Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166479-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166479-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

14.06.10 22:45 sofka14
1-300გრ მოხარშული წიწიბურა და 200გრ არაჟანი 2-იგივე 3-5ცალი მოხარშული კარტოფილი და 300გრ იუგურტი 4-იგივე 5-3ცალი მოხარშული კვერცხი და 300გრ ხაჭო. ამ დიეტის მანძილზე შეგიძლია მიიგოუშაქრო ჩაი ნებისმიერი ხილი საშვალო ოდენობით და ბოიკლებ 5კგ-ს
14.06.10 22:40 sofka14
1-2ჭიქა წიწიბურა და 200გრ არაჟანი 2-იგივე 3-5ცალი მოხარშული კართოფილი და 1ჭიქა იუოგურტი 4-იგივე 5-3ცალი მოხარშული კვერცი 300გრ ხაჭო(უცხიმო) ამ დიეტით დაიკლებ5კგ-ლ ამ დიეტის მანძილზე შეგიძლია მიირთვა ხილი საშვალო ოდენობით ან კიტრი შეგიძლიათ მიიგოტ უშაქრო ჩაი
14.06.10 22:13 Tatusha
აბა როგორ ხართ გოგოებო, ხომ ხართ მაგრად, მე პირადად ისე კარგ ხასიათზე ვარ რომ ვერ აგიხწერთ :)) არადა ჯერ რაგაც საცოდავი 3 კილო მაქვს დაკლებული მაგრამ მაინც მიხარია რომ დავიწყე, დეპრესიაც აგარ მაქვს, ცოტა ბევრი წყლის დალევა მიწევს და მაგაზე ვნერვიულობ რა ვქნა რო ცხელა სულ მწყურია :(((
14.06.10 21:18 magduna
აუუუ ხვალიდან ვიწყებ და გავგიჟდები რო ვერ გავძლო და დამერღვეესსსსსსსსს :(
14.06.10 19:44 anukianuki
სოფკა მე მაქვს მეორე ჯგუფის სისხლი,ვარ 20 წლის 5 კილოს დაკლება მინდა რამე დიეტას ხომ ვერ მირჩევდი,ოღონდ მაწონი და რძე რომ არ იყოს ისეთი ,მადლობა წინასწარ
14.06.10 19:40 lizi20
კონკრეტულად დაწერე რა
14.06.10 19:39 damski-kaprizi
ვაა რა კარგი დიეტააა... უგულავას 1 კვირას რო მოვრჩები თუ 4 კილო მაინც არ მექნება დაკლებული ამას დავიცავ.. ადვილად ხო არ მოვიმატებ დიეტის მერეე???
14.06.10 19:35 sofka14
1-ხაჭო 200გრ,4ც მოხარშული კარტოფილი-ამ დიეტის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ 2ც ნებისმიერი ხილი ან ბოსტნეული 2-იგივე 3-ნებისმიერი წვნიანი რამდენის გნებავთ 4-იოგურტი500გრ 5-წიწიბურა 2ჭ(მოხარშული)და 1ან 2 მოხარშული კვერცხი. ამ დიეტით იკლებთ 5კგ-ს პროდუქტის შეცვლა შეიძლება ან მაწვნით ან კეფირით
14.06.10 19:27 damski-kaprizi
თუ სრულიად უსასყიდლოდ შეგიძლია დაგვიწერო.. ბარემ დაწერე აქ :)))
14.06.10 18:29 sofka14
გოგოებო მე ვარ დიეტოლოგი და სრულიად უსასყიდლოდ დაგიწერტ დზალიან ეფეკტურ დიეტას ჩემი სკაიპია სო__ფი1(ინგლისური შრიფტიტ)
14.06.10 18:27 damski-kaprizi
ისე გოგოებო ხლებცი უფრო ანაყრებს 100 გრამი, თან ნაკლებ კალორიულია და პური რომ მაგით ჩავანაცვლო? ოღონდ ამ ხლებცის ვიზუალური რაოდენობა უფრო მეტია ვიდრე 100 გრ პურის... რას იტყვიით???
14.06.10 18:18 damski-kaprizi
kwy
თუ 375 გრამია შენც შესაბამისად 3 ნაჭერი შეჭამე და ეგაა ;))))
14.06.10 18:15 damski-kaprizi
magduna

ვაიმე ცხელს რა დალევს.. მემგონი ცხელიც შეიძლება თუ ეგრე უფრო მოგწონს.. მე კარგად ცივი თუ არ არის შეიძლება გულიც ამერიოს.. შესანარჩუნებელი დღეები დიეტის დამთავრების მერეააა :))))))))
14.06.10 18:15 kwy
damski-kaprizi
მე ვყიდულობ დიეტურს ლიტვურს ტუ არ ვცდები და 375 გრამია დაჭრილია 7 თუ 8 ნაჭერი და ისე მითხრეს 100 გრამი 2 ნაჭერი პუტრიაო და რავი
14.06.10 18:06 damski-kaprizi
KE-ITI

ვაიმე მადლობ რომ გამაფრთხილე თორემ ლამის უკვე სადილის კოვზით ვიყრიდი ყავას.. გახდომა ისე მინდა რამენაირად ავიტან რძის დალევას :(((
kwy
მე იცი როგორ ვაკეთებ.. 700 გრამიან შავ პურს რომ ვიყიდი თვალის ზომით 7 ნაჭერად დავჭრი და ასე

14.06.10 17:56 magduna
ეს წონის შენარჩუნების დღეები ვერ გავიგე როდისააა
? დიეტას რო დავამტავრებ მერე ტუ რახდებააა?
14.06.10 17:48 Paparazzi
liliko2903 დაკონსერვებული. ის უკვე მოხარშულია
14.06.10 17:09 magduna
რძე ცხელი ტუ ცივიიი? :D:D:D გენაცვალეტ გოგოებო რა აქტიურები ხაააართთთთთთთთ პაჩებიი სუყველააააააააააასსსსსსსს :*:*:*:*:*
14.06.10 16:56 liliko2903
ვინმემ თუ იცის აქ რომ წერია მოხარშული გაროხი ეგ რომელზეა საუბარი? ხმელი რომ იყიდება?
14.06.10 16:36 kwy
დღეს დავიწყე და იმედია დავიკლებ იცით რა მაინტერესებს 100გრამი პური რომ წერია რამდენ ნაჭერს ჭამთ??
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია