Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166509-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166509-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

17.05.10 21:53 nineli1
Damski-kaprizi

ჩემს სიმაღლესთან შედარებით დიდი წონის ვარ:) უბრალოდ სანამ დიეტას დავიწყებდი, არ ავიწონე და ვერ ვხვდები სულ რამდენი დავიკელი. 1,5 მხოლოდ მეორე კვირის განმავლობაში დავიკელი:)დღეს ბოლო კოშმარი ორშაბათი მქონდა. თანაც, მე რძეს ვერ ვსვამ და ნაბეღლავით ვანაცვლებ. რატომღაც მგონია, რომ ბოლო კვირაში კიდევ იქნება კლება, ახლა ორგანიზმი ასე თუ ისე შეეჩვია კვების ამ რეჟიმს და ცვლილების შემდეგ ცოტას კიდევ დავიკლებ. მაინც მიდით ბოლომდე;)
17.05.10 15:26 soppos
არვიცი მერე რა იქნება მარა ჯერჯერობით ძალიან უკმაყოფილო ვარ :((

დგეს მე-11 დგეზე ვარ.. შემდეგ რძემდე არ ვიწონები..

პირველ კვირაში დავიკელი 3 კილო - თან კვირასი სამჯერ ტრენაჯორებზე დავდივარ, არამგონია ამ კვირაში მოვიკლო რამე.. ვარ 167 და 60 კილო. შეილება ეს სხვისტვის ბევრი არაა მარა ბარკლად და ტრაკად ვარ ქცეული აღარ შემილია ..
ეტყობა ამ დიეტით ბევრს იკლებს ის ვინც ახალი გასუქებულია ან ვისაც ძაან უყვარს ტკბილეული და ახლა მოკლებულები არიან მასეთ საკვებს..

ძალიან მინდა 10 კილოს დაკლება : პირწმინდად ვიცავ, მაგრად ვვარჯოშობ :( მეტი რაგა ვქნა არადა ჯერ კლება არ მაკვს..

17.05.10 12:29 >>>maiko<<<
damski-kaprizi მეორე კვირაზე ვარ და რაღაცა მივეჩვიე იცით :), ნაყინზე და ხილზე მეკეტება ცოტას მივეპარე მაგრამ მე მგონი არაფერი, გეთანხმებით ინდივიდუალურია, წერია მეორე და მესამე კვირაში არ იკლებო მაგრამ ვიკლებ და შედეგიცაა, ამიტომაც გადავწყვიტე ბოლომდე დავიცვა და თქვენც იგივეს გირჩევთ ;)
17.05.10 10:05 damski-kaprizi
nineli1

ეტყობა არ ხარ დიდი წონის.. ამ დიეტიტ დიდი წონის ადამიანები უფრო იკლებენ 18 საათიანი რომ გეცადა? ანუ აქ რაც წერია 12 დან 6 მდე შუალედში რომ ჭამო.. დღეიდან მე ასე ვიწყებ..
გოგოებო რომელი ხართ მე2 კვირაზე?არავინ არ იცავთ? შედეგები მაინტერესებს.. წინა კვირას რომ ამდენჯერ დავარღვიე ახლა დაბოღმილი ვარ ჩემ თავზე და სულ შიმშილით გული რომ მიმდიოდეს დავიცავ ბოლომდე ამ დიეტას!!!
16.05.10 20:07 nineli1
ნიტსა,აქაც გამხნევებ;) მიუხედავად იმისა, რომ ორი კვირა მოვრჩი და როგორც აღმოჩნდა, მეორე კვირაში მხოლოდ 1,5 კილო დავიკელი, მაინც მივიყვან ბოლომდე;)რა იცი ბოლო კვირაში რა ხდება?;)ყველაფერი ინდივიდუალურია...
16.05.10 12:59 soppos
მე-10 დგეზე ვარ და 3 კილო დავიკელი ჯერჯრობით. შემდეგ რძის დღემდე არ ვიწონები.
ნერვების მომთხრელი დიეტაა.. :D
(ვარ 167 და 60 კილო )
მიჭირს მაგრამ არ დავანებებ თავს (ნუ იმედია :D )
წარმატებები გოგოებო :*
16.05.10 00:14 tammey
ერთხელ მეც დავიცავი უგულავას დიეტა და 3 კვირაში 9 კგ დავიკელი...ეფექტურია..მაგრამ მერე ისევ ავიკრიფე..171 ვარ და 71 კგ..11 კგ მინდა დავიკლო..ჩემს იდეალურ წონამდე ანუ 60 კგ-მდე..(იდეალური წონის გამოსათვლელი ფორმულა ასეთია:ქალები თავიანთ სიმაღლეს აკლებენ 100 და ამრავლებენ 0.85 ხოლო კაცები 0.9,მაგ:171-100=71
71*0.85=60,35) :)
15.05.10 23:52 damski-kaprizi
xalita


სხვათაშორის მეც მიფიქრია მასეთ ჩანაცვლებებზე, მემგონი არაუშავს თუ კვირაში რამოდენიმეჯერ სხვა რაღაცით ჩაანაცვლებ ნაკლებკალორიულით...ეს დიეტა წარსულში რამოდენიმეჯერ მაქვს წამოწყებული და ყოველთვის 4შაბათ-შაბათებზე მერღვევა ძალიან საშინლად.. ყველაზე ძნელი ეს დღეებია ჩემთვის.. :(((
15.05.10 23:46 xalita
მე დღეს ხაჭაპურის კუთხეს მივეპარეე :D
ერთი რჩევა მაქვს ბოსტნეულის დღესთან დაკავშირებით,
ბოსტნეულის სუპის მაგივრად მე დღეს აჯაფსანდალი მივირთვი და დზაან ვისიამოვნე სამაგიეროდ 200გრ გაროხი აგარ მივაყოლე :)
15.05.10 23:42 damski-kaprizi
ე.ი. დღეს არის მე6 დღე და 2 კილო დავიკელი, მაგრამ მკაცრად არ ვიცავ. სამშაბათს 2 ხინკალი შევჭამე საღამოს, ოთხშაბათს უფრო მეტი (დაკონკრეტების მცხვენია იიიი :D) და დღეს ჩიზკეიკიც დავურტყი.. მაგრამ მაინც დავიკელი ჩემდა გასაკვირად... ჩემ თავს პირობას ვაძლევ რომ მომავალ კვირას ძააააააააააააააან მკაცრად დავიცავ.. ჩემი ქმარი რაც არ უნდა გასკდეს აღარც ხინკალს გავაკეთებ აღარც ჩიზკეიკს და აღარც პიცას და ა.შ. :((

ჩემნაირი უნებისყოფო არის კიდევ აქ ვინმე? მოდით ერთად ვიწუწუნოთ :( :D:D:D:D
15.05.10 23:35 xalita
ხვალ ვამთავრებ პირველ კვირას, დძალიან კმაყოფილი ვარ და ვაპირებ რო ბოლომდე გავაგრდძელოო, მაინტერესებს იქნებ მირჩიოთ

წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

ეს რას ნიშნავს? რო მორცჩები 4 კვირას მერე ორი დღის განმავლობაში სულ წიწიბურა უნდა ვჭამო, შემდეგი ორი დღე ბოსტნეული, თუ როგორ რაღაც ვერ მივხვდი ეს 2 მეორე დღეს ნიშნავს თუ 2 დღეს?
მადლობააა
15.05.10 22:29 kuduxona
მე 165სმ ვარ, გათხოვებამდე 60 ვიყავი, ეხლა 70 ვარ და მინდა ჩემ წონაზე დავიდე, ცოტა მეც მიჭირს სულ მშია
15.05.10 18:58 soppos
KUDUXONA არ ინერვულო მეც მასე ვიყავი და 7-8 დგეს 2 კილო დავიკელი.
საერტოდ ეს დიეტა ინდივიდუალურია ზოგი 20 კილოს იკლებს და ზოგი 7ს.
მე ვარ 167. ვარ მე-8 დგეზე და დავიკელი სამი კილო.
ისევ მიჩირს.. ძალიან თან.. მაგრამ მაინც ვაგრდზელებ
წარმატებები ბავშვებო :*
15.05.10 14:49 kuduxona
რა ვქნა მიშველეთ, 6 დღეა ამ დიეტაზე ვარ და მხოლოდ 1 კგ მოვიკელი, დღეს ავიწონე:( გავაგრძელო აზრი აქ?
15.05.10 14:17 >>>maiko<<<
გეთანხმები Nitsa მეორე კვირაა როგორც წერია ამ კვირაში არ იკლებო მააგრამ ავიწონე დაკლებული ვაარ :) -2 კილო ისე რომ შედეგი მაინც იქნება, ძალიან კარგი დიეტაა, საერთოდ ვერ ვგრძნობ შიმშილს.
მაინტერესებდა უკვე ხილის სეზონი იწყება, ბალი მარწყვი და ა.შ. შეიზლება რომ შევაპარო ხანდახან? :))))))))
14.05.10 21:44 Nitsa
damski-kaprizi
არც მე მიხდება ძალიან სიგამხდრე, ადრე რომ დავიცავი ეს დიეტა, 66 კილოზე ჩამოვედი და ძვლები მქონდა ამოჩრილი, არ მინდა 66, ჯანდაბას, ჯერ 80-ზე ჩამოვიდე :))

doqtoresa
მეც ორსულობისას 35 კილო ავკრიფე, ახლაც ვაჭმევ ბავშვს, მაგრამ დიეტა რომ არ დავიცვა, ვერ ვეგუები ასეთს ჩემს თავს. ერთი კვირა გავა და თU არ მექნა შედეგი, მაშIნ უკვე ექიმთან მივალ და გავიკეთებ ანალიზებს

>>>maiko<<<
იქნებ მერე წასულიყო კლება? იცის ასე

14.05.10 16:58 damski-kaprizi
doqtoresa

მე მეშინია ვაითუ გრეჩიხის დიეტის მერე უგულავა ეფექტური არ აღმოჩნდეს. ბავშვს მარტო მე ვუვლი დამხმარე არავინ მყავს და ვერ ვვარჯიშობ.. დღის განმავლობაში პრესების გაკეთებასაც ვერ ვახერხებ სულ საქმე მაქვს, მაგრამ 1 ოთახიან ბინაში რა უნდა იმოძრაო ისეთი, ხომ გესმის.. სახტუნაოთი თუ მოვახერხე დილით ხტუნაობა ეზოში ისიც.. ნეტა ხომ არ ტეხავს.. ახლო მახლო პარკი არ არის რომ ვირბინო, შორს კიდევ ვერ წავალ... :(
14.05.10 16:46 kaxni1981
ძალიან მაგარი დიეტაა დავიცავი და 22 კილოგრამი დავიკელი ტან 5 ტვეა უკვე და აგარც ვიმატებ 2 თვეში ერტხელ ერტ კვირიანს ვაკეტებ და ტუ რამ მომატებული მაქვს ეგრევე ვაგდებ. ცხოვრება გამიხალისდა აგარ მეშინია წონის მატების
14.05.10 15:30 doqtoresa
მაია რას ერცჰი ამ დიეტას მშვენიერი დიეტაა და დზაან ეპექტურიიი რძის დგეს ნუ დალევ რძეს და ეგ იქნებაა
14.05.10 11:07 maia10
მეც 65 კილო მინდა ვიყო, არც მე მიხდება მეტი, ეხლა 75 ვარ,ვერადავერ დავიკელი... დიეტას, რომელშიც რძე არის, ვერ ვაკეთებ, მასწავლეთ რამე რა :-)
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია