Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166505-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166505-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

10.06.10 00:09 Tatusha
გოგოებო გამარჯობათ ხვალიდან მეც გიერთდებით, 10 კილო მაქვს დასაკლები და ეს დიეტა გადავწყვიტე რადგან ბევრჯერ მაქვს გაკეთებული და 7-დან 10 კილომდე ვიკლებ ხოლმე, სამწუხაროდ შესანარჩუნებელი არცერთხელ არ გამიკეთებია და მალევე ვკრიფავდი წონას ამ ჯერზე აუცილებლად გავაკეთებ შესანარჩუნებელსაც, აბა ყველას წარმატებები :)
09.06.10 17:01 clementine
>>>maiko<<<
დავარღვიე დღეს უკვე,ამომივიდა ყელში ეს დმლაშებული ყველი, ხვალიდან დავიწყებ თავიდან, მე მივირთმევდი მარილიანს და მაინც მშვენიერი შედეგი მაქვს
09.06.10 12:56 pingvini
http://www.e-castig.com/index.php?r=I1V0S
09.06.10 12:37 >>>maiko<<<
clementine მეც 5 მინდოდა კიდევ და შენარჩუნების დღეებში ვიკლებ, ასე რომ დაასრულე ჯერ ეს ბოლომდე ;)
irakli1981 მარილი საერთოდ ამოღებული მქონდა, არ შეიძლება
09.06.10 12:07 irakli1981
მაიკო გაიხარე სტიმული მომეცი უფრო :*

ისადა ხალხნო მარილს რა დოზით უშვებით ხოლმე? მაგალითად ბულიონში ან როცა კიტრი და პომიდორი გაქვთ საჭმელი?
09.06.10 11:41 clementine
>>>maiko<<< მეც მასე ვარ ყველაფერი დიდი მაქვს :D დღეს IV კვირის მე6 დღე მქონდა მაგრამ გადავწყვიტე თავიდან დავიწყო, ყველს ვეღარ მოვერევი ხვალ, ეს სამი დღეა ვკვდები წყლის სმით,ძალიან მარილიანი იყო ლორიც და ყველიც, თან კიდევ 5 კგ მაქვს დასაკლები და რას იტყვით ისევ ეს დავიწყო თავიდან, თუ რამე სხვა ვცადო, ექნება ამას ისევ ეფექტი?
08.06.10 17:20 >>>maiko<<<
იკა ჯერ სადა ხარ :)))) მე გარდერობი მაქვს გასაახლებელი :), აბა წარმატებები ყველას
მე კი კიდევ 2 კილო დამაკლდა (შენარჩუნების დღეებში არ ველოდი თუმცა იმედი მაინც მქონდა)
08.06.10 03:43 irakli1981
მეშინია აწონვის, ჯერ 7 დღე გავიდა ... ისე ძველი შარვალი ჩავისცვი დღეს და აშკარად სრულად მაქვს :))) ისე გამიხარდა რომ მეტი არ შეიძლება, საკუთარი თავის რწმენა მომემატა რაღაცნაირად, მაგარი შეგრძნებაა და ეს ხომ დასაწყისია ჯერ :D
08.06.10 01:32 iamuf
>>>maiko<<< დაახლოებით მასე მე5 და მე6 დღეს.
07.06.10 20:56 qeto_8
:) მოგესალმებით ყველასსსს... მესამე კვირაზე ვარ და უკვე 7 კილო დავიკელი.. :) წარმატებებიი ყველას!
07.06.10 17:41 Bohiko
ხალხო ყავას ვერ ვსვამ და არ შეიძლება სხვა რამით ჩავანაცვლო ან საერთოდ არ დავლიო არაფერი ?? :(
07.06.10 17:04 nelka
გუშინ ავიწონე და 5 კოლო მქონდა დაკლებილი..... ყველას წარმატებებს გისურვებთ
07.06.10 15:57 clementine
>>>maiko<<< არა ხორცის დღე მაქვს, და ლორს მივირთმევ, ოღონდ წყალს მაწყურებს ძალიან :(

iamuf შენ კლება მე4 დღეს ნახე ;)) წარმატებები

irakli1981 ის გაუდა ძალიან გემრიელია. აუ მე კიდევ ალუჩის სეზონს ველოდები ხოლმე მთელი წელი და ერთიც ვერ ვჭამე ამ დიეტის გამო :(((( მარწყვზე ხომ საერთოდ სული მეწანწკლება:(((
07.06.10 15:34 >>>maiko<<<
irakli1981 გამყიდველს კითხე დიეტისთვის რომ გინდა, ის გირჩევს, ისე მეც მივეპარე ხილს ;)
07.06.10 15:11 irakli1981
clementine უი არც მიკითხია ისე ვიყიდე ეს ყველი და :(

>>>maiko<<< ჰოლანდიურიო და შენ გერმანულს რომ ყიდულობ შეიძლება?

მოკლედ დღეს დავასრულე ერთი კვირა... ძალიან არ გამჭირვებია, ხნდახან შევაპარე ალუჩა და ბალი მარა რავქნა სულმა წამძლია,სხვა მხრივ ყველაფერს ვიცავ...

თავს მსუბუქად ვგრძნობ და ეს მახარებს
07.06.10 14:39 iamuf
მოგესალმებით ყველას,გოგოებო მე უკვე მეორე კვირა დამეწყო, პირველ კვირასჰი დავიკელი 4 კილო,71 ვიყავი და ეხლა 68 ვარ.ძაან მაგარი დიიეტაა,არ შიმშილობ ძალიან და იმითვის ვინც მუშაობს გადასარევია,მე პირადად ძალიან მომწონს,დარწმუნებული ვარ კიდევ დავიკლებ.წარმატებები ყველას.
07.06.10 10:22 >>>maiko<<<
clementine ღვინის დღე არ გქონდა შეეენ? :))))))))) irakli1981 ყველს გემრიელს ვყიდულობდი: გერმანულია წითელი შეფუთვით გუდვილში, სორრი სახელი ზუსტად არ მახსოვს :(((,
საინტერესო ისააა რომ სიხარულისგან აღარ ვიცი რა ვქნა, შენარჩუნების მე-5 დღეზე ვარ და კიდე ვიკლებ, ბოლომდე გააკეთეთ და ზუსტად დაიცავიით. აბა წარმატებები
ზუსტ წონას რომ დავასრულებ ამ 4 დღესაც მოვიწერებიი
აბა წარმატებები :*
07.06.10 00:37 clementine
უი ბავშვებო რა მაინტერესებს, ალკოჰოლი არ შეიძლება ამ დიეტის დროს? ://
06.06.10 20:02 clementine
irakli1981 აუ მე კიდევ ერთი სული მაქვს ყველის დღე როდის მოვა :ბის: რომელს ჭამ?იქნებ მაგას აქვს ცუდი გემო:/ მე "გაუდას" მივირთმევდი მწვანე შეფუთვაში.

პ.ს მეოთხე კვირაში ვარ და აშკარად მაქვს დაკლებული,ნუ იმედნი არა რამდენიც მინდოდა მაგრამ მაინც კარგია, კიდევ 4 დღე დამრჩა . და ეს მოხარშული თევზი მეოთხე კვირაში რა რაოდენობითაა იცით ვინმემ?
05.06.10 20:50 irakli1981
ამ ჰოლანდიური ყველის მაგივრად სხვა რამე რომ ვჭამო არ შეიძლება? ვერ ვჭამ ამის დედაც ამას, საპონივითაა, სხვა უცხიმო ყველით რომ ჩავანაცვლო?
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია