Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166450-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166450-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

25.06.10 10:43 clementine
irakli1981
შენარჩუნების დღეები გააკეთეთ? მე ცოტახანი შევისვენე,დაახლოებით 2 კვირა და ისევ დავიწყე, იმ 9 დღის გარეშე ოღონდ
24.06.10 20:57 irakli1981
მოკლედ პასუხი არავინ გამცა შეიძლება თუარა ამ დიეტის გადაბმა და მე მაინც გადავწყვიტე რომ გადავაბა,ძალიან მინდა 25 კილოს დაკლება :D
24.06.10 14:32 Tatusha
marischa ანოტაციაში როგორც წერია 4.900 კგ უნდა დაგაკლებინოს ანუ 5 კილო რა, მე 1 კვირაა რაც ვსვამ და ჯერ 2 კილომდე მაქვს დაკლებული 1 კვირა კიდე უნდა ვსვა, წესით 3 კილო კიდე უნდა დავიკლო ვანხოთ აბა აუცილებლად დავწერ საბოლოო შედეგებს :)))
24.06.10 13:51 clementine
ააბა გამარჯობა :)) დავიწყე მეორედ ეს დიეტა, მესამე დღეზე ვარ, წინაზე 7 კგ დავიკელი, მაგრამ შენარჩუნების დღეები არ გავაკეთე და უცებ დავიწყე ჭამა, ჰოდა შემეტყო კიდეც :/ ამ დიეტით ისე ვგრძნობ თავს, როგორც თევზი წყალში :D ოღონდ ხილზე მეწანწკლება სული, ბალი, გარგარი :((
23.06.10 23:48 afrodite-venera
psp
დავწერე დიეტებში,მაგრამ რატომღაც, არ გამოქვეყნდა:( კიი,ეფექტური იქნება,როგორ არა! თან წვნიანის დიეტა ძალიან ეფექტურია! როდის იწყებ მაწვნის დიეტას?
23.06.10 23:27 marischa
აუ რა კარგია,ანუ 2კვირიანი კურსია?და რამდენს იკლებ დაახლოებით ამ 2კვირასჰი თუ ჭამითაც შეუზყობ ხელს რათქმაუნდა??
23.06.10 23:05 Tatusha
marischa ანოტაციაში ჩამოთვლილია რა არ უნდა ჭამო ამ 2 კვირის განმავლობაში, მაგალითად მაიონეზი, ჩიფსები, გაზიანი სასმელები შაქარი და ასე შემდეგ მთლად დიეტაც არ გამოდის
23.06.10 21:22 marischa
elsi მადლობააა გაიხარე,და ნეტა ეს 26 ლარი ანუ ერთი კურსის რაცაა არა?და რა მეკანიზმით აკლბინებს,ანუ ჩვეულებრივ იკვებები და ისე თუ თან დიეტაც უნდა დაიცვა/...?
23.06.10 20:59 elsi
მე ქათმის ხორცის ბულიონი მივირთვი მაგალითად..ჩვეულებრივ,ქათმის თეთრი ხორცი ვიყიდე,მოვხარშე და ნახარშს დავამატე ცოტა მარილი... ნუ მთლად ბულიონი არ გამოვიდა მაგრამ მგონი ჯობია კიდეც ცხიმიან ბულიონს :))) კილოკილერი 26 ლარი ღირს პსპ_ს აფთიაქებში როგორც ვიცი
23.06.10 20:10 marischa
Tatusha მადლობ რჩევისთვის,გადავწყვიყე დავიწყო ეს დიეტა..იქნებ ის ამიხსნათ ვინმემ ეს ბულიონი რომ წერია რა იგულისხმება და როგორ აკეთებთ და კილოკილერის ფასსაც თუ მომწერთ კარგი იქნება და ეფექტი თუ აქვს ვინც სვამთ..
23.06.10 18:24 elsi
სასჰინლად მიცჰირს ჰოლანდიური ყველის ჭამა,იმ 100 გრამსაც ძალით ვჭამ და გულის რევის შეგრძნება მაქვს ხოლმე...ვინმემ მეოთხე კვირაზე ჭამეთ 1 კილო?არ მგონია შევძლო :((( მეოთხე დღეზე ვარ და 2 კგ დავიკელი,68 კილო ვარ ეხლა
23.06.10 18:04 Tatusha
მე პირადად ვანახევრებ და უკეთესი შედეგი მაქვს ხოლმე ვიდრე მთლიანი დოზის დროს
23.06.10 16:39 lika2304
rusalka-rusalka1 გიცდია თვითონ ეგეთი რაგაცა? ვგულისხმობ განახევრებას?
23.06.10 16:32 rusalka-rusalka1
არ გაანახევროთ ბავშვებო ულუფები, დამიჯერეთ არ აქვს მაგას მნიშვნელობა. უფრო მეტს მაინც ვერ დაიკლებთ
23.06.10 16:06 Didi_Mgeli
ჭამა სიამოვნებაა :D მაგარამ არა მაშინ როცა ტყავში ვეღარ ეტევი :D
23.06.10 15:49 lika2304
გოგოებო აბა რას ფიქრობთ? ულუფა რო გავანახევრო უფრო შედეგი ხომ არ ექნება? ვგულისხმობ იმას რო 85კგ-იანმაც და 65-კგ იანმაც ერთი და იგივე ულუფა ხო არ უნდა ჭამოს?
23.06.10 15:48 Tatusha
nelka ხვალე ვიწყებ მესამე კვირას
23.06.10 15:15 nelka
Tatusha გაიხარე...
ეხლა რომელ კვირაზე ხარ შენ?
23.06.10 14:55 elsi
qetuci გაიხარე მადლოოობ :)
23.06.10 12:28 Tatusha
nelka არა აქვს მნიშვნელობა გინდა საქონელი გინდა ქათამი რომელიც გაგიხარდება, მე პირადად სადაც ხორცი წერია ყველგან სასისკით ვანაცვლებ და მაინც ვიკლებ
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია