Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166454-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166454-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

23.06.10 11:07 psp
afrodite-venera გტხოვ მაწონის დიეტა დაწერე დიეტებში და იქ ვისაუბრებ ხოლმე ეგრე ჯობია, ეგ მაწონის დიეტა უნდა გავაკეტო 1 კვირა და მერე უნდა გავაკეტო 1 კვირა ბორშის დიეტა. ნეტა შედეგი მექნება?
23.06.10 10:02 nelka
ბოლო კვირას ხუთშაბათს 1კგ მოხარშული ხორცი რომ წერია, ანუ საქონლის ხორცი უნდა იყოს?
23.06.10 09:45 qetuci
elsi ხო დიეტის მერე. ანუ ორი დღე ცილოვანი უნდა გქონდეს,შემდეგი ორი დღე ბოსტნეული და ბოლო ხუთი დღე ხილი,მოხარშული ბრინჯი,შავი შოკოლადი.წარმატებები
23.06.10 00:03 elsi
წონის შენარჩუნების დღეები ვერ გავიგე ანუ დიეტას რომ მორჩები მერე? და 2 მეორე დღე რატო წერია?
22.06.10 17:13 Tatusha
KE-ITI არა რა 5 საათზე მე როცა ვიგვიძებ მაშინ ვსვამ ხან 10-ზე ხან 11-ზე საუზმის წინ და არც ვვარჯიშობ სად შემიძლია ამ სიცხეში ვარჯიში :)) ისე მართლა ძალიან გემრიელი დასალევია ნეტა მართლა თუ ახდომებს :)))))))))) ლიმონათივითაააა რაც მთავარია კილოკილერის კვება ემთხვევა ამ დიეტას
22.06.10 16:50 sofikuna3
ბოლომდეეე ყველა.. დღეს პირველ კვირას ვამთავრებ და ამის მერე აღარ ავიწონებიი სიურპრიზად დავიტოვებ. ისე 58 კილო ვარ და სიმაღლეში 162 ამ დიეტით 50 დავალ და აი ძალიან მაგარი იქნება... ყველას გისურვებთ დიდ ნებისყოფას და გაძლებას...:*
22.06.10 16:41 KE-ITI
გოგოებო გამხნევდით ფარ-ხმალი არ დაყაროთ და ბოლომდე გააკეთეთ ეს დიეტა შედეგს აუცილებლად მიიღებთ.მეტ-ნაკლებად რათქმაუნდა ორგანიზმზეა დამოკიდებული.ჯერ არ მინახავს ადამიანი ამ დიეტით რომ არ დაეკლოს, ოღონდ ზუსტად უნდა დაიცვათ.
22.06.10 16:38 KE-ITI
Tatusha ვიყიდე კილოკილერი და ისე მომეწონა მარტო მისი სუნისა და გემოს ხათრით ღირს დალევა, ოღონდ საათები არ მომწონს დილის 5 საათზე უნდა გაიღვიძოოოო, 7 საათამდე ივაჯიშოო. ასე ადრე რა ამაყენებს? შენ რას შვები მასე აკეთებ ყველაფერს?კვებაც შეიძლება უგულავას დავამთხვიოთ.მოკლედ დიდი მადლობელი ვარ შენი და იმედია მიზანს მივაღწევ.შენარჩუნების დღეების დაცვას მეც ვაპირებ.შედეგს აუცილებლად დავწერ
22.06.10 16:04 keko1988
დგეს ვამტავრებ პირველ კვირას და მეორე კვირას ვნახავ თუ ისევ არ მქონდა შედეგი აგარ გავაგრდელებ
22.06.10 16:01 irakli1981
ჩემს კომენტარებს რატო შლიან აქ? :/

მოკლედ დღეს მეოთხე კვირა დავიწყე და იმედია რაც აქ წერია მართალია და ბოლო კვირასჰი დავიკლებ ბლომად
22.06.10 15:49 Tatusha
achiko11 ვაააააააა შენ აღარ ხუმროოობ რეკორდსმენი ხარ ჩვენ შორის :))) ესეიგი სიმართლეა რო ამბობენ მამრები უფრო კარგად იკლებენ ამ დიეტითოოო :)
22.06.10 15:47 Tatusha
marischa ძალიან მინდა რამე გირჩიო მაგრამ საქმე იმაშია რომ ყველას ორგანიზმი ინდივიდუალურად მოქმედებს ერთიდაიგივე დიეტაზე, მე მაგალითად ვიცი რომ უგულავას დიეტით მინიმუმ 8 კილოს ვიკლებ მაგრამ ზოგიერთი წერს რომ ვერ დავიკელითო რა გითხრა აბა შენთვითონ თუ არ გაქვს შესწავლილი შენი ორგანიზმი ძნელია ვინმემ რამე გირჩიოს და მაინც გირჩევ რომ უგულავა გააკეთო ბოლომდე თავისი შესანარჩუნებელი დღეებიანად, წარმატებებს გისურვებ :)
22.06.10 14:40 achiko11
მოკლედ მაგარი დიეტაა ძაან 2 კვირა გავიდა 10 კილო დავიკელი 1 კვირაში 7 მეორე კვირაში რომ არ უნდა დამეკლო კიდე 3 კილო დავიკელი ეხლა ველოდები ბოლო კვირას და იმედი მაქ კიდე დავიკლებ.
22.06.10 14:05 marischa
Tatusha მეც მინდა რამე ხანგრძლივი და ეფექტური დიეტის დაცვა,ანუ ეფექტიც რომ დიდხანს შენარჩუნდება ისეთის,ეგეთი არასდროს დამიცავს,თუ ვიცავ მაქსიმუმ 8 დღიანს ხოლმე ეხლა მინდა ზაპხული ფორმაში მოსასვლელა გამოვიყენო.ისეთი მსუქანი არვარ მაგრამ 1წლის წინ ვიმშობიარე და ძალიან შემეცვალა აღნაგობა უცებ,ანუ მკერდი ისეთი აგარ და ცხიმები რაგაც სხვანაირად გადამინაწილდა და ვატყობ რო უკვე მაგრა მჭრის არადა არ ვიმჩნევ..:)) ხოდა მოკლედ იმის კითხვა მინდოდა რომ თუ შეგიძლია მირჩიე რაიმე ისეთი 1თვიანი ან რავი რამდენიც იქნება ოგონ რაც იცი რო ნამდვილად ეფექტურია 10-15 კგ დამხატავდა ნამდვილად..კრემლის წავიკითხე მაგრამ მიძნელდება ცოტა ყველაფრის ქულების დათვლა,იქნებ რამე უკეთესი იცოდე...
22.06.10 13:34 Tatusha
sofikuna3 ეცადე რომ ფსიქოლოგიურად განეწყო დიეტისადმი, თუ სულ საჭმელებზე იფიქრებ ადრე თუ გვიან შემოგერღვევინება ეს დიეტა :))) იმაზე იფიქრე როცა სასურველ წონას მიაღწევ როგორ გაგიხარდება იმის ჩაცმა რაც ეხლა არ გეტევა :))) ბოლო-ბოლო ბედნიერაბა მარტო ჭამაში ხომ არააა, ჭამა წუთიერი სიამოვნებაა მეტი არაფერი, მოკლედ იმის თქმა მინდა რომ არ დაარღვიო მითუმეტეს პირველი კვირა უკვე გადალახული გაქვს
22.06.10 13:28 Tatusha
elsi აიწონე მერე რატო არ იწონები მე ეგ მაძლევს სტიმულს დილას რომ ავიწონები და დაკლებული მაქვს ხოლმე ძალიან მაგარი შეგრძნებაა და კარგ ხასიათზე ვდგები
22.06.10 13:24 Tatusha
marischa ყოველ ზაფხულს ვაკეთებ ამ დიეტას და დამხეცებული მაქვს :)))) თუმცა მე კრემლის დიეტის ფანი ვარ ძალიან მაგარი დიეტაა ოღონდ საკმაოდ ხანგრძლივია
22.06.10 12:56 sofikuna3
ვხდები როგორ არ ვხდები, მაგრაამ შიმშილი საშინელი რამაა...
22.06.10 11:13 rusalka-rusalka1
სოფიკუნას, ნუ ნერვიულობ კარგი? ყველაფერი კარგად იქნება. მე ეგ დიდი ხნის წინ გავაკეთე, თან ცოტ-ცოტას ვარღვევდი და 1 კვირაში 4 კგ დავიკელი მაინც. იმის მერე აღარ დამჭიორვებია. ასე რომ აუცილებლად გახდები თუ რაიმე დარღვევა არ გაქვს და ზუსტად ვიცი რომ ეს დიეტა ჯანმრთელობასაც არ აზიანებს, რადგან შეიცავს ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს
22.06.10 10:45 sofikuna3
დღეს პირველ კვირას ვამთავრებ მ,აგრამ სასტიკი გამხნევება მჭირდება სადაცაა დავანებო თავი :(((
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია