Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166534-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166534-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

18.08.09 20:14 lee
მე დღეს დავიწყე , ჯერ ჯერობით არ მიჭირს.ხვალ მე2 დღეა 1 კვირა გავაკეთებ და ვნახავ შედეგს აუცილებლად დავწერ.კიდე ეს დიეტა ვინ გააკეთა შედეგებ დაწეროს რა
15.08.09 13:07 ekato83
მე იცით რამ მიშველა? დგეში 2 ლიტრ წყალს ვსვამ,მთელი დღის განმავლობაში ვანაწილებ და ისე.უკვე ერთი წელია ასე ვარ და ძალიან კარგი შედეგი მაქვს.ამასთან ერთად პურს არ ვჭამ და ჩემს თავს ხელს ვუწყობ,ვცდილობ ღამე არ ვჭამო და რა ვიცი,მე კმაყოფილი ვარ....ყოველ შემთხვევაში 78 კილო ვიყავი და ეხლა 60 კილო ვარ.ყველას წარმატებებს გისურვებთ ვინც წონის დაკლებას ცდილობთ....
15.08.09 12:44 tamuna94
Gadareulii << კი ზუსტად ესე დავიცავი ოღონდ ჰოლანდიური ყველის ნაცვლად ჩვეულებრივს ვჭამდი,უმარილოს..მე 3 კვირა გავაკეთე და 8კილო დავიკელი .. პირველი კვირა იკლებ ყველაზე კარგად, მერე ვეღარ პროსტა არ უნდა გაჩერდეე :) ყველაზე მაგარი დიეტაა, წარმატებებს გისურვებ!
14.08.09 15:22 chkviani
მაგარი დიეტაა დზაან, მე ერტი კვირა გავაკეთე და 4 კილო დავიკელი :)
13.08.09 15:02 Gadareulii
მინდა რაგაც გკითხოთ PLზზზზ : )) ზუსტად ესე დაიცავიტ ყველამ და ნაგდი შედეგი მიიგეთ ??? მაინტერესებსს... თუ ვინმემ არ ჩამეთ ზოგიი რამ დაა ისე დაიკელით??? :( მითალით ლაა :( :*:* მადობააა ALL
03.08.09 16:36 tamuna94
მოკლედ დღეს დაიწყო მეორე კვირა და 6კილო მაქვს მოკლებული! 1კვირაში:))))
01.08.09 23:12 animari
წარმატებები მისურვეტ და შედეგს დავწერრრრრრრრრ
01.08.09 22:58 animari
მე ხვალიდან ვიწყებ და მარტო კიტრის და მწვანე ვაშლის ჭამას ვაპირებ, ტან გასახდომი ვასჰლი და ლიმონის წვენი უნდა მივაყოლო + ოყნა დილა საგამოს ტუ არ მოვკვდი სჰედეგს დავწერ...ტან ვარჯისჰი ყოველდგე... ჩემი წონა 55 კგ იყო ახლა 75 ვარ და ნერვოზზზზზზზზზზზ
01.08.09 22:52 sopi
animari 2კვირაში მაგდენს ვერ დაიკლებ ჩემო კარგო, რასაც შენ აპირებ, მასე მაპატიე და თუ არ მოკვდი, ჯერ ნერვოზს დაიმართებ, მერე რამე თუ დაიკელი ცოტა რაგაცას შეჭამ თუ არა, დაგეტყობა :| აი მე იმ კვირაში ვაპირებ აქ რომაა შერეული დიეტა და თუ გინდა შემომიერთდი, 8დღეში 8კილოო, 8ს თუ არა, 5რომ დაიკლო ეგეც მიღწევაა 8დღეში. მოკლედ მე უნდა დავიწყო და ვისაც გინდათ შემომიერთდით :) წარმატებები ყველას :)
01.08.09 22:31 animari
ხალხო ტუ გაგიგიატ ვინმეს რა არის "глауберовой соли" გასახდომად ყველაზე ეფექტური რამაა... მაგარამ ვერ ვიშოვე დამეხმარეთ რა ვინმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეხალხო ტუ გაგიგიატ ვინმეს რა არის "глауберовой соли" გასახდომად ყველაზე ეფექტური რამაა... მაგარამ ვერ ვიშოვე დამეხმარეთ რა ვინმეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
01.08.09 22:25 animari
ხალხო ტუ გაგიგიატ ვინმეს რა არის "глауберовой соли" გასახდომად ყველაზე ეფექტური რამაა... მაგარამ ვერ ვიშოვე დამეხმარეთ რა ვინმეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
01.08.09 22:13 animari
ე.ი რა გამოდის ხელი ჩვიქნიო... იმის ნერვები არ მაქვს ვუყურო 2 ილოს როდის მოვიკლებ კვირაში, სწრაფი ეფექტი მინდაააააა :(
31.07.09 12:58 asmatuna
თამუნა 94 რამდენ ხანსჰი დაიკელი 5 კილო?
31.07.09 12:55 asmatuna
ანიმარი 15-20 კიულოს ერთ თვესჰიც ვერ დაიკლებ სულ რომ იშიმშილო მაინც. მე 15 დგეა დიეტაზე ვარ და 4 კილო ძლივს დავიკელი. პირველ სამ კილოს მალე დაიკლებ და მერე როგორც ცედი კლება ცოტახანი ჩერდება. თან მარტო კიტრით ნერვოზი დაგემართება
31.07.09 12:43 animari
გამარჯობათ... ხალხო ძალიან მინდა გავხდე სასწრაფოდ... რას მირჩევდით?!
2 კვირაში 15 დან 20 კილომდე მინდა დაკლება და კიტრის დიეტა რომ გავაკეთო, ანუ ყოველდგე 2 კგ კიტრი რომ ვჭამო, ისიც 24 საათიანი შიმსილის შემდეგ ერტ მიგებაზე და ცოტა რომ ვივარჯიშო მოვიკლებ ამდენს?! აუ ითხრით რა რამე გოგოებო... გთხოვთთთთთთთთ
31.07.09 12:21 makacho86
ვაააააააა თამმმმმმმმმმმ შენ აღა ხუმრობბბბბბ, გილოცავვვვ საყვარელოო, მაგრამ თAნ იმ 2 კვირაში თუ არ დაილებ არ დაიხიო უკან, არ შეგეშინდესსსსსსსსსსსსს სამაგიეროდ მერე კიდე დაიკლებ
31.07.09 00:14 tamuna94
მაკაჩოო მომილოოცეე -5კილო!!:)))))))))
30.07.09 14:14 limona
გამხდარი ვიყო და მაგაზე ვიწუწუნებ??? :D :|
29.07.09 14:26 sopi
tamusi აუ რა ბედნიერი ხარ, რამდენსაც გინდა და როცა გინდა მიირთმევ და არ სუქდები :) მაგრამ მემგონი მართლა ძალიან დაბალი წონა გაქვს. აი ეს ნახე ცჰემო კარგო, იქნებ გამოგადგეს http://www.eva.ge/?page=25&lang=geo&content=1381
29.07.09 14:02 tamusi
გამარჯობათ:) იცით ალბათ იტყვით ამას აქ რა უნდაო მარა არ ვიცი ვის ვკითხო:) მე საპირისპირო პრობლემა მაწუხებს, სიგამხდრე... 19 წლის ვარ, სიმაგლე 170სმ, და 43 კილო ვარ, გათხოვილი ვარ უკვე 9 თვეა მაგრამ ისევ ისეთი გამხდარი ვარ:( მითხრეს რომ სიგამხდრის დიეტებიც არსებობს:(
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია