Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1173332-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1173332-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

23.02.10 20:42 teooet
მოკლედ, გუშინ დავამთავრე უგულავას დიეტა, მაგრამ რაც პირველ კვირაში დავიკელი 5 კილო, იმის მერე გრამი აღარ მომიკლია. დღეიდან შენარჩუნების დღეები დავიწყე და ვნახოთ ერთი რას ვიზამ.
23.02.10 14:42 ირენ
dietichi მე პირადად წნევის პრობლემა არ მქონია:)თუმცა შიგა და შიგ ყავას ვსვამდი ნალექიანს და შეიძლება ეგ არეგულირებდა ჩემს წნევას:)
22.02.10 20:40 dietichi
მოგესალმებიტ ცჰემო კარგებოოო:):):).......ანუ დაან ეპექტურია ეს დიეტა ტქვენი კომენტარებიდან გამომდინარე.......რა მინდა გკიტხოტ იციტ?ცნევის პრობლემა ტუ სჰგქმნიატ ამ პერიოდში ვისაც გაგიკეთებიათ ბოლომდე?მადლობაააა
21.02.10 11:56 ირენ
სალამი ყველას:) მოკლედ ხვალ ისევ ვჯდები დიეტაზე...სასურველი შედეგი პირველ ცდაზე ვერ მივიღე, ანუ სადღაც 6კგ დავიკელი და კიდევ 5კგ მინდა:)
18.02.10 15:02 maromari
kaxni1981გილოცავ მაგარი შედეგი გაქვს.ერთი კვირა მცუბუქად იკვებე და მერე ისევ დაიწყე . ისევ 18კილოს არა მაგრამ 5-8კილომდე მაინც დაიკლებ.მაინტერესებს ზუსტად ისე იცავდი როგორც აქ წერია?
18.02.10 13:20 kaxni1981
გამარჯობათ !
დავიცავი უკვე ეს დიეტა და მშვენიერი შედეგი მივიღე დავიკელი 18 კგ.
თუ იცით ვინმემ : რომ გადავაბა კიდევ ერთი თვე იგივე შედეგს მივიღებ ?
ან დავიკლებ საერთოდ ?
15.02.10 14:38 gochuna
მოგესალმებით ყველას. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ის 10 კილო დავიკლო,რომელიც დამრჩა ჩემს სასურველ წონამდე და როგორადაც ვიყავი დაორსულებამდე;ამდენად უგულავას დიეტას ვიცავ. ადრე,გათხოვებამდე პერიოდში წარმატებით დავიცავი და მაშინ 6 კილო დავიკელი მთლიანობაში,თუმცა ფუნდამენტურად,ანუ სტაბილურაზდ და საკმაოდაც მეტყობოდა. ახლა კი უკვე 12 დღეა დიეტაზე ვარ და სულ რარაც 2,5 კილო მაქვს დაკლკებული,მაშინ როცა ჩემი ძველი ჯინსები ჩავიცვი და თავს ძალიან შემსუბუქებულად ვგრძნობ და ნელ-ნელა ძველ იერსახეს ვუბრუნდები.და მაინც ნერვები მეშლება:-) იმიტომ რომ წონაში უფრო მეტი უნდა ვიყო დაკლებული ყველა პირობით;ეს ოხერი სასწორი კი თითქოს ჯიუტად არ იძვრის. იქნებ თქვენი გამოცდილებაც გამიზიაროთ; საერთოდ არ ვარღვევ და ყველა პირობას ვასრულებ დიეტის შესაბამისად.გმადლობთ წინასწარ.
14.02.10 18:59 teooet
ვინმეს თუ გაუკეთებია წონის შენარჩუნების დღეები, რა რაოდენობის შავი შოკოლადის მიღება შეიძლება? ნეკეტება შოკოლადზე და ვაპირებ ბევრი ვჭამო:)))
14.02.10 03:26 Adriana
ისე, ხელ-ფეხის განძრევა და ცოტა ვარჯიში არ აწყენს არავის.. :) ნავარჯიშები სხეული, დიეტით ჩამომდნარზე ბევრად კარგად გამოიყურება... :))
14.02.10 01:57 Adriana
მარი84 დიეტა არ წაგიკითხია დაკვირვებით.. რა თქმა უნდა მეორდება,ანუ დღე-"მშიერით" იწყება დიეტის ყოველი ახალი კვირა.
14.02.10 01:32 nanuka9033
გოგოებო მოკლედ გამარჯოაბ ყველას. ამ დიეტას უკვე 4 კვირაა ვიცავ და ხვალ მაქვს ბოლო დღე.ჩკუაზე არ ვარ ისე მიხარია. 9 დღიანის გაკეტებასაც ვაპირებ. დავიკელი დაახლოებით 6 კილო , ნუ ხვალ კიდე თუ არ მომკლდა რამე არ ვიცი. ვინც დაიცვა ეს დიეტა მითხარით იმ 9 დღის განმავლობაში კიდე იკლებ რამეს?
14.02.10 00:54 mari84
გამარჯობათ... ეხლახანს დავრეგისტრირდი.. ძალიან გთხოვთ ამ დიეტის დაწყებას ვაპირებ და იქნებ მითხრათ თუ მეორდება მშიერი დგე??????/ წინასწარ დიდი მადლობა... და კიდევ ჰოლანდიური ყველის ნაცვლად ჩვეულებრივი რომ მივიგო რამე შეიცვლება??//
14.02.10 00:13 Adriana
ეს დიეტა ბოლომდე დავიცავი და 10 კგ დავიკელი,მაგრამ მშრალი საკვებია ძირითადად და კუჭისთვის მაინცდამაინც კარგი არ არის.. წყალი სვით დღეში 2 ლიტრამდე(უკეთესია უგაზო),ჭამეთ სალათები,ხილი + ბოსტნეული და ნელ-ნელა,მაგრამ აუცილებლად დაიკლებთ.. კანისთვის არაა სასურველი მაგალითად 10 დღეში 10 კგ-ს როგორც მომატება,ასევე დაკლება.. ეხლა ბოსტნეულზე ვარ,2 კვირის განმავლობაში 3 კგ დავიკელი და ძალიანაც კმაყოფილი ვარ.. :)
13.02.10 14:50 teooet
ვაიმე, ხალხო, უგულავას დიეტამ კუჭზე შემიქმნა სერიოზული პრობლემები, მაგრამ მაინც ვაგრძელებ ჯიუტად, სულ გამარეკინა ამ დიეტებმა. თუ არ მოვკვდი, შედეგს დავწერ რამდენს დავიკლებ:)))
13.02.10 12:16 mamusa
თეაკო : )) მეე 7 ზე ვარ და სადგაც 5 კილო დავიკელი ალბად ჰოლანდიურ ყველს რო არ ცჰამ მაგისი ბრალია : (((
12.02.10 09:45 teako25
გამარჯობათ მე პირველად დავიწყე ეს დიეტა დღეს 5 დღეა ზუსტად ვიცავ გრამობით ოღონდ ჰოლანდიურმა ყველმა მაწყინა და აღარ ვჭამ დანარჩენს ყველაფერს ზუსტად ვიცავ გრამობით და არცერთი კილო არ დამიკლია :(( მაინც ვაგრძელებ
11.02.10 18:42 mamusa
როგორ დაა: (( იმ ხორცს რო მოხარსჰავ ის წვენი უნდა მარლასჰი გაწურო და დალიოო მე ვერ ვსვავ : ((
10.02.10 22:20 natukii
ხალხნო გამაგებინეთ ბულიონი მწვანილის და ბოსტნეულის გარეშეო რომ წერია რას ნიშნავს როგორ უნდა მომზადდეს?
09.02.10 15:14 mamusa
ხოო ვიციი რო არააა teooet 100 გრამი ბევრი მარა ორი ნაცჰერი გამოდის და ორჯერ დგესჰი რო წერია : (( : )) მაინც დავიკელიი დაა მიხაარიაა :* მადლბოაა teooet
09.02.10 15:03 gochuna
მოგესალმებით ყველას და გისურვებთ წარმატებებს.დღეს ამ დიეტის მე-6 დღე მაქვს და უკვე შედეგი თვალსაჩინოა:-) ადრეც გავაკეთე და საკმაოდ დავიკელი და პრინციპში საფუძვლიანად,ვნახოთ ამჯერად 10 კილმდე ველოდები დაკლებას.მემგონი ყველა დიეტას შორის,ეს დიეტა ყველაზე კარგია,იმიტომ რომ მშიერი და სტრესირებული არ ხარ,ჭამ და იკლებ:-)
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია