ დღეში შეილება ერთხელაც ვწამო მაგრამ მე უცხოეთში ვარ და როგორც მოგეხსენებათ აქ ყველაფერი მაგალ კალორიულია... მაგრამ ერთი პლისუი კი მაქვს ერთი დრეც რო მარტო ხილი და ბოსტნეული ვჭამო ეგრევე ვიკლებ 1 კილოს დღეში არვიცი უკვე რა ვქნა დიეტის ნებისკოფა კი მაქვს მაგრამ უკვე ამდენ დიეტებში კანიც გამიფუჭდა და არვიცი ამ 20 წლის გოგომ საკუთარი თავი დავკარგე.ადრე სულ ყურადღების ცენტრში ვიყავი ბიჭები სულ დამსდევდნენ ეხლა კიდე ვხვდები რო მაინც თურმე ტანს დიდი მნიშვნელობა აქვს (( წარმატებები გოგოებო დიეტებში მე ახალი ვარ აქ და შემოგიეთდებით დიეტებში თუ ნებას დამრთავთ :)
21.08.10 18:08 marischa
ჩემმა მეგობარმა გააკეტა 9დღიანი დიეტაა აქ მაწონია ძირითადად და ხილი და 8 კგ დაიკლო 9 დღეშIII
21.08.10 18:07 marischa
მერემარტო მაწონი ჭამეეეე
21.08.10 18:04 taamoo
შენ ყავა გიყვარს ეტყობა...ეხლა მე მკითხე არც ყავა მიყვარს არც თაფლი...მაწონს კიდე არაუშავს :D:D:D
21.08.10 18:03 marischa
მე უთაფლოდ ვჭამ მხოლოდ ყავით და გემოზე ნამდვილად არ ვწუწუნებ ყოველშემთხვევაში ასატანია!
21.08.10 18:01 marischa
ხოო მეც ვაშლს და ქლიავს ვჭამდი მხოლოდ!!!!
21.08.10 18:01 taamoo
თავიდან მომეწონა ეგ თაფლიანი და ყავიანი მაწონი...მაგრამ ეხლა ძლივს ვჭამე...ვაშლს და ქლიავს ვიყიდი და იმას დავახმარებ ჭამა რომ გამიჭირდება მაწვნის....:)))
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია