Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166481-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166481-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

14.06.10 16:20 nelka
damski-kaprizi ვიცი ჩემო კარგო... ცარმატებებს გისურვებ
14.06.10 16:10 KE-ITI
damski-kaprizi
ხოდა ძალიან კარგი.აწონვით ალბად რომ მოვრჩები მერე ავიწონები. ისედაც მიხვდები როგორ მიდის საქმე.[პირველ დღეს რძეში არანაირი ყავა არ ჩაყარო აუცილებლად ისევე დალიე]
14.06.10 16:07 damski-kaprizi
nelka

ჩემმა ახლობელმა პირველ და მე2 კვირას 4 4 კილო დაიკლო მე3 კვირას აღარაფერი არ დაუკლია დანარჩენი 4 კილო ბოლო კვირას დაიკლო.. ორგანიზმზეა მაინც დამოკიდებული რაა.. ჩემმა დაქალმა ბოლომდე დაიცვა და 5 კილო ძლივს დაიკლო... ნუ ის პრინციპში გამხდარიცაა რაა..
14.06.10 16:01 nelka

ეხლა უკვე მესამე კვირა დაიწყო... პირველ კვირაში 5კგ. დავიკელი და მეორე კვირაში 1კგ(რასაც არ ველოდი)... ძალიან მიხარია... შედეგებს დავწერ აუცილებლად... და ყველას წარმატებებს გისურვებთ....
14.06.10 15:54 damski-kaprizi
KE-ITI

ვაიმე მაგრად გამიხარდა შენც რომ შემოგვიერთდი... :* :)) აუცილებლად გავამხნევოთ ერთმანეთი თქვენს გვერდით მიგულეთ..
გოგოებო ისე როდისთვსის აპირებთ აწონვას??
magduna

მე ჯერ ხვალის პროდუქტები არ მიყიდია.. საღამოს გავალ და ალბათ მთელი კვირის მარაგს ვიყიდი... მეც 67-68 კილო ვარ მინიმუმ 7 კილო თუ არ დავიკელი მაგრად გამიტყდება.. აუ ამ რძეს როგორ სვავთ?? რა საშინელებაა რაა.. :((((ყავას ვყრი ბლომად რომ ყავის გემო ქონდეს უფრო..
14.06.10 15:49 KE-ITI
ყველას წარმატებას გისურვებთ.


14.06.10 15:37 KE-ITI
გოგოებო მეც დღეს დავიწყე ეს დიეტა დღეს პირველი დღეა და ძალიან მსუბუქად ვგრძნობ თავს.ისე 67 კგ ვარ 13 კილოს დაკლება მინდა და არ ვიცი რა გამომივა. ზამთარში გავაკეთე და 6 კილოზე მეტი ვერ დავიკელი თანაც მასაჟებსაც ვიკეთებდი კანის გასამკვრივებელი მაზებით.აუცილებლად მინდა ამდენის დაკლება თორემ აგარ ვიცი რას ვიზავ. დეპრესია დამეწყება. მოდი გავამხნევოთ ერთმანეთიიიიიიიიიი
14.06.10 15:36 >>>maiko<<<
გოგოებო წარმატებებს გისურვებთ :) მე დავასრულე დიეტა და უკვე ჩვეულებრივ კვებაზე ვარ, 8 კილო დაიკელი, მარხვა როგორც კი დასრულდება ისევ მინდა გავაკეთო ანუ სადღაც ერთი თვე გამომივა შესვენება, ძალიან კმაყოფილი ვარ, მანამდე ვივარჯიშებ და თქვენც გირჩევთ ;) აბა წარმატებები :*
14.06.10 15:18 magduna
damski-kaprizi ვაიმე დგეს ვიყიდე რაგაცეები რაც მჭირდება დიეტისთვის და ხვალიდან ვიწყებ არა არავიტარ შემტხვევაში არ დავარღვევ და მივყვეთ ერთმანეთს კაი? :*:*:*:* შჰენ რამდენი კილო ხარ?
14.06.10 14:37 damski-kaprizi
magduna

აუ მაგდაა რა კარგი ხარ.. შენც დღეს დაიწყე ხოო?? მოდი ერთმანეთს მივწეროთ ჩვენი შედეგები და გავამხნევოთ.. დარღვევებს არ ვიყოთ კაი??? :)))
14.06.10 14:19 damski-kaprizi
დღეს ისევ უგულავას ვიწყებ იმედი მაქვს თბილისში ჩამოსვლამდე ისევ ისეთი ტანწერწეტა ვიქნები როგორიც ხალხს ვახსოვარ.. აუცილებლად დავიცავ ბოლომდე.. მხოლოდ ცოტა პეპსი ლაითი რო დავლიო ხო არაუშავს?? დღეს სხვას არავის დაუწყია ეს დიეტა???
14.06.10 11:59 qristinee
Paparazzi-ვააა გილოცაააააავ. მეც მეხუთე დღე მაქ მაგრამ ჯერ არ ავწონილვარ.
14.06.10 11:49 Paparazzi
დღეს მეხუთე დღეა უკვე, 3 კილო მაქვს დაკლებული.. მიხარია :) კიდევ 10-12 კილო მაქვს დასაკლები
14.06.10 11:35 qristinee
აი ეგრე ვარ მეც:( ამიტომ ჩემი ჩემი მინიმუმი 65 კგ ა.მე კირჩევ დღეში ორჯერ პრესის ვარჯიშები აკეთო.თუნდაც სვენებ სვენებით.
14.06.10 11:31 lizi20
მე დღეიდან დავიწყე და ვნახოთ 5 დღეში 3 კილოც რომ დავიკლო მაგარი იქნება. 80 ვარ და 70-67 მდე მინდა ჩამოსვლა. თან მე ძვალმსვილა ვარ და წონა არ მეტყობა
14.06.10 11:29 qristinee
აჰა გენაცვალე შენ:* ამას ვნახავ,თუ ამან მიშველა ხომ კარგი, თუარა და შენს რჩევას გავითვალისწინებ :*
14.06.10 11:10 lizi20
მოკლედ, ერთი ლიტრი უცხიმო რძე აიღე, ჩაყარე ერთი კოვზი ჩაი, თუ მწვანე იქნება მთლად უკეთესი. აადუღე და ღამე დატოვე. დილით გადაწურე და ერთი ჩაის ჭიქა უზმოზე დალიე. ეს ერთი ლიტრა 5 დღე უნდა გეყოს. ამ 5 დღის განმავლობაში ყოველდღე ერთსა და იმავე დროს ჭამე საჭმელი, მაგალითად 3-დან 4 მდე ან 4-დან 5-მდე. ასე გააგრძელე 5 დღე, 10 დღის მერე ისევგაიმეორე. ამ 10 დღის განმავლობაში ძალიან მსუბიქად ჭამე, მე მაგალითად პურს არ ვჭამდი. ამ დიეტის მთელი ეფექტურობა იმაშია, რომ 5 დღის შემდეგაც იკლებ
14.06.10 11:03 qristinee
lizi20- აბა ზუსტად მითრხარი რა როგორ გავაკეთო. ჯერ ამ დიეტას დავამთავრებ და ,თუ სასურველ შედეგს არ მაგწიე მაგას ვცდი.. 65 კგზე უნდა დავიდე საყვარელ სპორტს რომ დავუბრუნდე....ეს უნდა გავაკეთო რადაც არ უნდა დამიჯდეს
14.06.10 09:36 lizi20
qristinee მეც ეგრე ვიყავი შარშან, სიმაღლეშიც მაგდენი ვარ, შარშან რძისა და ჩაის დიეტით 11 კილო დავიკელი, მერე ამ ზამტარს ცოტა კიდევ მოვიმატე და ახლა ისევ რძესა და ჩაის დიეტას ვაკეთებ,, 80 კგ ვარ ახლა და იმედია 70 მდე მაინც ჩამოვალ
14.06.10 08:51 qristinee
ისე მეთუ მკითხავთ სპორტი ყველაზე კარგი გახდომის და ფორმაში ყოფნის საშუალებაა... მაგრამ ცუდი ისა რომ თავის დანებება და გასუქება ერთია... შედეგი სახეზე მაქვს.
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია