Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166423-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166423-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

29.09.10 23:27 catherine
მაინტერსებს წონის შენარჩუნების დღეებში ცილოვანზე აქ წერია ლობიო ან წიწიბურა. ანუ აქედან ერთ-ერთი უნდა ჭამო მთელი დღე?
თუ რაც მანამდე იყო ცილოვანზე, ისინი+ ლობიო ან წიწიბურა? რაღაც გაუგებრად წერია აქ
გამარკვიეთ რა ვისაც გაკეთებული გაქვთ პლზ

29.09.10 23:23 catherine
მესამე კვირა მთავრდება უკვე და მხოლოდ 3 კილო დავიკელი :(((
იმედი მაქვს ბოლოს დავიკლებ ერთიანად.
თუმცა ბევრიც არ მინდა კიდევ 6 კილოს დაკლება მჭირდება, რომ დავიბრუნი ორსულობამდელი წონა, რაც ჩემთვის იდეალურია - 56კგ.
ჯერჯერობით იმედიანად ვარ და ვაგრძელებ
29.09.10 01:07 nuni34
გამარჯობათ.მე ორშაბათს დავიწყე ეს დიეტა და ყოველ ორშაბათს მოგწერთ შედეგებს.
28.09.10 19:50 nati_nati_natia
ორშაბათს მოვრჩი და 9 კილო მაქვს დაკლებული :) ვაშა! :D
26.09.10 23:57 tamri888
177სმ და 60 კილო ვარ... 5კილოს ამ დიეტით დავი კლებ?? ვინმემ მითხარით? უკვე ერთი კვირა გავაკეთე. ნელა ვიკლებ....
25.09.10 10:21 tatuliaa
ზაან მაგარიი დიეტაა არიიი მესამე კვირის მეორე დგეზე ვარ დაა კარგად მოვიკელიი ,ზან კმაყოპილი ვაარ
25.09.10 00:59 jejba
ამ დიეტით დავიკელი 23 კილო და ყველას გირჩევთ.
24.09.10 18:13 pikria_5
სხეულის კორექცია,წონაში დაკლება,ცელულიტის დაშლა (სპეციალური აპარატით უმტკივნეულოდ)გარანტიით!!!კანის და მოდუნებული კუნთის გამკვრივება,სტრიები,მასაჟი თაფლით,ვაკუუმით,შოკოლადით,ანტიცელულიტური კრემებით, ტალახით,სწორი კვების შერჩევით,მობ.858108986.ტელ.398248
24.09.10 17:40 puskuna
აუუუუუ დაწერეთ რაა ვინც ბოლომდე გააკეთა რამდენიი დაიკლოოო??? ძაან მაინტერესებს მე 14 დღეა ვაკეთება და5 კგ დავიკელი მარტოო და გაგრძელებაა ღიიირ? მირჩიეეთ თქვენიი აზრიით დავიკლეებ კიდეეე...? ბორშს ცოტა მარილით ვჩააამ არ შემიძლია ისეე :( მომწერეეეთ :*:*:*:*:* წარმატებებიი ყველაააააას.. :*:*:*
24.09.10 07:11 anka.kokaia
გამარჯობაა კიდევ ერტხელ.. 11 დგეა უკვე ვაკეტებ და 4 კილო დავიკელი გავაკეტებ ბოლომდე რო სრული სჰედეგი ვნახო შენარჩუნების დგეებსაც გავაკეთებ იმედია დავიკლებ ...ადრეც გავაკეტე და მასჰინ მაგრად დავიკელი 12 კილო ერთ ტვეში ზუსტად ვიცავდი და ამ ჯერზე ყველაფერს სიე ვაკეტებ არ ვამატაებ მარა ტანმიმდევრობით არ ვჩამ და ალბად იმიტო ვერ დავიკელი ისე როგორც მაშინ მარა მაინც ვიცავ ... LIზი 20 სჰენი დიეტა მომეცონა დზალიან და რო დავამტავრებ მეც გავაკეტებ და რა სჰედეგი გაქვს???რომელ დგეზე ხარ: )მომწერე: )
21.09.10 23:14 tami_tami
tatuliaa- არ ვიცი მაგრამ 4 ცალი სენადა დალიე აბებია და ეგ არის მე ეგრე გავაკეთე და დავიკელი
21.09.10 20:28 tatuliaa
იცი რისი კითხვა მინდა კუჩი რომ არ გამოირეცხო ისე ვერ დაიკლეებ ამ უგულავას დიეტით? გეხვერცებიით მომცერეთ ვინც იციის
21.09.10 17:42 MARTA111
ეს დიეტა კი არა და ნამდვილი ტანჯვაა,მე ვაკეტებდი და 4კილოს მეტი ვერ მოვიკელი.
21.09.10 10:39 lizi20
10 საათზე - 1 ვაშლი
12 საათზე - ყავა
14 საათზე - 2 სოსისი
16 საათზე - 1 კვერცხი
18 საათზე - 2 კიტრი
20 საათზე - 3 კუბიკი შოკოლადი (იასამნისფერი "ალპენ-გოლდი)
22 საათზე - ერთ ჭიქაში ნახევარი მაწონი და ნახევარი ნაბეღლავი აურიეთ და ის დალიეთ.
10 დღეზე მეტის გაკეთება არ შეიძლება
გოგოებო ეს დიეტა 2 დღის წინ დავიწყე და შედეგია -2 კილო, თან ამ დიეტის დროს იღებ ცილებსაც და ნახშირწყლებსაც, ვაშლიდა კი რკინას...
21.09.10 00:42 dolores9
მდას,,,ისე ვარ აღრენილი ჭამა საერთოდ არ მკიდია ახლა? :| ხოდა ქე გადავაგორე ამ დიეტაში ყველაზე რთული დღე --->შიმშილის დღე :DDDDDDDDDDD
20.09.10 21:46 tami_tami
იცით მაინტერესებს ლობიო როგორ ვჭამო,ცარიელი მოხარშული თუ ?
20.09.10 19:37 anuka111
პირველი დღე ცოტა არ იყოს ცუდია სულ მშიერი ვარ მარა არაუშავს ხვალიდან ვჭამთ :D:D:D:D:D
20.09.10 16:38 dolores9
anuka111 dzalian kargi,me ukve shevudeqi :DDDDD

were xolme aq shedegi gavamxnevot erturti :DDDDDDDD
20.09.10 15:20 salu_salu
აუ ბორმენტალის დიეტაა არ იციტ ვინმემმ ?
20.09.10 14:54 >>>maiko<<<
მოგესალმებით :) დიდი ხანია არ შემოვსულვარ, რა მაინტერესებს იცით? საერთოდ დიეტა არ დამიცვია არასოდეს, ეს დიეტა გავაკეთე გაზაფხულზე, და 6-7 კილო დავიკელი, დიდი მჭამელი არც ადრე ვიყავი, ზედმეტი წონა არასწორი ცხოვრების წესმა გამოიწვია ალბათ.
რაც ეს დიეტა დავიცავი მას მერე დამეწყო ასეთი რამ: ანუ დავუწყებ საჭმლის ჭამას ( ისეთს რომელიც შეიცავს, ცხიმს და არა ზეთს, ცომეულს (მაკარონი, ვერმიშელი), მეკეტება საერთოდ ჭამის სურვილი, მეწყება გულისრევის შეგრძნება და ვერაფერს ვეღარ ვჭამ...
მაინტერესებს, დიეტების შემდეგ თქვენც თუ გაქვთ მსგავსი შეგრძნებები ( ბოდიში )
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია