Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166537-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166537-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

09.02.10 00:21 teooet
ბოლო ორ კვირაში ან დიეტის დასრულების შემდეგ რომ ვერ დავიკლო გავრეკავ ალბათ თან ეს დიეტა ნერვებზე მაგრად მოქმედებს, რავიცი მე მაგრად მეშლება ხოლმე ნერვები, დღესაც ძალიან დაძაბული ვიყავი და კიდევ ერთი ინფორმაცია, კუჭ-ნაწლავს ანადგურებს ეს დიეტა.
09.02.10 00:20 teooet
მამუსა, 100 გრამი არ არის ბევრი, დამიჯერე, მეც მასე ვწამდი და მაინც დავიკელი, თან ბევრი რომ იყოს, ვინ დაწერდა დიეტაში? მოკლედ, გააგრძელე, როგორც წერია
09.02.10 00:18 teooet
მოკლედ, ეს დიეტა ერთი 7-ჯერ მაინც მაქვს გაკეთებული, მაგრამ არცერთხელ ბოლომდე არ გამიკეთებია. ახლა დავიწყე კიდევ თავიდან და უკვე მეორე კვირაზე ვარ, უფრო სწორად, ხვალ მაქვს მესამე კვირის პირველი დღე. ვარ 163 სმ და ვიყავი 65 კილო, მოკლედ კარგად გასუქებული. ამ ორი კვირის განმავლობაში დავიკელი "გძეტა" 5 კილო, ახლა 60 კილო ვარ, ხოდა აუცილებლდა უნდა გავაკეთო ბოლომდე და შედეგს აუცილებლად დავწერ.
08.02.10 19:38 mamusa
მიპასუხეეეთ რაა: ))
08.02.10 17:03 mamusa
მეეე მეორე დგეა რაც დავიწყე და უკვე ორი კილო დავიკელიი მაარაა ტოამატის წვენი ვერ დავლიე ბოლომდეე : )))
აიი მეორე დგეს რო წერია ორჯერ 100 გრამი პური ძალიან ბევრი მომეცჰვენა ტქვენც ეგრე აკეტებდიტ ვინც გახდით?
08.02.10 14:35 Nuc1
BELL << დამთავრების შემდეგ თუ მიაძეხი მოიმატებ ყველა ვარიანტში, ამის დამთავრების შემდეგ ცოტახანი შეიკავე თავი და მერე აღარ მოიმატებ...
06.02.10 15:46 bell
ვისაც გაგიკეთებიათ როგორი შედეგი გაქვთ?
ამბობენ ამ დიეტის დაბრუნებისთანავე წონა უკან ბრუნდებაო :(
06.02.10 15:27 maromari
კი KE-ITI აუცილებლად დავწერ შედეგს
05.02.10 19:34 KE-ITI
დიდი მადლობა maromari შენც წარმატებებს გისურვებ,მერე შედეგი გვითხარი ხოოოოო
05.02.10 16:08 maromari
KE-ITI სანტეს რძე იყიდე ლურჯ პაკეტში როა, არ არის აუცილებელი რომ უცხიმო იყოს.მე პირადად ყავას ვსვავ ,მაგრამ მწვანე ჩაის თუ დალევ უკეთესია.მეც 3დღეა რაც ვაკეთებ და იმედი მაქვს დავიკლებ.წარმატებებიიიიიიიიი
05.02.10 14:13 KE-ITI
ყველას მოგესალმებით. მე ახალი ვარ და რამოდენიმე კითხვა მაქვს გამოცდილებმა იქნებ მიპასუხოთ:1)რძე უცხიმო უნდა დავლიო თუ ჩვეულებრივი ქარხნული?3,2%-იანზე ნაკლები ცხიმით ვერსად ვნახე.2)ყავას არ ვსვავ და მის ნაცვლად თუ შეიძლება მწვანე ჩაი ან ნებისმიერი მცენარის ნაყენის დალევა?ეს დიეტა მომეწონა თანაც მართლა მჯდომარე ცხოვრებას ვეწევი და მინდა ვცადო. 10 კილო მინდა დავიკლო ორშაბათიდან ვიწყებ და შედეგს აუცილებლად დავწერ
04.02.10 19:09 zagari1
ეს დიეტა რო მშველის ისე არცერთი, დღეს მესამე დღეა და რავი მგონი ყვევალაფერი კარგად მიდის, ვგრძნობ რო ჩავიპფუშე:)
30.01.10 22:03 Svaniko
მადლობა ირენ :)
30.01.10 13:37 ირენ
გოგოებო, ხვალ ჩემთვის მე4 კვირა იწყება....სიმართლე გითხრათ არ გამჭირვებია...მთელი დღე სამსახურში რომ ვარ საჭმელზე არ ვფიქრობ და რასაც მივირთმევ მყოფნის კიდეც..აი შაბათ-კვირას ძალიან მიჭირს....თან რძეს ვერ ვსვამ და ფაქტიურად მშიერი ვარ....რაც შეეხება შედეგს , ვიყავი 72კგ და დავიკელი 7კგ, იმედი მაქვს მე4 კვირას კიდევ დავიკლებ... 1 კითხვა მაქვს, შენარჩუნების დღეები რომ არის, მე 4 კვირის შემდეგ უნდა დავიწყო????
30.01.10 13:31 ირენ
ანუ ვიოლას გამდნარი ყველი არ შეიძლება ჩვეულებრივი ჰოლანდიური იგულისხმება (აი მოყვითალო ყველი როა)
26.01.10 22:13 Svaniko
გოგოებიო, ე.ი. რა მაინტერესებს :) ჰოლანდიური ყველი რომელი იგუისხმება აქ? თან წერია რომმ თეთრი არა და გამდნარიო და რომელი უნდააა???
ვინმემ ხომ არ აცით?
26.01.10 16:47 maromari
nana20 არა არ ჩაგეთვლება დარღვევაში.მეც პირველ დღეს რძე კი დავლიე მაგრამ ტომატის წვენი არ დამილევია:P
25.01.10 22:33 nana20
დღეს მქონდა პირველი დღე და რძე დავლიე მხოლოდ 0,5 მეტი ვერა არ მიყვარს რძე,მითხარით რა დარღვევაში ჩამეთვლება ?
25.01.10 13:51 mia_mia
პირველ კვირაში დავიკელი 3 კილო. ძალიან ცოტაა ხომ? :(
24.01.10 17:28 maromari
თაფლის გარეშეც შეიძლება natuka . უკალორიო შაქრით
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია