Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166556-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166556-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

24.06.09 16:19 keti112
მე ჯერ მე7 დღეზე ვარ და დავიკელი 4 კილო.რო დავამთავრებ აუცილებლად დავწერ შედეგს.ძალიან კმაყოფილი ვარ ძალიან კარგი დიეტაა ვისაც მართლა დაკლება გინდათ.
24.06.09 15:36 anukabanuka
დღეს არის მეოთხე კვირის დასაწყისი და დავიკელი 9 კგ. მე მომწონს ეს დიეტა და დძალიან კმაყოფილი ვარ.
23.06.09 19:39 Anuk
ვინ რამდენი დაიკელით იქნებ დაწეროთ? მაგრად მაინტერესებს რა
21.06.09 11:40 mari ami
მარილი შეიძლება ამ დიეტაზე? მესამე დეზეავრ დამაინტერესებს კარტოფილთან ცოტა მარილი რო ვჭამო ცუდი იქნება?
19.06.09 23:03 irmusia
დღეს მეორე დღეა ამ დიეტაზე ვარ არასდროს არ ვყოფილვარ ესეთ სერიოზულ დიეტაზე :) 64 კილო ვარ 168 , ვნახოტ ერთი თუ მართლა მაგდენს დავილებ რასაც წერენ :D
15.06.09 11:31 jejba
გაგიმარჯოთ ხალხო :) მე დავიკელი 17 კილო. და ბოლო კვირაში პროსტა აი მოხარშული ხორცი რო უნდა ჭამო იმ დღეებში პროსტა არაფერს არ ვჭამდი. არ მიყვარს ხორცი. ასე რომ მაგარი დიეტაა ძალიან და დიდი მადლობა პატრულს:)
12.06.09 11:07 anukabanuka
რძე აუცილებლად გექნება და პირიქით ჯანსაღ კვებას დაიწყებ.
11.06.09 17:26 teki
დღეს დავიწყე "უგულავას" დიეტა. შედეგს აუცილებლად დავწერ:)))
09.06.09 18:03 nino_kusuna
მე, მსჰობიარობის სჰემდეგ მოვიმატე, რადგანაც ბავსჰვი დზუდზუზე მყავს ეხლაც , მაგრამ უკვე არ არის ალბად სახიპატო დიეტის დაცყება , ბავსჰვი უკვე 8თვისაა და მარტო დედის რძზეზე არ არის დამოკიდებული, იმედია რძე მექნება:))))
06.06.09 13:29 anukabanuka
მეოთხე დღეა ვიცავ დიეტას და 3 კგ. დავიკელი, არ ვიცი მერე რა მოხდება მაგრამ ჯერ-ჯერობით კმაკოფილი ვარ. 6 საათის მერე მარტო წყალს ვსვამ იმიტომ რომ მთელი დღე წყალს არ ვღებულობ, არც ყავას ვსვავ დამატებით. მთელი დღე ნახევ ლიტრ წყალს ვგებულობ ისიც 6 საათის მერე. ვითომ ვარღვევ ამით რამეს?
02.06.09 16:22 tati
მე ვიკავი ამ დიეტაზე და დავიკელი 10 კილო 6თვე გავიდა და არ მომიმატია, მაქსიმუმ 2 კილოზე ვთამაშობ ხან ვიკლებ ხან ვიმატებ.პროსტა მერე ბევრი აგარ უნდა ჭამო.
01.06.09 14:56 sophie.k
აუუუუუ ვსო შემდეგი ორშაბათიდან ეს უნდა დავიწყო უეჭველი და აღარ უნდა დავარღვიო :P იმედია გავქაჩავ :)
29.05.09 10:55 TMT
ძალიან მაგარი დიეტააა! მე4 კვირას ვიწყებ ხვალ და უკვე 8 კგ დავიკელი....პირველ კვირაში 4,5 და დანარჩენი 3,5 ორი კვირის მაძილზე დავიკელი.....
მეოთხე კვირას როცა დავამთავრებ აუცილებლად დავცერ შედეგსსს.... :)
24.05.09 14:06 taso-taso
დღეს ვამთავრებ მეოთხე კვირას და მხოლოდ 5კგ დავიკელი :(( ყველაფერს ისე ვიცავდი როგორც აქ წერია,მაგრამ ჰოლანდიურ ყველს ვერ ვჩამდი და ვითომ მაგიტომ ვერ დავიკელი მეტი? თუ იცით შემანარჩუნებელი დიეტის დროს რაიმეს დავიკლებ?
22.05.09 19:05 sopuliko
გამარჯობათ გოგოებო :)
მაინტერესებს ეს დიეტა თუ შეიძლება მეძუძური დედებისთვის? 3 თვის პატარა მყავს, თავიდან ჩემით დავიკელი 13 კგ. და მერე აღარ ვიკლებ, ეხლა მინდა რაიმე ზომებს მივმართო, მაგრამ მეშინია რძე არ შემიმცირდეს. ვინმეს თუ გაქვთ მსგავსი სიტუაცია იქნებ რაიმე მირჩიოთ.
20.05.09 19:44 tamm
სამი კვირა სინდისიერად დავიცავი,ბოლოს უკვე ნერვები აღარ მეყო,ორი კვირა გაჩერებული რო ვიყავი,ამიტომ საბოლოოდ მარტო 4 კილოს დაკლება გამომივიდა:(
16.05.09 14:27 tamuna
ეეეე მიპასუხეთ რა ბავშვებოო ხილი და ბოსტნეული რომ ვჩამო მარტო 1 კვირაა რამდენს დავიკლეებ?? :***
15.05.09 20:26 Tatusha
მე როგორც ვიცი არაფრის შეცვლა არ შეიძლება ამ დიეტაში, თუმცა მე როცა ბოლოს გავაკეთე ჰოლანდიური ყველის ნაცვლად ჩვეულებრივ სულგუნს ვჭამდი და ზუსტად იგივენაირად დავიკელი როგორც ჰოლანდიურის ჭამის დროს
14.05.09 18:59 tatuka-7
შავ შოკოლადს თუ დაამატებ, ნუ ცოტას, არაუშავს. წესით ადამიანი 4ჯერ უნდა ჭამდეს, ამიტო ჯობია ერთი ჭამა დაამატო. ნუ ჭამაში ითვლება თუნდაც ერთი კიტრი.
14.05.09 17:11 nin_a
მე ვითბენ მასე არ ვარგვევ მარა მიჭირს :( ზუსტად ნაყინი და შოკოლადი მინდება ძალიან :( :))
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია