Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166558-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166558-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

23.02.09 17:20 daduUu
...5კილო კაია...გაანია რამდენ ხანში დაიკელი..?..მე მე-5დღე მაქ და რავიციი...საერთოდ არ მშია..და მგონია რო ვერ დავიკლებ :(:(
23.02.09 11:50 natanata
ერთი დღე დავარღვიე დიეტა :( ეხლა თვითნებურად დავიმატე კიდე ერთი კვირა. ვნახოთ რა იქნება. ისე ძაან ცოტა ვარ დაკლებული, მაქსიმუმ 5 კგ.
20.02.09 17:21 daduUu
უი რა კარგად დამიწერიააა :D:D:D მე მარხვამდე ვიცავ მარტო ამ დიეტას 10 დღე ანუ და ნეტა შედეგი თუ ექნებაა???
20.02.09 17:18 daduUu
ხალხოო....მეორე დგეა რაც ამ დიეტაზე ვარ...საერტოდ არ მიცჰირს...საგამოს ცოტა ტავი ამტკივდა გუსჰინ...მაგრამ,ისეტი არაფერი...ვერ ვხვდები პურის ცჰამიტ როგორ უნდა დავიკლოო... :?:?:(73 კილოვარ..
17.02.09 22:45 Tatusha
დამიჯერეთ რა ამ დიეტას და კრემლის დიეტას ერთნაირი შედეგი აქვს ოღონდ განსხვავება ისაა რომ კრემლის დიეტაზე ვერ გრძნობ რომ დიეტაზე ხარ და ხასიათი არ გიფუჭდება, სუფრაზეც რომ მოხვდეთ გემრიელად გამოძღებით ხორცეულით, უგულავას დიეტაზე რომ ვიყავი სახლიდან გასვლა არ მინდოდა ისეთი სტრესი მქონდა :(
17.02.09 12:19 natanata
ამ დიეტის მესამე კვირა მაქვს. ოთხი დღის წინ ავიწონე და ჯერ ოთხი კილო მაქვს დაკლებული, იმედია ერთ ამდენს დავიკლებ. ვნახოთ... გუშინ ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მოვერიე თავს :):):) ბოლომდე მივიყვან ამ დიეტას, მაგრამ დიდი შედეგის იმედი არ მაქვს. მგონი აგასტონის ან კრემლის დიეტაზე გადავიდე ის ჯობია, უფრო სერიოზული დიეტა ჩანს, თან ნელ-ნელა და სტაბილურად დაკლება უკეთესია, არც არგანიზმს აყენებს ამხელა სტრესს და კომპორტულადაც ხარ. მოკლედ საბოლოოდ გადავწყვიტე გავხდე.
16.02.09 22:44 Tatusha
მე როგორც ვიცი ორივე უნდა მაგრამ თუ ერთ-ერთი გირჩევნია არაა პრობლემა არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.
16.02.09 19:56 Timea
მაინტერესებს ბოლო კვირაში 1.5კგ კიტრი პამიდორი როა ორივე ნახევარ ნახევარი უნდა თუ შემილია ერთი რომელიმე ავირჩიო? იცით ვინმემ?
13.02.09 19:26 Tatusha
ამ დიეტას ეგ მინუსი აქვს :( ისევე ისეთ წონაზე დგები როგორზეც იყავი, თან ბოლო კვირაში საერთოდ ვერ ვიკლებდი რამდენჯერაც გავაკეთე:( რასაც ვიკლებდი პირველ 2 კვირაში მერე ტყვილა ვტანჯულობდი
13.02.09 11:52 veronika
მე 3კვირაზე მეტი ვერ გავქაცჰე უგულავას დიეტეზე,10კილო დავიკელი მაგრან 15 მოვიმატე:((((
13.02.09 01:37 lizi_
მოკლედ,დღეს მოვრჩი ამ დიეტას თავისი "წონის შენარჩუნების დღეებიანად" და მთლიანობაში დავიკელი 7კილო.ბოლო კვირა საკმაოდ გამიჭირდა,მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილი ვარ.წარმატებებს გისურვებთ ყველას ;-)
09.02.09 21:39 Tatusha
გოგოებო ბოსტნეულის დღე როცაა უფრო ადვილი ვარიანტიც შეგიძლიათ მიირთვათ ანუ 2 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი მოხარშეთ და მოაყარეთ გაროხი (პატარა ზომის კონსერვებში როა)და ერთი ჩაის კოვზი ზეთი მოასხით, ბევრად უფრო გემრიელია ვიდრე ის წყალ-წყალა სუპი, ეს დარღვევა არ გეგონოთ ეგეთი ვარიანტიცაა მოცემული რუსულ ვერსიაში მე სულ ეგრე ვჭამდი და ძაან მანაყრებდა
09.02.09 20:06 likuca
მე მე5ე დგეა რაც ამ დიეტაზე ვარ.მიჭირს მაგრამ ვუძლებ.ჯერ დაკლების არაფერი მეტკობა,ნეტა თუ დავიკლებ?
09.02.09 12:02 natanata
Timea - რა მაგარია ხუთი კილო რომ დაიკელი. აბა მე სულ ორი კილო დავიკელი. :( მეორე მესამე კვირაში სულ ვერ დავიკლებ არა?! :(
ბოსტნეულის დღეს სუპი არ მინდოდა, ვერ ვწამ. ამიტომ დავჭერი ის ბოსტნეული და ისე ვჭამე, უმად. ვითომ კატასტროფაა???
07.02.09 22:40 Timea
5 კგ დავიკელი 1 კვირაში ამ დიეტით იმედია ბოლო კვირაში როგორც წერია მაგდენს დავიკლებ :)
07.02.09 22:35 Timea
შენარჩუნების დღეები როა რომ მოვრჩები ამ დიეტას მერე ეგრევე უნდა გავაკეთო? და რამდენი ხანი გრძელდება? იცით ვინმემ?
06.02.09 18:00 tatuka-7
არადა ოთხივე მაგარი დიეტაა, ოთხივე ექიმის დანიშნულია
06.02.09 17:44 tatuka-7
ჩემ მონაწერ დიეტებს რატო არ დებთ?
06.02.09 15:13 Tatusha
დაახლოებით 2 თვეში ისევე ისე მოვიმატე მაგრამ ჩემი ბრალი იყო შესანარჩუნებელი დიეტა აღარ გავაკეთე ვერ ვიპოვე სად ეწერა და მაგიტომ, რავიცი მე კრემლის დიეტას ვაღმერთებ უადვილესია თან დიდხანსაც ინარჩუნებ რადგან ნელ-ნელა იკლებ
06.02.09 15:10 Tatusha
ninko76 არა ცუდი ნამდვილად არაა მე 7 კიოო რომ დავიკელი ჭკუაზე არ ვიყავი მაგრამ 15-20 კილო რომ წერია მაგაზე გავაკეთე კომენტარი მაგდენს ვერავინ ვერ იკლებს, კაცებზე უფრო მოქმედებს ეს დიეტა მემგონი
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია