Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166550-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166550-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

27.09.09 21:10 nuca14
აუუუ მე3 კვირა ცოტა დამერგვააა:((:(((:(( გავაფრეეენ :|:|:|:|:| არადა დზაან მინდა დაკლება ეხა ბოლო კვირა იწყება და არ უნდა დავარგვიო არანაირ პონტში :|:|:|:| აუ რამე დიეტა მიტხარიტ რა რომ 2 კვირასჰი 6 კილო გარანტირებულად დავიკლო ძალიან გთხოვთ :|:|:|
24.09.09 20:59 რენატა
2 წლის წინ ამ დიეტით 3 კვირაში დავიკელი 8 კილო. მერე დასასვენებლად წავედი და დავარღვიე.
რა მაინტერესებს იცით? რა ბულიონების კეთების პირობები არ მაქვს. ანუ სტუდენტი ვარ და საერთო საცხოვრებელშ ვცხოვრბ სადაც არ არის სამზარეულო. და როგორ მოვიქცე? რითი ჩავანაცვლო?
22.09.09 20:49 kusa777
ყველაფერი რო არ ვჩამო შეიძლება?:( კარაქს ვერ ვჩამ:D
22.09.09 20:48 kusa777
დგეს დავიწყე და იმედია მისჰველის:(
19.09.09 22:08 nuca14
2 კვირაა ამ დიეტაზე ვარ დაა ზუსტად 6 კგ დავიკელიიი დიეტის ბოლოს კიდე 6 რო დავიკლოო გაასწორებსსს სჰედეგს დავწერ აუცილებალდდ :D:D:D
17.09.09 15:48 jiqo
ეს დიეტა ორსულობის შემდეგ გავაკეთე და 17 კგ დავიკელი. ეხლა ვიცავ და 2 კვირაში 4 კგ დავიკელი, ოღონდ ხან არ ვჭამ ბოლომდე ხან ხილს მივეპარები. ვნახოთ რა იქნება. მაგარი დიეტააა
17.09.09 11:06 rusalka-rusalka1
მაკაჩო აღარ აკეთებ ამ დიეტას? ხო არ მოიმატე?
12.09.09 12:49 MaAaR...!
ამ დიეტას ეფექტი აშკარად აქვს... =))))
09.09.09 14:12 Gadareulii
აუ : ) რა მაინტერესებს საზამთრო რომ ვჩამო დიეტა გაპუჩდება? მე ვაკეტებდი 1 კვირა და 4 კილო დავიკელი მერე კიდე სულ დავარგვიე და მოვიმატეე :@:@ (მგონი) :D დაა აი 2 კვრეცხი რომ წერია და მე ერტი სჰევჩამო დოზები შევამციროო : ეგ არ გამოვა?
31.08.09 18:18 tasiko
აუ დღეს ავიწონე და 1,5 კგ მაქვს დაკლებული 1 კვირაში, ცოტაა... :( იმედია 3 კილოსაც დავიკლებ დიეტის ბოლოს...
30.08.09 22:03 tasiko
:)))))) არაა, უბრალოდ მაგრად მიყვარს... ახლა ცოტა დამერღვა, ქლიავი შემომეჭამა... :((((
29.08.09 23:53 dedofali
tasiko
ორსულად ხო არ ხარ :D
29.08.09 22:22 tasiko
აუ ტკბილი მომინდა დღეს ძაან მაგრად, თან ჩემი სუსტი წერტილი შოკოლადებია, ხოდა 1ის ნაცვლად 2 კოვზი თაფლი ვჭამე... იმედია დიდად არ დამეტყობა :)
27.08.09 17:45 keti todria
უგულავას დიეტა შარშან გავაკეთე და 6კილოს მეტი ვერ დავიკელი. ცოტა ხანში კი ორმაგად მოვიმატე.
27.08.09 13:07 tamo_tamo
ეს დიეტა მე გავაკეთე და 25 კილო მოვიკელი.... გირჩევთ გააკეთოთ ძალიან ეფეკტურია....... ეხლა 50 კილო ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ :)))
27.08.09 11:59 tasiko
მე4 დღეა და არ მიჭირს, მშვენიერი განწყობა მაქვს და არც ძალიან მშივდება, 6ის მერე აღავ ვჭამ, კვირის ბოლოს ავიწონები და ვნახოთ რა შედეგი მექნება... :)
25.08.09 18:45 tasiko
მაინც რომელ დიეტას მირჩევ ლორიტა?.. უგულავათი 4ს ვერ დავიკლებ?..
25.08.09 18:00 lorita
გამარჯობატ გოგონებო!
ტასიკო 54 კგ-ს კოფილხარ და უგულავას დიეტიე მერე 15-20 კგ რომ დაგეკლო მოკვდებოდი, უგულავას დიეტა არის ჭარბწონიანებისთვის. შენ უფრო მოკლე დგიანი დიეტები უნდა დაიცვა.
24.08.09 20:29 tasiko
გოგოებო მე წინა წელს გავაკეთე ეს დიეტა და 3 თუ 4 კილო დავიკელი... 54 ვარ და 50ზე მინდა ჩამოსვლა, ხოდა დღეს დავიწყე და იმედია დავიკლებ, შედეგს მოგწერთ... :)
24.08.09 11:09 tekoteko
უგულავას დიეტა გავაკეთე ორი კვირა, მაგრამ პირველ და მეორე კვირას შორის ერთი დღე განვიტვირთე და მოვკვდი საზამთროსა და ატმის ჭამით. მიუხედავად ამისა, ორ კვირაში დავიკელი 3 კილო. მაგრამ ახლა სერიოზული პრობლემები მაქვს კუჭზე.
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია