Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166478-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166478-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

18.06.10 02:26 magduna
afrodite-venera გეტანხმებიი შარშან ზაპხულში მეც დავიცავი ეგ დიეტა 1 კვირა და მაგრად გავხდი მეეც რძიან ყავას ვსვავდი ხოლმე ტან რო დზაან არ მომშIვებოდა და იყო დგეე ვერც ვატავებდი 1 ბანკას ბოლომდეე არ მიყვარს მაწონი და იმიტომ მაგრამ მე არ შემირევია არც თფლი და არც ყავა რადგან გულისამრევია მარტო მაწონს ვსვავდიი აურევდი კარგად რძესავიტ :D:D:D დ ისე ვსვავდიი დამართლა მაგარია გოგოებოოო პროსტა გაძლება უნდა და ყურადღების გადატანჯა სხვა რამეზეე შედეგი უმაგრესიააა თვს დავდებ და მომჭერიიითთთთთ :D
18.06.10 00:37 afrodite-venera
უნდა გაუძლოთ:) მე თავიდან გავძელი და ახლა არ ვიცი რამდენად შევძლებ:)))
18.06.10 00:14 kwy
ვაიმე გოგოებო ეგ დიეტა ყავა და მაწონი უბრალოდ საშინელებაა მე ვცადე 2ჯერ დამეცვა და ცუდად გავხდი ჯერ საშინელი საჭმელია ვერც ვჭამე გული ამირია მეორედაც ვცადე იქნებ ვჭამო მწტქი მარა ვერანაირად ვერ ვჭამე
17.06.10 23:06 afrodite-venera
თუ დღეში 2-3ჯერ დალევ ყავას ან ჩაის. მაშინ უმჯობესია, მხოლოდ ერთხელ დალიო შაქრით და დანარჩენი უშაქროდ,ან თუ გინდა, რძით და უშაქროდ:)
17.06.10 22:53 afrodite-venera
afrodite-venera ესეც ჩემი სკაიპი:))
17.06.10 22:49 afrodite-venera
ე.ი. ყავაც შეიძლება და მწვანე ჩაიც. 1 კოვზზე მეტი შაქარი არ ჩაყარო. მე ხსნად ყავასაც ვსვამდი. ძალიან კარგია ხნადი ყავა დიეტის დროს. ხო, პური არ ჭამო. არა მგონია,გაგიჭირდეს. თუ რამე და, ერთი ნაჭერი შავი პური ჭამე, არა მგონია,გაგასუქოს:)
17.06.10 22:44 psp
afrodite-venera გთხოვ მიპასუხე რო შემოხვალ
17.06.10 22:20 psp
დიეტის დროს ყავა შეიძლება? ან მწვანე ჩაი?
17.06.10 22:12 psp
სჰენი სკყპე იქნებ მომცერო, ან ადნოები. ვაიმე 18 კილო რო დავიკლო რაგა მინდა. ე.ი. 1 კვირის შემდეგ პური არ ვჩამო ხო?
17.06.10 21:59 afrodite-venera
1 კვირაში 7- კილო დავიკელი. ასე მეგონა,ჩემზე ბედნიერი იმ დროს არავინ იყო. 5-7 კილომდე უეჭველი დაიკლებ, თუ უფრო მეტი არა, და მერე უფრო სწრაფად. ანუ 1 კვირის შემდეგ რაც გითხარი ისე გააკეთე და ბევრს დაიკლებ. იმ დროს ისე მაწუხებდა ჩემი სიმსუქნე, რომ ყველაფერს გავუძელი:) თან ყველაზე კარგი ის იყო, რომ მადა აღარ მქონდაა. ისე,ვარჯიშებს თუ გააკეთებ,კარგი იქნება. ან, უბრალოდ, ჩართე სიმღერები და იცეკვე. ისე,უბრალოდ,შენთვის იცეკვე თუნდაც დღეში 20-30 წუთი:)
17.06.10 21:52 psp
მე ორსულობის შემდეგ დავრჩი ესე მსუქნად და მაგარ დისკომპორტში ვარ გარეთ ვეგარ გავდივარ, ვნახოთ დავიცავ და მოგწერ მართლა, როდის დავიწყებ არვიცი. შენ რამდენი კილო დაიკელი 1 კვირაში?
17.06.10 21:49 afrodite-venera
ეგ დიეტა რუსმა მეზობელმა მასწავლა და დღემდე მაგას ვლოცავ:))
17.06.10 21:48 afrodite-venera
კი,როგორ არა, ნესკაფეც შეიძლება. მომწერე მერე შედეგი როგორი იქნება :) ისე, ჩემზე მოქმედება მე2 დღესვე დაიწყო. ნუ,იგრძნობ,რა...
წარმეტებებს გისურვებ! :))
17.06.10 21:47 afrodite-venera
ხო,მართლა, იმის ნუ შეგეშინდება რომ გემრიელად ჭამა მომინდებაო:) მადა საერთოდ დაგეკარგება.
17.06.10 21:44 psp
უნდა დავიწყო და ვნახოტ ტუ გავქაჩავ, ჩვეულებრივი სხვა ხსნადი ყავა ხო შეიძლება? მაგალითად ნესკაფე?
17.06.10 21:38 afrodite-venera
ხოო. ნუ ხილი და უმი ბოსტნეულიც შეგიძლია ჭამო. ისე, მე აქა იქ შავ შოკლოადსაც ვჭამდი :D მთავარია, გემოს გაუძლო. აბა,ნახე, თუ გაძლებ, 1 კვირა გააგრძელე. თან მე კუჭთან დაკავშირებით პრობლემები მქონდა და სრულიად განვიკურნე. წარმატებებს გისურვებ. თუ რამე კითხვა გექნება, დიდი სიამოვნებით დაგეხმარები:) იცი, მე როგორ გავაკეთე? ეგ დიეტა დავიცავი 1 კვირა,და ერთი კვირის შემდეგ ნორმალურ კვებაზე გადავედი. ცოტას ვჭამდი,ოღონდ ყველაფერს.პური ამოვაგდე საერთოდ. მე პირადად,პური ძალიან მასუქებს. 18 კილო დავიკელი, ძალიან დავსუსტდი,იმდენად, რომ მერე უკვე ძალიან გამხდარი ვიყავი. მას შემდეგ წონაც სტაბილური მქონდა. 3-4 წელი კარგად ვიყავი.თან რომ დავიკელი იმის შემდგე ყველაფეერს ვჭამდიიი.ღამეც კი :) ოგონდ ცოტას და საერთოდ არ მოვმატებულვარ. ახლა ცოტა ბევრს ვჭამ, თან შეკრულობა მაქვს და ისევ მაგ დიეტაზე უნდა დავდგე:))თუ გავუძელი გემოს:)
17.06.10 21:20 psp
1 კვირა მარტო ეგ მაწონი ტაპლი და პელე უნდა ვჭამო?
17.06.10 20:47 afrodite-venera
მე ვიცი მაგარია დიეტა. ძალიან ეფექტური! ოღონდ რამდენად გაძლებათ,არ ვიცი. ცოტა ცუდი გემო აქვს :) მაგრამ მადას გაკარგვინებთ! ე.ი. ერთ ქილა მაწონში 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი და 1 სუფრის კოვზი პელე აურიეთ,დღეში 3ჯერ გადაანაწილეთ და მიირთვით:)აი,მე ძალიან,ძალიან დავიკელი. ბოლოს, უკვე ძვალი და ტყავი ვიყავი :D სულ რაღაც 7 დღე დავიცავი.მეტი ვერ გავძელი :)) თან ხილიც და ბოსტნეულიც შეგიძლიათ მიირთვათ. მე სტაფილოს ვჩამდი და ვაშლას :) ბორჯომსაც თუ დალევთ,კარგი იქნება! შედეგი მართლაც ძალიან დიდია! 1 კვირაში თქვენ თვითონ ნახავთ:) წარმატებები.
17.06.10 17:55 bounty_trio
sofka14

ჯერ არ ვიცავ მაგრამ მოას დიეტის დაცვა მინდააა :)))
17.06.10 17:39 >>>maiko<<<
გოგოებო და ბიჭებო :) როგორ ხართ აბა? კაი ხანია არ შემოვსულვარ, თქვენი მოწერილები ვნახე, ადრე ვიცავდი ერთ დიეტას და მაგარი ეფექტიც ქონდა სოფკას დიეტას გავს რაღაცით:
1. დღე 5 ცალი კარტოფილი;
2. დღე 2 ცალი მოხარშული კვერცხი;
3. დღე 5 ცალი სასისკი;
4. დღე 2 ცალი პლიტკა (შავი შოკოლადი);
5. დღე 1 ჭიქა მოხარშული გრეჩიხა;
6. დღე 1 კგ ვაშლი;
7. დღე 1 კგ ვაშლი;
8. დღე 0,5 ლ მაწონი;
9. დღე 1ლ ბორჯომი;

აბა შენ იცი წარმატებებიიი და იცოდეთ 7 კილო მოგაკლდებათ ;)
P.S. დიეტის დროს შეიძლება ყავა, ჩაი მხოლოდ უშაქრო ან თაფლით

Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია