Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166507-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166507-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

28.05.10 00:22 Wednesday Addams
გოგოებო, რაღაც პროდუქტები რომ ამოვიღო (შევცვალო კი არა, საერთოდ არ შევჭამო), მაინც დარღვევად ჩაითვლება?
27.05.10 22:15 nineli1
გოგოებო, ვისაც გაკეთებული გაქვთ შენარჩუნების დღეები, მითხარით რა: ლობიოც შემიძლია ვჭამო და წიწიბურაც? როგორც ვხვდები, ორივე უცხიმოდ ალბათ ხომ?
27.05.10 17:57 fashionista
nikonana :*

>>>maiko<<< აბა რაა, ბოლომდე მიიყვანეე :)

Likuna:) ვაააუ, 14 კგ?? საააააღოლ,
დღეს მეოთხე დღეა და 2კგ დავიკელი :) იმედია ამ კვირას 3-6კგმდე მაინც დავიკლებ :( თუ არადა მაინც ბოლომდე მივიყვან; ეგ კი არა, ჩემმა მეგობარმა შენარჩუნების 9 დღეშიც 5კგ დაიკლო :D :D

ყველას გბალეშიკობთ და აბა ჩვენ ვიცით :D
27.05.10 15:28 Likuna:)
მართლაა ძაან მაგარი დიეტაა, მე გავაკეტე და 14 კილო დავიკელი... პირველ კვირას დავიკელი 6 კილო და დანარჩენი მთელი დიეტის მანძილზე დავიკელი.. მე ყველას გირჩევთ რო ეს დიეტა გააკეთოთ დამიჯერეეეეთ მართლა კარგიააააა :):):) აბა წარმატებებიი და იმედია გაიტვალისწინებთ ჩემს რჩევას :* :)
27.05.10 12:14 >>>maiko<<<
გოგოებოოო, მიუხედავად იმისა რომ არ მომიკლია მესამე კვირა გადავაგორე და მეოთხეზეც ვაარ ;), ბოლომდე მიმყავს და დიდი იმედი მაქვს შედეგიც მექნება, გგულშემატკივრობთ აბა თქვენ იცით ;) წარმატებებიიიი
26.05.10 23:00 nikonana
fashionista დიდი მადლობა, ერთმანეთს ვუგულშემატკივროთ. რამდენი კილო ვარ სამწუხაროდ ვიცი. დღევანდელი დღეც მშვიდობიანად დამთავრდააა!!!!!!!!!!
26.05.10 20:02 fashionista
რა ტათრულად ვტქვი "ვიცამ" უკაცრავად :D
26.05.10 19:28 fashionista
მეეესამე დღეეე და ისევ პატიოსნად ვიცამ, საერთოდ არ მშია არადა ეხხლა მიწევს ვახშამი :) არ ვიწონები ჯერ :) თუმცა ისეთ სიმსუბუქეს ვგრძნობ რომ არც კი მინდება არაფერი :)
25.05.10 17:52 fashionista
>>>maiko<<< ბოლო კვირაც დაელოდე კაცო :) გარკვევით წერია მეორე და მესამე კვირა არ იკლებთო მარა მეოთხე კვირას იმაზე მეტს იკლებ ვიდრე პირველ კვირას :)

gvancebi ქულების დიეტა კარგია, მაგას წონის შენარჩუნებისთვის გავაკეთებ

nikonana გბალეშიკოოოობ :) მე და შენ ერთდროულად დაგვიწყია :) რამდენი ხარ ის მაინც თუ იცი? კარგი იქნებოდა რომ აწონილიყავი :) გისურვებ წარმატებეეებს :) აუ წყალი მე საერთოდ არ მინდება ხოლმე, გაზიან სასმელებს ვსვამ მარა დღეს ისე მომინდა რომ ერთი ჭიქა დავლიე, საერთოდ კი ჯობია ვაფშე არ დალიო თუ გაძელი, მარა ისეთი აუტანელი მენიუ გვაქვს რომ რავი;

ე.ი მე დღეს მენიუს მივყვევი, წეღან მქონდა სადილი და პროსტა ყველი ძალიან ცოტა ვჭამე, საშინელება იყო, და დილით თაფლი არ მიწამია; სიხარულით ველოდები 8საათს (დაახლოებით) მოხარშული კვერცხი რომ ვჭამოოო :D :D

ჯერ არ ავწონილვარ; 68-69 კგ ვარ, ნუ ჰა 69 იყოს, ხოდა 9კგ მინდა დავიკლო :) ყველას წარმატებებს გისურვებთ :*
25.05.10 11:01 gvancebi
მაიკო : ქულების დიეტა სცადე 3 კვირაში 5 კილო დავიკელი
25.05.10 10:32 >>>maiko<<<
მესამე კვირას ვამთავრებ ხვალ, გუშინ ავიწონე და არაფერი არ მაქვს დაკლებული ანუ თავიდან დავიკელი 3 კილო და გავჩერდი :( რა ვქნა მირჩიეთ 7 კიდე მინდა რომ დავიკლო
25.05.10 10:32 nikonana
გამარჯობათ. მე გუშინ დავიწყე ეს დიეტა, ჯერჯერობით კარგად ვარ, თუ არ ჩავთვლით იმას რომ ოდნავ თავბრუ მეხვევა, მაგრამ იმედია გამივლის. დიეტის დაწყებამდე არ ამიწონია, მაგრამ ვიცი რამდენი მაქვს დასაკლები, დაახლოებით 15 კილო........ისე უკვე დავიკელი, არ ვიცი რამდენი, მაგრამ ბოლოკაბა რომელსაც ძლივს ვიკრავდი, თავისუფლად ჩავიცვი. აქ წერია რომ 4 ჭიქის მეტი სითხე არ შეიძლებაო, მე კიდევ ძალიან მწყურია, სხვა დროს დღე ისე გავა წყალი არ მომინდება, ახლა კი ძალიან მწყურდება...მომიწევს თავის შეკავება. კვირის ბოლოს ავიწონები და შედეგებს მოგახსენებთ, იმედი მაქვს დავიკლებ. წარმატებები მისურვეთ გთხოვთთთთთ
24.05.10 22:09 fashionista
პირველი დღე მთავრდება და პატოსნად გავქაჩე, ეგ კი არა მხოლოდ ერთი ჭიქა რძე დავლიე, ერთი ნაჭერი შავი პური დანახევარ ჭიქა პომიდვრის წვენი. ანუ ეგ კაია მგონი :D
ხვალინდელი დღისთვის მოვემზადე უკვე, ყველი ვიყიდე და კარაქიც, მარა კარაქი უბრალოა და რამე განსაკუთრებული კარაქი ხომ არუნდა მეყიდა? ნუ 20 გრამი არ მომამატინებს იმედია უბრალო რომც იყოს;
ხვალინდელი დღის ამბებსაც დავწერ :)
24.05.10 15:08 fashionista
გუშინ გადავწყვიტე უგულავას დიეტა
ე.ი ვარ 68-69კგ და სიმაღლეში ზუსტად არ ვიცი 165 ვიყავი შარშან, ხოდა დღეს საერთოდ არაფერი მიჭამია. უმეტესად რაც აქ ჩამოთვლილია ყველაფერი მეზიზღება მაგრამ რა ვქნათ? უნდა გავხდე; დღეს ვიყიდე უკვე ხვალის საკვებიც, აუცილებლად დავწერ შედეგებს :)
8კგს დაკლება მინდა
23.05.10 18:09 maia-luchko
მე გავაკეთე ეს დიეტა, დღეს ვარ მე-4 კვირის მე-5 დღეზე. დავიკელი 11კგ. გუშინ დავიკელი 1კგ. და დამთავრებამდე იმედი მაქვს კიდევ დავიკლებ. ჩემი აზრით ეს დიეტა განკუთვნილია დიდწონიანებისთვის, უკეთესი შედეგია. ძალიან კარგი დიეტაა და ვუწევ რეკომენდაციას. წარმატებებს გისურვებთ :)
23.05.10 17:17 clementine
მე10 დღეზე ვარ და ჩამოვთხელდი რომელია, თვალებიღა დავრჩი,წონა არ მაინტერესებს მთავარია ვიზუალურად კარგად გამოვიყურები, ძლაიან მომწონს ეს დიეტა, ოღონდ რძე, ბულიონი,სუფი და კეფირი ამოღებული მაქვს .(არ მიყვარს) საკვებს ყველაფერს ვუშვები მარილს,ვერ ვხვდები მარილმა როგორ უნდა გაასუქოს ადამიანი, ჰოდა 10 კილოგრამის დაკლება მინდა, ახლა საავრაუდოდ 57 ვარ, კიდევ 2 კვირა ნახევარი დამრჩაა,წარმატებები ყველას
23.05.10 00:27 nineli1
გოგოებოოოო, ხომ ვწერდი რა იცი ბოლო კვირაში რა ხდება მეთქი...ჰოდა, დღეს შევხტი სასწორზე, 4 კილო მაქვს დაკლებული მესამე კვირაში:)))))))))))))) ასე რომ, ყველამ დაიცავით ბოლომდეეეე:))))))
21.05.10 22:17 tammey
რავი მეც მარწყვს ვჭამ..დაბალკალორიულია და..:)
21.05.10 14:29 doqtoresa
ამ დიეტის დროს მარწყვი არ შეიდზლება დარგვევაში ითვლება
18.05.10 23:40 ...~...
მარწყვის ჭამა თუ შეიძლება ვინმემ თუ იცით გთხოვთ მითხარით
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია