Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166419-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166419-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

06.10.10 00:55 nia_4516
ქეთი,შეგიძლია ჰოლანდიურის მაგივრად უმარილო სულგუნი სინჯო,მე უკვე 14 კილო დავიკელი.თან წინასწარ ვიყიდე,მაცივარში შევინახე და თანდათან ჰოლანდიურს დაემსგავსა,რა თქმა უნდა უფრო სასიამოვნო გემო აქვს,გირჩევ!!!!
05.10.10 13:49 Qetu
აუ ჰოლადიურ ყველს ვერ ვჭამ მეჩვენება თუ მომწარო გემო აქვს? :(

მარტო ქათამი და 100გრამი პური რო ვჭამო? :(

და ქარხსნის ყველი მაქვს და ოდნავ იმით ვერ შევცვლი?

გულს მირევს ეს ჰოლანდიური :(
05.10.10 10:08 nia_4516
ლობიო ან წიწიბურა რომ წერია,რამდენი შეიძლება,ხომ არ იცით?ვინმემ მიპასუხეთ,რა!!!!!!მე გავაკეთე ეს დიეტა და 13 კილომდე დავიკელი,ახლა წყალში არ მინდა ჩამეყაროს .ვინც ზუსტად იცით,დაწერეთ რა?
04.10.10 23:57 catherine
შEნარჩუნების დღეებზე არავინ ხართ აქ?
04.10.10 21:34 nia_4516
ისე მოხაშსული თევზი რო არ ვჭამო შეიძლება?
04.10.10 21:31 nia_4516
არ ტეხავს არანაირად, ისე კარგი იქნება თუ რამოდენიმე დგისას ერტად იყიდი და 100-100 გრამად დააყოპინებ მე ეგრე ვიყიდე
04.10.10 17:50 Qetu
mistery_100 მაგდ შენ ხარ? :))


აუ 2ნაჭერი დიდი (შუაში რო ნაჭრებია და გვერდითა ნაჭრები3) ეს იქნება 100გრამი :)

ხვალისთვის ქათმის ფილეს მოვხარშავ და ჩავიტან ავაწონინებ მაღაზიაში=))

ჰოლანდიური ყველი ერთი თხელი ნაჭერი უწევს?
პოპულში როგორ ვუთხრა 100გრამი მინდათქო :9
არ ტეხავს?
04.10.10 17:33 mistery_100
საერთოდ არ ვჭამდი ან ვსვავდი ბულიონს და წვნიანს.
Qetu კი ნორმალურია.
პურს რაც შეეხება მაგალითად:იფქლის შავი პურის ნორმალური ნაჭრები,ანუ თუ არ ჩავთვლით ბოლო პატარა ნაჭრებს მე პირადად 2ცალს ვჭამდი ხოლმე და თუ ძალიან მომშივდებოდა იმ დროს ერთ პატარას მივაყოლებდი.ასე რომ თუ 2მდე შეზღუდავთ კარგია : )
04.10.10 17:26 Qetu
და მარილიანი არ არის ეგ?

ანუ მაგ კუბიკის მეოტხედს ვადუღებ ერთ ჭიქა წყალში და დავლევ? :)

არადა მიყვარს :D
04.10.10 16:17 nuni34
კიიიი)))))
04.10.10 16:15 Qetu
რა კუბიკის მესამედს?
ეგ ვერ მივხვდი :)
აი რაღაც გალინა ბლანკას კუბიკზე ამბობ?
04.10.10 16:04 nuni34
მე პირადად კუბიკის მესამედს ვადუგებ ერთ ჭიქა წყალში და იმას ვსვავ
04.10.10 16:02 nuni34
მე სასწორი მაქვს და ტოსტერის ტხლად დაჭრილი შავი პური ხან 2 ცალი გამოდის 100 გრამი და ხან 2 ნახევარი.
04.10.10 16:02 Qetu
და რა უნდა ვიკითხო მეორე დღეს ბულიონი გააკეთეთ?
ჩემმა ახლობელმა დაიცვა 2კვირა და 8კილო დაიკლო.
იმას რო ვკიტხე ბულიონს არ ვჭამდი მეო. . .
04.10.10 15:57 Qetu
დღეს დავიწყე ეს დიეტა მინდა 5კილოს დაკლება.
მთელი დღე ვერ მოვიცალე და ეხლა დავლიე 1ლიტრი რძე, 7საათზე შევამ პურს და პომიდვრის წვენს და წავა ხო?


და კიდევ 100გრამი პური მიახლოებით რამდენი ნაჭერია?
როგორც მითხრეს ერთი ნაჭერი არის 40გრამიო და ასეა?
04.10.10 11:32 nuni34
დგეს დავამთავრე პირველი კვირა და 3 კილო დავიკელი.ორშაბათს მოგწერტ მეორე კვირის შედეგს.ტატოშკა,ბულიონის წვენი უნდა დალიო ქათამს რომ მოხარშავ,ნახარშის წვენი.მე პირადად ბულიონის კუბიკის მესამედს ვადუგებ 1 ჭიქა წყალში და იმას ვსვავ.წარმატებები ყველას ვინც დიეტაზეა)))
02.10.10 23:45 tatoshka
მეორე დღე სადილად ბულიონი მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე როგორ უნდა მოვამზადო?მიპასუხეთ რაა,ვერ ვხვდები
02.10.10 19:20 mistery_100
უძლიერესი დიეტაა.ჯერ ერთი-გასწავლის ცოტა ჭამას.მეორე-არ გაშიებს!მესამე-ზუსტად ისე გაკლებინებს წონას,როგორც საჭიროა-ნელა!!! აქ კომენტარებში ეწერათ რომ 14დღის განმავლობაში მხოლოდ 4-5 კილო დაიკლეს.ეგრეც არის საჭირო.ეს კიდევ კარგი შედეგია.მე პირადად პირველად რომ დავიცავი ეს დიეტა 3კვირის მერე დამეტყო ერთიანად რამდენი კილო მქონდა მოკლებული.დავიკელი 8 კილო და შემდეგ უკვე ნელ-ნელა ვიკლებდი და მივაღწიე 10-12 კილომდე.უბრალოდ უნდა შეინარჩუნოთ ამ დიეტის წესი-ცოტა ჭამა და არ აურიოთ ერთმანეთში ბოსტნეული და ხორცეული. ყველაზე ეფექტური დიეტაა ყველა დიეტებს შორის.მართალია სხვა დიეტებიც გამომიცდია,ჩქარი დაკლების მიზნით მაგრამ ისევ ნელა დაიკლო და ნორმალურად ჯობს ვიდრე ჩქარა და კუჭი დაიავადო
02.10.10 12:40 nia_4516
მიპასუხეთ რაააა
02.10.10 11:42 nia_4516
მეოთხე კვირის მეოთხე დღეა და 5 კილო მოვიკელი, სულ არ გამჭირვებია დიეტის დაცვა, დღეს მოხარშული ხორცი უნდა ვჭამო და თუ შეიძლება მოხარშული სოსისით რომ ჩავანაცვლო?
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია