Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1173329-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1173329-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

20.04.10 15:52 ankavia19
მეორე დღეა უკვე ნორმალურად მივდივარ,ეს ბულიონი რას ნიშნავს ვერ მივხვდი,ქათმის ნახარშს ხო არ დავლევ
19.04.10 18:28 anuko
gio_gio 1 თვეში ვერცერთი დიეტით ვერ დაიკლებ 20 კილოს და თუ დაიკელიი მალევე მოიმატებ... უგულავას დიეტა მგონი ყველაზე ეფექტური იქნება შენთვის
19.04.10 17:07 harmonia
გთავაზობთ თანამედროვე ტექნოლოგიებით სხეულის კორექციას და ანტიცელულიტურ პროცედურებს.დაგიდგენთ ცელულიტის ხარისხს და მის გამომწვევ მიზეზებს.ინდივიდუალურად შეგირჩევთ კვების რეჟიმს.ექიმთან კონსულტაცია უ ფ ა ს ო.
ტელ:95 54 52
19.04.10 15:48 ankavia19
როგორ ხარტ,დავდექი ამ დიეტაზე ვნახოთ რა შედეგი მექნება,მეც ბანკეტი მაქვს და მინდა გახდომა,
19.04.10 11:34 gio_gio
აუ ვიცი ბიჭი ამ საიტზე ცოტა უცნაურია მაგრამ გეხვეწებით დამეხმარეთ რა, ერთ თვეში მაქვს ბანკეტი და მინდა გახდომა საგრძნობლად. გთხოვთ მირჩიეთ რამე გოგოებოოოოოოოოოოო!!! აქ ისეთი დიეტებია მემგონი ამ ერთ თვეში შევძლებ 20 კილოს დაკლებას. ოგონდ გთხოვთ მირჩიეთ რომელია კარგი!!!!
18.04.10 17:09 lizi_24
მე 1 კვირა გავაკეტე და 1კგ მეტი ვერ დავიკელი და რავიცი ეს ხალხი როგორ იკლებს 6კგ.
18.04.10 16:23 irishka
1 კვირაა რაც დავიწყე და 6 კილო მაქვს დაკლებული ძალიან ეფექტურია
18.04.10 11:56 doqtoresa
ხვალ ვიწყებ ამ საყვარელ დიეტას და ვნახოთ რას ვიზამ არ დავარგვევ ცოცხალი თავით ძალიან მინდა 10 კილოს დაკლება ..............
17.04.10 09:50 anuko
ამ დიეტამ და ფიზიკურმა დატვირთვამ ერთად შეიძლება ძალიან დაგასუსტოს... მეე მაგალითად ბოლოს ძვლებიი მტკიოდა უკვე და კანკალით დავდიოდი : ))
16.04.10 20:25 natia82
ანა,მე ფიტნესზე დავდივარ.შეიძლება,ალბად,რატომ არა?!
16.04.10 08:08 anameladze
ამ დიეტის დროსს პიზიკური დატვირთვა შეიძლება???
15.04.10 11:58 mariamimariami
დავიცავი 2 კვირა დავიკელი 11 კილოგრამი მოვიმატე 6 არ დაიცვათ ეს დიეტა არის მხოლოდ კაცებისთვის და თმენბს აცვენს ორგანიზმს უქმნის უამრავ პრობლემას . ქალისთვის ეს დიეტა არ შეიძლება. მე გადავრჩი :))))))2 კვირა რო გავაკეთე ალბად ამგიტო ჩემ ბევრ ნაცნობს ეგრე მოუვიდა
14.04.10 18:11 natia82
მოგესალმებით ყველას!!! ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე ეს საიტი და ძალიან მოხარული ვარ!3 დღეა ამ დიეტას ვიცავ,ვნახოთ რა იქნება.. ძალიან გთხოვთ,მიპასუხოთ,ამ დიეტის დროს,მარილის ხმარება თუ შეიძლება?მადლობთ წინასწარ!
14.04.10 14:04 balaklava
აქ რომ წერია ბულიონი გთხოვთ მითხრათ როგორ დავამზადო ზუსტად?
14.04.10 02:02 zazuna
3წლის წინ გავაკეთე ეს დიეტა და არაფერი დამიკლია პირიქიტ მოვიმატე..((
13.04.10 21:01 sopo-popo
მე გავაკეთე ეს დიეტა სამი წლის წინ და დავიკელი 9 კილო. მერე 2 წელი შევინარჩუნე. ახლა კიდე ვაკეთებ მესამე დღე იქნება ხვალ... მართლა ძალიან მაგარია მაგრამ გირჩევთ ან მეზიმ ფორტე მიახმაროთ ან ფესტალი... ბოლო კვირას კინაღამ მოვკვდი
13.04.10 20:11 balaklava
გამარჯობათ.
მაინტერესებს ამ დიეტასთან ერთად ალკოჰოლი თუ შეიძლება?(ნუ ლუდი გასაგებია მაგრამ აი მაგალითად არაყი?):))))))))0
13.04.10 08:19 yellow
მე ძალიან მომწონს ეს დიეტა. მესამედ ვაკეთებ,კარგად ვიკლებ და მეორედ რო გავაკეთე აგარ მომიმატია. უბრალოდ ბოლო დგე საშინელებააა.ბოლო დგეს თუ არ მოკვდი შეგიდზლია კიდე გააკეთო. ჭარბ წონიანებისთვის უფრო კაია რაც უფრო დიდი ხარ მეტს იკლებ.მე 6-7კილო დავიკელი მარა შიმშილის გრძნობა არ მქონია დიეტის მანძილზე და ეს კარგია
04.04.10 19:59 anukebianukebi
გავაკეთე ეს დიეტა :)) 9 კილოგრამი დავიკელი :)
23.03.10 15:59 anukebianukebi
მეც ეგრე. ხოო კაცებიი ადვილად იკლებენ.და თან რაც უფრო დიდი წონაა. 165 ვარ და 67 კილო ვარ 10 კილოს დაკლება მინდა. მესამე კვირას ვამთავრებ..
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია