Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166561-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166561-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

05.02.09 21:59 maka072
ამარტლებს გოგოებო ეგ დიეტა?
05.02.09 21:36 ninko76
ვპასუხობ თათუშას,70 KILOIANEBშ ღOM 7 KILO DAAKLOსს ცუდია???
05.02.09 21:06 tatuka-7
თათუშა მერე მალევე მოიმატე?
05.02.09 19:32 Tatusha
თუ ძალიან დიდი წონა გაქვთ მაშინ შეიძლება ბევრი დაიკლოთ მაგრამ ეს დიეტა 70 კილოიანებს 7 კილოზე მეტს ვერ აგდებინებს :(
05.02.09 19:22 Tatusha
დაახლოებით 5-6-ჯერ მაქვს გაკეთებული ეს დიეტა და 7 კილოზე მეტი ვერცერთხელ ვერ დავიკელი, 6 კილო პირველ 2 კვირაში დავიკელი და მეორე 2 კვირაში თითქმის არ დამიკლია დაახლოებით 1 კილო მეტი ვერა
04.02.09 12:08 etuka
მირჩიეთ რომელი დიეტით დავიწყო გახდომა. რომელია უფრო ეფექტური?
04.02.09 11:01 natanata
მესამე დღე მაქვს დღეს. მგონი 100 გრამიც ვერ დავიკელი, მაგრამ ფარხმალს არ ვყრი, ვაგრძელებ დიეტას :) ისე ბევრ წყალს ვსვამ და ვითომ ამის გამო ვერ ვიკლებ? არ შემიძლია წყლის გარეშე და რა ვქნა :(
03.02.09 21:38 lizi_
სულ ამ დიეტით ამ ეტაპზე სამი-ოთხი კილო მაქვს დაკლებული,ამ დიეტის წინ კი ვიყავი კომბოსტოს სუფის დიეტაზე 5დღე და ორი კილო იმითი დავიკელი.მერე გადავაბი უგულავას დიეტა და მთლიანობაში 5-6კილომდე გამომდის დაკლებული(ზუსტი წონა არ ვიცი,ორი დღეა არ შევმდგარვარ სასწორზე)ბოლო კვირაზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ და ვნახოთ რა იქნება :-) საბოლოო შედეგებს შაბათ-კვირას გაგაგებინებთ (უფრო სწორად,კვირას,რადგან შაბათს ალბათ მაგარი მთვრალი ვიქნები :-D ) წარმატებები ყველააააას :-*
03.02.09 15:26 natanata
ლიზი_ რამდენი დაიკელი თუ საიდუმლო არ არის? ახლა დავიწყე, ჯერ მეორე დღეა. პრინციპში არანაერად არ მიჭირს, განწყობაც კარგი მაქვს. ერთი ეგაა რომ წყლის გარეშე არ შემიძლია, ამიტომ სამ ჭიქაზე მეტს ვსვამ. ძალიან მაინტერესებს თუ ექნება შედეგი.
03.02.09 14:24 lizi_
ექიმთან ვიყავი უკვე და ყველაფერი წესროგში გაქვსო.იმედია ამ ბოლო კვირაში მაინც დავიკლებ ცოტას.აუ,ეს ბოლო კვირა ძაან ძნელიაა,დღეს კიტრი და პომიდორი უნდა ვჭამო მარტო და მაგრად მშიაააა:-(
03.02.09 12:41 nineta
ლიზიიი მეც ზუსტად შენნაირი პრობლემა მაქვს.ვერ ვიკლებ კარგად.მიტხრეს ნივთიერებათა ცვლა გექნება დარღვეულიო.ხოდა ჯერ ექიმტან მინდა მივიდე.შენც ასე ხომ არ მოიქცეოდი?
02.02.09 17:29 natanata
დღეს დავიწყე ეს დიეტა. რა უბედურებაა, წყალი ცოტა დალიეთო, მე კიდე ბევრ წყალს ვსვამ საერთო. ვერ დავიკლებ ვითომ? :(
02.02.09 00:26 lizi_
მე მეოთხე კვირა დავიწყე დღეს.ეს ვაშლის დღე რძის დღეზე უფრო მძიმე იყო ჩემთვის,რადგან ვაშლი მაგრად არ მიყვარს :-( ახლა ქათმის ხორცს ვხარშავ ხვალისთვის და ოთახში ისეთი სუნი დგას,ლამის წავიქცე :-)ეს შენარჩუნების დღეები თუ გაქვთ ვინმეს განაკეთები?და ნეტა როგორ უნდა გავაკეთო? ანუ ცილოვანი რომ წერია,იმ დღეს საწყისი კვირის ცილოვანი დღე რომ გავიმეორო,არ შეიძლება?ანუ დიეტის მეორე დღე? ან ჩემით რომ შევადგინო,ეს ლობიო და წიწიბურა არ მიყვარს და რა ვქნააა? :(
01.02.09 20:50 {nata}
უი ხალხო ვინც ამ დიეტას იცავთ,კუჭის მოქმედება როგორი გაქვთ?მე პირადად სენადეს ვსვამ და ისე გავდივარ თორემ მაგარი დამერხეოდა :(:(:(
01.02.09 20:47 {nata}
ოღონდ მე ჩვეულებრივ რძიანს ყავას ვსვამ,ვყიდულობ რააა, და სადაც ქათმის ხორცი წერია მაგის მაგივრად სოსისს ვჭამ,ბოსტნეულის სუპს ვერ ვჭამ და ვერც მოხარშულ კარტოფილს და ვარ ოთხშაბათს ორი ვაშლის და თითო-თითო კიტრო-პომიდვრის ამარა,(მეტს ვერ ვჭამ):-(:-(:-(
01.02.09 20:34 {nata}
მეც მეორე კვირაა ამ დიეტაზე ვარ და სადგაც 7 კილო დავიკელი მაგრამ,დილით რომ ვდგები სასწორზე მიჩვენებს რომ 50კილო ვარ და შუადღეს და საღამოს მიჩვენებს რომ 53 ვარ და ვერ მეტყვით რატო?საღამოს უფრო ნაკლები არ უნდა ვიყო?
01.02.09 11:29 babybubu
ხალხო მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან მომწონს მეორე კვირაა ამ დიეტაზე ვარ და 6 კილო დავიკელი თAნ არც ძალიან არ მშია ყველას გირჩევთ
31.01.09 17:09 ketifd
გაკეთებული მაქვს, დავიკელი 12 კგ-მდე და შემდეგ მოვიმატე 15. ასე რომ თუ გადაწყვიტავთ აუცილებლად იზრუნეთ წონის შენარჩუნებაზე.
22.01.09 01:03 taaako
ლიზი სასისკი ძალიან ძალიან ძალიანნ დიეტურია და მთელი დღე კი არა მთელი ღამეც შეგიძლია ჭამო
22.01.09 00:12 lizi_
აუ,მასეთი დიეტების არ მჯერა რააა.მთელი დღე რომ სასისკი ვჭამო,მეორე დღეს 2კილო მექნება მომატებული :-(
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია